You are on page 1of 3

მარიეტა მაკარაძე

საერთაშორისო ურთიერთობები

კურსი IVö ჯგუფი II

საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის როლი და მნიშვნელობა

არსებობს საერთაშორისო უსაფრტხოების რამდენიმე დონე .საერთაშორისო უსაფრთხოების


თანამედროვე სისტემა - ეს არის მრავალი დონის სისტემა, რომელშიც თანაარსებობენ და
ურთიერთობენ სხვადასხვა მიზნობრივი და საორგანიზაციო დონეები.ძირითად დონეს, აგრეთვე
მუქარებისგან ერთობლივი თავდაცვის ორგანიზაციის ხერხს წარმოადგენს ისეთი სისტემა,
რომელიც აგებულია სახელმწიფოთა კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპით. ის ახასიათებს და
ტრადიციულია საერთაშორისო ურთიერთობათა სის-ტემის ვესტფალიის მოდელისა და ყველა
მისიქვესახეობისთვისთუმცა თვით ტერმინი „კოლექტიურიუსაფრთხოება“ სახელმწიფოთშორისო
ურთიერთობების პრაქტიკაში მხოლოდ 1922 წლიდან, ერთა ლიგის საქმიანობის ჩარჩოებში
შევიდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,„კოლექტიური უსაფრთხოების“ პრინციპმა თავისი
იურიდიული განმტკიცება და აღიარება პოვა გაეროს წესდებასა და სხვა საერთაშორისო
შეთანხმებებსა და დოკუმენტებში. მაგრამ, რადგან კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობით, მოიცავს
პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, მას უკვე საყოველთაო ხასიათი აქვს და ეწოდება
საყოველთაო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა.კოლექტიური უსაფრთხოება -
სახელმწიფოთა ჯგუფის (კავშირის) დაცულობა გარეშე მუქარებისგან, რომელიც ეყრდნობა
ურთიერთ დახმარებას და თანამშრომლობას, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო-პოლიტიკურ
სფეროში და გულისხმობს კოლექტიურ მოქმედებებს, მიმართულს მშვიდობისთვის მუქარის
თავიდან აცილებას და აგრესიის აქტების ჩახშობას.კოლექტიური უსაფრთხოება შეიძლება
ხორციელდებოდეს უნივერსალური საერ- თაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოებში, ან
უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ რეგიონული კოლექტიური
შეთა- ნხმების საფუძველზე.კოლექტიური უსაფრთხოება - ეს არის საერთაშორისო სამართლის
პრინციპი, რომლის თანახმად, მშვიდობის დარღვევა თუნდაც ერთი სახელმწიფოს მხრიდან არის
საყოველთაო მშვიდობის დარღვევა, აგრესიის გამოვლენა კი ერთი სახელმწიფოს მიმართ - აგრესია
ყველა სხვა სახელმწიფოს მიმართ.კოლექტიური უსაფრთხოება - ეს არის სახელმწიფოების
დაინტერესების და პასუ- ხისგების სფერო. კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა აიგება
სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით ურთიერთობებზე, დაფუძნებულია მათი ინტერესების
ერთიანობაზე, მათ თანამშრომლობაზე მშვიდობის შენარჩუნების და ეროვნული და კოლექტიური
უსა- ფრთხოების მიმართ მუქარების თავიდან აცილებაზე. პასუხისმგებლობა ამ უსაფ- რთხოების
მდგომარეობაზე დასტურდება სპეციალურ შეთანხმებებში. დღეს სახელ- მწიფოთა ნებისმიერი
კავშირის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა წარმოადგენს საყოველთაო საერთაშორისო
უსაფრთხოების სისტემის ნაწილს.მსოფლიო გართულდა. უსაფრთხოების და თანამშრომლობის
დარეგულირების საკითხებმა შეიძინეს ყოვლისმომცველი ხასიათი, ტრადიციულ
სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ემატება ახლები. ყველაფერმა ამან მოითხოვა უამრავი
უნივერსალური და სპეციალიზებული საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნა. ისინი ასევე გახდნენ
საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის სუბიექტები და გავლენასახდენენ კოლექტიური
უსაფრთხოების სისტემების განვითარებაზე თავის სფეროში, მათი საქმიანობა არ იზღუდება
საზღვრებით, ისინი გამაერთიანებელი ხასიათის არიან.

გლობალური უსაფრთხოების სისტემამ ჩამოყალიბება დაიწყო მეოცე საუკუნის დასასრულიდან.


