You are on page 1of 5

ნატო და

საქართველო
ნატო და
საქართველო
• საქართველოს უსაფრთხოებისა და
საგარეო პოლიტიკის მიზანია
უსაფრთხო, დემოკრატიული და
სტაბილური გარემოს შექმნა. ამ მიზნის
მისაღწევად საჭიროა
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში
გაწევრიანება, რომელიც მნიშვნელოვან
როლს ასრულებს მასში შემავალი
ქვეყნების უსაფრთხოებისა და
სტაბილურობის განმტკიცებაში. ნატო-ში
გაწევრიანების შემთხვევაში,
საქართველოს უსაფრთხოების რისკის
წარმოშობის შემთხვევაში ჩვენს
ქვეყანას 30 მოკავშირე ქვეყანა
დაუდგება გვერდით.
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ისტორია

• საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა


რესპუბლიკები დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ
– კონფლიქტები, ეკონომიკური სტაგნაცია, კორუფცია
და უმოქმედო სახელმწიფო ინსტიტუტები – იმ
პრობლემათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც
1990-იანი წლების პოსტსაბჭოთა სივრცისთვის იყო
დამახასიათებელი, თუმცა უმთავრეს პრობლემად
მაინც უსაფრთხოების საკითხი რჩებოდა, რაც
საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის კიდევ
უფრო მნიშვნელოვანი იყო.
• ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ზოგმა კვლავ
მოსკოვის ორბიტაზე ამჯობინა დარჩენა, ზოგიერთმა კი
დასავლეთის მიმართულებით განაგრძო განვითარება.
აღნიშნული რესპუბლიკებიდან დღეისათვის
დასავლური სამყაროს ნაწილი მხოლოდ ლიეტუვა,
ლატვია და ესტონეთი გახდნენ. შესაბამისად,
დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი
ქვეყნებისთვის ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა
მაგალითი საყურადღებო და იმედისმომცემია.
საქართველო საერთაშორისო
მისიებში
• საქართველო, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი
კონტრიბუტორი ქვეყანა, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში.
სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით საქართველოს შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი
საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და გლობალური უსაფრთხოების
უზრუნველყოფაში. აღნიშნული საქართველოს ინტერესშიცაა, ვინაიდან საერთაშორისო
ტერორიზმი არ ცნობს საზღვრებს და მის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო ძალისხმევაა
საჭირო. სამხედრო მოსამსახურეები უნიკალურ სამხედრო გამოცდილებას იძენენ, შედეგად
ვითარდება საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები. დაახლოებით, 18 000-ზე მეტმა
ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ უკვე გაირა შესაბამისი მომზადება. ამ გამოცდილებით
საქართველოს ჰყავს მაღალ დონეზე მომზადებული და ნატო-ს სტანდარტებთან სრულად
თავსებადი ჯარი. ეს კი, ქვეყნის განვითარების გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რესურსს
წარმოადგენს. ქართველი ჯარისკაცები სამაგალითოდ ასრულებენ მათზე დაკისრებულ
მოვალეობას და ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს ნატო-ს წევრ და პარტნიორ
ქვეყნებთან, რაც საქართველოს სანდო პარტნიორად წარმოაჩენს. სანდო პარტნიორის
სტატუსით, საქართველოს საკითხი მუდმივად აქტუალურია საერთაშორისო დონეზე, რაც
ხელს უწყობს ნატო-ს მხრიდან საქართველოსადმი მყარი მხარდაჭერის გაგრძელებას. ნატო-
ში გაწევრიანებისათვის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა ერთ-ერთი მთავარი
ხელშემწყობი ფაქტორია.

You might also like