You are on page 1of 4

ვიზალიბერალიზაციიდან ოთხი წელი გავიდა.

2017 წლის 28 მარტის შემდეგ,


საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს,
ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობენ. ეს უდიდესი
პოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომლითაც ქვეყანა ევროპულ ოჯახს
კიდევ უფრო დაუახლოვდა, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორი.
უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც
მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო
მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან.
ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულებას წინ უძღოდა
რამდენიმეწლიანი რუტინული მუშაობა.

2011 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა ევროპის კავშირთან სავიზო ფასილიტაციის


ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 24 კატეგორიის საქართველოს მოქალაქეს
გაუმარტივდა შენგენის ვიზის მიღება, აგრეთვე ძალაში შევიდა ევროპის
კავშირთან რეადმისიის ხელშეკრულება, რაც სავიზო რეჟიმის დამრღვევი
საქართველოს მოქალაქეების ევროპიდან სამშობლოში დაბრუნებას
ითვალისწინებდა. საქართველომ ე.წ. VLAP – სავიზო ლიბერალიზაციის
სამოქმედო გეგმა 2013 წლის თებერვალში.

VLAP- „სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა“ მოიცავდა ოთხ ბლოკად


დაყოფილ ტექნიკურ დავალებებს, რომლებიც ეხებოდა დოკუმენტების
უსაფრთხოებას, საზღვრის მართვას, მიგრაციის მენეჯმენტს, თავშესაფრის
პოლიტიკას, საგარეო ურთიერთობებსა და ადამიანის ძირითად უფლებებს,
რომელთა შეფასებაც ხდებოდა კომისიის მიერ და მათი შესრულება ევროპის
კავშირთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას
შექმნიდა.

2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ საქართველოს მიერ VLAP-ის შესრულების


საბოლოო (მეოთხე) ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დადებითად იყო შეფასებული
საქართველოს ძალისხმევა.

ნახსენებია: „მთლიანობაში საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის


სტანდარტების შესრულებას და მიიღო ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების
შესასრულებლად“. ნათქვამია, რომ საქართველო ზრდის ევროკავშირის
მხარდაჭერით საზღვრის მართვის ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის უსაფრთხოების,
ანგარიშვალდებულების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის (SAFE)
და ლატვიის მხარდაჭერის ფარგლებში. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა
დაადასტურეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაბრუნებისა და რეადმისიის
კარგი თანამშრომლობა. კარგად დამკვიდრებული რეადმისიის შემთხვევების
მართვის სისტემა განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა პანდემიის დროს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს 30 ქართველმა გადაკვეთა საზღვარი
არალეგალურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში , 10 -ჯერ ნაკლები ვიდრე 2019 წელს.
2020 წელს, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც აღმოჩნდა, რომ
არარეგულარულად იმყოფებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, შემცირდა 13%-ით.
ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ვიზის გაცემაზე უარის
რაოდენობა 53%-ით შემცირდა, 2019 წლის 4,435 -დან 2020 წელს 2065 -მდე.

უნდა აღინიშნოს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის სამი წლისთავზე ევროკავშირის


ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა დაადასტურა: "საქართველოს
მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლამ აჩვენა მისი ღირებულება ევროკავშირისა და
საქართველოს დაახლოების გზით".
ევროკავშირის ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის არის ძლიერი
პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად დააჩქაროს
ევროინტეგრაციის პროცესი და ჰქონდეს დადებითი გავლენა ქვეყნის პოლიტიკაზე,
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარება. უვიზო მიმოსვლას ასევე
აქვს პოტენციალი გახდეს სასარგებლო ინსტრუმენტი კონფლიქტების მოგვარების
პოლიტიკაში. მას შეუძლია წაახალისოს სამშვიდობო პროცესები და გახადოს
საქართველო მეტი მიმზიდველი ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის.
მზარდი რუსული პროპაგანდის ფონზე, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთის
გავლენის შესუსტებას, უვიზო მიმოსვლა
VLAP „სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა“ის მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად, საქართველოს მთავრობამ განახორციელა მთელი რიგი
ყოვლისმომცველი, შორს მიმავალი რეფორმები, რომლებმაც შექმნეს ხელსაყრელი
პირობები საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულად ისარგებლონ ახალი
შესაძლებლობებით, რომელსაც გთავაზობთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი
ევროკავშირთან. ევროკავშირი ერთ -ერთი ყველაზე სასურველი მიმართულებაა
ქართველებისთვის. მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზმა
აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა არის ცუდად ინფორმირებული
უვიზო რეჟიმის და რეგულაციების შესახებ. როგორც საზოგადოებრივი აზრის ბოლო
გამოკითხვებმა დაამოწმეს, მცდარი წარმოდგენები და სტერეოტიპები ვიზის
ლიბერალიზაციის შესახებ ფართოდ არის გავრცელებული ქვეყანაში, რაც იწვევს
მცდარი მოსაზრების გავრცელებას, რომ უვიზო მიმოსვლის სისტემა შეიძლება
ბოროტად იქნას გამოყენებული. სტატისტიკური მონაცემების ანალიზისა და
კვლევის ანგარიშები ასკვნიან, რომ საქართველოს შანსი წარმოადგენდეს საფრთხეს
ევროპისთვის ძალიან დაბალია. ამ თვალსაზრისით, ქვეყანამ ცოტა ხნის წინ გადადგა
მნიშვნელოვან ნაბიჯები და მიიღო ზომები და ახალი ნორმატიული აქტები,
რომლებიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
ვიზალიბერალიზაციას თან მოყვა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო შეთანხმება (DCFTA), რომელმაც უზრუნველყო პროდუქტების,
სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება ევროპაში, ხოლო
ადამიანების თავისუფალი გადაადგილება შესაძლებელი გახდება უვიზო
რეჟიმის ამოქმედების შემდეგ.

