Professional Documents
Culture Documents
რუსეთის პოლიტიკა 4
რუსეთის პოლიტიკა 4
გამოცემა: N4
მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020
რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების
გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს
პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ
ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოვა ორ კვირაში ერთხელ და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების
მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე
პროცესები აინტერესებს.
მთავარი მოვლენები:
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 1 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს,
ორენოვანმა სახელმწიფო სატელევიზიო არხმა „სახლი“ დაიწყო მაუწყებლობა. რუსულენოვანი არხის შექმნის
დაპირება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა.
ახალი არხის მთავარი მისიაა ყირიმსა და დონბასში მცხოვრები ადამიანების უკრაინის საინფორმაციო სივრცეში
დაბრუნება, რუსული პროპაგანდის გავლენის შესუსტება და რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი მითების
გაქარწყლება. ამჟამად ამ ტერიტორიებზე ყველაზე ცნობილი სატელევიზიო არხები რუსულია: „Россия-1“,
„НТВ/НТВ Мир“, „Россия-24“, „Первый канал“. ყველაზე სანდო ავტორიტეტებად კი ვლადიმერ პუტინს და
რუსული ტელევიზიის მთავარ პროპაგანდისტებს – ვლადიმერ სოლოვიოვსა და ოლგა სკაბეევას მიიჩნევენ.
აღნიშნული ტერიტორიის მცხოვრებები უკრაინულ არხებს ან არ უყურებენ, ან ტექნიკური საშუალებების
არარსებობის გამო მათ ყურებას ვერ ახერხებენ. ტელევიზიის დამფუძნებლების განცხადებით, შესაბამისი
ტექნიკური საშუალების გამოყენებით სიგნალის ამ ტერიტორიებზე გავრცელება შესაძლებელი იქნება, თუმცა
ყირიმის მთელი ტერიტორიის დაფარვა მაინც ვერ მოხერხდება.
ახალი არხის გამოწვევა: ახალი არხის მთავარი გამოწვევაა, თუ რა ლექსიკონს გამოიყენებს ტელევიზია
აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გაშუქებისას. უკრაინული არხები იყენებენ ტერმინებს,
1
როგორებიცაა „რუსული-ტერორისტული ჯარები“ ან „ოკუპირებული ტერიტორიები“, რაც არ იქნება მისაღები ამ
ტერიტორიების მცხოვრებთათვის. ალტერნატიული ტერმინოლოგია კი, უკრაინული ნაციონალისტური
ჯგუფების მიერ ღალატად შეფასდება. სავარაუდოდ, დონბასში სიტუაციის აღსაწერად საერთაშორისო
დოკუმენტებში ასახულ ტერმინოლოგიას გამოიყენებენ.
რას ამბობენ რუსეთში: არხის შექმნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსული პროპაგანდისტული არხის
„RT“-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა კრახი უწინასწარმეტყველა, საგარეო საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი „სიგიჟე“ უწოდა.
რატომ არის ორენოვანი ტელევიზიის შექმნა მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: ორენოვანი ტელევიზიის შექმნის
მიზანია ყირიმსა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რეგიონებში მცხოვრები ადამიანების, მაქსიმუმ,
უკრაინის საინფორმაციო სივრცეში დაბრუნება და, მინიმუმ, ამ რეგიონებში რუსული პროპაგანდის გავლენის
შესუსტება და მოსახლეობისათვის ალტერნატიული ინფორმაციის შეთავაზება.
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმაკი
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს მინსკში შეხვდა.
მოვლენა დეტალურად: 2019 წელს გაპრეზიდენტების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ
აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს დაწყებული ომი დასრულდებოდა. კიევში მიაჩნიათ, რომ მშვიდობის
დამყარებისთვის პატიმრების გაცვლა მნიშვნელოვანია. იერმაკის განცხადებით, პატიმრების მორიგი (მესამე)
გაცვლა შეიძლება თვის ბოლოს შედგეს. ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში ეს უკვე პატიმართა მესამე
გაცვლა იქნება. პირველი, 2019 წლის სექტემბერში იყო, როდესაც ორივე მხარემ 35 პატიმარი გაცვალა. 2019 წლის
დეკემბერში უკრაინამ 124 პატიმარი გადასცა სეპარატისტებს, სანაცვლოდ კი, 76 მიიღო.
მოვლენა დეტალურად: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მილსადენი რუსეთს ბალტიის ზღვის გავლით პირდაპირ
გერმანიას დააკავშირებს და გვერდს აუვლის უკრაინას. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი
ოფშორული მილსადენი იქნება (1 230 კმ). პროექტის დასრულების შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი-1-ის“
წარმადობა გაორმაგდება და წელიწადში 110 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ევროკავშირის გაზის
მოხმარების მეოთხედზე მეტია. პროექტის განხორციელებას განსაკუთრებით ეწინააღმდეგება უკრაინა და აშშ.
