You are on page 1of 3

საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობები და თანამშრომლობა

საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობა  1992 წლის 22 ივლისს


დამყარდა, თუმცა მანამდე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველომ ერთ-ერთმა
პირველმა აღიარა უკრაინის დამოუკიდებლობა 1991 წელს. საქართველოში უკრაინის
საელჩოს საქმიანობა დაიწყო 1994 წლის 5 აპრილს და პირველი ელჩი გახლდათ ანატოლი
კასიანენკო, ხოლო 2017 წლის 3 თებერვლიდან საქართველოში უკრაინის საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი არის იგორ დოლგოვი (იგი დაინიშნა პოროშენკოს მიერ). გარდა
ამისა, უკრაინის საპატიო საკონსულოს საქმიანობა ქალაქ ბათუმში დაიწყო 2019 წლის 6
ნოემბერს და საპატიო კუნსულის სტატუსი როსტომ ნაკაშიძეს ეკუთვნის. რაც შეეხება
საქართველოს, უკრაინაში საქართველოს საელჩოს საქმიანობა დაიწყო 1994 წლის 19 აგვისტოს
და დღემდე გრძელდება. საქართველოს პირველი ელჩი უკრაინაში იყო ვიქტორ თევზაია,
ხოლო 2019 წლის სექტემბრიდან უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი
ელჩად დანიშნეს თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც დღემდე იკავებს აღნიშნულ პოზიციას.
საელჩოს გარდა, ჩვენ გვაქვს საკონსულოები ოდესაში, ლვოვსა და ხარკოვში (ამ ორ
უკანასნკელში საპატიო საკონსულოები). უკრაინა-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს
მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც არასდროს ყოფილა დამძიმებული რაიმე
მნიშნელოვანი და გადაუჭრელი პრობლემით, ეს ფაქტი კი საკმაოდ უნიკალური ფენომენია
საერთაშორისო ურთიერთობებში. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ამ ორ სახელმწიფოს
სხვადასხვა სტატუსი ჰქონდა (იქნებოდა ეს თავისუფალი სახელმწიფოს თუ დაპყრობილი
სახელმწიფოს სტატუსი), თუმცა ორივე მათგანს მუდმივად ჰქონდა დადებითი განწობა
ერთმანეთის მიმართ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო-უკრაინის
ურთიერთობები დინამიკურად განვითარდა (რაც ხაზს უსვამს, ორივე სახელმწიფოს
გახსნილობას ახალი კავშირების დამყარების მიმართულებით). დამოუკიდებლობის
აღდგენის შემდეგ, ტერმინი - „სტრატეგიული პარტნიორობა“ ხშირად გამოიყენებოდა
საქართველო-უკრაინის მოლაპარაკებებში. მათ პირველ შეხვედრაზე, საქართველოს მეორე
პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ
კრავჩუკმა, ამ ტერმინით განსაზღვრეს ორმხრივი ურთიერთობის ცნება. მოგვიანებით კი,
1993 წლის 13 აპრილს, ედუარდ შევარდნაძის ვიზიტისას კიევში, გაფორმდა ქვეყნებს შორის
ურთიერთობების მარეგულირებელი მთვარი დოკუმენტი საქართველოსა და უკრაინის
რესპუბლიკებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ,
რომელიც დღემდე ძალაშია. მრავალწლიანი ურთიერთობის პერიოდში, უკრაინამ
არაერთხელ დაამტკიცა, ზემოთხსენებული ხელშეკრულების სათაურში არსებული
სიტყვების ვალიდურობა, თავისი ქმედებებით. მაგალითისთვის, 1997 წელს უკრაინამ
საქართველოს გადასცა პირველი სამხედრო ხომალდი - „გრიფი“ სრული შეიარაღებით და
მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო საქართველომ მსგავსი სამხედრო დახმარება სხვა მეგობარი
სახელმწიფოებისგან: გერმანიისგან, თურქეთისგან, აშშ.-სგან და სხვა. ნათელია, რომ ეს არც
ისე მარტივი და უსაფრთხო გადაწყვეტილება იყო უკრაინისთვის, რუსეთის ფაქტორის
