You are on page 1of 4

ფინალური გამოცდა

“თანამედროვე საჯარო სფეროს გამოწვევევები”

თანამედროვე საჯარო სფეროს გამოწვევები რთული და საინტერესო თემაა,


რომელზეც საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდ გვესაუბრება გერმანელი
სოციოლოგი, პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი იურგენ გაბერმასი. მას თავის
ნაშრომში “the structural transformation of public sphere” დეტალურად აქვს
განხილული ამ საკითხის ირგვლივ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.ასევე
საინტერესოდ განიხილავს ამ საკითხს ჩიკაგოში დაბაბდებული სოციოლოგი რიჩარდ
სენეტიც. შევეცდები სწორედ მათი ნაშრომების მაგალითზე განვიხილო
თანამადეროვე საჯარო სფეროს გამოწვევები. სანამ მსჯელობას დავიწყებ
მნიშვნელოვანია ვახსენო ის წინაპირობები რაზეც ჰაბერმასი გვესაუბრება საჯარო
სფეროს შესახებ. როდესაც საჯარო სფერო იწყებს ზრდას აშკარად იკვეთება, რომ
თანამადროვე საჯარო სფერო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგება.
ჰაბერმასი აღნიშნავს, რომ ეს სივრცე ზრდასთან ერთად კარგავს თავის
ექსკლუზიურობას სოციალური ურთიერთობების გამომჟღავნებასა და განათლების
მაღალ დონეში. საჯარო სივრცის ზრდა ასევე იწვევს კონფლიქტს სხვადასხვა
ჯგუფებს შორის და მნიშვნელოვანია ისიც რომ სწორედ ეს კონფლიქტი კარგავს
პროვატულობას და საჯაროვდება. იმისთვის რომ ახსნას თუ რა გამოწვევების წინაშე
დგება თანამედროვე საჯარო სფერო ჰაბერმასი პირველ რიგში გვახსენებს
ლიბერალურ-კონსტიტუციური სახელმწიფოს არსს. უნდა აღვნიშნოთ, რომ
არსებობდა დაყოფილი სფეროები. ესენი იყო კონსტიტუციურად ჩამოყალიბებული
ბურჟუაზიული საჯარო სფერო, როგორც კერძო პირების ავტონომიის სივრცე და იყო
ასევე სახელმწიფო რომელსაც საჯარო ავტორიტეტის სივრცეს უწოდებს.
აღსანიშნავია ისიც რომ
მათ შორის არსებობდა პუბლიკა ანუ მოქალაქეები რომლებიც სამოქალაქო
საზოგადოების საჭიროებებს აწვდიდნენ საჯარო ავტორიტეტს (სახელმწიფოს).
მეორეს მხრივ ლიბერალურ-კონსტიტუციურ სახელმწიფოს ახასიათებდა
თვითრეგულირებადი ბაზარი და საჯარო სფერო რომლებიც თავისუფალნი იყვნენ
დომინაციისგან. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ლიბერალური საბაზისო
უფლებების დანიშნულებაც ის იყო რომ დაეცვათ კერძო პირები სახელმწიფოს
ჩარებისგან და მეორეს მხრივ რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანასწორი
პირობები ყველასთვის, რომ მათ შეექმნათ საჯარო მოსაზრება და მიეღოთ
მონაწილეობა საჯარო მოსაზრების (public opinion) შექმნაში. მნიშვნელოვანია
ვახსენოთ ჰაბერმასის მიერ გადმოცემული თავისუფლების ორგვარი გაგება,
რომელსაც უკვე კეთილდღეობის სახელმწიფოში ვხვდებით. ესენია თავისუფლების
ნეგატიური და პოზიტიური გაგება. ნეგატიური გაგება - მიზნად ისახავდა
სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვას, ხოლო პოზიტიური გაგება
თანასწორუფლებიანობაზე იყო მიმართული. აღსანიშნავია ისიც რომ საჯარო სფეროს
გამოწვევები ჯერ კიდევ ჩანდა ბურჟუაზიული საჯარო სფეროს იდეაში და
საზოგადოების ცნებაშიც უკვე ნათელი იყო ეს გამოწვევები. მრავალის ფაქტის ფონზე
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჯარო სფეროს გამოწვევები რომელსაც თანამედროვე
სფეროში ვხვდებით საკმაოდ შორეული წარსულიდან იღებს სათავეს.
ძირითად ნაწილში შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე უშუალოდ იმ მნიშვნელოვან
გამოწვევებზე რასაც თანამადროევეობაშიც ვხვდებით. პირველი გამოწვევა არის
“ინტერსთა სტრუქტურული კონფლიქტების შემცირება - ეკონომიკური გამოწვევა”