ევროპის კავშირთან თავისუფალ ვაჭრობასთან ერთად თავისუფალმა


გადაადგილებამ მნიშვნელლოვანი ეკონომიკური უპირატესობანი მიანიჭა
საქართველოს მოქალაქეებს. მათ უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ, რომ
თავიანთი პროდუქტი ყოველგვარი უსასრულო ბიუროკრატიული პროცესების
გარეშე გაეტანათ საზღვარგარეთ სახელმწიფოებში, რამაც თავისუფალი
ვაჭრობის განვითარებას შეუწყო ხელი და უცხოური ინვესტორებიც
დაინტერესდნენ საქართველოს პროდუქციით. აგრეთვე გაიზარდა
ავიაკომპანიებსა და ტურისტულ ორგანიზაციებზე მოთხოვნა. ევროპასთან
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური
თვალსაზრისით.

საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპის კავშირს . უპრეცედენტო იყო


მისი როლი პოლიტიკური თვალსაზრისით, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან
ამ ისტორიული გადაწყვეტილების ამოქმედებისთანავე, საქართველოს მთავრობამ ამ
შესაძლებლობით სარგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც
შესთავაზა.

რაც შეეხება სოციალურ მდგომარეობას, საქართველოს მოქალაქეებს საბოლოოდ


შეეძლოთ რომ საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი ოჯახის წევრები
მოენახულებინათ, ახალგაზრდები კი ეზიარნენ დასავლურ ღირებულებებს,
დემოკრატიას, განათლებას, ახალ შესაძლებლობებს.

თუ ვიზალიბერალიზაციის შედეგებს სოციალურ ჭრილში გავაანალიზებთ, უნდა


ვახსენოთ, რომ ქართველები ცდილობენ საფრანგეთსა და გერმანიაში იპოვონ
თავშესაფარი და არღვევენ შენგენის ზონაში ყოფნის დადგენილ ვადას. 2018 წელს
2017 წელთან შედარებით თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაორმაგდა. აგრეთვე
გახშირდა არალეგალური მიგრაციების რაოდენობა. ამიტომ გაჩნდა ევროკავშირის
მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის საფრთხე. ასევე,
კრიმინალური დაჯგუფებები მიდიან სხვადასხვა ქვეყანაში საფრანგეთი,
საბერძნეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და შვედეთი და დანაშაულს ჩადიან.
გარდა ამისა, ისინი ჩართულნი არიან ფულის გათეთრებასა და ნარკო-ტრაფიკში.
ამიტომ ევროკავშირმა გამოსცა რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს
მთავრობას უნდა გაეთვალისწინებინა თუ მას სურდა ვიზა ლიბერალიზაციის
შენარჩნება. საქართველომ უნდა გააძლიეროს სასაზღვრო კონტროლი, ადამიანები
უნდა იყვნენ ინფორმირებული უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, უნდა
გაძლიერდეს ტრანსსასაზღვრო სამართალდაცვითი თანამშრომლობა
საქართველოდან ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან საბრძოლველად,
დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდეს.
საქართველოსთვის უშუალო სტრატეგიული მიზანია რეფორმების გაგრძელება და
უზრუნველყოფა მიღწეული შედეგების მდგრადობისა. მისი წარმატებული
განხორციელება დიდწილად განსაზღვრავს საქართველოს გრძელვადიან
პერსპექტივებს არა მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციისა, არამედ ზოგადად ევროპის
ქვეყნებთან პარტნიორობისა.

You might also like