You are on page 1of 5

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია

საქართველო-ტოტალური თავდაცვა

ესე შესრულებულია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სასწალო კურსისთვის

ხელმძღვანელი: ლევან გეგეშიძე

ესეზე მუშაობდა: თამარ ხადური

ქ.გორი

2022
ძალაუფლების სურვილი ადამიანის ფსიქოლოგიური საწყისებიდან
მომდინარეობს, მრავალი საუკუნის განმავლობაში ეს სურვილი არაერთი
დაპირისპირების მიზეზი გამხდარა, ამას ადასტურებს ადამიანებს შორის
გაჩაღებული მუდმივი ომები. მიუხედავად განვითარების მაღალი საფეხურისა,
ადამიანების მისწრაფება ძალაუფლებისკენ ისეთვია, როგორიც ათასწლეულების
წინათ, მთვარი განსხვავება, რომელიც პროგრესმა მოიტანა, დაპირისპირების
ფორმაა- ტექნოლოგიური განვითარების მაღალ დონეზე მყოფ სახელმწიფოებს
შორის მეოთხე თაობის ომმა შესაძლოა დამანგრეველი შედეგები მოიტანოს.
ცნობილი ბრიტანელი აკადემიკოსი, მერი კალდორის თეორია -,,ახალი ომები“,
რომელიც ცივი ომის შემდგომ პერიოდში არსებულ ომებს აღწერს, კიდევ ერთხელ
ამტკიცებს რამდენად მნიშვნელოვანია თეორიულად გავიაზროთ პროგრესით
გამოწვეული ცვლილებების გავლენა სამყაროზე, სახელმწიფოებსა და რა თქმა უნდა,
მათ შორის არსებულ ურთიერთობებზე. ,,ახალი ომები“ , რომელშიც მრავალი
აქტორი შეიძლება იყოს ჩართული, მოიცავს არაერთ სფეროს, ეს არ არის მხოლოდ
სამხედრო ძალების დაპირისპირება. (Kaldor 2012) გენერალი ედმუნდ მიულერი
წერდა: „ისტორიული გამოცდილება გვანახებს, რომ თუკი სახელმწიფოს არ შეუძლია
დაიცვას საკუთარი თავი და მისი სულიერი და მატერიალური ღირებულებები, ადრე
თუ გვიან, უფრო ძლიერი პოლიტიკისა და ძალის სამიზნე გახდება.“ (Tevzadze 2017) -
ამიტომაც, ნებისმიერი სახლემწიფო ზრუნავს მოარგოს საკუთარი თავდაცვის
სისტემა არსებულ გამოწვევბს და შეძლოს ადაპტირდეს თანამედროვე სამყაროში
მიმდინარე მოვლენებთან. 21-ე საუკუნეში არსებულმა დღის წესრიგმა,
განსხვავებული სახის ომებმა და აშკარა ცვლილებებმა საერთაშორისო
ურთიერთობებში- შექმნა სხვადასხვა სახელმწიფოში ახალი თავდაცვის
სტრატეგიების ჩამოყალიბების აუცილებლობა.

სოციალისტური ბლოკის დაშლის შემდეგ მივიწყებული ,,ტოტალური თავდაცვა“


კვლავ მნიშნელოვან კონცეფციად იქცა, რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა
საქართველოსა და უკრაინაში კვლავ დააფიქრა სახელმწიფოები ტოტალური
თავდავის აუცილებლობაზე. შექმნილი ვითარების გამო, ჩრდილოეთ ევროპაში
აქტუალური გახდა უსაფრთხოებისადმი მრავალმხრივი მიდგომის (comprehensive
approach to security) საკითხი (Drent 2011), რომელიც ეყრდნობა ცივი ომის დროს
შემუშავებული ტოტალური თავდაცვის დოქტრინას და აერთიანებს ეროვნული
უსაფრთხოების სამხედრო და არასამხედრო შემადგენლებს. უსაფრთხოებისადმი
მრავალმხრივი მიდგომა არის სახელმწიფოს და საზოგადოების მდგრადობის
შენარჩუნების საშუალება გარე ზეწოლისა და ომის შემთხვევაში – შეიარაღებული
ძალებისათვის საუკეთესო სამოქმედო გარემოს უზრუნველყოფა.

ზოგადად, ტოტალური თავდაცვა სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებს მოიცავს


და მის წარმატებას მხოლოდ ორივე მათგანის დეტალური და შეთანხმებული
დაგეგმარება და იმპლემენტაცია განაპირობებს. იგი მოიცავს - სამხედრო,
სამოქალაქო, ეკონომიკურ, ინსტიტუციონალურ და ფსიქოლოგიურ თავდაცვას.
თავდაცვის დაგეგმარებისას, მნიშვნელოვანია რესურსების სწორი გადანაწილება.
გარდა იმისა, საკითხავია, თუ რამდენად უღირს სახელმწიფოს თავდაცვა და
რამდენად არის მზად საზოგადოება შეინახოს საკუთარი შეიარაღებული/სამხედრო
ძალები, გასათვალისწინებელია ისიც, როგორ აითვისებს სახელმწიფო გამოყოფილ
რესურსებს. ნებისმიერი გეგმა, რომელსაც სახელმწიფო შეიმუშავებს თავდაცვისთვის
– განწირულია, თუკი მისი განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსებიც არ
დაიგეგმა. რესურსების გამოყენების დაგეგმვა კი თავისხმრივ ხანგრძლივი,
კომპლექსური პროცესია.

