You are on page 1of 13

1.

რუსეთ-უკრაინის ომი

სანამ ომზე დაიწყება საუბარი უნდა გავიაზროთ რა არის ომი და რა იწვევს ომებს
ზოგადად. ამის შემდეგ უნდა ვიპოვოთ უტყუარი მიზეზი ამა თუ იმ ომის დაწყებისა.
მიზეზი და არა საბაბი. ეს სხვადსხვა რამეა დამეთანმხებით.
ომი — სახელმწიფოებს შორის არსებული კონფრონტაციის გადაწყვეტა სამხედრო
ძალის გზით. ომის აწარმოებენ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებით და
გასამხედროებული ფორმირებებით, პარალელურად მეომარი მხარეები აწარმოებენ
დიპლომატიურ, იდეოლოგიურ და ეკონომიკურ ბრძოლას ერთმანეთთან.თანამდროვე
ომებში გამარჯვებულის მიერ არ ხდება საერთაშოროდ აღიარებული ქვეყნის მოსპობა
და განადგურება როგორც ადრეულ ეპოქებში, თუმცა ომში დამარცხებულ მხარეს
დღესაც უწევს დიდი საფასურის გადახდა გამარჯვებულისთვის როგორც
ეკონომიკურად ისე პოლიტიკურად.
ომის წამოწყების მიზეზი შეიძლება გახდეს გადაუჭრელი საკითხები ეკონომიკურ,
იდეოლოგიურ, ტერიტორიულ, რელიგიურ და სხვა სფეროებში. ომი – ეს არის
პოლიტიკის გაგრძელება. თავისი მასშტაბებით ომი შეიძლება იყოს ლოკალური,
რეგიონული, მსოფლიო.

რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საკუტარ საგარეო


პოლიტიკას აგებს სამხედრო დოქტრინაზე. ვგულისხმობ იმას რომ ისინი ჯერ ქმნიან
სამხედრო დოქტრინას სამხედრო ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც შემდგომში
ხვდება მაფორმირებელი რუსეთის საგარეო პოლიტიკისა, შემდგომ მასზე ხდება
დაშენება ეკონ0მიკური მიმართულებისაც.
რუსეთის სამხედრო სტრატეგიულ აზროვნებას დიდწილად განაპირობებს მისი
გეოგრაფია.
რუსეთის უზარმაზარი ტერიტორია, მისი განლაგების ფორმა და მოსახლეობის
უკიდურესად არაპროპორციული გადანაწილება ახდენს დიდ გავლენას სამხედრო
აზროვნების ფორმირებაზე, რაც შესაბამისად რუსეთის პოლიტიკურ დოკუმენტში
აისახება, რომელსაც სამხედრო დოქტრინა ჰქვია.
რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე თავდაცვისთვის არახელსაყრელი განსახლება და
მოსახელობის სიმცირე რუსეთის პოლიტელიტაში უზარმაზარი საზღვრების
მოშიშვლებულობის და დაუცველობის მუდმივ შიშს ქმნის.
რუსეთში 1 კვ. კილომეტრზე სახლობს 8 ადამიანი, მაშინ როცა მაგალითისთვის
საქართველოში 1 კვ. კმ-ზე 54 სახლობს, პოლონეთში - 123, გერმანიაში 135, უკრაინაში -
78, აშშ-ში - 35.
რუსეთში მოსახლეობის 80%-ის მიერ ათვისებულია ქვეყნის ტერიტორიის 25%, და
მთელი ქვეყნის მხოლოდ ეს 25% ქმნის მშპ-ს 70%-ს.
ასეთი მოცემულობის პირობებში წლების განმავლობაში ქვეყანას უყალიბდება ხედვა,
რომლის თანახმადაც საკუთარი მიუწვდომელი ტერიტორიები და „შორი საზღვრები“
პოტენციური მოწინააღმდეგისთვის ექცია „შორად“. ამის მიღწევის საშუალებად კი იქცა
„ბუფერული ზონების“ ფენომენი,.
რუსეთს საკუთარი დაუცველი ფართო საზღვრები უბიძგებს „ბუფერული ზონების“
სახით მისი არაოფიციალური საზღვრების გაფართოებისკენ. მისთვის ნებისმიერი
უშუალო მეზობელი წარმოადგენს ერთგვარ „ცოცხალ ფარს“, საზღვრებს
საზღვრებისთვის.
ამ გარემობებით აიხსნება მუდმივი ინტერესი რუსეთის მხრიდან დამატებითი
ტერიტორიების შემოერთების თაობაზე.
ქვეყანას რომელსაც დედამიწაზე ყველაზე მეტი აუთვისებელი ტერიტორია აქვს,
განლაგებულია დროის 11 სარტყელზე, შეუძლებელია რამდენიმე კვადრატული
კილომეტრიანი წარმონაქმნის მიერთებაზე ან სხვა სახით ტერიტორიული კონტროლის
სფეროში მოქცევაზე ფიქრობდეს.
ასეთი აზროვნების კლასიკური მაგალითია მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და
სამაჩაბლოს ე.წ. აღიარება. ფაქტიურად ისინი ბუფერულ ზონებად აქცია საქართველოს
ნატოში ინტეგრაციის საპირწონედ, შესაბამისად ნატოსთან ბუფერული ზონა ამ
მიმართულებით წინასწარ შექმნა.
იგივე მიზნით და ცრუ იდეოლოგიით დაესხა თავს უკრაინას.
თუმცა უკრაინის შემთხვევასი მთლიანი უკრაინის ნატოსთან ბუფერულ ზონად
გადაქცევა განიზრახა, საბრძოლო მოქმედებებში მარცხის შემდეგ ცდილობს
ლუგანსკის, დონეცკის ოლქის და ყირიმის შენარჩუნებას იგივე მიზნით - ბუფერულ
ზონებად.
ასეთი გარემოებებით ყალიბდება რუსული სამხედრო დოქტრინის აგრესიული
ხასიათი. ისინი სრულებითაც არ იტყუებიან როცა ამტკიცებენ, რომ ასეთ სამხედრო
პოლიტიკას თავდაცვითი მიზნები აქვს, ეს პარადოქსული მწარე სიმართლეა.
რუსეთს გეოგრაფია და ეკონომიკა ერთდროულად კარნახობს აწარმოოს აგრესიული
შეტევით დოქტრინაზე დაშენებული თავდაცვა.
მათ უბრალოდ ასე ესმით და წამთ. ეს მუდმივად ასე იქნება, იმისგან დამოუკიდებლად
ვინ არის რუსეთის ლიდერი, რადგან კონცეპტუალური თვალსაზრისით ამ მიდგომას
აქვს სამხედრო ლოგიკა, როგორც მაგალითად ისრაელის თავდაცვის დოქტრინის
ოქროს წესი – ნებისმიერი ომი, რომელიც კი შეიძლება წამოიჭრას დაუყოვნებლივ უნდა
იქნეს გადატანილი მტრის ტერიტორიაზე.
მიუხედავად სამხედრო ლოგიკისა, რუსეთის შემთხვევაში არსებობს კიდევ ერთი
ფაქტორი, რომელიც შეტევაზე ორიენტირებულ თავდაცვის დოქტრინის კონცეფციას
სცდება და მიდგომას სძენს იმპერიალისტურ ბუნებას. ეს არის თვითონ რუსული
სახელმწიფოს იმპერიალისტური ბუნება, ქვეყნისა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება „ერების
ციხედ.“
სახლში რომ არ მოუწიოს ომი მუდმივად გარეთ უნდა ეძებოს ომის საფრთხეები.
„მხოლოდ საკუთარი დაცემის და სისუსტის დროს ომობენ სახელმწიფოები სახლში,
სიცოცხლისუნარიანობის პერიოდში კი როცა ძალა აქვთ ისინი იბრძვიან სხვა ხალხების
მიწაზე“.
ასე შეიძლება დახასიათდეს თანამედროვე რუსული სამხედრო აზროვნების ლოგიკა,
რომელზეც შენდება კიდეც აგრესიული სამხედრო დოქტრინა.სსრკს დაშლის შემდეგ
1991 წლის 26 დეკემბერი, რუსული შეიარაღების მოდერნიზება არ მომხდარა
სერიუდოვის გამინიტრებამდე (2007-2012წწ).
მიზეზი რუსეთში არსებული მძიმე ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება გახლდათ.
მას შემდეგ რაც პუტინმა ჩაიგდო ხელში რუსეთის მმართველობა მან დაიწყო რუსეთის
არმიის მოდერნიზებაზე ფიქრი და თვლიდა, რომ ამ გზით ის დაუბრუნებდა
რუსეთს ,,ძველ დიდებას“ და გავლენებს.
2008 წელს საქართველოში რუსეთის მიერ ომის განახლება გახდა მწარე გამოცდილება
რუსული არმიისთვის, ისეთ პატარა ქვეყანასთან როგორიც საქართველოა, რომელზეც
რუსეთი ტერიტორიულად 300-ჯერ დიდია და მოსახლეობით 30-ჯერ მეტი, ვერ
მიაღწია დასახულ მიზანს.
სწორედ ეს მწარე გამოცდილება გახდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის
რუსული არმიის მოდერნიზების ამძრავი, ხოლო მოდერნიზაციის სულისჩამდგმელი
და დამგეგმავი იყო მაშინდელი რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი
სერდიუკოვი.
სხვათაშორის მას სურდა ნატოს სამხედრო ორგანიზაციულ სტილზე გადაეწყო
რუსული არმია, შემოიღო სხვადსხვა კურსები, შეამცირა გენერალთა და ოფიცერთა
შემადგელობა, დაიწყო შეიარაღების ტექნოლოგიური განვითარება.
მისმა რეფორმებმა უკმაყოფილება გამოიწვია რუსულ სამხედრო ელიტაში სხვადსცვა
მიზეზების გამო და 2012 წელს გადააყენეს. თუმცა ამ პერიოდში მაინც მოასწრო
მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება მიუხედავად იმისა, რომ ერთერთი
კორუმპირებული მაღალჩინოსანი იყო.
შოიგუს გამინისტების შემდეგ რუსულ არმიაში მნიშვნელოვანი ცვლიბები არ
მომხდარა. ცნობილია რომ რუსეთის არმიაში ყევლაზე მეტად არის მოდებული
კორუფცია. კორუფცია კი პირდაპირი ხელისშემშლელი ფაქტორია არმიის
რეფორმირების გზაზე.
შესაბამისად რუსული არმია ისევ დარჩა მოძველებული საბრძოლო შეიარაღების
იმედად, რის გამოც ვერ ახდენს სამხედრო უპირატოსების მოპოვებას უკრაინის ომში.
ის იძულებულია ირანისგან შეიძინოს ,,კამიკაძე“ დრონები, რომელიც მაღალი
ეფექტურობით არ გამოირჩევა და ასევე ყიდულობს საშუალო რადიუსის ბალისტიკურ
რაკეტებს.
მისი რესურსები ამოწურვადია იმ ფონზე, როცა უკრაინის რესურსები იზრდება
დასავლეთის მხარდამჭერის ფონზე.
რუსეთის სამხედრო ტაქტიკა უკრაინაში

რუსული სამხედრო ტაქტიკა სსრკ-ს არმიის სამხედრო ტაქტიკისკან არ განსხვავდება.