გასული წლის დეკემბერში აშშ-მ იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც პროექტში მონაწილეობას მიიღებდნენ,
სანქციები დაუწესა. სანქციების პასუხად 2020 წლის 28 იანვარს რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“
განაცხადა, რომ ბალტიის ზღვის ფსკერზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მილსადენის პროექტს კომპანია
საკუთარი რესურსებით დაასრულებდა, უცხოური კომპანიების დახმარების გარეშე. არსებული მონაცემებით,
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტის 94% დასრულებულია. ასაშენებელია მილსადენის 160-კილომეტრიანი
მონაკვეთი. რუსეთს პროექტის დასასრულებლად პოტენციურად მისი ორი გემის გამოყენება შეუძლია. მაგრამ
2
ამისთვის დანიისგან მის წყლებში მუშაობისთვის ნებართვა უნდა მიიღოს, რაც შეიძლება სირთულეებთან იყოს
დაკავშირებული.
რატომ არის პროექტის შეფერხება მნიშვნელოვანი უკრაინისთვის: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის
განხორციელების შედეგად უკრაინის სატრანზიტო ფუნქცია შესუსტდება და იგი რუსეთის პოლიტიკური და
ეკონომიკური ზეწოლის მიმართ მოწყვლადი გახდება.
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 11 მარტს ბელარუსის პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმასი თავის რუს კოლეგას
მიხეილ მიშუსტინს მოსკოვში შეხვდა. რუმასის განცხადებით, მსოფლიოში ნავთობზე ფასის ვარდნა უახლოეს
მომავალში რუსული ნავთობის ფასზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.
მოვლენა დეტალურად: 2020 წლის იანვრიდან რუსეთმა უარი თქვა ბელარუსისთვის ნავთობის შეღავათიან
ფასად მიყიდვაზე, რასაც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული აკეთებდა. თუმცა, მსოფლიოში ნავთობის ფასის
3
მკვეთრი ვარდნის შედეგად ვითარება შეიძლება შეიცვალოს. ამიტომაც რუმასმა რუსულ ნავთობკომპანიებს
ახალი რამ შესთავაზა, რაც რუსულმა მხარემ განსახილველად მიიღო. ნავთობზე ფასები 6 მარტის შემდეგ დაეცა,
როდესაც OPEC და რუსეთი ნავთობის წარმოების შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. 9 მარტს ფასების ვარდნამ 30%
შეადგინა.
ალტერნატიული ნავთობი
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 3 მარტს ერევნის სასამართლომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის
ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ადვოკატების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის
საქმე დაიხუროს. მოსამართლემ გარკვეული პერიოდი ითხოვა საქმის ყველა გარემოებისა და მტკიცებულებების
შესასწავლად. ქოჩარიანს, რომელთან მეგობრობის შესახებ ღიად განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ
პუტინმა, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობაში დაძაბულობის მუხტი შეაქვს.
8 მარტს ქოჩარიანი საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2018 წლის ივლისში მისი პირველი დაკავების
შემდეგ იგი სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობიდან ორჯერ გაათავისუფლეს, მაგრამ
პროკურორის მოთხოვნით ორივეჯერ საპატიმროში დააბრუნეს.
4
10 მარტს ფაშინიანმა ყოფილ პრეზიდენტებს, ქოჩარიანსა და სერჟ სარქისიანს, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო
კავშირები ჰქონდათ, „არმიის გაქურდვაში“ დასდო ბრალი და მოპარული ფულის დაბრუნების პირობა დადო.
რატომ არის ქოჩარიანის თავისუფლება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი: ქოჩარიანი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-
ერთ ყველაზე პრორუსულ პრეზიდენტად ითვლებოდა და მისი პატიმრობა კრემლის რეპუტაციას აზიანებს,
რადგან ეს ფაქტი აჩვენებს, რომ მოსკოვს საკუთარი მოკავშირეების დაცვა არ შეუძლია.
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის
ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში მხოლოდ დამკვირვებლის
სტატუსით დაკმაყოფილდება.
მოვლენა დეტალურად: ევრაზიის ეკონომიკური კავშირი 2015 წელს რუსეთისა და მისი მოკავშირეების –
ბელარუსისა და ყაზახეთის მონაწილეობით დაფუძნდა. მოგვიანებით კავშირს სომხეთი და ყირგიზეთიც
შეუერთდნენ. მოლდოვა ამ ეტაპზე მხოლოდ დამკვირვებელია. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი პოსტსაბჭოთა
სივრცეში ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც ერთმანეთთან ეკონომიკურ
ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ. ორგანიზაციის წევრები პოსტსაბჭოთა სივრცეში
ყველაზე პრორუსულ სახელმწიფოებად ითვლებიან.
