You are on page 1of 2

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“

გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების პერიოდში ცალკეული ქვეყნების


მოვალეობებსა და ქმედებებს მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულება
განსაზღვრავს. მათგან ზოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული
კუთხით და ადამიანებზე ერთიბლივ ზრუნვას ისახავს მიზნად. როგორც ვხედავთ,
ჰუმანიტარული სამართლის ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭიროა; სწორედ
ამიტომ, გადავწყვიტე ჩამეტარებინა გამოკითხვა ჩემს სკოლაში რათა გამეგო
დღესდღეობით რამდენად იცოდა სასკოლო საზოგადოებამ ეს საკითხი.
გამოკითხვიდან, დავადგინე, რომ, გამოკითხულების 60%ს არ ჰქონდა ეს თემა
შესაბამისად გააზრებული.

დავიწყებ იმით, რომ ჰუმანიტარული სამართალისა და ადამიანის უფლებების


კუთხით ფუნქციონირებს საერთაშორისო ორგანიზაციები რომლებიცაა: ნატო,
ევროკავშირი, გაერო თანამედროვე საფრთხეებთან გასამკლავებლად,
სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად და სამშვიდობო მისიების
განსახორციელებლად. ალბათ იკითხავთ, რა არის სამშვიდობო მისიები? სამშვიდობო
მისიები არის შეიარაღებული კონფლიქტების მშვიდობიანი პრევენციისა და
შეჩერების ხერხი, რომლის დროსაც სამშვიდობო ოპერაციების მიზანია: მშვიდობისა
და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაპირისპირებულ მხარეებს შორის
სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა, სიტუაციის განეიტრალების შემდეგ ქვეყნის
მხარდარჭერა სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში, მთავრობის ფუნქციონირებაზე
დაკვირვება, ადამიანის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მშვიდობის დამყარება
და, ზოგადად, ადამიანის უფლებების უზენაეოსობის გაძლიერების ხელშეყობა.
სამშვიდობო პროცესები აგრეთვე იყოფა შემდეგ კატეგორიებად - 1. კონფლიქტის
პრევენცია 2. სამშვიდობო საქმიანობა 3. მშვიდობის დამყარების მიზნით ქმედება 4.
მშვიდობის განმტკიცება.

გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემაზე- ომსა და ომის დროს


ადამიანთა უფლებებზე, განმეხორციელებინა საზოგადოების ინფორმირება
სხვადასხვა ხერხებით, რომლებიცაა: ბუკლეტებისა და პოსტერების გაკეთება და
დარიგება, ინფორმაციული ვიდეო რგოლის ჩაწერა, ფილმების ჩვენება (მაგ: ბიჭუნა
ზოლიან პიჟამაში, შინდლერის სია), დღიური „ანა ფრანკის“ გავრცელება და შემდეგ
მასზე დისკუსიის მოწყობა; საბოლოოდ, გამოვიყენებდი ადამიანურ რესურსს და
მოვიწვევდი იურისტს და ისტორიკოსს რათა მათ უფრო მკვეთრად აეხსნათ
ყველაფერი ჰუმანიტარული სამართლის შესახებ და გაეცათ პასუხები გარკვეულ
კითხვებზე რომლებიც შესაძლოა გაჩენოდა სასკოლო საზოგადოებას მათთან
შეხვედრის პროცესში. ამ ყველაფერს გავაკეთებდი ერთ კვირაში და ამ კვირას
მოვიხსენიებდი როგორც „ჰუმანიტარული სამართლის კვირეულს“. რათქმაუნდა,
ყველა ზნეობრივი და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით ამ კვირაში
განხორციელებულ აქტივობებს ზუსტად იმიტომ გავაკეთებდი, რომ, ახალ თაობას,
მომავალი ომის შემთხვევაში, ჰქონოდა გარკვეული ცოდნა საკუთარ უფლებებსა და
წესებზე ომის დროს.

თუ ჩვენ ამ საკითხს ეროვნულ დონეზე გავიაზრებთ, დავასკვნით, რომ მისი


შესწავლა მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. იმ შემთხვევაში თუ გამოკვლევისას
დადგენილი 60% გაითავისებს ამ საკითხს, მოხდება საზოგადოების მდგრადი
განვითარება, ყველას ეცოდინება საკუთარი უფლებები ომის დროს, უფრო მეტიც,
ყველა ჩვენთაგანი ვალდებულია იცოდეს საკუთარი უფლებები. მადლობა
ყურადღებისთვის!

კომპლექსური დავალება შეასრულა 71-ე სკოლის, 9-1 კლასის მოსწავლე,


ალექსანდრე ჭულუხაძემ.

You might also like