სსრკს ტაქტიკა კი ორინტირებული იყო შეტევით სამხედრო ოპერაციებზე.
სახელმწიფოები როგორც წესი ამუშავებენ სამხედრო დოქტრინებს მათი სახელმწიფო
ინტერესებიდან გამომდინარე და შემდეგ ქმნიან ან შეიძენენ ისეთ სამხედრო ტექნიკას
და შეიარაღებას, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო სტრატეგიული მიზნების
აღსრულებას.
ვინაიდან სსრკ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მუდმივად ანვითარებდა შეტევით
სამხედრო პოტენციალს, რუსეთს მემკვიდრეობით გადაეცა სწორედ ეს პოტენციალი და
არც უცდია მისი დიდად შეცვლა.
პირიქით ისიც კი რაც დარჩა მას სსრკდან მოუძველდა და არ პასუხობს თანამედროვე
ომის მოთხოვნებს.
რუსეთის სამხედრო სტრატეგიაც შეტევაზეა ორიენტირებული, უფრო სწორად
შეტევით თავდაცვაზე.
თუმცა თუ წინა საუკუნეებში შეტევითი ოპერაციები რამდენიმე თვეს ან წელს
გრძელდებოდა, თანამედროვე ომის მოთხოვნა შეტევითი ოპერაციის წარმატებისთვის
არის სწრაფი შეტევის განხორციელება და დროის უმოკლეს მონაკვეთში მიზნის
მიღწევა.
ასეც ჰქონდა ჩაფიქრებული რუსეთს უკრაინაში, ჩვენ ვნახეთ არაერთი დოკუმენტური
კადრი, სადაც ისინი ამბობენ რომ 3 დღეში აიღებენ კიევს.
თუმცა მათი მრავალრიცხოვანი არმიის მიუხედავად მიზანს ვერ მიაღწიეს. ვერ
მიაღწიეს სწორედ იმიტომ რომ მათი შეტევითო პოტენციალი, რომელშიც
შეიარაღებასთან ერთად იგულისმხება სამხედრო ორგანიზაციული სტრუქტურა, არ
პასუხობს თანამედროვე ომის პირობებს და ამავდროულად გადააწყდნენ უკრაინის
კარგად ორგანიზებულ და გმირულ წინააღმდეგობას.
ზოგი ექსპერტი ფიქრობს რომ წარუმატებლობის მიზეზი ცუდად დაგეგმილი
შეტევითი ოპერაცი იყო.
რათქმაუნდა ცუდად დაგეგმილი ოპერაცია წარუმატებლობის ერთერთი საფუძველია,
თუმცა როგორც ყველა საქმეში სამხედრო საქმეშიც, ბრძოლების მიმდინარეობის
შესაბამისად ყოველთვის არის შესაძლებელი თავდაპირველი გეგმის კორეტქირება,
თუმცა როგორც წესი ბრძოლა არასდროს არ მიდის იმ გეგმით და იმ სქემით როგორც
თავდაპირვეად იყო ჩაფიქრებული, შესაბამისად სამხედრო ხელმძღვანელობის
გადამწყვეტი როლი იმაში მდგომარეობს რომ ოპერაციების მიმდინარეობის პერიოდში
მიიღოს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესაბამისად სწორი
გადაწყვეტილებები.
სამხედრო საქმე არის ხელოვნება, რომელიც არ ჰგავს არცერთ სხვა მიმართულებას.
რუსეთმა არაერთხელ შეეცადა ბრძოლების მიმდინარეობის პერიოდში შეტევით
გეგმებში ცვლილებები შეეტანა და შეიტანა კიდეც, სარდმლებიც კი შეცვალა, მაგრამ
ამან ვერ უშველა ომის დინამიკას ვინაიდან, როგორც ავღნიშნე მისი არმიის შეტევითი
პოტენციალი არ პასუხობს თანამედროვე ომის მოთხოვნებს.
ამიტომ ის იძულებული გახდა ირანისგან და ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინოს
თანამედროვე ომში მეტნაკლებად გამოსადეგარი შეიარაღება.
რუსეთის სარდლობის მთავარი შეცდომა სამხედრო თვალსაზრისით გახლავთ ის, რომ
მათ არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია საკუთარი არმიის მდგომარეობის შესახებ.
ისინი ასევე არ იცნობდნენ უკრაინის სამხედრო ძალებს და თავდაცვის სტრუქტურას.
სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი იყო მდგომარეობაში, როცა არც საკუთარ ძალებს
იცნობდა და არც უკრაინის შესაძლებლობები იცოდა, შესაბამისად ასეთ ვითარებაში
სამხედრო თვალსაზრისით წარმატება შეუძლებელია.
სამხედრო საქმეში კი მოწინააღმდეგეზე ინფორმაციის წყარო არის დაზვერვითი
საქმიანობა, შესაბამისად ამ ომმა დაგვანახა რუსული სადაზვერვო სისტემის კრახიც.
მოწინააღმდეგის დაზვერვა უძველესი და უმნიშვნელოვანესი საქმიანობაა.
მოწინააღმდეგის დაზვერვაზე უძველესი ცნობები ბიბლიაშიც გხვდება, როცა უფალი
გამოეცხადება მოსეს და ქანაანის ქვეყნის დასაზვერად ხალხის გაგზავნას ეტყვის.
“ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
გაგზავნე კაცები, რომ დაზვერონ ქანანის ქვეყანა…
“გააგზავნა ისინი მოსემ ქანანის ქვეყნის დასაზვერად და უთხრა მათ: … მიმოიხილავთ
ქვეყანას, როგორია და რა ხალხი ცხოვრობს იქ, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი თუ ბევრნი.
როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ, კარგი თუ ცუდი; როგორი ქალაქებია, სადაც
ისინი სახლობენ, ბანაკებია თუ ციხესიმაგრეები. როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი,
იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფი”. ძველი აღთქმა,
რიცხვნი (თავი 13).
15 მზვერავი გააგზავნა მოსემ. დაზვერეს მათ ქანაანი 40 დღე და დაბრუნდნენ
მოსესთან. ეს სადაზვერვო საქმიანობა გახდა შემდგომში ეგვიპტეში ებრაელების
გამოხსნის და 40 წლიანი მსვლელობის მაფორმირებელი საქმიანობა.