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე მოხდეს ინტერესთა კონფლიქტების
შემცირება, ვინაიდან ძალიან ბევრი და ძალიან მრავალფეროვანი ინტერესი არსებობს
რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება და თავის მხრივ ეს მრავალ პრობლემასაც
ქმნის. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის “ბიუროკრატიული
გადაწყვეტილებების მინიმუმამდე შემცირება - ტექნიკური გამოწვევა”. ჰაბერმასი
გვეუბნება, რომ “კრიტიკული თვალსაზრისით საჯაროს სფეროს ეფექტიანობა
დამოკიდებულია ამ გამოწვევების გადაჭრაზე” ანუ თუ ჩვენ გავუმკლავდებით ამ
გამოწვევას და საჯარო სფერო თავის კრიტიკულ ფუნქციას შეინარჩუნებს და იქნება
პოლიტიკურად აქტიური და ფუნქციური.
როგორც ზემოთ აღვნიშნე საკმაოდ საინტერესოდ და სწორად სვამს აქცენტებს
რიჩარდ სენეტიც ამ საკითხის ირგვლივ. მნიშვნელოვანია ვთქვათ ისიც რომ რიჩარდ
სენეტიც ჰაბერმასის მსგავსად მიიჩნევს, რომ თანამედროვე საჯარო სფერომ ფუნქცია
დაკარგა და რომ სამწუხაროდ ის ოკუპირებულია პრივატული სივრცისგან. სენეტი
ფიქრობს, რომ საჯარო სივრცის დაცარიელება და თანამედროვე გაუწონასწორებელი
პირადი ცხოვრება ხანგრძილივი პროცესის შედეგია და უკავშირდება ისეთ
თანამედროვე ცვლილებებს როგორიც არის კაპიტალიზმი, სეკულარული და
უბანული კულტურა, ასევე ცვლილებები რელიგიურ რწმენაში და აი ეს
პარალელურად მიმდინარე თანამედროვე პროცესები ცვლის ადამიანის ხედვას.
შესაბამისად იცვლება სივრცეების დანაწილებაც. რიჩარდ სენეტის აზრით
თანამედროვე საჯაროს სფეროს ერთ-ერთი გამოწვევა და პრობლემაა ის რომ
ინდივიდუალობა და პრივატულობა გადაბმულია ერთმანეთზე, განხსვავებით ძველი
დროისა.თანამედროვე დროში ადამიანი საჯარო და პრივატულ ცხოვრებას შორის
ვეღარ ინარჩუნებს ბალანსს რაც ასევე პრობლემაა თანამედროვე სივრცის. სენეტი
თავის ნაშრომში აღნიშნავს იმასაც, რომ ბედნიერების უფლების იდეის საფუძვლებს
ჩვენ ვხვდებით იმ სტერეოტიპული ფორმულირებების სახით რომელიც
დაკავშირებულია ადამიანის უფლებების თანამედროვე გაგებასთან. მაგალითად
სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერების დევნა. სენეტი აღნიშნავს რომ
ბედნიერების უფლებისა და ძმობის ფუნდამენტური გაგება დღეს უფრო გვიჭირს
ვიდრე დანარჩენი ცნებებისა და ამის მიზეზი მისი აზრით არის ის, რომ ჩვენ უკვე
დაკარგული გვაქვს კვალი რომელმაც მეთვრამეტე საუკუნეში ადამიანები აქამდე
მიიყვანა. ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა როგორც ვახსენეთ ძალიან ვრცელია.
ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ისიც რომ განვიხილოთ საქართველოში
მიმდინარე საჯარო სფეროს გამოწვევები.
საქართველოში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები დღეისათვის ნამდვილად
ძალიან ბევრ რამეს მოიცავს. აზრთა მუდმივი სხვადასხვაა ალბათ პირველი
გამოწვევა რაც ჩვენ ქვეყნის უამრავი პრობლემის საფუძველია. სწორედ ესაა ის
ფაქტორი რაც იწვევს უამრავ კონფლიქტს, მათ შორის ეკონომიკურ კრიზისსაც.
ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, რაც
ძირითადად განპირობებული იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
შემოდინებით, გაზრდილი საგარეო ვალებით და მიგრანტების გზავნილების დიდი
მოცულობებით.  აღნიშნულ ფაქტორებს ემატებოდა საბანკო დაკრედიტების მკვეთრი
ზრდა, ამ ყოველივეს შედეგად კი ქვეყანაში ადგილი ქონდა შიდა მოთხოვნის ზრდას
რაც მეტწილად იმპორტის გაზრდის შედეგად კმაყოფილდებოდა. მოცემულ
პერიოდში ადგილი ქონდა ეკონომიკის არაადეკვატურ ზრდას. არ მოხდა ახალი
სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანმდევი ახალი
და მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარება, რამაც  მნიშვნელოვან წილად
შეაფერხა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაცია
გლობალურ და რეგიონულ ჭრილში.
გაუაზარებელი ნეო-ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყნის
ეკონომიკის ზრდა არანაირად არ აისახა მოსახლების მნიშვნელოვანი ნაწილის
ცხოვრებაზე. შენარჩუნდა უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონე, რაც
დღეისთვის ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
არ შეიძლება არ ვახსენოთ ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რაც არა მარტო
საქართველოს არამედ მსოფლიო გამოწვევად ითვლება ეს არის ეპიდემიოლოგიური
ვითარება მთელ ქვეყანაში. ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) აღმოჩენა მოხდა
პნევმონიის ეპიდაფეთქების დროს ქალაქ ვუჰანში, ჰუბეის პროვინციაში (ჩინეთი),
2019 წლის დეკემბერში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით,
მიმდინარე ეპიდაფეთქების გამომწვევი დაავადების დროებით სახელად მიღებულია
2019-nCoV მწვავე რესპირატორული დაავადება, ხოლო ვირუსის დროებით სახელად
- 2019-nCoV; საბოლოო დასახელებები ჯერ კიდევ შესათანხმებელია. ამ ვირუსს
საკმაოდ რთული განვითარება მოყვა და დღეისათვის მსოფლიოს მთავარ გამოწვევას
წარმოადგენს. საქართველოში ეს პროცესები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და
არაერთი სტრატეგია შემუშავდა ამ ვირუსის თავიდან ასაცილებლად თუმცა
უშედეგოდ და შეიძლება ითქვას რომ ჯერ კიდევ თანამედროვე საჯარო სფეროს და
არა მხოლოდ საჯარო სფეროს მთავარ გამოწვევად დარჩება კორონა ვირუსი. ცხადია
საინტერესოა იურგენ ჰაბერმასის მოსაზრება კორონა ვირუსთან დაკავშირებით. ის
ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ: “თითოეულ ინდივიდს მიეწოდება ინფორმაცია
რისკის შესახებ, რადგან პანდემიის დამარცხებისთვის ცალკეული პერსონის
თვითიზოლირება უმნიშვნელოვანესია სამედიცინო სისტემის გადატვირთვის
პირობებში. ამასთან დაუცველობა ეხება არა მხოლოდ ეპიდემიური საფრთხეების
გადალახვას, არამედ სრულიად განუჭვრეტელ ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს.
ამ ნაწილში არ არსებობს ექსპერტი, რომელიც ამ შედეგებს, განსხვავებით
ვირუსისგან, დანამდვილებით შეაფასებდა. ეკონომიკისა და სოციალური
მეცნიერებების ექსპერტებმა გაბედული პროგნოზებისაგან თავი უნდა შეიკავონ.
მხოლოდ ერთი რამის თქმაა შესაძლებელი: ამდენი ცოდნა ჩვენი არცოდნისა და  იმ
იძულების შესახებ, ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ დაუცველობაში, აქამდე არასდროს
გვქონია.” (https://publika.ge/article/iurgen-habermasi-koronavirusze-amdeni-codna-
chveni-arcodnis-shesakheb-aqamde-arasdros-gvqonia/)

საჯარო სფეროს ზრდა ამ გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, უნდა


აღვნიშნო რომ საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება ეს პროცესები და ასევე ინტერესით
დავაკვირდები მის სამომავლო განვითარებას.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაბერმასი, რიჩარდ სენეტი და სავარაუდოდ
სხვა სოციოლოგებიც ძალიან სწორად და საინტერესოდ სვამენ აქცენტებს.საჯარო
სფეროს გამრავალფეროვნება მისმა უსაშველო ზრდამ და განვითარებამ გამოიწვია.
დღეისათვის მიმდინარე პროცესების, პრობლემების თუ გამოწვევების მთავარი
მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ უამრავი აზრი რომელიც ტრიალებს როგორც
პრივატულ ასევე საჯარო სფეროში.

მარიამ ღლიღვაშვილი

You might also like