გათვალისწინებით. ვარდებისა (2003) და ნარინჯისფერი (2004) რევოლუციის შემდეგ
პოლიტიკური ურთიერთობები ჩვენსა და უკრაინას შორის კიდევ უფრო გამყარდა.
პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, საქართველოს დიდი წვდომა
ჰქონდა უკრაინის პოლიტიკაზე, რაც განპირობებული იყო სააკაშვილის მიერ უკრაინელი
პოლიტიკოსების ფართო სპექტრთან დამყარებული კარგი ურთიერთობებით. მოგვიანებით,
სააკაშვილი-უკრაინის ურთიერთობამ შედარებით სხვა სახე მიიღო, თუმცა დეტალებში აღარ
შევალ, რათა მთავარი თემიდან არ გადავუხვიო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური
დოკუმენტია უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობების
განვითარების შესახებ 2005 წლის 25 მარტის დეკლარაცია, სადაც ნათქვამია, რომ ”ორ ქვეყანას
შორის ვითარდება სტრატეგიული ურთიერთობები”. ეს დეკლარაცია დღემდე ძალაშია.
უკრაინა აფხაზეთის ომის შემდგომ პერიოდში აქტიურად გამოთქვამდა მხარდაჭერას
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახემ. ხოლო 2008 წლის
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტი
ვიქტორ იუშენკო ჩამოვიდა საქართველოში, ქართველეი ხალხის მხარდასაჭერად და მეტიც,
პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ-კააჩინსკთან ერთად მან მოაწყო სამივე ბალტიის
სახელმწიფოს: ლიტვის (ვ.ადამკუსი), ლატვიის (ვ. ზატლერსი) და ესტონეთის (თ.ილვესი),
პრეზიდენტის ვიზიტი. როგორც უკვე ვახსენე, უკრაინა მუდმივად უჭერდა მხარს
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რაღათქმაუნდა,
საქართველოც მუდმივად უჭერდა მხარს უკრაინას ყველა მნიშნელოვან პოლიტიკურ
საკითხში, განსაკუთრებით უკრაინის ქმედებებს, რომლებიც მიმართული იყო 1932-1933
წელს ჰოლოდომორთან დაკავშირებით, ჭეშმარიტების გავრცელებისკენ და ამ ტრაგედიის
უკრაინელი ხალხის გენოციდის აქტად აღიარებისკენ. ხაზგასასმელია, რომ 2014 წელს
საქართველომ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, არ ცნო „ყირიმის
რეფერენდუმის“ შედეგები და რუსეთის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და
ქალაქ სევასტოპოლის ტერიტორიის დროებითი ოკუპაცია. ჩვენ აქტიურად და
თანმიმდევრულად ვუჭერდით მხარს უკრაინის ტერიტორიულ სუვერენიტეტს. გარდა ამისა,
უნდა აღინიშნოს უკრაინა-საქართველოს პოზიციების სიახლოვე მათ შორის ევროპულ
სტრუქტურებთან ინტეგრაციის თაობაზეც, რამეთუ სწორედ ეს სიახლოვე განსაზღვრავს მათ
მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ევროპულ და რეგიონალურ ორგანიზაციებში:
გაერო, ევროპის საბჭო, ეუთო, სუამი. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიო
პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, დარია გეიდაი, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ
მიუხედავადა ორივე სახელმწიფისოს სურვილისა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით,
მათი გზები ერთმანეთისგან განსხვავდება, რამეთუ საქართველო ამ კუთხით (რეფორმებისა
და ნატოს სტნდარტებზე გადასვლის ტემპში) უსწრებს უკრაინას, რომელიც მუდმივად
იძულებულია დაეწიოს მას. გარდა ამისა, დარიას თქმით ამ სახელმწიფოებს შორის
ურთიერთობა უწინ უფრო თბილი იყო, როდესაც ქართველი ახალგაზრდები განათლების
მისაღებად და ბიზნესის წამოსაწყებად უკრაინაში მიდიოდნენ, რაც დროთა განმავლობაში