როგორც აღმოჩნდა უკრაინა 2014 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ კარგად მოემზადა
რუსეთის მორიგი აგრესიის მოსაგერიებლად.
აღსანისნავია რომ მას დღეს ჰყავს ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი გენშტაბის უფროსი
გენერალი ვალერი ზალუჟნი, რომელმაც კარგი ოპერატიული დაგეგმვის გუნდი შექმნა
და დღემდე მის მიერ შემუშავებული თავდაცვის გეგმა წარმატებით იგერიებს რუსეთის
სამხედრო აგრესიას, უფრო მეტიც წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს.
უკრაინის არმია ომის საწყის ეტაპზე მოკრძალებულად გამოიყრებოდა რუსეთის 200
000 -იანი საოკუპაციო ჯართან შედარებით და მისი საბრძოლო ქვედანაყოფების
რიცხობრიობა სხვადსხვა მონაცემებით 70 000 არ აღემატებოდა.
მისი სამხედრო შეიარაღებაც არ იყო სრულად მოდერნიზირებული მიუხედავად იმისა
რომ სამხედრო მრეწველობას უკრაინა ნელნელა ანვითარებდა.
უკრაინის ძირითად შეიარაღებას ასევე საბჭოური წარმოების იარაღი და ტექნიკა
წარმოადგენდა თუმცა წარმატებით თანამშრომლობდა ნატოს წევრ ქვეყნებთან,
რომლებიც დაჰპირდნენ რომ რუსეთის მორიგი აგრესიის შემთხვევაში უკრაინას
თანამედროვე შეირაღებით დაეხმარებოდნენ, თუ უკრაინა იბრძოლებდა
დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
რუსეთმა რათქმაუნდა იცოდა რომ თუ კიევს რამდენიმე დღეში ვერ აიღებდა მას
დასავლეთი დაეხმარებოდა.
უკრაინის უპირველი მიზანი იყო მოეგერიებინა რუსეთის თავდასხვა რამენაირად 5
დღის განმავლობაში, რის შემდეგაც რუსეთის შემტევი ძალებიც დაკარგავდნენ
მორალურ-ფსიქოლოგიურ და სხვა უპირატესობას და დასავლეთიც ამის შემდეგ
ქმედით ნაბიჯებზე გადავიდოდა.
უკრაინამ მოახერხა პირველადი მიზნის შესრულება, მან დაიცვა კიევი, დიდი
დანაკარგები მიაყენა რუსეთს. 3 დღის განმავლობაში დასავლეთი აკვირდებოდა ომის
მსვლელობას და მხოლოდ უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით შემოიფარგლებოდა
(ასეთივე ვითარება იყო საქართველოშიც 2008 წელს). 3 დღის შემდეგ რაც დარწმუნდნენ
რომ უკრაინამ შეტევის პირველი და ყველაზე დიდი ტალღა მოიგერია და რუსეთის
გეგმა ჩაშალა, გადავიდნენ აქტიურ პრატქიკულ მოქმედებებზე სამხედრო ტექნიკური
დახმარების თვალსაზრისით.
მას შემდეგ რაც უკრაინამ მიიღო ახალი თანამედროვე თავდაცვის და შეტევის
საშუალებები და შესაძლებლობები, ის კონტრეშეტევაზე გადავიდა.
როგორც ზემოთ ავღნიშნე სსრკს მემკვიდრეობით მიღებული რუსული სამხედრო
შეიარაღებით, რომელიც ძირითადად შეტევისთვის არის გათვლილი ვიდრე
თავდაცვისთვის, რუსეთი ვერ ახერხებს კონტრეშეტევის მოგერიებას და ყველა
ბრძოლაში მარცხდება.
უკრაინამ აირჩია რუსეთის არმიის მეთოდურად და ნელა დამარცხების
ტაქტიკა.უკრაინის გენშტაბი კარგად აანალიზებს, რომ რუსეთის სამხედრო რესურსები
გამოლევადია, უკრაინის კი იზრდება დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე.
მიუხედავად იმისა რომ რუსეთის არმია გაცილებით მრავალრიცხოვანია ვიდრე
უკრაინის არმია, უკრაინა ყველა მიმართულებით ყველა ასპექტში უკვე სჯობნის
ბრძოლის ველზე რუსეთის არმიას და ეს პირველ რიგში გამომდინარეობს უკრაინის
უზრუნველყოფით ბრძოლის თანამედროვე სისტემებით.
აღსანისნავია რომ უკრაინას ბრძოლის ველის კოსმოსური სადაზვერვო ინფორმაციით
და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფს აშშ-ს 4000-მდე ხელოვნური თანამგზავრი.
მათ შორის 3000 თანამგზავრი (Starlink) ილონ მასკის კომპანიას ეკუთვნის და უკრაინის
შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობას უზრუნველყოფენ მათ შორის ,,მკვდარ
ზონებში“.
80-ზე მეტი თანამგზავრი ეკუთვნის Maxar - ს; 150-ზე მეტი BlackSky-ს; 100-ზე მეტი
Planet Labs-ს და ყველა ესენი უზრუნველყოფენ უკრაინის არმიას სადაზვერვო
ინფორმაციით.
ამ კომპანიებს უკრაინის მომსახურეობისთვის თანხას უხდის აშშ, რაც უზარმაზრი
მხარდაჭერაა სხვა სახის მხარდაჭერასთან ერთად.
რუსეთს გააჩნია მხოლოდ 200-მდე სამხედრო დანიშნულების თანამგზავრი.
იმ ფონზე როცა უკრაინას ეხმარება მთელი ცივილური მსოფლიო რუსეთის ამ ომში
გამარჯვება შეუძლებელია.
გამოიყენებს თუ არა ბირთვულ მომბს რუსეთი?
ამის ალბათობა არსებობს მაგრამ ძალიან მცირე. რადგან ეს ომს გადაიყვანს სხვა
ფორმაში და ჩაერთვება ნატოც, სადაც რუსეთს გამარჯვების მინიმალური შანსიც არ
აქვს და სრულად განადგურდება.
მან შეიძლება გამოიყენოს ქიმიური და მცირე ტაქტიკური ბირთვული ჭურვები, თუმცა
დარწმუნებული ვარ რომ დასავლეთის პასუხი ამ ფაქტზეც ძალიან მკაცრი იქნება და
მათ ეს იციან.
ასევე შეიძლება გამოიყენოს ე.წ. ,,ბინძური ბომბი“, რომლის წარმოების მცდელობაში
რუსეთი მიზანმიმართულად უკრაინას ადანაშაულებს, რომ მისი გამოყენების
შემთხვევაში უკრაინას დააბრალოს.
თუმცა თანამედროვე მსოფლიოში შეუმჩნეველი არაფერია, დიდ სტრატეგიულ
მოთამაშეებს ,,დიდი თავლები“ და ,,დიდი ყურები“ აქვთ, ამიტომ შეუძლებელია დღეს
მსგავსი მასშტაბის ბომბების საიდუმლოდ წარმოება.

