You are on page 1of 2

რუსეთის ულტიმატუმი დასავლეთის მიმართ?

ძირითადი ფაქტი: 2021 წლის 15 დეკემბერს, მოსკოვში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ
დონფრიდს დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებასთან
დაკავშირებული წინადადებები წარუდგინეს.

დეტალები:

 რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997


წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ.
 რუსეთი ნატოსა და აშშ-სგან ითხოვს , აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას და აღსანიშნავია
ისიც რომ რუსეთმა პირდაპირ გაუსვა ხაზი უკრაინის გაწევრიანებასა და აღმოსავლეთით
გაფართოებაზე განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართულებით.
 რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, აიღოს ვალდებულება, რომ არ შექმნის სამხედრო ბაზებს ყოფილი საბჭოთა
ქვეყნების ტერიტორიებზე და არ გამოიყენებს ნატოს არაწევრი სახელმწიფოების ინფრასტრუქტურას
ნებისმიერი სამხედრო მოქმედების საწარმოებლად და ასევე არ განავითარებს მათთან ორმხრივ
სამხედრო თანამშრომლობას
 ნატოსა და აშშ-ს მხრიდან რუსეთის ამ შეთავაზებაზე ოფიციალური პასუხი არ გაკეთებულა, მაგრამ
ჯერ კიდევ მათ გამოქვეყნებამდე, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ნატოს
ხელმძღვანელობა აცხადებდნენ, რომ რუსეთს არ შეიძლება ჰქონდეს ვეტოს უფლება
ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ახალი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, გაწევრიანებაზე.
 ასევე საყურადღებოა რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის პოზიცია, რუსეთმა იმისათვის
რომ დასავლეთი დააინტერესოს ამ საკითხით, სანაცვლოდ რამოდენიმე ვალდებულება უნდა იკისროს.
პირველ რიგში მან უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან, უარი
განაცხადოს სეპარატისტული სახელმწიფოების აღიარებაზე და აღადგინოს ამ ქვეყნების
სუვერენიტეტი. ამასთან რუსეთმა უნდა გაიყვანოს ისკანდერის ტიპის რაკეტები კალინგრადიდან და
უარი თქვას ევროპაში მცხოვრები რუსეთისთვის არასასურვლეი პირების მკვლელობებზე.
ანალიზი:
 რუსეთის ნაბიჯები შესაძლოა შეფასდეს ავანტიურისტულ ქმედებად, კარგად აცნობიერებს იმ ფაქტს,
რომ ამ მოთხოვნათა უმეტესობას აღსრულება არ უწერია, ეს თვითონაც კარგად ესმის. სწორედ ამიტომ
მოქმედებს ვაჭრული პრინციპით, მოითხოვე მაქსიმუმი რომ რაღაცა შეგრჩეს. ეს მისი ეს განცხადება
კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ნერვების ომს, იგი არაპირდაპირად მოუწოდებს დასავლეთს, თუ მე
სანქციებს დამიწესებთ, მე უფრო აგრესიული გავხდები , მთავარია პირველს, დასავლეთს არ უმტყუნოს
ნერვებმა და პირველმა სწორედ დასავლეთმა არ დაიხიოს. იმისათვის რომ დასავლეთმა მიაღწიოს
წარმატებას ამ ნერვების თამაშში სწორედ მან უნდა გამოიჩინოს ერთიანობა და როგორც წარსულში
დაამარცხა რუსეთის წინამორბედი, ისე დაამარცხოს დღესაც თანამედროვე რუსეთი
 რაც შეეხება ამ ყოველივეს გავლენას პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, განსაკუთრებით მათზე ვისაც აქვს სურვილი
რომ გახდეს ნატოს წევრი, მათთვის ეს ქეისი ერთგვარად საფრთხის შემცველია, რადგან როგორც ზემოთ
ვახსენე თუ დასავლეთს ნერვებმა უმტყუნა და უკან დაიხია, მაშინ იქმნება საფრთხე რომ ეს უკანასკნელნი
რუსეთის გავლენის სფეროში კიდევ უფრო მეტად ჩაეფლობიან.მეორე მხრივ რადგანაც რუსეთის პირობებს
აღსრულება არ უწერია, სწორედ ამიტომ არსებობს ალბათობა რუსეთის პროვოკაციისა. იქმნება საფრთხე
რუსეთის აგრესიისა. დასავლეთიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნების მჭიდრო მხარდაჭერა და დასავლური
ერთიანობა კი ამ საფრთხის პრევენციის გარანტორი იქნება
დასკვნა: საბოლოდ რუსეთის ეს საქციელი შეიძლება შეფასდეს ნიადაგის მოსინჯვად და
დასავლეთის ნებისყოფის შემოწმებად, სადაც სხვებთან ერთად გადაწყდება პროდასავლური პოსტსაბჭოთა
ქვეყნების ბედიც.

You might also like