You are on page 1of 8

1.

კაციტაძე - პირველი თავი (17 – 26 გვ) *ახსნა ისტორიული მაგალითის და თეორიის


ბისმარკის მაგალითი* შეგვხვდება.
რატომ არ დათმო ბისმარკმა ვენაზე შეტევას (კითხვა გამოცდაში)
2. კაციტაძე - თავი მეორე ბოლომდე. (27- 31 გვ) ლიდელ ჰარტის სამხედრო
სტრატეგიის მცნება)
3. მესამე თავი - შლიფენის გეგმა, ბარბაროსა
4. მეოთხე თავი - განსაზღვრება დიდი სტრატეგიის და სამხედრო სტრატეგიის
ამოცანებს შორის ( ცხილები ვნახოთ, ვის რა ამოცანები აქვს და ამ საკითხს
ჩავუღრმავდეთ ზოგადად)
a. თავი მეოთხის მეშვიდე ნაწილი - დიდი სტრატეგიის იერარქია; მიღების
პროცესი
5. მესამე ნაწილი: (190 – 206) თავი პირველი :სამხედრო სტრატეგიის ნაწილები;
კონცეფციის მიმოხილვა; თავი მეორე: კლასიკური სტრატეგიის ძირითადი
მცნებები; განადგურების და გამოფიტვის სტრატეგია ჰას დელვიღაცის მიხედვით

თავი 1

პრუსიას სათავეში უდგას „რკინის კანცლერი“ ოტო ბისმარკი, რომლის მიზანიც არის
პრუსიის ეგიდით გერმანიის გაერთანება. ამისთვის რამდენიმე რთული ამოცანა აქვს
შესასრულებელი:

ბრიტანეთის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა (მას სურს რომ საფრანგეთს


კონკურენტი გამოუჩნდეს გაერთ. გერმანიის სახით) ; პეტერბურგის ნეიტრალურობა
(ყირიმის ომში დამარცხდა და პოლონურ აჯანყებას ებრძოდა, საშინაო საკითხებიც აქვს );
იტალია (იტალია ახალი შექმნილია, მათი ტერიტორია, ვენეცია კი ავსტიელების ხელშია.
სანამ ასეა გერმანიას შეუძლია იტალია ავსტრიის წინააღმდეგ გამოიყენოს )

შესაბამისად დიპლომატიური მისიები თითქმის მიღწეულია. გერმანიის წინაშე ორი


მოწინააღმდეგე დგას: ავსტრია (რომელსათ თვითონ უნდა გერმ გაერთიანება და
საფრაგნეთი რომელსაც არ უნდა გერმ გაერთიანება. საფრანგეთის ნეიტრალიტეტს
მიაღწევს პრუსია, ავსტრიასთან კი საჭიროა სამხედრო მოქმედებები .

ავსტრია სამხედრო გზით დამარცხდება სადოვასთან და ვენისკენ გზა ხსნილია , თუმცა


ბისმარკი ამას ხელს უშლის. ბისმარკი ფიქრობდა, რომ გერმანიის გაერთიანებაში
მთავარი მოწინააღმდეგე არა ავსტრია, არამედ საფრანგეთი იყო, ვენას კი ვერ
შეინარჩუნებდნენ. საფრანგეთთან ომში პრუსიას ერჩივნა ავსტრია ნეიტრალური
ყოფილიყო. ამიტომ ბისმარკმა მოითხოვა შეტევა უნგრეთისკენ განეხორციელებინათ .