ზამთარი და ყინვა უკრაინისთვის უპირატესობას წარმოადგენს რადგან უკრაინის


არმია გაცილებიტ უკეთესად არიან ზამთრის პირობებისთვის მომადებული ვიდრე
რუსი ოკუპანტები. უკრაინწლწბა გააცნიატ სპეციალური ქიმიური გამატბობლები,
ერთგვარი პაკეტები რომლის მოტავსება შესაძლებელია ხელთათმანებში, ტანსაცმელში
ფეხსაჩმელებში და ჯარისკაცები არიან თბილად და მინუს 20-30 გრადუსი ყინვა ასეტი
პაკეტების ქონის შეტხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს. რუსებს კი მსგავსი
სესაძლებლობები არ გააჩნიათ.
ასევე მნიშვნელოვანია ყინვა ტექნიკისთვის, რომ გრუნტი კარგად გაიყინოს და ტექნიკა
არ ცაეფლოს. ამისთვის საწიროა 10 დღის განმავლობაში მინუს 20 გრადუსი
ტემპერატურა და უკვე ტექნიკას ტავისუფად სეეზლება გადაადგიება მტელი ზამტრის
განმავლობაში.
რუსეთისთვის პრობემატელურია ლოჯისტიკრი უზრუნველყოფა საკუტარი
ქვედანაყოფების. მას უწევს ატასობიტ კილომტრით ტრანსპორტირება სხვადსხვა
სასუალებების ფრნტის მხარდასაწერად, უკრაიას კი ყველაფერი იქვე აქვს, ტავის
მიწაზე სულ რარაც 100-150 კილომეტრსი. უკრაინელები კარგად ანადგურბელ რუსეთი
მომარაგების გზებს და ამიტ დიდ პრობპემებს უქმნიან საოკუპაიო ჯარს. ფაქტიურად
ხშირად მატ არაბრძოლისუნარიანს ხდიან. ის რომ რუსეთი ზამტრის ომებისთვის
მზად არ არის ადასტურებს ის ფაქტები რომ ის ყოველთვის ბრძოლებს ანახლებს
გაზაფხულ-ზაფხულში.
ამ სემთხვევასიც ტებერვლის ბოლოს დაესხა ტავს უკრაინას ვარაუდიტ რომ
ზაფხულის ბოლომდე დაასრულებლა სამხედრო ექსპედიციას მტელს უკრაინაში.

2. საქართველოს სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობა


საქართვეო დრემე იმყოფება რუსული ჰიბრიდული ომის გავლენის ქვეშ.
რუსეთმა ჰიბრიდული ომი პირველად 2008 წელს დატესტა საქართველოში, შემდგომში
დახვეწა...
2008 წელს, რუსების სამხედრო თავდასხმიდან დღემდე, ჩვენ რუსული ჰიბრიდული
ომის ზემოქმედების პირობებში ვიმყოფებით.
რუსული ჰიბრიდული ომის შემქნელი და ფუძემდებელია რუსეთის გენშტაბის
დღევანედლი ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი.
ჰიბრიდული ომში წაშლილია ზღვარი ომსა და პოლიტიკას შორის, ჯარისკაცსა და
სამოქალაქო პირს შორის.
ეს არასტანდარტული ომის ფორმა. ჰიბრიდული ომი მოიცავს ნებისმიერი სახის ომს და
ახასიათებს კომპლექსურობა და გრძელვადიანობა, ტერორისტული, არაკონვენციური
ტაქტიკის გამოყენება, არა-სახელმწიფო ორგანიზებულ ჯგუფთა მონაწილეობა,
ფსიქოლოგიური ომის მეთოდების გამოყენება, მედიითა და კანონმდებლობითაც კი
მანიპულირება, ზეწოლა ყველა საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა
პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამხედრო.

