You are on page 1of 6

გურანდა იობაშვილი

„რა არის სტრატეგიული კომუნიკაციები?

კითხვაზე “ რა არის სტრატეგიული კომუნიკაცია” პასუხის გაცემა, ვფიქრობ,

ჩვენი კურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ვინაიდან პროგრამა, რომელზეც

ვასწავლობთ, სწორედ ამ სახელს ატარებს. ვინაიდან სფერო საკმაოდ ახალია,

განსაკუთრებით ქართულ რეალობაშია, მარტივია დაიბნე და არასწორი წარმოდგენა

შეგექმნას. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ სწავლის დასაწყისში,

ჩემს წარმოდგენაში, „სტრატეგიული კომუნიკაცია“ უფრო ვიწრო სფერო იყო და

პროგრამის დასახელებაში ფრჩხილებში მითითებულ სიტყვას „პიარი“ უფრო მეტად

ასოციაციებით რეკლამისა და მარკეტინგისკენ მივყავდი. თუმცა არა ერთმა კურსმა

დამანახა, რომ ეს ორი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ. სალექციო

მასალებმაც კიდევ უფრო გაუსვა ხაზი, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია ბევრად

უფრო ფართო სფეროა, ვიდრე წარმოგვიდგენია. მას ჩვენი ცხოვრების, საქმიანობის

ყველა სფეროში ვხვდებით და დარგი, რომელსაც ვსწავლობთ, უმნიშვნელოვანესი

„იარაღია“ როგორც პოლიტიკაში, ასევე ბიზნესში.

გასაკვირი არაა, რომ ტერმინი სულ პირველად სამხედრო კონტექსტში

გამოიყენეს მეოცე საუკუნეში. თუ 2007 წელს შემოთავაზებულ პირველ აკადემიურ

განმარტებას დავეყრდნობით, რომელიც კიკრ ჰალაჰანმა და მისმა თანაავტორებმა

შემოგვთავაზეს, სტარტეგიული კომუნიკაცია არის „მიზანმიმართული კომუნიკაციის

პროცესი ორგანიზაციის მისიის წარმატებისთვის“ (მოლოდინი, 2019, გვ. 2) .მეოცე


საუკუნეში, რომლის უდიდესი ნაწილი წინასაომარმა პერიოდმა, მე-2 მსოფლიო ომმა,

ცივმა ომმა და ზესახელმწიფოთა დაპირისპირებამ მოიცვა, ბუნებრივია, რომ

სტრატეგიული კომუნიკაცია სწორედ სამხედრო სფეროს დაუკავშირდა.

კომუნიკაციის მთავარი მამოძრავებელი და წამმართველი, რა თქმა უნდა, პოლიტიკა

იყო და თანამედროვე სამყაროშიც ფაქტობრივად ასეა.

„ზეგავლენა ცოდნის დონეზე, დამოკიდებულებებსა და კონკრეტულ ქცევებზე

სტრატეგიული კომუნიკაციის გამოყენების მთავარ შედეგად გვევლინება“

(მოლოდინი, 2019, გვ. 2). ზეგავლენა, სტრატეგიული კომუნიკაციის განმარტებისას,

ერთვარი Key word-ია და ეს ბუნებრივიცია, ვინაიდან ნებისმიერი სახის

კომუნიკაციის მიზანი სამიზნეზე გარკვეული სახის გავლენის მოხდენა, ქცევის ან

აზრის შეცვლა ან გამოწვევაა. კომუნიკაციას ყოველთვის აქვს მიზანი. ადამიანებს

შორის კომუნიკაცია ბუნებრივად იწვევს ერთმანეთის აზრებზე, განწყობასა და

დამოკიდებულებებზე გავლენის მოხდენას და ქცევის გარკვეული სახით

ცვლილებას. ზეგავლენის ხაზგასმამ და სტრატეგიული კომუნიკაციის ამ

განმარტებამ, გამახენა რიტორიკა. San Diego State University-ის ვებგვერდი

რიტორიკაზე წერს: “It investigates how language is used to organize and maintain social

groups, construct meanings and identities, coordinate behavior, mediate power, produce

change, and create knowledge.” (San Diego State University, 2023,

https://rhetoric.sdsu.edu/about/what-is-rhetoric ) მარტივია შევამჩნიოთ მსგავსება

სტრატეგიული კომუნიკაციის ხსენებულ განმარტებასა და რიტორიკის განმარტებას


შორის. რიტორიკა სათავეებს ძველ წელთაღრიცხვაში იღებს, უძველეს საბერძნეთში.

ჯერ კიდევ მაშინ, ადამიანებს გააზრებული ჰქონდათ, კომუნიკაციის მნიშვნელობა

საჯარო, პოლიტიკურ თუ სამართლებრივ სფეროებში. სიტყვა და ადამიანებზე

გავლენის მოხდენის უნარი უმთავრესი იარაღი იყო. რა თქმა უნდა, ამ გზით არ

ვცდილობ ტოლობის ნიშნის დასმას რიტორიკასა და სტარტეგიულ კომუნიკაციას

შორის, თუმცა ეს ხაზვს უსვამს, რომ მიუხეადავად იმისა, თუ როდის გამოჩნდა

ტერმინი თანამედროვე სახით, სტრატეგიული კომუნიკაცია გარკვეული ფორმით

ყოველთვის წარმოადგენდა საზოგადოებაში უმნიშვნელოვანეს ელემენტს.

სტრატეგიული კომუნიკაცია წარმოადგენს მიზანმიმართულ, დაგეგმილ

საკომუნიკაციო აქტს, რომელიც საჯარო სივრცეში ხორციელდება და გარკვეული

შედეგისკენაა მიმართული (მოლოდინი, 2019, გვ. 7).

