You are on page 1of 8

ევროპის უნივერსიტეტი

რეფერატი

ლექტორი ემილ ავდალიანი


სტუდენტი თეონა ჯელაძე

საკვლევი საკითხი. ჩინეთის გავლენა საქართველოზე

აბსტრაქტი. ნაშრომში განხილულია ჩინეთის სახელწმიფო, მისი განვითარების


ეტაპების წინსვლა, მისი ეკონომიკური თუ სხვა სფეროში არსებული აწ უკვე
ლიდერული პოზიციები, მისი ინტერესები სამხრეთ კავკასიის,კერძოდ კი
საქართველოს მიმართ, როგორც სატრანზიტო დერეფანის ალტერნატივა თუ
ეკონომიკური სარგებელი.ჩინეთი 21_ე საუკუნეში მკვეთრად მიუახლოვდა
ზესახელმწიფოს სტატუსს, შესაბამისად ამ მხრივ ის განსაკუთრებით მოექცა,
მსოფლიო ლიდერი პოზიციაზე მყოფ, აშშ-ს ყურადღების ქვეშ.ნაშრომში
გამოკვლეული იქნება თუ რა კავშირები აქვს ჩინეთს საქართველოსთან და რა
მიზნები იკვეთება მის თითოეულ ნაბიჯში. ჩინეთი როგორც მრავალპოლუსიანი
სამყაროს პრინციპის მიმდევარი სახელმწიფო. უდავოა, რომ მისი გავლენა
დინამიურად ზრდადია მსოფლიოში.

საკვანძო სიტყვები. საქართელო, ჩინეთი, გავლენის სფეროები თუ მიზნები

შესავალი.კავკასია ყოველთვის ასრულებდა მნიშვნელოვან როლს, როგორც


დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის. ათასობით წლის მანძილზე
რეგიონი იყო ან დაპირისპირებულ იმპერიებს შორის ბუფერული ზონა ან მათი
შემადგენელი ნაწილი. მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, კავკასია სასაზღვრო
ზონა იყო. აქ ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ იმპერიები,იკვეთებოდა
ცივილიზაციებისა თუ რელიგიების გზები. იგი წარმოადგენდა ერთსა და იმავე
დროს ხიდსა და ბარიერს ჩრდილოეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს
შორის. მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა – ისტორიულად ცარისტულ
რუსეთს, სეფიანთა ორანსა და ოსმანთა იმპერიას, XX საუკუნეში კი რეგიონულ
ძალებს – რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის, რომელთაც XXI საუკუნეში
დასავლეთის სახელმწიფოები, აშშ და ჩინეთი დაემატა, წინააღმდეგობრივი შედეგის
მომტანი იყო. კავკასიის ხალხებმა მეტი დაკარგეს, ვიდრე შეიძინეს თავიანთი
მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პოზიციის გამო. კავკასია ისტორიულად მუდამ
ჩართული იყო საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელში. მხოლოდ საბჭოთა კავშირის
შემადგენლობაში ყოფნისას, რომელიც „ჩაკეტილი“ საზოგადოების კანონებით
ცხოვრობდა, იგი მოკლებული იყო საშუალებას, შეესრულებინა სატრანსპორტო
დერეფნის ფუნქცია, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა დასავლეთსა და
აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. სსრკ-ს დაშლამ კვლავ შესაძლებელი
გახადა აღნიშნული საკითხის წამოწევა. დღეისათვის კავკასია ევრაზიის
კონტინენტის ერთ-ერთი იმ რეგიონთაგანია, რომელსაც უკანასკნელ ათწლეულში,
ყველაზე მეტად შეეხო ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები თუ ომები.თავისი
გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, კავკასიის გავლით ჯერ კიდევ
უხსოვარი დროიდან, მოძრაობდნენ ხალხები, რელიგიები, კულტურები. კავკასია
წარმოადგენდა, ერთსა და იმავე დროს, კულტურათა და ცივილიზაციათა
გზაშესაყარსაც და გზაგასაყარსაც. რამდენადაც კავკასია კულტურათა და
ცივილიზაციათა კონტაქტის ზონაა,ის ინტერესის სფეროს წარმოადგენს ისეთი
სიძლიერი მქონე სახელმწიფოებისთვის, როგორებიცაა რუსეთი, აშშ თუ უკვე
ჩინეთიც.საზღვრულობისადმი ინტერესის ზრდა XX ს. ბოლოსა და XXI ს. დასაწყისში
მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა. გლობალიზაციასა და ინტეგრაციას
თან სდევს არა მხოლოდ ერთგვაროვანი სტრუქტურების შექმნა, არამედ
ფრაგმენტაცია და ლოკალიზაციაც. კულტურული სივრცეები, რომლებიც არ შედიან
ასიმილაში, ქმნიან მტკივნეული გაურკვევლობისა და განუსაზღვრელობის ზონებს.