რუსეთის 2015 წლის რედაქციის სამხედრო დოქტრინის მე-15 მუხლი – „თანამედროვე


საომარი კონფლიქტების თავისებურებების მახასიათებელი ნიშნები“ – ასე არის
დასახელებული დოქტრინის ის ნაწილი, სადაც აღწერილია იმ მეთოდთა ძირითადი
ნაწილი რისგანაც შედგება ფართოდ განხილვადი „რუსული ჰიბრიდული ომის“
კონცეფცია.
მუხლის პირველი პუნქტი აყალიბებს იმ ძალთა სიას, რომელთა ურთიერთქმედებით
იწარმოება ჰიბრიდული ომი. ეს ძალებია:
1. სამხედრო ძალები
2. პოლიტიკური ძალები
3. ეკონომიკური ძალები
4. საინფორმაციო ძალები
5. სხვა არასამხედრო ძალები
რუსული ჰიბრიდული ომის ვერაგული მიმართულებაა ,,ჰუმანური ექსპანსია“
,,ჰუმანური ექსპანსიის“ მოდელი თავის სასარგებლოდ იყენებს დემოკრატიული
პრინიცების ძირითად დებულებებს, რასაც ზედმიწევნით კარგად ახორციელებენ
სამიზნე ქვეყანაში სხვადსხვა პრორუსული ძალები, მათ შორის საქართველოშიც.
რუსეთი ახლა ისევ საქართველოში ტესტავს ,,ჰუმანური ექსპანსიის“ მიმართულებას,
რომელიც უახლესი მოდელია რუსულ ჰიბრიდულ ომში და გამოიხატება ჰუმანური
შეხედულებებით და ადამიანის უფლებების დაცვის საფარქვეშ რუსეთის სპეც
სამსახურების გაადვილებულ შემოდინებაში და შეჟონვაში სხვადსხვა სტრუქტურებში
სხვადსხვა დონეზე.
მაგალითი - როგორ შეიძლება განვითარდეს რუსული ჰიბრიდული ომის ,,ჰუმანური
ექსპანსიის“ შედეგები საქართველოში?
უკონტროლოდ თუ კონტროლირებულად შემოსული რუსები, დროთა განმავლობაში
მოახდენენ კონსოლიდაციას, აღსანიშავია რომ საქართველოში გრძელვადიანად
დამრჩენთა თითქმის 100 % რჩება თბილისში, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში
კონსოლიდაცია მით უფრო უმარტივდებათ.
დროთა განმავლობაში ისინი მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას.
აქ დაიბადებიან მათი შვილები.
რადენიმე წლის შემდეგ ისინი მოითხოვენ უმცირესობის სტატუსს, აქციებს
დააფინანსებს რუსეთი.
დემოკრატიული საქართველო იძულებული გახდება მიანიჭოს მათ უმცირესობის
სტატუსი.
შემდგომი მათი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური პარტიის შექმნა და რამდენიმე
ადამიანით მოხვდებიან პარლამენტში.
შესაბამისად რუსეთს ეყოლება გავლენის აგენტები საკანონმდებლო და აღმასრულებელ
ხელისუფლებაში.
ეს არის მოდელი როგორ შეიძება გამოყენებული იქნეს რუსეთის მიერ მომავალში
რუსების მიგრაცია საქართველოში.
თუმცა თუ ჩვენ იმ დროისთვის გექნება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები -
სასამართლო სისტემა და უსაფრთხოების სისტემა რუსეთი ამ მიზანს ვერ მიაღწევს,
რადგან ჰიბრიდული ომი უძლურია ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე
ქვეყანაში.
ჰიბრიდული ომის მთელი ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი ჩანდეს
ბუნებრივად.
ჰიბრიდული ომს მეოთხე თაობის ომი ჰქვია.

15-20 წელიწადში მეხუთე თაობის ომები დაიწყება. მეხუთე თაობის ომები გაცილებით
უფრო რთული იქნება, ეს ომები პირდაპირ კავშირში იქნება ხელოვნურ ინტელექტთან,
კოსმოსურ ძალებთან და შესაძლებლობებთან.

რუსეთ საქართველოს ომი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ვართ ცეხხლის შეწყვეტის


ხელშეკრულების რეჟიმში, რომელიც 2008 წელს განახლდა, განახლდა რადგან ომი 2008 წელს
არ დაწყებულა, რუსეთი საქართველოს გაცილებიტ ადრე 1992 წელს დაესხა სამაჩაბლოსა და
აფხაზეთში, სადაც ისინი აფხაზი თუ ოსი სეპარატისტებს სახელით იბრძოდნენ.

ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს რომ კიევი დაეცემოდა მაქსიმუმ 1 თვეში რუსული ტანკები
ცხინვალიდან დაიძრებოდნენ თბილისისკენ.

ჩემი ღრმა რწმენით სწორედ ამიტომ ეწვივნენ პრორუსული ძალები მოსკოვში პუტინს
ინაშვილ-თარხან-მორავის თაოსნობით. ჩვენ გვახსოვს რუსეთის უკრაინაში ომის განახლების
პირველივე დღეებში პუტინისთვის გაგზავნილი წერილი სადაც პატრიოტთა ალიანსი და სხვა
პრორუსული ორგანიზაციების წევრები, რმელთა სია დიდია თხოვდნენ პუტინს დახმარებას.
სადაც სწერდენ რომ თიტქოსდა ქართველ ხალხს არ სურს ევროპაში და ნატოში ინტეგრაცია
და ითხოვენ დახმარებას, ეს ფაქტიურად არმიით დახმარებას გულისხობდა.
უკრაინის დაცემის შემთხვევაში რუსული არმია შემოიჭრებოდა საქართველოში ვითომ
დაამხობდნენ არსებულ ხელისუფლებას და ხელისუფლებაში მოვიდოდა ინაშვილ-ტარხან-
მოურავის გუნდი მთელი თავისი რუსულუ სპეცაგენტურით, თუმცა ახლაც არ გვაქვს ამის
პრობლმა არსებულ ხელისუფების წიაღში დარწმუნებული ვარ.

ეს ხელისუფლება თიტქოს გადატრიალების მსხვრეპლი შესაბამისი პრპგანდით


მოისაწყლებდა თავს და ხალხსი ძარცვით მოლოვებული მილიონებით იცხოვრებდნენ
განცხრომაში სადმე მშვიდ გარეოში.