ბისმარკი წერს, რომ ავსტრიასთან შემდგომი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი იყო


დამამცირებელი მოგონებიბის თავიდან აცილება, ანუ ვენის აღება პოლიტიკურად
არაფერ მნივნელოვანს არ მისცემდა მას, არამედ ხელს შეუშლიდა მომავალ
ურთიერთობებს.
1940 წელი - გერმანიას გარშემორტყმული ჰყავს დუნკირკთან ფრანგულ-ბელგიურ-
ბრიტანული ჯარები და ამ დროს ჰიტლერი შეჩერების ბრძანებას გასცემს . ჰიტლერის
ბრძანება დაკავშირებულია სამხედრო-პოლიტიკურ გათვლასთან . ჰიტლერს არ აწყობდა
300 ათასი ბრიტანელის დატყვევება, რაც გამოიწვევდა ბრიტანეთთან ურთიერთობების
დაძაბვას და მოლაპარაკებების გართულებას (ჰიტლერის მაინ კამფში ბრიტანეთთან ომს
სასიცოცხლო მნიშვნელობა არ ენიჭებოდა არამედ იყო მოსაზრება რომ კონტინტენტური
იმპერია გერმანია ყოფილიყო, საზღვაო კი ბრიტანეთი) ჰიტლერს უნდოდა სამივე დონეზე
გამარჯვება: ტაქტიკურზე ( სურდა შეენახა ტექნიკა, ტანკები, რომლებსაც დუნკირკისთვის
დიდი დანაკარგებო მოჰყოლოდა) წმინდა სამხედრო-სტრატეგიულ დონეზე (სურდა
დუნკირკის პრობლემა მხოლოდ ავიაციით მოეგვარებინა) და პოლიტიკის დონეზე .
ჰიტლერს ეს არ გამოუვიდა, რადგან სამივეს კომბინაცია რთულია.

რით განსხვავდება წმინდა-სამხედრო და დიდი სტრატეგია?~

ამის ასახსნელად მოყვანილია მაგალითი „ბრძოლა ბრიტანეთისთვის “. თავიდან ,


ლუფტვაფეს ამოცანა იყო ბრიტანული ავიაციის განადგურება ჰაერში და ავიადრომებზე ,
მაგრამ როდესაც შეცდომით დაბომბესე ლონდონი და მერე საპასუხოდ ბერლინი , მიზანი
შეიცვალა სამოქალაქო ობიექტებზე.

კამპანიის მიზნის განსაზღვრა დიდი სტრატეგიის საქმეა და არა მხოლოდ წმინდა


სამხედრო და მით უფრო საჰაერო სტრატეგიისა.

თავი 2

ლიდელ ჰარტი წერს „თუ ტაქტიკა არის სტრატეგიის გამოყენება უფრო დაბალ დონოზე ,
ასევე სტრატეგია არის დიდი სტრატეგიის სამხედრო პოლიტიკის გამოყენება უფრო
დაბალ დონეზე“. ტერმინი „დიდი სტრატეგია“ გამოხატავს „პოპოლიტიკას მოქმედებაში “.
დიდი ანუ უმაღლესი სტრატეგიის როლი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნის ან ქვეყანათა
ყველა რესურსის კოორდინირება მოახდინოს და მიმართოს ომის პოლიტიკური მიზნის
მისაღწევად, მიზნისა, რომელიც დიდი, ანუ სახელმწიფო პოლიტიკით განისაზღვრება .

მოკლედ რომ შევაჯამოთ, დიდი სტრატეგია არის ქვეყნის ყველა სულიერი და


მატერიალური რესურსის (და არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების) მობილიზება იმ
მიზანთა მისაღწევად, რომლისთვისაც მიმდინარეობს ომი. დიდი სტრატეგია უნდა
დომინირებდეს წმინდა სამხედრო სტრატეგიაზე.

კლაუზევიცის მიხედვით სტრატეგია ნიშნავს ბრძოლის გამოყენებას ომის მიზნებისთვის .


მაშასადამე, ასკვნიდა იგი, „სტრატეგიამ მთლიანად სამხედრო მოქმედებებს უნდა
დაუსვას ისეთი მიზანი, რომელიც შეესაბამება ომის საზრისს“ ლიდელ ჰარტი ამას
აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს მოსაზრება მოიცავს პოლიტიკის ანუ ომის უზენაესი
ხელმძღვანელობის სფეროს, რომელიც, როგორც ცნობილი,ა პოლიტიკოსების
კომპეტენციაა და არა სამხედროებისა, რომელთაც მთავრობა სამხედრო მოქმედებების
წარმართვისთვის იყენებს. მეორე ნაკლი იმაშია, რომ ეს დეფინიცია მეტისმეტად
ავიწროვებს „სტრატეგიის სფეროს“ და ის მხოლოდ ბრძოლის შედეგების გამოყენებამდე
დაჰყავს.
პოლიტიკა განსაზღვრავს ომის მიზანს, ომის მიზანი განსაზღვრავს ბრძოლის მიზანს ,
ხოლო სტრატეგია არის ხელოვნება ბრძოლის მომზადებისა და მისი შედეგების
გამოყენებისა ომის მიზნებისათვის.