ჩინეთი მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, პირველ ადგილზეა


ვაჭრობაში, მეორეა საქონლის მოხმარებასა და უცხოური კაპიტალის შემოდინებაში,
პირველია უცხოური სავალუტო რეზერვებით. ჩინეთის წვლილი მსოფლიო
ეკონომიკის ზრდაში უკვე მრავალი წელია 30%-ზე მეტია და ჩინეთის ეკონომიკა
გლობალურ ეკონომიკაზე მჭიდროდაა მიბმული. ბოლო წლებში, მსოფლიო
ეკონომიკის ზრდა შესუსტდა, ანტიგლობალიზაციისა და სავაჭრო
პროტექციონიზმის ტენდენციამ იჩინა თავი, მსოფლიო ეკონომიკური განვითარების
არასტაბილურობამ და გაურკვევლობამ იმატა. ამან მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყნის
ეკონომიკურ განვითარებაზე იქონია გავლენა და ამ მხრივ, არც ჩინეთია
გამონაკლისი. ამ კუთხით, ჩინეთის მიზანია საკუთარი საქმეების მოგვარება,
უმთავრესი პრიორიტეტია განვითარება, რეფორმების გაღრმავება და ეროვნული
ეკონომიკის რაციონალური და სტაბილური ფუნქციონირება.
ჩინეთის ეკონომიკის განვითარების ტემპი და გლობალურ ეკონომიკაში მისი როლის
მუდმივი ზრდის უპირველესი საფუძველი, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, 1978
წელს დაწყებული ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნებია. პირველად, სწორედ, ამ
წელს დაიწყო ეკონომიკაში საბაზრო ელემენტების დანერგვა, როცა ფერმერებს
უფლება მიეცათ წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაეყიდათ, ხოლო
კოლექტივიზმის ნაცვლად შინამეურნეობების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის
სისტემაზე გადასვლის პროცესი დაიწყო. მოგვიანებით კი, უცხოურ კაპიტალს
ჩინეთში შესვლის საშუალება მიეცა, ფასებზე შეზღუდვები მოიხსნა, კომპანიებს
ნებართვა ჰქონდათ მოგების ფლობის და სახელფასო პოლიტიკის დამოუკიდებლად
გატარების. შესაბამისად, შეიქმნა ახალი სტიმულები, რაც 1980-1985 წლებში
ეკონომიკის საშუალოდ 10%-იანი ზრდაში აისახა. მომდევნო თვალსაჩინო ნაბიჯები
კი 1990 წელს შანხაის საფონდო ბირჟის გახსნა და პრივატიზაციის პროცესი დაწყება
იყო, რამაც წინა პერიოდთან შედარებით, უფრო მაღალი, ეკონომიკის კვლავ
საშუალოდ 10%-იანი ზრდა უზრუნველყო. საბოლოოდ, ჩინეთი მსოფლიოს სავაჭრო
ორგანიზაციას 2001 წელის ბოლოს შეუერთდა. ამან კი მომდევნო წლების ზრდაზე
დადებითი გავლენა იქონია,ჯამში, ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე
ტრანსფორმაციამ ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი და სტაბილური ზრდა გამოიწვია.
1980-2019 წლებში ჩინეთის ეკონომიკა საშუალოდ 9%-ით იზრდებოდა, რამაც
მსოფლიო ეკონომიკაში მისი წილის 2%-დან 19%-მდე ზრდა განაპირობა და ნომერ
პირველ ექსპორტიორ ქვეყნად აქცია, რომელთანაც საქართველოს ხანგრძლივი
