You are on page 1of 3

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა შეიარაღებული ძალები შეიყვანა უკრაინაში, რის

შედეგადაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. ომს დასასრული ჯერ-ჯერობით არ უჩანს,


დაზუსტებით ვერავინ იტყვის როდის მორჩება ის, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ომის
დასრულების შემდეგ უკრაინა დადგება დილემის წინაშე, თუ როგორ განავითაროს
თავისი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, რადგან თავიდან აიცილოს რუსეთის
მომავალი აგრესია.

უკრაინას ომის დასრულების შემდეგ რამდენიმე შესაძლო არჩევანი ექნება , თუ რა გზით


უნდა აწარმოოს საგარეო პოლიტიკა:

 გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი არ უნდა ჩაერთოს სხვა
ქვეყნების ომებში, არ უნდა მიემხროს არცერთ ომში მონაწილე სახელმწიფოს ,
ასევე ნეიტრალურ სახელმწიფოს არ შეუძლია იყოს რომელიმე ალიანსის წევრი .
უკრაინისთვის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, ისევე როგორც სხვა
სახელმწიფოსთვის, რომელსაც აგრესორი მეზობელი ჰყავს არ იქნება კარგი
გადაწყვეტილება. სახელმწიფოსთვის ნეიტრალიტეტის გამოცხადება
სარგებლიანი, რომ იყოს საჭიროა ჰქონდეს ძლიერი ეკონომიკა, რაც ასევე აძლევს
მას შესაძლებლობას ჰქონდეს კარგი შეიარაღების და თავდაცვის მექანიზმები . ეს
ყველაფერი დამანგრეველი ომიდან გამოსულ სახელმწიფოს ვერ ექნება. გარდა
ამისა, არ ვიცით როგორ დამთავრდება ყირიმის საკითხი, დაიბრუნებს მას უკრაინა
თუ კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩება ომის შემდეგაც. ოკუპირებული
ტერიტორიის ქონა ნეიტრალური სახელმწიფოსთვის არახელსაყრელია , რადგან
ოკუპაცია ზრდის დაპირისპირების და პროვოკაციის საფრთხეს .
 იმისდა მიხედვით, თუ როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე
ომი, უკრაინას შესაძლოა მოუწიოს არჩევნის გაკეთება მიტმასნების ან
გაწონასწორების პოლიტიკას შორის. თუ რუსეთმა ომში გაიმარჯვა, მან შეძლო და
გავლენები გააფართოვა რეგიონში, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა
და შეძლო უკრაინაში მარიონეტული მთავრობის დასმა, ამ შემთხევაში უკრიანა
აირჩევს მიტმასნების პოლიტიკას, რაც გულისხმობს აგრესორთან კავშირის
დამყრებას, რათა თავიდან აირიდოს შემდგომი კონფლიქტები, თუმცა ამ გზით ის
მის პოლიტიკაში ჩაერევა და სუვერენიტეტის რაღაც ნაწილის დათმობა მოუწევს .
თუმცა ამ სცენარის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, იმ ფონზე , რომ
უკრაინელი ხალხი დღეს თავდადებით იბრძვის, მათ აქვთ აშშ-ს და ევროპის
მხრიდან ჰუმანიტარული, შეიარაღების და ფინანსური დახმარება , ხოლო რუსეთი
ნელ-ნელა კარგავს თავის სახელს და სიძლიერეს.
 მესამე შესაძლო არჩევანი არის გაწონასწორების პოლიტიკა, სახელმწიფოებთან
ალიანსში შესვლა, რათა რუსეთის ძალის დაბალანსება მოხდეს. ალიანსი
შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგალითად შესაძლოა უკრაინამ,
საქართველომ და მოლდოვამ, რომელბიც ევროკავშირის „ასოცირებულ
სამეულად“ მოიხსენიებიან, შექმნან სამხედრო ალიანსი რუსეთისგან თავის
დასაცავად, რომელიც მხარდაჭერილი უნდა იყოს აშშ-სა და ევროპის კავშირის
მიერ. ამ სამ სახელმწიფოს აქვს საერთო ინტერესები და გამოწვევები, რუსეთს
ოკუპირებული აქვს მათი ტერიტორიის ნაწილები. მსგავსი ალიანსის შექმნამ
შესაძლოა რეგიონში გამოიწვიოს ძალთა ბალანსის გარკვეულწილად
დაბალანსება, თანაც იმ ფონზე, რომ რუსეთი შედარებით დასუსტებული იქნება
ომის დასრულების შემდეგ და მოუწევს რესურსების აღდგენაზე დროულად
იფიქროს. ხოლო ამ ალიანსს მხარდაჭერა თუ ექნება აშშ-ს და ევროპის მიერ, ეს
ხელსაყრელი იქნება როგორც თავად წევრი სახელმწიფოებისთვის, ასევე
დასავლეთისთვისაც, ვინაიდან რუსეთის გავლენის ზრდა და მათ საზღვრებთან
მიახლოება მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ,
რომ ახალი ალიანსების ჩამოყალიბება სახელმწიფოებს შორის, თანაც სამხედრო