თავი 3

შლიფენის გეგმა არ იყო სტრატეგიული გეგმა. ის არ ითვალიწინებდა სამხედრო ფლოტის


მნიშვნელობას და აგებული იყო უმეტესად გეოგრაფიულ ფაქტორებზე და არა
პოლიტიკურზე. ეს უფრო ჰგავდა წმინდა-სამხედრო სტრატეგიას. (ეს გეგმა
ითვალისწინებდა 2+2 სტრატეგიას)

შლიფენის გეგმა მოიცავდა საფრანგეთის სწრაფ დროში დამარცხებას , რათა მოეხდინათ


რუსეთის ფრონტზე ჯარების მალევე გადასხმა, სანამ ის მობილიზებას მოასწრებდა .
პარიზის აღება გამოიწვევდა მოკავშირეების მორალურ და სამხედრო გატეხვას .
შლიფენის გეგმა ემყარებოდა შემოვლის პრინციპს. მათ უნდა მოეხდინათ ძალის
გადაჭარბებითი კონცენტრირება ბელგიის ფრონტზე და გაერღვიათ
ფორტიფიკაციების/დაცვის ხაზი საფრანგეთის ჩრდილოეთით. აღმოჩნდებოდა , რომ
მოკავშირეების ზურგი გერმანიის პლაცდარმი იქნებოდა. ამს მოჰყვებოდა მათი უკან
დახევა და გერმანიის გამარჯვება.

გარეგნულად შლიფენის გეგმა ჰგავდა წმინდა-სამხედრო სტრატეგიას: ჯარების გაშლას ;


ჯარების გადაადგილებას (მანევრს); შემხვედრ ბრძოლებსა და შეტაკებებს ; გენერალურ
ბრძოლას’ მოწინაააღმდეგის საბოლოო განადგურებას.

შლიფენის გეგმა, რომელიც ბელგიის ნეიტრალიტეტის დარღვევას მოითხოვდა , დიდი


უკურეაქცია მოჰყვებოდა ბრიტანეთისგან (დაირღვევოდა 2+2 პრინციპი ). ომში
ჩაერთვებოდა დიდი ბრიტანეთი და მისი დომინიონები.

მოკლედ, შლიფენის გეგმაში სამხედრო სტრატეგიის ლოგიკა ეწინააღმდეგებოდა დიდი


სტრატეგიის ლოგიკას, ამიტომაც ის განწირული იყო.

ბარბაროსა

ჰიტლერისთვის სსრკზე თავდასხმა წარმოადგენდა აუცილებლობას , რადგან მან ვერ


მიაღწია ბრიტანეთთან ზავს და სსრკ ბრიტანეთის იმედად რჩებოდა . მას ასევე შეეძლო
რუმინეთზე შეტევა და გერმანიის ნავთობის წარმოების პარალიზება .

1940 წელს გენერალი პაულუსი, ჰიტლერის ბრძანებით იწყებს ოპერაცია ბარბაროსაზე


მუშაობს. პაულუსი ასკვნიდა, რომ გერმანიას ომი ერთი ეშელონით უნდა მოეგო, რადგან
მას მცირე რეზერვი ჰყავდა და დანაკარგების გადავსებას მხოლოდ მოკლე დროში
დაფარავდა. ოპერაცია 3 თვეში უნდა დაესრულებინათ.