სწრედ ეს მოლოდინი ჰქონდა დღევანდელ ხელისუფლებას ამიტმაც ზარცვავდნენ ესენი


ხალხს, იიტაცეს ყველა ხალხის ქონება, მაგრამ უკრაინამ ეს გეგმა ჩაუშალა, სწორედ ამიტომ
ვერ იტანენ უკრაინის წარმატებებს და დგანან იმ მხარეს რომელ მხარესაც დგანან...

რუსეთს უკრაინის დაპყრობით ისტორიის განმეორება სურდა ეგრედწოდებული რუსული


სამყარო რომელშიც ისინი მოიაზრებდენ რუსეთს, ბელორუსს და უკრაინას რომლებმაც
შექმნეს ფატიურად სსრკ და იგივე ამ ქვეყნებმა დაანგრიეს რეალურად, ახლ პუტინი
ცდილობდა ისევ რუსული სამყაროს გაერთიანებას, ბელორუსი მას უკვე ჯიბეში ჰქონდა და
სჭირდებოდა ამ იდეისთვის უკრაინა. რის შემდეგაც საქართველო და მიჰყვებოდა დანარჩენი
სსრკს-ში ადრე შემავალი ქვეყნები ბალიის პირეთის გარდა.

ხელისუფლების პროპაგნადა რომ თითქოს მშვიდობა თვითონ სეინარჩუნეს არის


უპატივცემულობა საკუტარი ერის მიმართ.

მერწმუნეთ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში


საქართველოში, როცა საჭიროდ ცათვლის რუსეთი დაესხება თავს საქართველოს.

არგუმენტად შემიძლია მოგიყვანოთ რუსეთის სამხედრო დოქტრინაში არსებული ჩანაწერი.

რუსეთის 2020 წლის სამხედრო დოქტრინაში, მე-4 თავის 55 მუხლის ,,ბ" პუნქტში აფხაზეთი
და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არის აღნიშნული. ასეთი ჩანაწერი რუსეთის
სამხედრო დოქტრინაში პირველად 2014 წელს გაჩნდა. არცერთი ქვეყანა რუსეთს ცაკლე ამ
დოქტრინაში არ უწერია, ის ყველა ქვეყნას ამა თუ იმ გაერთიანებაში მოიხსენიებს
როგორც ,,ნატოს“ ან როგორც ,,დსთს“ და ა.შ.

სხვა ბევრ საყურადღებო ჩანაწერთან ერთად მნიშვნელოვანია მე-2 თავის მე-12 მუხლის ,,დ“
პუნქტი, სადაც წერია რომ რუსეთის ან მისი მოკავშირეების (სადაც ავტომატურად
გულისხმობს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს) მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები ან მათ
შიდა საქმეში ჩარევა აღიქმება, როგორც საომარი საფრთხე.

ეს ძალიან სერიოზული ჩანაწერია, რის მიხედვითაც აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში ჩვენს


მოქალაქეებზე, საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების გაწევაც კი, რუსეთს
უფლებას აძლევს ჩათვალოს ამ ,,ქვეყნების“ შიდა საქმეში ჩარევად, საომარ საფრთხედ აღიქვას
და სამხედრო კონფლიქტი განაახლოს.
რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა არის ის დოკუმენტი, რომელიც ყველანაირად
უზღუდავს საქართველოს ნებისმიერი სახის პირდაპირ მოლაპარაკებებს აფხაზეთთან და
ოსებთან, რუსებთან კი რაიმე სახის მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს.

მანამ სანამ, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში მსგავსი ჩანაწერი იარსებებს, ვინც არ უნდა
მოვიდეს რუსეთის ხელისუფლებაში და თუ გნებავთ საქართველოს ხელისუფლებაში
რუსეთის სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში არასოდეს შეიცვლება.

საქართველო დღემდე იმყოფება რუსეთთან ზავის პირობებში, ომი არ დასრულებულა,


შესაბამისად საქართველოს სჭირდება ძლიერი თავდაცვითი სისტემა, რომელიც მოიცავს
არამხოლოდ სამხედრო შესაძლებლობებს არამედ სამოქალაქოსაც - სამოქალაქო თავდაცვა.

შესაბამისად ქართული შეიარაღებული ძალები მუდმივად უნდა განვითარდეს და აღიჭურვოს


თანამედროვე საბრძოლო და თავდაცვითი სისტემებით.

საქართვლოს დღეს გააჩნია გარვეული სახეობის თანამედროვე შეიარაღება, რომელიც


განკუთვნილია მხოლოდ თავდაცვისთვის, მაგ: ჯაველინი, ლარ-160, ტანკები ებრაული
წარმოების დამიზნების სისტემებით, ფრანგული წარმოების ანტისაჰაერო სისტემები,
სადაზვერვო უპილოტი საფრენი აპარატები ჰერმესი და ა.შ.

სამხედრო წარმოება: სხვადსხვა სახის აღჭურვილობა, საკუთარი წარმოების ტყვიამფრქვევები,


სნაიპერული შაშხანები, ჯავსანჟილეტები, ჩაფხუტები, ქვეითთა საბრძოლო მანქანა ,,ლაზიკა“,
დიდგორი ,,მებრძოლები“, დიდგორი სამედიცინო საევაკუაციო მანქანა და ა.შ.

ასევე წლების წინ ჩვენ უკვე ცდებს ვატარებდით საკუთარ უპილოტო საფრენ აპარატებზე,
რომელსაც შეეძლო საბრძოლო მუხტის გადატანა - ეს იყო იგივე კამიკაძე დროები.

ათეულათასობით ომგამოვლილი, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში სამხედრო


მოსამსახურეები დიდი საბრძოლო გამოცდილებით, რაც უზარმაზარი ადამიანური რესურსია.

3. რაც შეეხება მესამე პრეზიდენს.