სავაჭრო ურთიერთობები გააჩნია.
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9
ივნისს დამყარდა. ის იყო ერთერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა
საქართველოს დამოუკიდებლობა და გახსნა საელჩო საქართველოში, რამაც ხელი
შეუწყო ორ ქვეყანას შორის სწრაფად დამყარებულიყო ორმხრივი თანამშრომლობის
შესაძლებლობები. ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა ჩინური ინვესტიციები
საქართველოს ეკონომიკაში ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა,
ინფრასტრუქტურა, მშენებლობა, უძრავი ქონება, საბანკო სექტორი და სხვა.
პერიოდულად ჩინეთის მთავრობის მიერ ხორციელდება საქართველოს მიმართ
ფინანსური მხარდაჭერა, რამაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან - დღემდე ჯამში 65
მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.ქართულ- ჩინური ეკონომიკური ურთიერთობები
მზარდი დინამიკით ხასიათდება, ყოველწლიურად იზრდება ქართული პროდუქტის
ექსპორტი ჩინეთში. სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებისაკენ წინგადადგმული
ნაბიჯი იყო საქართველო- ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც
2017 წლის 13 მაისს შევიდა ძალაში, საბაჟო მოსაკრებლით არ დაიბეგრება და
ისაეგებლებს 0 პროცენტიანი ტარიფით. ეს შეთანხმება ჩინეთის მთავრობის ახალი
გლობალური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც “ერთი სარტყელი, ერთი გზის”
ინიციატივის ფარგლებში იქნა მიღებული.
“ერთი სარტყელი, ერთი გზის” ფარგლებში,ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ,
საქართველო გახდა მე- 11 ქვეყანა, რომელთანაც ჩინეთს აქვს თავისუფალი ვაჭრობის
რეჟიმი.თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან,
ნიშნავს ქართული პროდუქციისა და მომსახურების წვდომას მსოფლიოს ყველაზე
დიდ ბაზარზე. აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, საქართველო რეგიონში გახდა
პირველი და მსოფლიოში ერთ- ერთი გამონაკლისი ქვეყანა, რომელსაც აქვს
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან.
შეთანხმება იქნება ორმხრივად მომგებიანი, არა მხოლოდ ექსპორტის
თვალსაზრისით, არამედ საინვესტიციო კუთხითაც. ეს კი ნიშნავს მეტი ჩინური
ინვესტიციის შემოდინებას საქართველოში, იმ სავაჭრო შეთანხმებების, ბიზნესის
სიმარტივისა და ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის გამოყენებას, რაც ქვეყანას
გააჩნია და ამავდროულად გულისხმობს პირდაპირ თუ ირიბად საქართველოში
ჩინური გამოცდილების გაზიარებას, ახალი ტექნოლოგიებისა და ცოდნის ათვისებას,
რაც საქართველოსთვის ერთიორად მომგებიანია.