შეცვალა, რამეთუ ახალგაზრდება გეზი აშშ.-სა და ევროპის სხვა სახელმწიფოებისკენ აიღეს.
ანალიტიკოსმა ეს მოსაზრება (ურთიერთობების მომავალში გაციებასთან დაკავშირებით),
2016 წელს გამოთქვა, შესაბამისად სრული საფუძველი გვაქვს უარვყოთ და დავგმოთ მისი
სიტყვები ურთიერთობების დაძაბვასა და გაციების თაობაზე, რამეთუ თუნდაც 2017 წელს
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტმა საქართველოში და უკრაინა-
საქაართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილმა
ხელშეკრულებამ კიდევ უფრო გააქტიურა პოლიტიკური დიალოგი და
საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. მოცემული ხელშეკრულება რამდენიმე პუნქტს
მოიცავდა, მათ შორის ორივე სახელმწიფოს ტერიტორიების დეოკუპაციის, საერთაშორისოდ
აღიარებული ტერიტორიული საზღვრების აღდგენისა და ევროკავშირსა და ნატოში
ინტეგრაციის შესახებ. მოცემული შეთანხმებბის გამყარება მოხდა, 2019 წელს ჯერ
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რამდენიმე ვიზიტის დროს, უკრაინაში,
როდესაც იგი უკრაინის ახალ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკს შეხვდა და იგივე წელს,
საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტის დროს,
როდესაც მან და ზელენსკმა ხელი მოაწერეს უკრაინუ-ქართული სტრატეგიული საბჭოს
დებულებას, რომელიც საშუალებას იძლეოდა დაწყებულიყო ყოვლისმომცველი
სტრატეგიული დიალოგი, პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ, თავდაცვისა და
უსაფრთხოების, კულტურულ და საგანმანათლებლო და ინტერპერსონალური კონტაქტების
განვითარების სფეროში. მოცემულმა პოლიტიკურმა დიალოგებმა განაპირობეს, ორივე
მხარეს შორის პირობების უცვლელობა, რაც გულისხმობს იმას, რომ დღემდე ჩვენც და ჩვენი
მეგობარი უკრაინაც, პირნათლად იცავს ხელშეკრულების პირობებს და დღემდე იგივე აზრზე
იმყოფება, ხელშეკრულებაში განხილულ პუნქტებთან დაკავშირებით. 2020 წელს უკრაინის
პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოს პოზიცია,
როდესაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, გახარიამ და საგარეო
საქმეთა მინისტრმა ზალკანიანმა სატელეფონო საუბრისა და ოფიციალური მიმოწერის დროს
გამოხატეს სამძიმარი და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და დაღუპულთა ოჯახების
მიმართ, 2020 წლის 8 იანვარს თეირანის მახლობლად UIA-ს სამგაზვრო თვითმფრინავის
(ბოინგ-737 -ის) ჩამოვარდნის გამო და გამოთქვეს მზადყოფნა, ნებისმიერი სახის დახმარების
მიწოდების თაობაზე. საქართველო დღემდე ინარჩუნებს თბილ და მეგობრულ
ურთიერთობას უკრაინასთან და აქტიურად ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე
მოვლენებს, უკრაინაც ჩართულია საქართველოში ამჟამად მიმდინარე მოვლენებში, რომელიც
უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ
საქართველოს საზღვრების უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს.

ლინკები: https://georgia.mfa.gov.ua/ka/spivrobitnytstvo/political?
fbclid=IwAR3nZtFl_yKQT_mL5ZCDTmA6H42ncsx-JOJ4oykaWVVhNQh0DmFocV-6QvM

https://uacrisis.org/en/47830-ge-ua-relations

https://www.opendemocracy.net/en/odr/georgia-and-ukraine-crisis/

https://www.embassypages.com/georgia-embassy-kiev-ukraine

https://www.gfsis.org/blog/view/921

http://www.ukraine.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=609&lang=1

You might also like