საქართველოს ისტორიული გამოცდილება, ისევე, როგორც მსოფლიოში


მიმდინარე პროცესები გვიჩვენებს, რომ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად,
მოქალაქეთა სიცოცხლის დასაცავად, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს
ასაშენებლად, აუცილებელია თავდაცვის მყარი საფუძვლების შექმნა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრივი
ფორმირება საბრძოლო მოქმედებების პარალელურად მიმდინარეობდა,
უსაფრთხოების საბჭოთა მოდელი თანდათან იცვლებოდა დასავლური მოდელით.
საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთის არსებითად მნიშვნელოვანია
შეიარაღებული ძალების თანმიმდევრული განვითარება, რათა შედეგად მივიღოთ
ქმედუნარიანი ძალა, სერიოზული შესაძლებლობებით, რაც სამწუხაროდ ჩვენს
ქვეყანაში ვერ მოხერხდა, სახელმიწფოს შიგნით არსებული მოუწესრიგებელი
მდგომარეობისა და საგარეო საფრთხეების გამო. საქართველოს ადამიანური და
მატერიალური რესურსების შეზღუდულობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის
საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შეიარაღებული ძალები, რომელიც
უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ქვეყნის მოსახლეობისა და
რესურსების პირდაპირპროპორციულია, სწორედ ამიტომ საქართველოსთვის
კომპლექსური და ყოვლისმომცველი მიდგომის გარეშე მოწინააღმდეგესთან
გამკლავება და სახელმწიფო უსაფრთხოების შენარჩუნება შეუძლებელია. 2008 წელს
რუსეთის სამხედრო აგრესიამ ნათლად წარმოაჩინა, რომ საქართველოს არსებული
შეზღუდული რესურსების პირობებში სჭირდებოდა ახალი სტრატეგია, რომლითაც
იგი მაქსიმალურად სწორად და მიზანშეწონილად გამოიყენებდა არსებულ
რესურსებს. ამავე წელს ლევან იზორიამ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელმა, ისაუბრა ტოტალური თავდაცვის მნიშნელობაზე და
აქცენტი გააკეთა თავდაცვის კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც, საქართველოს
ისტორიაში პირველად შემუშავდებოდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან
ერთდ. (2018). 2021 წლის საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში წერია-
,,ეროვნული წინააღმდეგობის გასაწევად განსაკუთრებული როლი მიენიჭება
საქართველოს თავდაცვის ძალების ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა სპეციალური
ოპერაციების ძალები, ეროვნული გვარდია და სამხედრო დაზვერვის
ქვედანაყოფები.“ (2021) ამ ბრძანებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 22
ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის
მინისტრთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა,
სადაც თავდაცვის ახალი კოდექსი განიხილეს, ახალ კოდექსში სხვა
პრიორიტეტებთან ერთად წვევამდელებისა და რეზერვის სისტემების
მოდერნიზაციაა განხილული, ეს თავისთავად ადასტურებს ფაქტს, რომ
საქართველოში დღესაც აქტიურად მიმდინარეობს ტოტალური თავდაცვის
შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ნებისმიერი დოკუმენტის
იმპლემენტაცია სირთულეს წარმოადგენს, როდესაც სახელმწიფოში არ არსებობს
საზოგადოებრივი თანხმობა, რომლის საფუძველი- განათლების სისტემაში
გარკვეული ცვლილებების ხარჯზე შეიქმნება, აუცილებელია ახალგაზრდებში
ეროვნული სულისკვეთების გაღვივება, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან, თუ გვსურს
შეზღუდული ადამიანური რესურსების პირობებში რეალური ძალა გვქონდეს,
არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქეს, სკოლის ასაკიდან
ესმოდეს, რომ იგი ერი-სახელმწიფოს ნაწილია და ნებისმიერ დროს პრიორიტეტს
საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება უნდა წარმოადგენდეს.

საბოლოოდ, თუ საქართველოს სურს ტოტალური თავდაცის დანერგვა,


აუცილებელია ამ პროცესში ყველა დონეზე ჩართული იყოს სახელმწიფო,
მუნიციპალური, კერძო, არასამთავრობო – ყველა დაინტერესებული ორგანიზაცია და
მოქალაქე. მიუხედავად ფართო ჩართულობისა, უნდა არსებობდეს ერთი, მკაფიოდ
გამოკვეთილი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია დაგეგმვაზე, იმპლემენტაციასა
და კონტროლზე, ჩვენს შემთხვევაში ეს როლი თავდაცვის სამინისტროს აკისრია. ამ
ყოველივეს მიზანია სახელმწიფოში საკითხის ერთიანი აღქმა, ურიერთგაგება და
პასუხისმგებლობების სწორი და რაციონალური გადანაწილება. ვფიქრობ,
საქართველოს შეზღუდული რესურსების პირობებში აუცილებელია მეტად
აქტიურად დაიწყოს ტოტალური თავდაცვის კონცეპტის იმპლემენტაცია ყველა
სახელმწიფოებრივ სფეროში, იმისთვის რომ ჰქონდეს რეალური შანსები
უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებისა.

Bibliography
(Galtung johan. Peace By Peacefull Means:Peace And Conflict, Development And Civilization, 1996). n.d.

Drent, Margaret. 2011. The EU’s Comprehensive Approach. Hague.

Kaldor, Mary. 2012. New and Old Wars. cambridge : Polity Press.

Tevzadze, ketevan. 2017. ტოტალური თავდაცვის ძირითადი მახასიათებლები . Tbilisi,


November 05.

სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის. 2021. ",,თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030''-ის


დამტკიცების შესახებ." ბრძანება, თბილისი .

2018. ტოტალური თავდაცვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში


საზოგადოების მეტ ჩართულობას მოიცავს“- ლევან იზორია. თბილისი, june 11.

You might also like