You are on page 1of 8

საერთაშორისო

ურთიერთობების თეორია
ლექცია 1
საერთაშორისო ურთიერთობა, როგორც სამეცნიერო
დისციპლინა მისი გაგება და კრიტერიუმები
• რა არის საერთაშორისო ურთიერთობები
• საერთაშორისო ურთიეთობების როგორც სამეცნიერო დისციპლინის
ჩამოყალიბების ისტორია.
• ტერმინი „საერთაშორისო ურთიერთობები“მისი გაგება და კრიტერიუმები.
• ცნობილი პოლიტოლოგების(სპაიკმენი,ბენთამი
რეინოლდსი,ტოინბი,ქარის),შეხედულებები საერთაშორისო
ურთიერთობების დისციპლინაზე.
• ერთა ლიგა ,ბრიან-პელოგის პაქტისტიმსონის დოქტრინა და მათი როლი
საერთაშორისო ურთიერთობში.
• პატარა და დიდი ქვეყნების როლი საერთაშორისო ურთიერთობების
დისციპლინასა და კრიტერიუმებში.
• „საერთაშორისო პოლიტიკა“, „საერთაშორისო ურთიერთობები “,“საგარეო პოლიტიკა “, „მსოფლიო პოლიტიკა “, ერთ
ტერმინად აღიქვამენ თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ .ისმის კითხვა რა არის საერთაშორისო
ურთიერთობები?, რას მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობები ?
• ნებისმიერმა სამეცნიერო დისციპლინამ უნდა შეძლოს საკუთარი დეფინიციის ჩამოყალიბება ,კვლევის საგნისა და
ობიექტის განსაზღვრა. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ი . ჭავჭავაძე ამბობდა : „არის ქვეყანაქზე ბევრი იმისთანა
საგანი ,რომლის გამოც ჰოც ითქმის და არაცა,რადგან საგანი ან გამოძიებული არ არის ჯერაც მთლად ან მეტად რთულია
და დახლართული და ჯერ კაცის თვალი არ მიმწვდარა მარავალ -გვარის ხლართის ერთ კრებულად დანახვისათვის “.
• საერთაშორისო ურთიერთობების ,როგორც სამეცნიერო დისციპლინის ჩამოყალიბების პროცესი რთული და
წინააღმდეგობებით აღსავსე იყო.ამ საგნის დეფინიცია ერთ კონტესქტში დღესაც არ არსებობს ,რადგანაც ამ ეს
დისციპლინა მოიცავს ისეთი საგნების ცოდნას ,როგორიც არის : ისტორია , გეოგრაფია , ეკონომიკა ,რელიგია ,
გეოგრაფიის დიპლომატია, ეთიკა და სხვა. ამის გამო თითქმის მეოცე საუკუნის 50 -იანი წლების მიწურულამდე
გრძელდებოდა დავა ეღიარებინათ საერთაშორისო ურთიერთობები ,როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო
დისციპლინა თუ რომელიმე საგნის შემადგენელ ნაწილად ყოფილიყო აღქმული .
• 1916 წელს ბრითანეთში გამოიცა წიგნი „ საერთაშორისო ურთიერთობათა შესწავლის შესავალი “, რომელიც რამდენიმე
ავტორის მიერ იყო დაწერილი.
• 1955 წელს ქუინსი რაიტმა გამოსცა ნაშრომი“ საერთაშორისო ურთიერთობათა შესწავლა “, სადაც ხაზგასმული იყო რომ ეს
დისციპლინა თავის სამეცნერი და აკადემიურ შევსებას იღებს 12 საგნიდან და მათ გარეშე ეს დისციპლინა არ არის
სრულყოფილი.
• თანამედროვე მეცნიერები დღემდე დაობენ საერტაშორისო ურთიერთობების დეფინიციის ანსაზღვრაზე :
• ამერიკელი მეცნიერი ნ. სპაიკმენი : საერთაშორისო ურთიერთობებს განსაზღვრავს ,როგორც ინდივიდთა
ურთიერთობებს ,რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებს მიეკუთვნებიან და ეს ურთიერთობები ინდივიდებისა და
ჯგუფების სოციალური ქცევაა განპირობებული სხვა ინდივიდებია და ჯგუფების არსებობით თუ ქცევით ,რომლებიც სხვა
სახელმწიფოებს მიეკუთვნებიან.
