You are on page 1of 3

Ქრისტინა ეცადაშვილი

ბალტიის ქვეყნების პოტენციური ოკუპაციის საფრთხე რუსეთის მხრიდან


როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი განაგრძობს გლობალური გავლენისკენ
მიმავალ კამპანიას, რუსეთი სულ უფრო მეტად ამტკიცებს ბალტიისპირეთში, იმედოვნებს, რომ
შეანელებს რეგიონის სრულ ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში და შელახავს
დასავლეთის ტიპის დემოკრატიის იმიჯს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
მოსკოვი გულმოდგინედ თამაშობს საერთო კულტურულ კავშირებს და მხარს უჭერს რუსეთის
კომერციულ ძალისხმევას ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისათვის
სტრატეგიულ სექტორებში.
ბალტიის ქვეყნების პოტენციური ოკუპაცია რუსეთის მხრიდან უკვე დიდიხანია განიხილება და
ითვლება საფრთხედ, რომელიც შეიძლება შემდეგ დეკადაში ან უფრო გვიან აქტიურად განვითარდეს.
რუსეთისთვის ამ ქმედების განხორციელების ხელშემწყობ ფაქტორად შესაძლებელია
რუსეთ-ბელარუსიის “გაერთიანება” ჩავთვალოთ. ბელარუსი ბუფერის როლს ასრულებს და რუსეთსა
და ევროპის დამაკავშირებელი დერეფანია, ამ ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირი კი ხელშ შეწუყობს
ზემოთხსენებულ პრობლემას .თუ რუსეთის უკავია სამხედრო უპირატესობა რეგიონში, რუსეთის
პროიმპერიალისტური ნოსტალგიით გამოწვეული ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დესტაბილიზაცია და
NATO-ს უმოქმედობისა და არაეფექტურობის დემონსტრაციის სურვილი, ბალტიის რეგიონის
ოკუპაციის საფრთხეს ქმნის. NATO-ს არ აქვს საკმარისი ძალა რომ დაიცვას მისი ყველაზე დაუცველი
წევრები , შესაბამისად ამ ორი ქვეყნის გაერთიანების შექმნა წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს
არამხოლოდ ბალტიის ქვეყნებისათვის, არამედ მთელი ევროპისთვის. დასავლეთსა და რუსეთს
შორის ესკალაციის შემთხვევაში რუსეთ-ბელარუსის გაერთიანების არსებობა კიდევ უფრო
გაამარტივებს სიტუაციას რუსეთისთვის და გახდის ბალტიის ქვეყნებს პოტენციური სამხედრო
შეჯიბრებისა და ესკალაციის რეგიონად, ხოლო დასავლეთის და რუსეთის მუდმივი დაპირისპირება
ქმნის რუსეთის მიერ რეალური აგრესიული მოქმედების განხორციელების რეალურ შანსს.

ბალტიის ქვეყნების გეოგრაფიული იზოლაცია. სამხედრო თვალსაზრისით, ბალტიის სამი


ქვეყანა - ესტონეთი, ლატვია და ლიტვა - NATO-ს სხვა წევრებისგან იზოლირებულია. ბალტიის
ქვეყნების ჩრდილოეთით არიან NATO-ს არაწევრი, მაგრამ დაახლოებული ქვეყნები - ფინეთი და
შვედეთი. სამხრეთით და აღმოსავლეთით - რუსეთი და ბელარუსი.დასავლეთით, ლიტვა ესაზღვრება
რუსეთის ანკლავ კალინინგრადს. მხოლოდ ლიტვას აქვს სახმელეთო საზღვარი NATO-ს წევრ არა
ბალტიის ქვეყანასთან - პოლონეთთან, სამხრეთ – დასავლეთით კალინინგრადსა და ბელარუსს
შორის, რომელიც ცნობილია სუვალკის ნაპრალის სახელით, რომელიც არის NATO-ს ,გეოგრაფიული
თვალსაზრისით, ყველაზე სუსტი წერტილი. უფრო კონკრეტულად კი სუვალკის გასასვლელის ერთი
ნახევარი მდებარეობს ლიტვის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ნახევარი პოლონეთის. ამავდროულად
ეს სუვალკის დერეფანი აკავშირებს ბელარუსს კალინინგრადთან. აქედან გამომდინარე თუ
რუსეთ-ბელარუსის გაერთიანება შეიქმნება ,რუსეთს პირდაპირ ექნება საშუალება სუვალკის
გასასვლელის საშუალებით ერთი ხელის მოსმით დაამყაროს კავშირი კალინინგრადთან და
შესაბამისად მოწყვიტოს ბალტიის ქვეყნები NATO-ს ტერიტორიას. ეს სტრატეგიულად
მნიშვნელოვანი რეგიონი არის პოტენციური ადგილი რუსეთის ახალი აგრესიისა და პირდაპირი
შეჭრისა.
ბალტიის რეგიონი წარმოადგენს უნიკალური პოლიტიკურ და სამხედრო სირთულეების
ერთიანობას. ეს გამოწვევები მოიცავს:

ბალტიის ქვეყნების გაძლიერების უნარი. ბალტიის ქვეყნების პოტენციური განთავისუფლების


გასაღები იქნებოდა რეგიონში ძლიერი გამაგრებისა და აღჭურვილობის სწრაფი ჩამოტანის
შესაძლებლობა, თუმცა სადავო საჰაერო სივრცე, განსაკუთრებით რეგიონში რუსეთის A2 / AD
შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამ რეგიონის გაძლიერება რთულდება ( საერთოდ
შეუძლებელი იყო თავდაპირველად). NATO-ს ერთობლივი საჰაერო ძალების სტრატეგიაც კი
აფრთხილებს, რომ ”მომავალი საოპერაციო გარემო შეიძლება იყოს ისეთი, რომელშიც საჰაერო
უპირატესობა ვერ იქნეს უზრუნველყოფილი ვერც ოპერაციების დაწყებისას და ვერც შენარჩუნებული,
თუკი მისი მიღწევა მაინც მოხერხდება.”

ბალტიის ქვეყნების მცირე ზომა. ბალტიის ქვეყნები მცირე ზომის ქვეყნებია, რომლებიც
მოსახლეობის სიმცირით გამოირჩევიან. ბალტიის რეგიონი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია
NATO-ს შიგნით,რომელიც ძსალიან პატარაა ზომით იმისთვის, რომ დამოკიდებული იყოს სწრაფი
რეაგირების ძალებზე ,რომლებიც სხვაგანაა დაფუძნებული .

რეკომენდაციები
მომზადება ბალტიის რეგიონის სწრაფი გაძლიერებისთვის. აშშ-მ და NATO-მ უნდა
განაგრძონ წვრთნების ჩატარება, რომელიც მიმართულია ბალტიის რეგიონში დიდი რაოდენობით
ჯარების სწრაფ გადატყორცნასა და განლაგებაზე, შეტყობინებიდან მოკლე დროში. ასევე, აშშ-მ უნდა
უზრუნველჰყოს ბალტიისპირეთის ქვეყნები ინფრასტრუქტურითა და შესაძლებლობით, რომ მათ
მიიღონ დიდი რაოდენობით ჯარი და მათი აღჭურვილობა/მოწყობილობა. ეს მათსავე
უსაფრთხოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე და დავასაბუთე,
რუსეთი პოტენციურად ამ რეგიონში წარმოადგენს დიდ საფრთხეს NATO-სთვის.
ბალტიის რეგიონში მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობის არსებობის დამკვიდრება.
ოთხი როტაციული ბატალიონის რეგიონში განლაგება კარგი დასაწყისი შეიძლება იყოს, თუმცა ეს
საკმარისი არ იქნება. რუსეთის ოკუპაციის საფრთხე იარსებებს როგორც უახლოეს მომავალში,
ასევე პოტენციურად გრძელ პერსპექტივაში, თუ აქ გადაიდგმევა მნიშვნელოვანი და სტრატეგიული
ნნაბიჯები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-ს სხვა წევს-სახელმწიფოებმა უნდა
გამოავლინონ მდგრადი ერთგულება რეგიონის მიმართ, ბალტიისპირეთში შეიარაღებული ძალების
მუდმივად განლაგებით. ეს დაეხმარება ორგანიზაციის შელახულ პრესტიჟსაც(უსაფრთხოების
მხრივ), რომელიც წლების განმავლობაში დაუქვეითდა.
გრძელვადიანი მოქმედებების ჩასმა ძირითად ბიუჯეტში. EDI (European Deterrence Initiative)
შეიქმნა, როგორც მნიშვნელოვანი, დაუყოვნებლივი ხილული მექანიზმი, რომელიც იქნება მიმართული
დასახმარებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, იგი აგზავნის შერეულ
შეტყობინებას იმის შესახებ, რომ ყველა ევროკავშირის მისიის დაფინანსება შესაძლებელია EDI- ს
საშუალებით და რომ მისია დროებითია OCO (Overseas Contingency Operations) – ის დაფინანსების
გამო. სამხედრო დაგეგმვისა და გეოპოლიტიკური სიგნალისთვის შესაძლებელი იქნებოდა ამერიკის
უკეთ გამოყენება, თუ EDI-ს დაფინანსება გაერთიანდებოდა ამერიკის თავდაცვის სამინისტროს
საბაზო ბიუჯეტთან.