ალიანსის ძალიან რთული პროცესია. ისიც საკითხავია თუ რამდენად ენდომება
საქართველოს და მოლდოვას იმ ქვეყანასთან სამხედრო ალიანსის შექმნა ,
რომლის რესურსებსაც ხანგრძლივმა ომმა ძალიან დიდი ზარალი მიაყენა. გარდა
ამისა, ეს ოფშენი იმ შემთხვევაში იქნება უკრიანისთვის სასარგებლო თუ მას
ევროკავშირი და ნატო უარს ეტყვის წევრობაზე.
 მეოთხე ვარიანტი კი სწორედ ისეთ ძლიერ ალიანსებში გაწევრიანებაა , რომლებიც
უკრიანისთვის იქნება გარანტია, რომ რუსეთისგან აგრესიის საფრთხე აღარ
დაემუქრება. ასეთი ალიანსები არის ევროპის კავშირი და ნატო . ევროპის კავშირში
გაწევრიანებით უკრაინა მოიპოვებს დასავლეთისგან კიდევ უფრო მეტ
მხარდაჭერას, ვინაიდან ეკონომიკური კავშირი განაპირობებს პოლიტიკურ
კავშირსაც, უკრაინის ეკონომიკა ევროკავშირში გაწევრიანებით საგრძნობლად
განვითარდება და იგი შეძლებს ქვეყნაში ომის შემდგომი რეკონსტრუქცია
აწარმოოს, ასევე მეტი რესურსი მოახმაროს უსაფრთხოების სფეროს.
ევროკავშირის წევრობა მოიცავს ასევე ქვეყნებს შორის სოციალურ
თანამშრომლობასაც, ევროკავშირის პროექტების ფარგლებში ხდება ქვეყნებს
შორის გამოცდილებების გაზიარება განათლების, მეცნიერების და სხვა დარგების
განვითარების კუთხით, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს უკრიანაში
ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ეს კი თავის მხრივ უკრაინის უსაფრთხოების
განვითარებასაც არგებს, მეტი განათლებული ადამიანი ნიშნავს, რომ რუსეთი
დეზინფორმაციითა თუ სმარტ ფავერის სხვადასხვა გამოვლინებით ნაკლებად
შეძლებს უკრაინელ ხალხზე გავლენის მოხდენას. რაც შეეხება ნატოს, ნატოში
გაწევრიანება თავის თავად გულისხმობს, რომ რუსეთი ვერ გაბედავს უკრაინაზე
აგრესიის წარმოებას, ვინაიდან ნატოს მე-5 მუხლის თანახმად: “The Parties agree that
an armed attack against one or more of them in Europe or North America shall be considered
an attack against them all” (The North Atlantic Treaty, 2019). ამიტომაც ყველაზე კარგი
გამოსავალი უკრაინისთვის ომის დასრულების შემდგომ, რომ აიცილოს თავიდან
განმეორებითი რუსული აგრესია არის ნატოში გაწევრიანება. მიუხედავად იმისა ,
რომ ეს არის ყველაზე კარგი ოფშენი, უკრაინის ნატოში გაწევრიანება
გრძელვადიანი პროცესია. ნატოს წევრი ქვეყნები ამბობენ, რომ ისინი ხედავენ
უკრაინას ნატოში, თუმცა ზუსტი თარიღის თქმა თუ როდის მოხდება ეს
შეუძლებელია, პროცესები სავარაუდოა, რომ გაგრძელდება წლების
განმავლობაში. ნატოს წესების მიხედვით, ახალი წევრების მიღება შესაძლებელია
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 30-ვე წევრი ქვეყანა განაცხადებს თანხმობას, ერთ-
ერთი სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება დაბლოკოს უკრაინის შესვლა ნატოში
არის უნგრეთი, ვინაიდან ამ ორ ქვეყანას შორის 2017 წლიდან არსებობს
კონფლიქტი უნგრულად მოლაპარაკე უმცირესობებთან დაკავშირებით (Askew,
2022). ასევე არც სხვა სახელმწიფოებზე არ ვიცით დანამდვილებით, რომ უკრაინის
ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერენ, 2022 წლის თებერვალში - შეჭრამდე სულ
რაღაც ერთი კვირით ადრე - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ
უკრაინის წევრობა არ განიხილებოდა. უკრაინის მცდელობა ევროკავშირში
გაწევრიანებასთან დაკავშირებით მსგავსი სირთულეების წინაშე დგას , თუმცა
მასში გაწევრიანება უფრო ახლო მომავალში გვესახება, ვიდრე ნატოში.

საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ უკრაინამ მომავალში თავიდან აიცილოს რუსული


აგრესია, საჭიროა, რომ იპოვოს კარგი მოკავშრეები და შევიდეს სასარგებლო
ალიანსებში. თავდაპირველად ომის დასრულებისას მან უნდა მოიძიოს რესურსი ,
რათა აღიდგინოს დაკარგული ძალები, შეასრულოს ევროკავშრის მოთხოვნები და
ყველა გზით ეცადოს, რომ შევიდეს ამ ევროპულ გაერთიანებაში, რადგან იგი
გარკვეულწილად იქნება ნატოსკენ მიმავალი გზა.

You might also like