• სტენლი ჰოფმანი მიიშნევს : რომ ეს არის ის ფაქტორები და საქმიანობა ,რომლებიც განაპირობებენ საგარეო
პოლიტიკას მსოფლიოს შემადგენელი ძირითადი ერთეულების ძლიერებას .
• ჯოშუა გოლდსტაინი თვლის : საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინა მსოფლიოს ეროვნულ მთავრობათა შორის
ურთიერთობა კველას წარმოადგენს.
• ბრიტანელი მკვლევარი პ. რეინოლდსის შეხედულებით საერთაშორისო ურთიერთობები შეიძლება დაიყოს ე .წ . მიკრო
და მაკრო საერტაშორისო ურთიერთობებად .პირველი სფერო მოიცავს საერთასორისო ასპარეზზე მოქმედი
ინდივიდების ,ჯგუფების ,სახელმწიფოების, და ორგანიზაციების მოქმედების შესწავლას ,ხოლო მეორე შეისწავლის მათ
შორის არსებული ყველა სახის ურთიერთქმედებას და მათ ურთიერთმიმართებას დინამიკაში .
• არიან პოლიტოლოგები ,რომლებიც დღემდე დაობენ ამ საკითხზე და თვლიან რომ ეს დიციპლინა საერთოდ არ
მოიცავს სამეცნიერო სპექტრს. თავად სიტყვა „ საერთაშორისო ურთიერთობები „ პირველად გამოიყენა ორი საუკუნის
წინ ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ჯერემი ბენთამმა და იგი თვლიდა რომ საერტაშორისო ურთიერთობები შეისწავლის
საერთაშორისო პოლიტიკას სახელმწიფოთა შორის და ურთიერთობათა კომპლექს .
• საერთაშორისო ურთიერთობების ,როგორც დისციპლინის გამოჩენამ უნივერსიტეტებში და კვლევით დაწესებულებებში
ბიძგი მისცა პირველმა მსოფლიო ომმა და 30-იანი -40-იან წლებში დატრიალებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა .
• 1919 წელს დიდ ბრითანეთსი უელსის საუნევერსიტეტო კოლეჯში შეიქმნა პირველი კოლეჯი .,კათედრა დაფინანსებული
იქნა ერთ ერთი მეწარმის მიერ .მან კათედრის გახსნის მიზნად მოაცხადა სამართლიასა და პოლიტიკის ,ეთიკის და
ეკონომიკის ურთიერთდაკავაშირებული პროგრამების შესწავლა,რომელიც დღის წესრიგში დააყენა ერთა ლიგის
შექმნამ.
• სულ მალე საერთაშორისო ურთიერთობების კათედრები შეიქმნა ლონდონის უნივერსიტეტში და ამერიკაში კოლამბიის
უნივერსიტეტში.
• პირველი მსოფლიო ომის შემდეგ (1914-1918) დამკვიდრდა შეხედულება რომ ომები პოლიტიკური გაუგებრობათა და
საგარეო პოლიტიკაში საზოგადოებრიობის ჩაურევლობის შედეგია და მათი თავიდან აცილება შეიძლება ყველა ქვეყნის
კეთილი სურვილით ,საერთაშორისო თანამშრომლობითა და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნით .
• გ.ლ. დიკინსონი აღნიშნავდა : ომი არ არის ადამიანის ბუნების გარდაუვალი შედეგი ,ის ამ ბუნების გარკვეულ
პირობებში გამოვლენაა.
• გ.მარი აცხადებდა: ომის აპოლოგეტები არ არიან მართლები,როცა ომს ადამიანის ბუნების ელემენტად თვლიან .ომი
სახელმწიფოს ქმედების ფორმაა პოლიტიკური პროგრამის ნაწილია.
• ა. ტონბმა ომს კაცობრიობის“ მომაკვდინებელი სენი „ უწოდა.
• ამ საუკუნის უდიდესი მოვლენა იყო ერთა ლიგის შექმნა ,რომლის იდეას მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფა იყო .