ქართულ - ჩინური სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირები ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ. II


საუკუნიდან იღებს დასაბამს; რა დროიდან მოყოლებულიც, საქართველო აბრეშუმის
გზის ერთ- ერთ მიმართულებად გვევლინება. ტრანსკონტინენტური სავაჭრო-
საქარავნო გზა საქართველოს გავლით ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვის
სანაპიროებთან აკავშირებდა, ასევე ევროპის ქვეყნებთან და ახლო აღმოსავლეთთან.
მართალია საქართველო არ ყოფილა დიდი აბრეშუმის გზის ძირითადი მარშრუტი,
თუმცა ის პერიოდულად გამოიყენებოდა ერთ- ერთი ალტერნატიულ გზად. ქვეყნის
ტერიტორიაზე ტვირთის გამტარიანობის საკითხი დამოკიდებული იყო როგორც
შიდა, ასევე გარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე. საქართველოზე ასევე
გადიოდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიმავალი სავაჭრო გზა, რომელიც ახლო
აღმოსავლეთის ქვეყნებთან კავშირებისათვის გამოიყენებოდა.
„ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივა“,მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ვაჭრობას ბარიერების გარეშე, ერთობლივ ინფრასტრუქტურულ პროექტებს,
ფინანსურ ინტეგრაციას, პოლიტიკურ კოორდინაციასა და ხალხთაშორისი
კავშირების გაძლიერებას. "ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის"
პროექტის განვითარების ხელშესაწყობად შექმნილია აბრეშუმის გზის ფონდი,
რომლის საწყისი კაპიტალი 40 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს. ფონდის
ძირითადი დანიშნულებაა აბრეშუმის გზის პროექტის მონაწილე ქვეყნებში მსხვილი
საინვესტიციო პროექტების გახორციელების ხელშეწყობა, ჩინური კომპანიების
წახალისების გზით.ამ ინიციატივას საქართველო შეუერთდა 2015 წლის 9 მარტს.
, „ერთი სარტყელი ერთი გზა“ არის შესაძლებლობა ქვეყნისათვის, რომ განავითაროს
სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ინფრასტრუქტურა, რათა მაქსიმალურად შეძლოს
ჩართვა გლობალურ პროექტებში. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია საქართველომ
პარტნიორ ქვეყნებთან ერთად შეიმუშაოს რეგიონული სატარიფო პოლიტიკა,
მოახდინოს რეგულაციებისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაცია დერეფნის სხვა
წევრებთან, რაც ერთიორად გაამარტივებს ოპერაციების მართვას და ქვეყანას უფრო
მიმზიდველ სატრანზიტო მარშრუტად წარმოაჩენს. აუცილებელია მხედველობაში
მივიღოთ ის ბიზნეს- გარემო და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, რითაც
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველი რეგიონში არის ლიდერ პოზიციაზე.
აღნიშნული პროექტი არის შესაძლებლობა, რომ საქართველო იქცეს არა მარტო
სატრანზიტო მარშრუტად, არამედ სატრანზიტო ჰაბად და ჩამოყალიბდეს
მიმზიდველ, საიმედო და სტაბილურ საინვესტიციო დანიშნულებად, რაც თავის
მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ, ტექნოლოგიურ და
ეკონომიკურ განვითარებას. „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტი მასში ჩართულ
ქვეყნებს ახალ შესაძლებლობებს და მასთან ერთად ახალ გამოწვევებსაც უხსნის.
მნიშვნელოვანია საქართველომ სათავისოდ გამოიყენოს და მაქსიმალურად
ინტეგრირდეს მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებში, რომელიც მის სტრატეგიულ
პარტნიორებს არ გაანაწყენებს, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებულ შტატებს,
რომელიც ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას საკმაოდ სკეპტიკურად
განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის მთლიანი შიგა პროდუქტის ოფიციალური