რატომ არის რუსეთისთვის უზბეკეთის გაწევრიანება მნიშვნელოვანი: რუსეთი უზბეკეთს ცენტრალური აზიის
რეგიონში მნიშვნელოვან ქვეყნად მიიჩნევს და რუსულ პროექტებში, როგორიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირია,
ტაშკენტის ჩართვა მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატება იქნებოდა.
რუსეთისთვის უზბეკეთი დიდი ხანია სამიზნეა, მაგრამ უზბეკეთის ჩართვა ისლამ კარიმოვის პრეზიდენტობის
პერიოდში ვერ ხერხდებოდა, რადგან კარიმოვი საგარეო პოლიტიკაში დაბალანსებულ მიდგომას ანიჭებდა
უპირატესობას. 2016 წელს კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ შავქათ მირზიაევის გაპრეზიდენტების შემდეგ
ვითარება შეიცვალა. ახალმა პრეზიდენტმა უარი თქვა კარიმოვის იზოლაციონისტურ პოლიტიკაზე და საგარეო
კავშირების გაფართოება დაიწყო. ამიტომაც კრემლი ახალი გარემოების თავის სასარგებლოდ გამოყენებას და
უზბეკეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ცდილობს.
5
ორი ფაქტორით იყოს განპირობებული, პირველი, კავშირში გაწევრიანება ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს
დაასუსტებს და, მეორე, პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის
შესაძლებლობას შეუზღუდავს.
მთავარი მოვლენა: 2020 წლის 10 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის პირველ
პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს კრემლში უმასპინძლა.
მოვლენა დეტალურად: ნაზარბაევის რუსეთში ვიზიტის მთავარი მიზანი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის
სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლა იყო. ევრაზიული კავშირის იდეა, რომლის საფუძველზეც 2015 წელს
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ჩამოყალიბდა, პირველად სწორედ ამ უნივერსიტეტში გააჟღერა ნაზარბაევმა.
საინტერესოა, რომ მოსკოვში ვიზიტამდე, 6 მარტს, ნაზარბაევმა ნურ-სულთანში რუსეთის უშიშროების საბჭოს
თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს უმასპინძლა.
ნაზარბაევი, რომელსაც „ელბასის“ (ერის ლიდერი) სტატუსი აქვს, 1991 წლიდან, ყაზახეთის მიერ
დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, 2019 წლამდე უცვლელი პრეზიდენტი იყო. 1999 წელს ყაზახეთში
მეორე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ნაზარბაევმა გაიმარჯვა. 2000 წელს აღნიშნული
საპრეზიდენტო ვადა საკონსტიტუციო საბჭომ ნაზარბაევისთვის პირველ ვადად ჩათვალა, რადგან წინა
არჩევნები ძველი კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარდა. 2007 წელს განხორციელებული ახალი ცვლილებებით
ნაზარბაევისთვის გამონაკლისი დაუშვეს და ორ საპრეზიდენტო ვადაზე არსებული ლიმიტი გაუქმდა. 2019 წელს
ნაზარბაევმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, თუმცა ახალ
პრეზიდენტსა და ქვეყანაზე ძალაუფლება განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად
შეინარჩუნა.
6
ნაზარბაევთან ვიზიტის შემდეგ, 14 მარტს, პუტინმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცლვილებების კანონს,
რომელიც მას საშუალებას აძლევს ხელახლა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე
თანხმობა საკონტიტუციო სასამართლომაც განაცხადა. შემდეგი ეტაპია რეფერენდუმი, რომელიც აპრილში
ჩატარდება. შედეგად პუტინი, ჯერ 2024 წელში შეძლებს მეხუთეჯერ იყაროს კენჭი, შემდეგ კი, 2030 წელს, -
მეექვსეჯერ.
რატომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი: პუტინის და ნაზარბაევის შეხვედრას სიმბოლური დატვირთვა აქვს.
2019 წელს, როდესაც ნაზარბაევმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რეალურად შეინარჩუნა ძალაუფლება.
პუტინისთვის „ყაზახური მოდელი“ 2024 წლის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ გზად
განიხილებოდა, რომელზეც საბოლოო ჯამში პუტინმა უარი თქვა. მან ამ ეტაპზე ექსპერიმენტებისგან თავი
შეიკავა და მარადიული პრეზიდენტობის ლეგიტიმაციისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებისა და
რეფერენდუმზე „ხალხის მხარდაჭერის“ საიმედო გზა აირჩია.