You are on page 1of 7

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული

თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი

მაიორი იოსებ ტურაშვილი

საერთაშორისო მისიების როლი საქართველოს თავდაცვის


ძალების განვითარებაში

კომუნიკაცია, A-100

თბილისი

2020
საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ოპტიმალური გზების მოძებნა
და North Atlantic Treaty Organisation - NATO -ს (ნატო) სტანდარტებთან თავსებადობის
ამაღლება, ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
გამოწვევაა ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და
სუვერენიტეტის დასაცავად. საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის
აღდგენის შემდეგ საქართველომ, როგორც სოციალისტური ბანაკის ყოფილი წევრი
ქვეყნების უმრავლესობამ,  აქცენტი გააკეთა დასავლურ სამყაროსთან მჭიდრო
ურთიერთობაზე. იმისათვის, რომ საქართველომ დაიკავოს კუთვნილი ადგილი
დასავლურ სამყაროში, შესასრულებელია გარკვეული მოთხოვნები, რომელთა
დაკმაყოფილებაც დასავლეთთან დაახლოების სურვილის მქონე ნებისმიერი
ქვეყნისთვის სავალდებულოა. ამ მოთხოვნებიდან ერთ-ერთია საერთაშორისო
უსაფრთხოების დაცვასა და ტერორიზმთან ბრძოლაში მონაწილეობა. საქართველომ
გამოხატა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში
აქტიურად მონაწილეობის სურვილი და მზაობა. საქართველომ მონაწილეობა უკვე
მიიღო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში კოსოვოში და ერაყში (2003-2008), ხოლო
ამჟამად საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში მსოფლიოს ისეთ ცხელ
წერტილებში, როგორიცაა: ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა (2004 წლიდან),
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (2014 წლიდან) და მალის რესპუბლიკა (2016
წლიდან), რაც თავის მხრივ მოითხოვს მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფების
გადამზადებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს სამხედრო
ქვედანაყოფების მიერ ასეთ ცხელ წერტილებში სამშვიდობო მისიების შესრულების
შედეგად გაიზარდა პირადი შემადგენლობის პროფესიული ცოდნა და საბრძოლო
გამოცდილება. ასევე, ქართული სამხედრო ქვედანაყოფების მიერ მისიებში
წარმატებულად განხორციელებული საბრძოლო დავალებებისა და გამოჩენილი
მამაცობის შედეგად გაიზარდა ქვეყნის იმიჯი და თავდაცვის ძალების სანდოობა
საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა თავდაცვის

1
ძალების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია სახელმწიფოს მიერ
საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების
ქვედანაყოფები, რომლებიც ემზადებიან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის
მისაღებად, გადასროლისწინა მომზადების და წრთვნის პროგრამას გადიან ამერიკის და
ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, როგორც საქართველოში
ასევე გერმანიაში და მათთან ერთად ასრულებენ საერთაშორისო მისიას. მისიაში
მონაწილე ქართული ქვედანაყოფების მომზადება და შეფასება ხდება საკმაოდ მაღალი
პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მქონე ამერიკელი სამხედრო
ინსტრუქტორების მიერ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწავლების პერიოდში ქართველი
სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად ეუფლებიან, როგორც თეორიულად, ისე
პრაქტიკულად, არა მხოლოდ ნატოს სტანდარტების შესაბამის ტაქტიკას, არამედ მათ
ხელთარსებულ თანამედროვე ტექნიკას და ტექნოლოგიურ საშუალებებს, როგორიცაა:
ჯავშან ტექნკა, შეიარაღება, საბრძოლო სისტემები და ოპტიკური საშუალებები. ასევე,
ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების
ყველა სამანევრო ქვედანაყოფს აქვს მონაწილეობა მიღებული სამშვიდობო მისიებში 6-7
თვიანი ხანგრძლივობით, სადაც უწევდათ და უწევთ მცირე შეტაკებები და ბრძოლები
ამბოხებულებთან და ტერორისტულ დაჯგუფებებთან. ასევე, ყოველდღიურად
ასრულებენ საბრძოლო დავალებებს, როგორიცაა: საბრძოლო პატრული, რეიდი,
კორდონი და ჩხრეკა, საკონტროლო გამშვები პუნქტის მოწყობა. ყოველივე ეს ხელს
უწყობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების ნატოს
სტანდარტებთან თავსებადობის, საბრძოლო მზადყოფნის დონისა და საბრძოლო
გამოცდილების ამაღლებას.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობამ
საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა, როგორც საერთაშორისო
უსაფრთხოების კონტრიბუტორი ქვეყანა და გაზარდა ქართული ჯარის
საერთაშორისო პრესტიჟი და სანდოობა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოსა და ნატოს