მონაცემები ჯერ- ჯერობით არ არის ხელმისაწვდომი, ექსპერტული დაშვებით
შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ის 18 მილიარდი აშშ დოლარის ტოლი იქნება და ამ
დაშვების ფონზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩინეთის წილი ქართულ ეკონომიკაში -
ტურიზმის, ექსპორტის, უცხოური ინვესტიციების და ფულადი გზავნილების
კუთხით, ჯამურად 1.67%- ს არ აღემატება. რაც ერთი მხრივ არც თუ დიდ
ეკონომიკურ კავშირებზე, ხოლო მეორე მხრივ კი უზარმაზარ პოტენციალზე
მეტყველებს.
ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები
სისტემატიურად მზარდია. 2018 წელს სავაჭრო ბრუნვამ პირველად მილიარდ აშშ
დოლარს გადააჭარბა. ამასთან ერთად, მართალია მოცემულ ქვეყნებს შორის
თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება 2017 წლიდან მოქმედებს, თუმცა ქართული
კომპანიებისთვის ჩინურ ბაზარზე შეღწევა საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა,
რაზეც ქართული ექსპორტის ზრდის დაბალი დინამიკა და პროდუქციის ნაკლებად
დივირსიფიცირებულობა მეტყველებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან ჯამური ექსპორტი ბოლო
წლების განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ
ჩინეთთან საქართველოს აქვს გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ვერ
ხერხდება არსებული შესაძლებლობის სათანადოდ გამოყენება. შესაბამისად, ზრდის
ტენდეციით უფრო მეტად გამოირჩევიან ისეთი ტრადიციული ბაზრები როგირაა
ევროკავშირი.
ჩინური კომპანიები ქართული ბაზრით ძირითადად ადგილობრივი ბაზრის
ათვისებისთვის არიან დაინტერესებულნი და მათი წილი მთლიან ექსპორტში
ცალკეული წლების მიხედვით 1 პროცენტს არ აღემატებოდა, მაშინ როდესაც
ჯამურად ქართულ- უცხოური წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კომპანიებზე
მთლიანი ქართული ექსპორტის ნახევარზე მეტი მოდის.
2019 წელს საქართველოს 48071 ჩინელი ვიზიტორი ეწვია, 51%- ით მეტი ვიდრე 2018
წელს. გასათვალისწინებელია, რომ ჩინელი ვიზიტორები ყველაზე მხარჯველ
ვიზიტორთა ათეულში მეშვიდე ადგილს იკავებენ, საშუალო ხარჯით 1 ვიზიტზე -
2253 ლარი. მარტივი გადაანგარიშებით დგინდება, რომ ჩინელი ვიზიტორების
დანახარჯი საქართველოში 2019 წელს 108 მილიონ ლარს უდრიდა, რაც
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 1.1%- ია.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიდი
გაოგრაფიული დაშორებისა, საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვა
აქტიურად ხორციელდება და მუდმივად ზრდის დინამიკა
ახასიათებს,საქართველოდან საავტომობილო ტრანსპორტით ექსპორტის რეჟიმში
ჩინეთის მიმართულებით ძირითადად გადაიზიდება შემდეგი ტვირთები: 1)
სპილენძის კონცენტრატი; 2) ღვინო; 3) სპილენძისა და თითბერის ჯართი; 4) თხილი
და სხვ.

