You are on page 1of 5

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია

ტოტალური თავდაცვის მნიშვნელობა პატარა ქვეყნებისთვის

ესე შესრულებულია თავდაცვის საფუძვლების კურსისათვის

ხელმძღვანელი: პოლკოვნიკი ზურაბ ზერეკიძე

ესეზე მუშაობდა: თამარ ხადური

ქ.გორი

2022
ძალაუფლების სურვილი ადამიანის ფსიქოლოგიური საწყისებიდან
მომდინარეობს, კაცობრიობის არსებობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ეს
სურვილი არაერთი დაპირისპირების მიზეზი გამხდარა, ამას ადასტურებს
ადამიანებს შორის გაჩაღებული მუდმივი ომები. მიუხედავად განვითარების მაღალი
საფეხურისა, ადამიანების მისწრაფება ძალაუფლებისკენ ისეთვია, როგორიც
ათასწლეულების წინათ, მთვარი განსხვავება, რომელიც პროგრესმა მოიტანა,
დაპირისპირების ფორმაა- ტექნოლოგიური განვითარების მაღალ დონეზე მყოფ
სახელმწიფოებს შორის გაუგებრობამ შესაძლოა დამანგრეველი შედეგები მოიტანოს.
ადამიანის განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ურთიერთობების ყველა ასპექტი.
ცნობილი ბრიტანელი აკადემიკოსი, მერი კალდორის თეორია -,,ახალი ომები“,
რომელიც ცივი ომის შემდგომ პერიოდში არსებულ ომებს აღწერს, კიდევ ერთხელ
ამტკიცებს რამდენად მნიშვნელოვანია თეორიულად გავიაზროთ პროგრესით
გამოწვეული ცვლილებების გავლენა სამყაროზე, სახელმწიფოებსა და რა თქმა უნდა,
მათ შორის არსებულ ურთიერთობებზე. ,,ახალი ომები“ , რომელშიც მრავალი
აქტორი შეიძლება იყოს ჩართული, მოიცავს არაერთ სფეროს, ეს არ არის მხოლოდ
სამხედრო ძალების დაპირისპირება. გენერალი ედმუნდ მიულერი წერდა:
„ისტორიული გამოცდილება გვანახებს, რომ თუკი სახელმწიფოს არ შეუძლია
დაიცვას საკუთარი თავი და მისი სულიერი და მატერიალური ღირებულებები, ადრე
თუ გვიან, უფრო ძლიერი პოლიტიკისა და ძალის სამიზნე გახდება.“ - ამიტომაც,
ნებისმიერი სახლემწიფო ზრუნავს მოარგოს საკუთარი თავდაცვის სისტემა არსებულ
გამოწვევბს და შეძლოს ადაპტირდეს თანამედროვე სამყაროში მიმდინარე
მოვლენებთან. 21-ე საუკუნეში არსებულმა დღის წესრიგმა, განსხვავებული სახის
ომებმა და აშკარა ცვლილებებმა საერთაშორისო ურთიერთობებში- შექმნა სხვადასხვა
სახელმწიფოში ახალი თავდაცვის სტრატეგიების ჩამოყალიბების აუცილებლობა.

ბოლო რამდენიმე ათწლეულია მსოფლიო ახალი საფრთხეებისა და გამოწვევბის


წინაშე დგას, სოციალისტური ბლოკის დაშლის შემდეგ მივიწყებული ,,ტოტალური
თავდაცვა“ კვლავ მნიშნელოვან კონცეფციად იქცა, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა
საქართველოსა და უკრაინაში კვლავ დააფიქრა სახელმწიფოები ტოტალური
თავდავის აუცილებლობაზე. შექმნილი ვითარების გამო, ჩრდილოეთ ევროპაში
აქტუალური გახდა უსაფრთხოებისადმი მრავალმხრივი მიდგომის (comprehensive
approach to security) საკითხი, რომელიც ეყრდნობა ცივი ომის დროს
შემუშავებულიტოტალური თავდაცვის დოქტრინას და აერთიანებს ეროვნული
უსაფრთხოებისსამხედრო და არასამხედრო შემადგენლებს. უსაფრთხოებისადმი
მრავალმხრივი მიდგომა არის სახელმწიფოს და საზოგადოების მდგრადობის
შენარჩუნებისსაშუალება გარე ზეწოლისა და ომის შემთხვევაში – შეიარაღებული
ძალებისათვის საუკეთესო სამოქმედო გარემოს უზრუნველყოფა. ტოტალური
თავდაცვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი ქვეყნების უსაფრთოხებში,
რომელთაც შეზღუდული რესურსები გააჩნიათ. აღსანიშნავია სინგაპურის,
სკანდინავიის ქვეყნებისა და ბალტიის ქვეყნების გამოცდილება.
სინგაპურში ,,ტოტალური უსაფრთხოების დაცვის დოქტრინა“ მოქმედებს, ის 1984
წელს დაინერგა და რა თქმა უნდა მისი მოქმედების არეალიც მნიშვნელოვნად
გაიზარდა- იგი სცილდება სამხედრო საკითხებს და მოიცავს შემდეგ სფეროებს:
სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ციფრულ
თავდაცვას. ესტონეთის 2011 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში
მოხსენიებულია ტოტალური თავდაცვის პრინციპები და თავდაცვისადმი
მრავალმხრივი მიდგომა. ესტონეთის მოსახლეობა საკმაოდ აქტიურადაა ჩართული
თავდაცვის საქმეებში, ამ მხრივ აღსანიშნავია ,,თავდაცვის ლიგა“, რომელიც
წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს სამხედროებსა და სამოქალაქოებს შორის.