სტრატეგიულმა კომუნიკაციამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა

თანამედროვე სამყაროში, რომლის განუყოფელი ნაწილიც ჰიბრიდული ომია.

ჰიბრიდული ომი სტრატეგიულს ბრძოლას გულისხმობს, რომლის უმთავრესი

ელემენტები დეზინფორმაცია და დესტაბილიზაციაა (ხიდაშელი, 2020, გვ. 295-321).

ბრძოლის უდიდესი ნაწილი კი არა ფიზიკურ სივრცეში, არამედ ვირტუალურ

გარემოში მიმდინარეობს. ინტერნეტმა, რა თქმა უნდა, უამრავი სიკეთე მოგვიტანა,

თუმცა - მრავალი გამოწვევაც მათთან ერთად. ინფორმაციული სიჭარბე ართულებს

რეალობის აღქმას. ინტერნეტი მარტივად გამოსაყენებელი იარაღია ადამიანებზე

გავლენის მოსახდენად, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ჩვენს


მიდრეკილებას, მივიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს აზრს ამყარებს და

დავუჯეროთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს თვალში ნაცნობ ავტორიტეტებს

წარმოადგენენ. ის იქცა ძლიერ იარაღად, რომელსაც ადამიანის უფლებებისმ

თავისუფლების, ღირსების შელახვა შეუძლია. ჩვენ ე.წ „ფეიკ ნიუსების“ ეპოქაში

ვცხოვრობთ, რომელშიც თითოეულ ადამიანს სჭირდება ერთგვარი ფილტრი,

რომელიც ინფორმაციის გაცხრილვაში დაეხმარება. ამგვარ გარემოში, რა თქმა უნდა,

ნებისმიერი სახის ორგანიზაციას თუ სახელმწიფო სამსახურს ურთულდება

კომუნიკაციის სწორად წარმართვა, სამიზნე აუდიტორიამდე მიღწევა და სასურველი

შედეგის მიღება. შესაბამისად, სტრატეგიული კომუნიკაცია- ესაა ხელსაწყო თუ

დისციპლინა, რომელიც კომუნიკაციის ორივე მხარეს სჭირდება: მიმღებსაც და

გამგზავნსაც. მისი საშუალებით, ჩვენ ერთი მხრივ ვახერხებთ როგორღაც „ვაჯობოთ“

დეზინფორმაციას, ინფორმაციულ სიჭარბეში გამოვკვეთოთ ჩვენი პოზიცია და

გავლენის ობიექტამდე მივაღწიოთ. მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაცია

მიმღებსაც ეხმარება, არ მოექცეს ბრმა გავლენის ქვეშ, არ გახდეს პროპაგანდისა და

საინფორმაციო მანიპულაციების მსხვერპლი.

სტრატეგიული კომუნიკაცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს

„საინფორმაციო ომში“ თავდასაცავად. ზეგავლენის მოხდენას ამარტივებს „ციფრული

წიგნიერების“ დაბალი დონე, რაც ვფიქრობ, ქართულ საზოგადეობაში

განსაკუთრებულად მწვავედ დგას. სოციალური ქსელები დეზინფორმაციის და

მანიპულირების იარაღია. ჭარბ ინფორმაციას მიუჩვეველ ადამიანები, რომელთაც


აკლიათ კრიტიკული აზოვნება, მარტივად ექცევიან გავლენის ქვეშ. არასწორად

ინფრომირებული საზოგადოება კი დამანგრეველია. აქაუცილებლად უნდა

მოვიყვანო ს.ლენადოვკის ციტატა: „დემოკრატია ეყრდნობა პრობლემებზე

ინფორმირებულ ადამიანებს, რათა მათ შეძლონ მათი განხლვა და გაადწყვეტილების

მიღება...თუ გვყავს არასწორად ინფორმირებული საზოგადეობის დიდი ნაწილი,

რომლებსაც ფაქტეის თავიანთი კრებული გააჩნიათ, ეს სახელმწიფოსთვის სრულიად

დამანგრეველია და მასთან გამკლავება წარმოუდგენლად რთულია“(ხიდაშელი, 2020,

გვ. 295-321).

სტრატეგიული კომუნიკაცია კი გვევლინება უმთავრეს ინსტრუმენტად

საზოგადოების მედეგობი შესანარჩუნებლად ჰიბრიდული ომის პირობებში.

სტარტეგიული კომუნიკაციის სულისჩამდგმელი არის სურვილი, გაარკვიოს თუ

როგორ აყალიბებს კომუნიკაცია სოციალურ კავშირებსა და იმ რეალობას, რომელშიც

ვცხოვრობთ (Bolt N., Haiden L., &Althuis J., 2023, გვ 9). სტრატეგიული კომუნიკაცია

საზოგადოებას ეხმარება ერთი მხრივ მიაღწიოს მიზანს და გადალახოს

ინფორმაციული ბარიერები, რომლებიც ასე მრავლადაა და მეორე მხრივ, დაინახოს

რეალური მიზნები, რომლებიც საკომუნიკაციო აქტს მიღმა იმალება.

გამოყენებული ლიტერატურა:

მოლოდინი, გ . (2019). რა არის „სტრატეგიული კომუნიკაციები“ ?. სტრატეგიული

კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო
ხიდაშელი, თ . (2020). ჰიბრიდული ომებია ანატომია. თბილისი: პალიტრა L

Bolt N., Haiden L., &Althuis J. (2023). Understanding Strategic Communications . Riga:

NATO StratCom COE

San Diego State University. (2023). What is Rhetoric? https://rhetoric.sdsu.edu/about/what-

is-rhetoric

You might also like