ბალტიის საჰაერო თავდაცვის მისიის მნიშვნელობის გააზრება. მიუხედავად იმისა, რომ


ბალტიის საჰაერო პოლიცია კარგად ახორციელებდა რეგიონის საჰაერო სივრცის პატრულირებას, ეს
არ არის საკმარისი და რეალისტური სრულად საფრთხის თავიდან ასარიდებლად. ბალტიის საჰაერო
თავდაცვის მძლავრი მისია საჭიროა იმისათვის, რომ რეგიონის დაცვა მოხდეს როგორც ხმელეთზე,
ასევე ჰაერსა და წყალში.
საჰაერო სივრცე. ერთი შეხედვით, NATO შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესო ჩარჩოდ ბალტიის
საჰაერო თავდაცვის პროგრამის განსახორციელებლად, მაგრამ ფინეთი და შვედეთი - ბალტიის
რეგიონის(ბალტიის ზღვის რეგიონის)საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი ქვეყნები - არ არიან
NATO-ს წევრები. .ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მიმართოს მრავალმხრივ რეგიონალურ
მიდგომას, რომელიც მოიცავს როგორც NATO-ს, ისე ევროკავშირის ცალკეულ წევრ-ქვეყნებს,
რომელსაც თავისმხრივ აშშ უხელმძღვანელებს.
მუშაობა NATO-ს არაწევრ ჩრდილოეთის ქვეყნებთან, ბალტიის საჰაერო თავდაცვის
გასაუმჯობესებლად. თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ნატოს არაწევრი
ფინეთი და შვედეთი თავის მხრივ შეადგენენ ბალტიის საჰაერო თავდაცვის ნებისმიერი სტრატეგიის
მნიშვნელოვან ნაწილს. ვაშინგტონმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ჰელსინკთან და
სტოკჰოლმთან რეგიონალური კოორდინაციისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

ნებისმიერი ინიციატივა, რომელსაც NATO გაატარებს ბალტიის რეგიონის გასაძლიერებლად, იქნება


საპასუხისმგებლო თავდაცვითი ღონისძიება, რომელიც თავის მხრივ იქნება მიმართული ალიანსის
დაცვისკენ და არა რუსეთთან ომის პროვოცირებისკენ. Საჭიროა ახლა სტრატეგიული ნაბიჯების
გადადგმა და არა შემდეგ ხისტ გადაწყვეტილებამდე მისვლა. რუსული აგრესიის შეჩერება და
ბალტიის ქვეყნების დაცვა ბევრად უფრო ადვილი და იაფი იქნება, ვიდრე მათი განთავისუფლება.
შეერთებულმა შტატებმა უნდა გააღრმავოს თავისი და ბალტიისპირეთის დიპლომატიური
ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, აქტიურად ეძებოს კავშირის ახალი
შესაძლებლობები და დაეყრდნოს და განავითაროს ძველი კავშირები. ეს ყველაფერი არისთავად
აშშ-სა და პირველ რიგში NATO-ს და ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებში. ვინაიდან ეს რეგიონი
ეთგვარი ბერკეტია, რომ შეაჩეროს რუსეთის გავლენების ზრდა ევროპაში, მათ ეს უნდა გამოიყენონ.
რუსეთი ყველანაირად ცდილობს თავისი მოსაზღვრე ევროპის ქვეყნები თავის კლანჭებში მოიქციოს,
როგორც მან სცადა უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში. ბელარუსიის შემთხვევაში კი რუსეთს
ქვეყნის ოკუპაციაც არ დასჭირდა, ისე მოიქცია ევროპის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა
თავის იდეოლოგიაზე.

You might also like