ზოგადად, ტოტალური თავდაცვა სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებს


მოიცავს და მის წარმატებას მხოლოდ ორივე მათგანის დეტალური და
შეთანხმებული დაგეგმარება და იმპლემენტაცია განაპირობებს. იგი მოიცავს -
სამხედრო თავდაცვას, სამოქალაქო თავდაცვა, ეკონომიკური თავდაცვა,
ინსტიტუციონალური თავდაცვა, ფსიქოლოგიური თავდაცვა. თავდაცვის
დაგეგმარებისას, მნიშვნელოვანია რესურსების სწორი გადანაწილება. გარდა იმისა,
საკითხავია, თუ რამდენად უღირს სახელმწიფოს თავდაცვა და რამდენად არის მზად
საზოგადოება შეინახოს საკუთარი შეიარაღებული/სამხედრო ძალები,
გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად სწორედ მოხდება გამოყოფილი
რესურსების ათვისება. ნებისმიერი გეგმა, რომელსაც სახელმწიფო შეიმუშავებს
თავდაცვისთვის – განწირულია, თუკი მისი განხორციელებისათვის აუცილებელი
რესურსებიც არ დაიგეგმა. რესურსების გამოყენების დაგეგმვა კი თავისხმრივ
ხანგრძლივი, კომპლექსური პროცესია.

საქართველოს ისტორიული გამოცდილება, ისევე, როგორც მსოფლიოში


მიმდინარე პროცესები გვიჩვენებს, რომ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად,
მოქალაქეთა სიცოცხლის დასაცავად, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს
ასაშენებლად, აუცილებელია თავდაცვის მყარი საფუძვლების შექმნა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრივი
ფორმირება საბრძოლო მოქმედებების პარალელურად მიმდინარეობდა,
უსაფრთხოების საბჭოთა მოდელი თანდათან იცვლებოდა დასავლური მოდელით.
საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთის არსებითად მნიშვნელოვანია
შეიარაღებული ძალების თანმიმდევრული განვითარება, რათა შედეგად მივიღოთ
ქმედუნარიანი ძალა, სერიოზული შესაძლებლობებით. საქართველოს ადამიანური
და მატერიალური რესურსების შეზღუდულობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის
საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შეიარაღებული ძალები, რომელიც
უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ქვეყნის მოსახლეობისა და
რესურსების პირდაპირპროპორციულია, სწორედ ამიტომ საქართველოსთვის
კომპლექსური და ყოვლისმომცველი მიდგომის გარეშე მოწინააღმდეგესთან
გამკლავება და სახელმწიფო უსაფრთხოების შენარჩუნება შეუძლებელია. 2008 წელს
რუსეთის სამხედრო აგრესიამ ნათლად წარმოაჩინა, რომ საქართველოს არსებული
შეზღუდული რესურსების პირობებში სჭირდებოდა ახალი სტრატეგია, რომლითაც
იგი მაქსიმალურად სწორად და მიზანშეწონილად გამოიყენებდა არსებულ
რესურსებს. სწორედ ამ დროს წარმოადგინა თავდაცვის სამინისტრომ ,,ტოტალური
თავდაცვის“ მიდგომა, რომლის თანახმადაც, საქართველოს თავდაცვა -თავდაცვის
სამინისტროსთან ერთად ქვეყნის სხვა უწყებებსაც ეხებათ. თავდაცვის სამინისტრომ
დაიწყო თავდაცვის სისტემის სრული ტრანსფორმაცია, ამ პროცესის შედეგად
უზრუნველყოფილი იქნება ეფექტიანი მართვისა და კონტროლის მქონე
პროფესიული, მობილური, სათანადოდ აღჭურვილი, ბრძოლისუნარიანი, ნატოსთან
თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს ქვეყნის
დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვას,
საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას და აგრეთვე სამოქალაქო
ხელისუფლების მხარდაჭერას ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს.

საბოლოოდ, ტოტალური თავდაცვის სტრატეგია გულისხმობს, რომ მასში ყველა


დონეზე ჩართული უნდა იყოს სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო, არასამთავრობო
– ყველა დაინტერესებული ორგანიზაცია და მოქალაქე. მიუხედავად ფართო
ჩართულობისა, უნდა არსებობდეს ერთი, მკაფიოდ გამოკვეთილი ორგანო, რომელიც
პასუხისმგებელია დაგეგმვაზე, იმპლემენტაციასა და კონტროლზე. ამ ყოველივეს
მიზანია სახელმწიფოში საკითხის ერთიანი აღქმა, ურიერთგაგება და
პასუხისმგებლობების სწორი და რაციონალური გადანაწილება. ვფიქრობ, ყველა
სახელმწიფომ, რომელსაც შეზღუდული რესურსები აქვს (მათ შორის საქართველომ)
აუცილებელია დაიწყოს ტოტალური თავდაცვის კონცეპტის იმპლემენტაცია ყველა
სახელმწიფოებრივ სფეროში, იმისთვის რომ ჰქონდეს რეალური
შანსებიუსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებისა.
ბიბლიოგრაფია

1. Kaldor Mary _,,New and old wars” (2012 Malden)

https://dl1.cuni.cz/pluginfile.php/654678/mod_resource/content/1/kaldor%20-%20old%20and
%20new%20wars.pdf

2. ..\tavdacvis_strategiuli_mimoxilva.pdf

3. https://gfsis.org.ge/files/library/pdf/Georgian--2992.pdf

You might also like