ის არის პრინციპულად ახალი მოვლენა საყოველთაო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის
მიმართ, სადაც მთავარ აქტორად რჩება სახელმწიფო. გლობალურ უსაფრთხოებას აქვს
საყოველთაო და ყოვლისმომცველი ხასიათი.საყოველთაობა ნიშნავს, რომ გლობალურ
უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მსოფლიო თანამეგობრობის ყველა წევრის, ყველა მოქმედი
პირის, საერთაშორისო ურთიერთქმედების ყველა დაინტერესებული მონაწილის შეთანხმებული
ძალისხმევა: სახელმწიფოების, საზოგადოების, კომერციული და არაკომერციული
გაერთიანებების, ინდივიდებისა. უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ხასიათი ნიშნავს, რომ
გლობალური უსაფრთხოების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს თანამედროვე ცხოვრების და
მსოფლიო განვითარების ყველა თანმდევ ფაქტორებს, პრობლემებსა და საფრთხეებს.ამ სისტემის
ახალ აქტორებს აქვთ შესაძლებლობა და ისინი თავის დონეზე გავლენას უნდა ახდენდნენ
სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე დღევანდელი საერთაშორისო ცხოვრების
ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხზე, დაწყებული სახელმწიფოებს შორის წინააღმდეგობების
დაძლევით, ვთქვათ, საერთაშორისო ტურიზმის უსაფრთხოებამდე.უსაფრთხოების
ყოვლისმომცველი ხასიათი ნიშნავს, რომ გლობალური უსაფრთხოების სისტემა უნდა
ითვალისწინებდეს თანამედროვე ცხოვრების და მსოფლიო განვითარების ყველა თანმდევ
ფაქტორებს, პრობლემებსა და საფრთხეებს.ამ სისტემის ახალ აქტორებს აქვთ შესაძლებლობა და
ისინი თავის დონეზე გავლენას უნდა ახდენდნენ სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილებების
მიღებაზე დღევანდელი საერთაშორისო ცხოვრების ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხზე,
დაწყებული სახელმწიფოებს შორის წინააღმდეგობების დაძლევით, ვთქვათ, საერთაშორისო
ტურიზმის უსაფრთხოებამდე.საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტებისა და ფორმების
ადაპტაცია ახალ მსოფლიო ვითარებასთან, მუქარების თავიდან აცილების ამოცანების
პრიორიტეტუ- ლობის გადასინჯვასთან ერთად, მოითხოვს აგრეთვე ფორმირებად
მრავალპოლუსიან სამყაროში სტაბილურობის უზრუნველმყოფი სხვადასხვა სტრუქტურების
ურთიერთ- ქმედების ველის გაფართოებას. გადაუდებელ საჭიროებად იქცევა უსაფრთხოების
ერთ- იანი გეოპოლიტიკური სივრცის მოწყობა, პირველ რიგში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში,
პერსპექტივაში კი, მთელ მსოფლიოში.მართლაც, გლობალური უსაფრთხოების სისტემის
ფორმირების აუცილებლობის გათვალისწინებით, ჯერ-ჯერობით უფრო მნიშვნელოვანი და
რეალურია შექმნა და განვითარება ლოკალური ხასიათის ორგანიზაციებისა - რეგიონული და
სუბრეგი- ონული უსაფრთხოების სისტემების, როგორც მთელის ნაწილისა. ამ დონის სისტემების
ორგანიზაცია და საქმიანობა მნიშვნელოვანია მასშტაბური სახელმწიფოთაშორისი
ურთიერთობების ინსტიტუტების, მექანიზმების და ინსტრუმენტების შემუშავების და
პრაქტიკულად გამოცდისთვის. ეროვნულ უსაფრთხოებას გააჩნია სამი ურთიერთდაკავშირებული
დონე: პირო- ვნების უსაფრთხოება, უსაფრთხოება საზოგადოებისა და სახელმწიფოს
უსაფრთხოება. ეროვნული უსაფრთხოების მიზნების ყველაზე სრული რეალიზაცია მიიღწევა
მაშინ, როდესაც სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოება წარმოადგენს არა თვითმი- ზანს,
არამედ ფუნქციას პიროვნების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, ანუ უსაფრთხოების სისტემის
დამოუკიდებელი და ძალიან მნიშვნელოვანი დონისა. პიროვნების უსაფრთხოება - ეს არის იმ
პირობების დაცულობა, რომლებიცუზრუნველყოფენ რეალიზაციას პიროვნების ბუნებრივი და
სამოქალაქო უფლებების და თავისუფლებებისა, მისი თვითგანვითარების შესაძლებლობებს.
პიროვნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საზოგადოება და სახელმწიფო.საერთაშორისო
უსაფრთხოების თანამედროვე სისტემას გააჩნია ოთხი ურთიერთდაკავშირებული და ერთნაირად
მნიშვნელოვანი დონე:-გლობალური უსაფრთხოება;-რეგიონული უსაფრთხოება;-ეროვნული
უსაფრთხოება;-პიროვნების უსაფრთხოება.

You might also like