You are on page 1of 1

საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ მრავალი საუკუნის განმავლობაში

იქმნებოდა თეორიები, რათა გაენალიზებინათ რა როლი ჰქონდათ სახელმწიფოებს, მხოლოდ


ისინი უნდა ჩავთვალოთ გლობალურ აქტორებად, თუ არსებობენ კიდევ სხვა მსოფლიო
აქტორები, როგორ ავიცილოთ თავიდან ომი და როგორ შეიძლება მივიდეთ ორმხრივ
შეთანხმებამდე, რომლის დროსაც ორივე მხარე მოგებულია, და ა.შ. თეორიები იცვლებოდა,
გარდაიქმნებოდა, პრაქტიკაზე დაფუძნებულ კონცენფციებს სახელმწიფოთა ლიდერები
იყენებდნენ. თეორიები იხვეწებოდა და დროთა განმავლობაში სახეს იცვლიდა.
დღესდღეობით უამრავი თეორია არსებობს, რომელიც მსოფლიო წესრიგის ახსნას ცდილობს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური დღევანდელ მსოფლიოში კონსტრუქტივიზმია,


ტერმინი, რომელიც ცივი ომის დასრულებამდე რამდენიმე წლით ადრე ნიკოლას გრინვუდ
ონუფმა დაამკვიდრა საერთაშორისო ურთიერთობებში. მან შესთავაზა საზოგადოებას ახალი
კონცეფცია, რაც გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფოები არ განსხვავდებიან
ადამიანებისგან. ქვეყნების არსებობას განსაზღვრავს პიროვნებათა ქმედებები და ერთგვარი
სოციალური კონსტრაქტია.

ცივი ომის დასასრული თეორიის ჩამოყალიბებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. 1990-იანი


წლების შუა ხანებში კონსტრუქტივიზმის ჩამოყალიბება დაიწყო დღევანდელი სახით.

You might also like