You are on page 1of 2

ვერიკო ჩარჩიან

საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც პრაქტიკული საქმიანობა

საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც ტერმინი პირველად თითქმის ორი


საუკუნის წინ ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ჯერემი ბენთანმა გამოიყენა. პირველ
ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ რომ ეს ცნება ერთდროულად ორი მნიშვნელობით
მოიაზრება. საერთაშორისო ურთიერთობები, ერთი მხრივ, არის როგორც ცხოვრების
კონკრეტული პრაქტიკა, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა სუბიექტებს შორის და
რომლის მონაწილენიც ჩვენც ვართ. მეორე მხრივ, იგი არის ცოდნის დარგი, რომელიც
ასახავს საერთაშორისო ურთიერთობებს და ცდილობს დაადგინოს მისი
კანონზომიერებანი სამეცნიერო შემეცნების მიზნით.

საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკული საქმიანობა ხორციელდება


სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეროვნულ-განმათავისუფლებელ
მოძრაობებს, ტრანსნაციონალურ კორპორაციებს შორის.. ამერიკელი ნიკოლას
სპაიკმენი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობები
განმარტა, როგორც ინდივიდთა ურთიერთობები, რომლებიც სხვადასხვა
სახელმწიოებს მიეკუთვნებიან.

ავსტიელი პროფესორი სტენლი ჰოფმანი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო


ურთიერთობების პრაქტიკული საქმიანობა განაპირობებს საგარეო პოლიტიკას და
მსოფლიო შემადგენელი ძირითადი ერთეულების ძლიერებას. ამ შეხედულებას
ამყარებს ის ფაქტი, რომ ეს დისციპლინა შეისწავლის ყველა სახის ურთიერთობებს
სხვადასხვა საზოგადოებას შორის. საერთაშორისო ურთიერთობების საქმიანობა
მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა ურთიერთქმედებებს და
ლოგიკურია, იგი საგარეო პოლიტიკური პროცესების შესწავლასთან ერთად
შეისწავლის საერთაშორისო ვაჭრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ
საქმიანობას, საერთაშორისო ეთიკას, საერთაშორისო ტურიზმს, საერთაშორისო
პროფკავშირულ, სპორტულ და სხვა საქმიანობას, თუმცა ეს უკანასკნელი
დისციპლინის კვლევის ინტერესში ხვდება მაშინ, თუ ისინი ზეგავლენას ახდენენ
საერთაშორისო ( სამთავრობათაშორისო) ურთიერთობებზე.
გამოყენებული ლიტერატურა:

რონდელი, ალექსანდრე (2003) საერთაშორისო ურთიერთობები (მე-3 გამ.)


გამომცემლობა „ნეკერი“

დავითაშვილი ზურაბ (1998) .“ქართული დიპლომატია“.თბილისი.წელიწდეული


#5.თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

რობერტ არტი, რობერტ ჯერვისი (2011) „საერთაშორისო პოლიტიკა“. თბილისი.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა..“ქართული
დიპლომატია“.თბილისი.წელიწდეული #5.თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა.

You might also like