2
მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობას. ასევე გაიზარდა აშშ-საქართველოს
სტრატეგიული ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და ამერიკა გახდა
საქართველოს ნომერ პირველი სამხედრო პარტნიორი ქვეყანა. აღნიშნული
თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც ხელს
უწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობას და განვითარებას, კერძოდ:
- 2009 წელს ნატო-ს ეგიდით პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP) დაიწყო.
თავდაპირველად პროგრამა მიზნად ისახავდა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსა და 
უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებას სხვადასხვა
კურსების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და სტაჟირების უზრუნველყოფით
პარტნიორი ქვეყნების დახმარებით. პროგრამა ეტაპობრივად განხორციელდა და
შემდგომ ეტაპებზე ასევე მოიცვა უსაფრთხოების ფართო სექტორიც;
- ასევე 2009 წელს დაიწყო თანამშრომლობა ნატო-ს განათლების განვითარების
პროგრამასთან (DEEP), რომელიც მიზნად ისახავს  საქართველოს თავდაცვისა და
სამხედრო განათლების სფეროს განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით;
- საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების (IMET) პროგრამის
ფარგლებში ხორციელდება თავდაცვის ძალების სამხედრო და სამოქალაქო
პერსონალის გადამზადება აშშ-ის სამხედრო სასწავლებლებში. პროგრამა მოიცავს,
როგორც მაღალი დონის, ასევე საშუალო და საწყისი მომზადების კურსებს ოფიცრებისა
და სერჟანტებისთვის;
- 2018 წლის მაისში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და აშშ-ს თავდაცვის
დეპარტამენტმა დაიწყეს ორმხრივი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის
იმპლემენტაცია (GDRP);
- GDRP-ის პარალელურად აშშ-ის ფინანსური და პრაქტიკული მხარდაჭერით
გრძელდება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC)
და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სრულყოფა;
- საქართველო ყოველწლიურად მასპინძლობს და მონაწილეობს აშშ-ს მიერ
ორგანიზებულ  წვრთნებსა და სწავლებებში.  აღსანიშნავია ქართულ-ამერიკული

3
მრავალეროვნული სწავლება „AGILE SPIRIT“ და „NOBLE PARTNER“, რომელიც
ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო).
ჩამოთვლილი პროექტები უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა
რანგის სამხედრო მოსამსახურის მაღალი დონის სამხედრო მომზადებას, როგორც
თეორიულად, ისე პრაქტიკულად, ხოლო განათლებული და კომპეტენტური კადრები
ძლიერი და განვითარებული თავდაცის ძალების საწინდარია.
მიუხედავად საქართველოს აშკარად გამოხატული დასავლური პოლიტიკური
კურსისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის მოსაზრებაც, რომ ქვეყანაში საზოგადოების
გარკვეული ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს საერთაშორისო მისიებში
ქართული კონტიგენტის რაოდენობრივ სიდიდეს. ხშირად ის რიცხოვნობით
უსწრებს ნატოს წევრ სახელმწიფოთა კონტიგენტს და მაგალითად ავღანეთში, იგი აშშ-
სა და გერმანიის შემდეგ სიდიდით მესამე კონტინგენტია. ამჟამად, საქართველოს
კონტიგენტი საერთაშორისო მისიებში 900-მდე სამხედრო მოსამსახურე ითვლის,
რითაც პირველ ადგილზეა ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. უახლესი წარსულის
გამოცდილებამ უკვე გვიჩვენა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში
დიდი კონტიგენტის არსებობასთან დაკავშირებული საფრთხეები, როცა ქართული 
ჯარის 10%, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს
ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა (ჩიხლაძე, 2015). მიუხედავად ამისა უნდა
ითქვას, რომ საერთაშორისო მისიებში დიდი წარმომადგენლობით ყოფნა ხელს უწყობს
საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში (ნატო, ევროკავშირი) ინტეგრაციას და
დასავლურ სამყაროში დამსახურებული კუთვნილი ადგილის დაკავებას, რაც ქვეყნის
მიერ არჩეული პოლიტიკური კურსია და ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიც. ასევე,
სამხედრო ქვედანაყოფების მიერ მისიებში მონაწილეობის შედეგად მიღებული
თეორიული ცოდნა და გამოცდილება უზრუნველყოფს პროფესიონალი და გამოცდილი
სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულ თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას
ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

4
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის სახით შეიძლება
ითქვას, რომ საერთაშორისო მისიებში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობის
შედეგად მიღებული პროფესიული ცოდნა, საბრძოლო გამოცდილება და
საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენა არის საქართველოს ახალგაზრდა
თავდაცვის ძალების განვითარებაში უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი.

5
ბიბლიოგრაფია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თ. გ. თანამშრომლობა ნატოსთან.


https://mod.gov.ge/ge/page/38/tanamshromloba-natostan (08.10.2020);

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თ. გ. თანამშრომლობა აშშ-სთან.


https://mod.gov.ge/ge/page/119/tanamshromloba-ashsh-stan (08.10.2020);

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თ. გ. საერთაშორისო მისიები.


https://mod.gov.ge/ge/mission (08.10.2020);

ჩიხლაძე, შოთა. 2015. საქართველოს ატლანტიკური საბჭო. საქართველოს


კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და მისი როლი ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში.
http://acge.ge/2015/05/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%
83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C
%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/

(08.10.2020).

You might also like