• ერთა ლიგა შეიქმნა 1919 წელს და მისი მიზანი იყო თავიდან აეცილებინა მსოფლიო ომი საზოგადოებისათვის .ამ ორგანიზაციამ
20 წელი იარსება ,თუმაც მან ვერ შეძლო შექმნის მიზნის განხორციელება თუმცა მსოფლიო აარიდა ხუთ მსოფლიო დონის
კონფლიქტს: იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპაცია,იტალიის აგრსია აბისინიაში , ბოლოვია -პარაგვაის ომი , ესპანეთის
სამოქალაქო ომი, ესპანეთის სამოქალაქო ომი და ს .ს .რ .კ ფინეთის ომი .
• მსოფლიო საზოგადოება თვლიდა რომ ერთა ლიგა შექმნიდა კოლექტიურ უსაფრთხოების სისტემას და მშვიდობის იდეალიზმის
საფუძველი გახდებოდა ,რაც ილუზია არმოჩნდა .
• ორ მსოფლიო ომს შორის გაბატონებული იდეალიზმის უმაღლესი წერტილი იყო 1928 წლის პარიზის პაქტი და ბრიან -პელოგის
პაქტის სახელით.თხუთმეტმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ამ პაქტს ,რომლის თანახმადაც საერტაშორისო წინააღმდეგობების
ომის მეშვეობით დაძლევა მიუღებლად ცხადებოდა და ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყვეტილიყო .
• 1932 წელს მიიღეს „სტიმსონის დოქტრინა“ ,რომლის მიხედვითაც ა.შ.შ უარს აცხადებდა ძალის ნებისმიერ გამოყენებაზე და ომის
მეშვეობით შეძენილი ტერიტორიების დიპლომატიურ ცნობაზე.მიუხედავად ამის ძალადობა მაინც ბატონობდა მსოფლიოში .
• 1932 წელს იაპონია თავს დაესხა ჩენეთს და მის ტერიტორიაზე შეიქმნა მარიონეტული სახელწიფო მანჯოუ -გო , გერმანიამ
მოახდიანა რაინის ოლქის ოკუპაცია და დაარღვია ვერსალის ხელშეკრულება ,1935 წელს იტალიამ დიპყრო აბისინია , გერმანიამ
განახორციელა ავსტრიის „ანშლიუსი“.1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი .მწარე სინამდვილე ახალ ხედვას
და ახალ მიდგომებს ითხოვდა.
• 1939 წელს ედვარდ ქარმა გამოსცა წიგნი „ოცწლიანი კრიზისი 1919-1939 საერთაშორისო ურთიერთობათა შესწავლის
შესავალი,რომელიც ომის დაწყებიდან ორ თვეში გამოვიდა .ეს წიგნი გახდა საერთაშორისო ურთიერთობათა
დისციპლინაშიახალი რეალიზმის ეტაპის წინასვეტად .იგი ტვლიდა რომ დისციპლინამ ,რომელმაც ვერ შეძლო სინამდვილის
ანალიზის გამიჯვნა სასურველის ანალიზისაგან არ უნდა ჰქონდეს მეცნიერების პრეტენზიები .მან საერთაშორისო
ურთიერთობების თეორიასა დაა პრაქტიკაში გაბატონებულ იდეებს ქარმა უტოპია უწოდა .
• ამ პერიოდში იწყებს ჩამოყალიბებას ე.წ.“ გეოპოლიტიკა“,შვედმა პოლიტიოლოგმა რ. ჩელენმა ,რომელსაც სლავური და
რუსული ექსპანსიის ეშინოდა ,თავის ქვეყნის გადარჩენას იმდროინელ გერმანიასთან კავშირში ხედავდა .1916 წელს მან
გამოსცა წიგნი „სახელმწიფო ,როგორც სიცოცხლის ფორმა“. სწორედ ამ წიგნში აქვს მას ნახსენები პირველად
გეოპოლიტიკა, სადაც სახელმწიფო შედარებულია ცოცხალ ორგანიზმთან და დიდი მოწონება დაიმსახურა
გერმანელებში.
• ჩელენის ხედვა განავითარა ჰაუსჰოფერმა და გამოსცა ახალი ნაშრომი გეოპოლიტიკური გეოგრაფია , რომლის
საფუძველიც აიღო ინგლისელი გეოგრაფის ჰ.მაკინდერის ნაშრომებიდან
• მეორე მსოფლიო ომმა მშვიდობიანი მსოფლიოს მოწყობისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის იდეისს კრახი
გამოიწვია რამაც იდეალიზმი რეალიზმა შეცვალა.

You might also like