იმისდა მიუხედავად, რომ საქართველო ნატოსთან უფრო და უფრო ახლოვდება და


მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებს, ახლო მომავალში ალიანსში გაერთიანების
საკითხი, მთელი რიგი არსებული პრობლემების გამო, ნაკლებად
სავარაუდოა.შესაბამისად, ჩინეთთან მჭიდრო კავშირი არის ის ალტერნატივა, რაც
საქართველომ შესაძლოა,საკმაოდ ეფექტურად გამოიყენოს.ჩინეთის ეკონომიკური
ექსპანია ცენტრალურ აზიასა და ასევე სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის
შემცირებისკენ მიილტვის. თუმცა, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისგან
განსხვავებით, ბეიჯინგის ეკონომიკური სვლები კრემლის რეჟიმისთვის
სასიცოცხლო საფრთხეს არ შეიცავს. 
ჩინეთს საქართველოსთან მიმართებაში საკუთარი ტაქტიკა აქვს კერძოდ,ის
ცდილობს ქვეყანაში გავლენა მოიპოვოს, ეკონომიკასა თუ განათლების სისტემაში,
ეგრედ წოდებული რბილი ძალის გამოყენებით.კვლევის მიხედვით, საქართველოს
სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ჩინეთის მხარესთან აქტიურად
თანამშრომლობენ - როგორც სახელმწიფოს ოფიციალური ხელშეწყობით, ასევე
კერძო ინიციატივების გზით.საქართველოში ნელნელა შემოდის და ვრცელდება
კონფუცის ქსელის ინსტიტუტები, რომლებიც ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი
სტუდენტი აითვისონ, ენის შემსწავლელ კურსებსა თუ სხვა და ბენეფიტის სახით,
დაუფინანსონ მსურველებს სწავლა. საქართველო- ჩინეთს შორის დიპლომატიური
ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდბლობის მოპოვებისთანავე დაიწყო,
მჭიდრო ეკონომიკურმა თანამშრომლობა მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში
დამყარდა და საკმაოდ პოზიტიური დინამიკითაც ხასიათდება.
ჩინეთი ნაკლებად აკეთებს, აქცენტს პოლიტიზირებულ საკითხებზე.

ჩინეთი ცდილობს, რომ საქართველოში ერთგვარი კონკურენცია გაუწიოს


შეერთებულ შტატებს, რომელიც უპირატესობას ორი ათეული წლის განმავლობაში
ინარჩუნებს. ჩინეთი ამ მიზნის მიღწევას მასშტაბური პროგრამებითა და
ძირადღირებული საინფორმაციო კამპანიებით ცდილობს.

დასკვნა. ნათელია, ის შესაძლებლობები, რასაც იძლევა ჩინეთის


ეკონომიკა.ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ
ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების ახალი შესაძლებლობები
შექმნა.ფაქტი, რომ ქვეყანა უცხო სახელმწიფოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
ხელშეკრულებას აფორმებს, დადებით გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის
ბილატერალური სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, სხვადასხვა ეკონომიკურ
სექტორში თანამშრომლობის განვითარებასა და კაპიტალისა და შრომითი რესურსის
ნაკადების სიხშირის გაძლიერებაზე. ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულება
პოტენციურად ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური
ურთიერთდამოკიდებულების განვითარებასა და მისი დონის ამაღლებას.ამ ეტაპზე
საქართველოში ჩინეთის ინტერესები მხოლოდ ეკონომიკურ სფეროს მოიცავს, თუმცა
ღრმა ეკონომიკურ ურთიერთობებს გეოპოლიტიკური შედეგებიც
მოსდევს. არსებული „რბილი ძალის“ გამოყენებით, ჩინეთი რა თქმა უნდა, ცდილობს
და ეცდება თავის გავლენის გაძლიერებას რეგიონში.ჩინეთს დიდი გავლენა აქვს
რუსეთზე და თუ ჩინეთის ეკონომიკური გავლენა საქართველოზე მეტად გაიზრდება,
რუსეთს მოუწევს ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინება.არსებული პარტნიორობისა
თუ მთელი რიგი ეკონომიკური ურთიერთობის ფონზე,შეგვიძლია თამამად
ვთქვათ,რომ ჩინეთის ინტერესში შედის,ქვეყანაში სტაბილური და უსაფრთხო
გარემოს არსებობა,რამდენად იქნება ეს რუსეთისთვის დაბრკოლება, ეს სადაო
საკითხია.თუმცა, საქართველოს რეალურად, შეუძლია გახდეს ჩინეთ-თურქეთისა და
ჩინეთ-უკრაინის ინფრასტრუქტურული მარშრუტი თუ სავაჭრო ცენტრი
გახდეს.რამდენად დაუშვებენ ამას ეგრედ წოდებული სუპერძალები, ნამდვილად
საეჭვო საკითხია.

You might also like