ჩემი აზრით ის რა ბრალდებასაც უყენებნ მას არაფერ შუაშია. ჩვენ თუ გადავავლებთ
თვალს ხელისუფების წევრებს თუ ვისი შვილები, სიძეები, ნათესავები და ხელის
ბიჭები არიან ადვილად მივხვდებით რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდო იმ ხალხმა
ვინც ვარდების რევოლუციის შედეგად დაკარგა თავისი პრივილეგიები მაშინ. ჩვენ
გვახსოვს ოქროს ზოდებით ხელში მომღიმარი პერსონები, სირაქლემების ფერმებით
მოამაყე პერსონები, კორუმპირებული, მოძალადე და ხალხის მძარცველი მაშინდელი
ხელისუფების წარმომადგენლები, სწორედ იმ ხალმხა ჩაიგდო ხელში ხელისუფლება
ისევ და ქვეყანას მართავენ უინტელექტო, უსახო, გაუნათლებელი პერსონების ხელით
რომლებსაც დღეს ჩვენ ხელისუფლებას ვეძახით.
სწორედ ის ხალხი სჯის მესამე პრეზიდენტს და ნუ დაგვავიწყდება ეს ის ხალხია
რომლებმაც მოკლეს პირველი პრეზიდენტი.
და თუ მათ მოკლეს ზვიად გამსახურდია, და გაანადგურეს ეროვნული ხელისუფლება
ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ოკუპანტი რუსეთის დახმარებით, რატომ გვეპარება
ეჭვი რომ სააკაშვილსაც მოკლავენ.
უბრალოდ ახლა სხვა დროა და მას ნელნელა კლავენ.
გამოსავალი არის ის რომ ყველა საინფორმაციო საშუალებებმა რომელბიც არ
ემორჩილებიან ხელსიუფლებას უნდა აწარმოოს საინფორმაციო ბრძოლა სწორად.
ოპოზიციის პრობემა ისაა რომ ვერ აწარმოებს ინფორმაციულ ომს ხელისუფლებასთან,
ისინი კი კარგად იყენებნ საინფორმაციო საშუალებებს იმ ნარატვის გატარებაში რასაც
ჩვენ ყოველდღიურად ვისენთ მათაგნ.
ოპოზიციურმა არხებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ საინფორაციო ბრძოლა სწორი
სტრატეგიით, ამხილონ პირველ რიგში ის პერსონები რომელბიც დღეს მოკლათებული
არიან ხელისუფლების მარალ ეშელონებში და ამა თუ იმ საქმეზე ბრალს უყნებენ წინა
ხელისუფლებას თუმცა წინა ხელისუფლებაში მინისტრები, მინისტრის მოადგილეები
თუ სხვა მარალი ტანამდებობის პირები იყვნენ. არაფრის მომცემი სერიალების
ნაცვლად უნდა გადიოდეს ის ამბები თუ რა ხდებოდა 90-იან წლების საქართველოში.
და რა ჭაობიდან ამოიყვანა მესამე პრეზიდენტმა ეს ქვეყანა და ვინ არიან ის ხალხი ვნც
ახლა ტავზე მოაჯდა ქვეყანას.
ოპოზიცია აგებს საინფორმაციო ომს ხელისუფლებასტან.და ეს იმის ბრალია რომ
ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობას თავი სეუცვლელი და ყოვლის მცოდნე
ჰქგონიათ, არ ითვალისწინებენ სხვა მოსაზრებებს და ვერ შეძლეს ერთობა.
მე ვფიქრომ რომ მესამე პრეზიდენტს პირველ რიგში მისი გინდის უახლოესმა
პერსონებმა უღალატა.
საინტერესოა იცოდა თუ არა მელიამ რომ ჩამოდიოდა სააკაშვილი, იცოდა თუ არა
ნაყოფიამ, როგორც თავად განაცხადა ქალბატონმა ახერხეულიძემ მან იცოდა იმის
შესახებ რომ სააკაშვილი ცამოდიოდა და ძაიან მეუცნაურება რომ ის არც კი
დაუბარებიათ პროკურატურაში.
ანუ თუ მან იცოდა და ეს დამალა და ხელისუფლება თვლის რომ მესამე პრეზიდენტი
დამნაშავეა მაშინ გამოდის რომ ქალბატონმა დანასაული დამალა? და ის ამის გამო არ
დააკავეს? მაშინ რატომ დააკავეს მძღოლი რომელმაც სააკაშვილი შემოიყვანა? მას ხომ
თანამონაწილეობა და შეუტყობინებლობა წაუყენეს ბრალად?
თუ მელიამ არ იცოდა, მაშინ მით უარესი მისთვის არ ენდობიან, თუ იცოდა მაშინ რა
მოხდა?
არსებობს კითხვები რომელზეც პასუხები აუცილებლად გაიცეა თავის დროზე.
ფაქტია რომ მესამე პრეზიდენტის პარტიამ ვერ შეძლო მისი დამფუძნებლის და
პარტიაში ყველაზე სახელოვანი ადამინის დაცვა და მისი გატავისუფლება. თუ ის რაც
ქვეყააში ხდება ქვეყნის მართველების ბრალია პარტიაში რაც ხდება პარტიის
მმართველების ბრალი არ არის? თუ აქაც ხელისუფლებაა დამნაშავე? ფაქტია რომ
ოპოზიციური ფლანგი დღეს ჩვენს ქვეყანაში სათანადო დონეზე ვერ დგას. ფაქტია რომ
ისე როგორც ხელისუფლებამ ვერ გაამართლა ხალხის იმედები ვერც ოპოზიციამ
გაამართლა მათი მხარდამჭერების იმედები.
გამოსავალი არის ახალ ძალაში, ისეთ გუნდში სადაც სიფთა წარსულის ადამიანები
იქნებიან, რომლებმაც კარგად იციან თუ რას ნიშავს როცა მათ უკან ქვეყანა და მათი
მშობელი ხალხი დგას.

You might also like