ბარბაროსას წარუმატებლობა რამდენიმე რამეს უნდა დავაბრალოთ . პირველი ეს იყო


პოლიტიკური მიზნის გაუთვლელობა. ჰიტლერს არ ჰქონდა განსაზღვრული თუ რა
მოხდებოდა სსრკ-ში გამარჯვების შემდეგ (რასაც აპირებდა კი სტალინის წისქვილზე
ასხამდა წყალს). ასევე, გაუთვლელი იყო საბჭოური არმიების გააფთრებული
წინააღმდეგობა და კლიმატური პირობები, ციმბირში აგებული ახალი ინდუსტრიული
ცენტრები. განსხვავებით შლიფენის გეგმისგან, რომლის დიდი სტრატეგიაც
ეწინააღმდეგებოდა სამხედრო სტრატეგიის ლოგიკას, „ბარბაროსა“ საერთოდ არ
ემყარებოდა დიდი სტრატეგიას.

თავი 4

წინამდებარე ინფორმაციიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ - სამხედრო


სტრატეგიის წინაშე შემდეგი ამოცანები დგას:

დაისახოს დიდი პოლიტიკისა და დიდი სტრატეგიის მიზნების შესაბამისად ომისა და


კამპანიების მიზნები

შემუშავდეს სტრატეგიული გეგმა. ის უნდა განსაზღვრავდეს შეიარაღებული ძალების


ყველა სახეობის მოქმედებისა და ურთიერთქმედების გეგმას

გეგმა უნდა ემყარებოდეს საერთო ჩანაფიქრს (სტრატეგიული ჩანაფიქრი არის იდეათა


სისტემა, რომელიც ამა თუ იმ ვითარების მიმართ შეიძლება იქნეს მიყენებული )

აფასებდეს მოწინააღმდეგის და საკუთარ ძალებს, შესაძლებლობებსა და რესურსებს ;


განსაზღვრავდეს როგორ გამოიყენოს ისინი და რამდენად საკმარისია პოლიტიკისა და
დიდი სტრატეგიის დასმულ მიზანთა მისაღწევად

ითვალისწინებდეს საკუთარ და მოწინააღმდეგის სტრატეგიულ კომუნიკაციებს


ორგანიზაციასა და დაგეგმას

ითვალისწინებდეს სამხედრო-გეოგრაფიულ ფაქტორებს

განსაზღვროს ძალების კონცენტრაცია სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით ,


განისაზღვროს ფრონტებისა და მიმართულებების პარამეტრები, აღიწეროს ისინი და
გაირკვეს - რა მიმართულებით რა ძალები განლაგდება.

გაიწეროს ოპერაცია დღეების მიხედვით; დაიგეგმოს სტრატეგიული მიმართულებები ;


განისაზღვროს რისი დათმობა შეიძლება საერთო ჩანაფიქრის მისაღწევად ;

დიდი სტრატეგიის ამოცანებია:

განსაზღვროს ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება დაემუქროს დიდი პოლიტიკის


მიზნების რეალიზაციას
დიდი პოლიტიკის მიზნების შესაბამისად დაგეგმოს შესაძლო ომის (კონფლიქტის )
ხასიათი, მიზეზები და მიზნები; განისაზღვროს როგორი უნდა იყოს ის ომისშემდგომი
მშვიდობა, რომელსაც ესწრაფვის სახელმწიფო ომის დროს; და სხვა...

პარ 7

დიდი პოლიტიკის მიერ დასმული მიზნები თავის რეალიზაციის გზაზე მრავალ


წინააღმდეგობას, გამოწვევას, მუქარასა და საფრთხეს შეიძლება წააწყდეს . მათი
ნეიტრალიზაცია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საქმეა. ეს უკანასკნელი იყოფა
ორ ნაწილად - ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და ეროვნული უსაფრთხოების
სტრატეგია.

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია განსაზღვრავს ყველა იმ გამოწვევას , საფრთხეს


და სხვ რაც შეიძლება დაემუქროს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესების
რეალიზაციას. ამსათანავე ზოგადად განსაზღვრავს მათი ნეიტრალიზაციის გზებს

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია კი კონკრეტულად სახავს იმ საშუალებებს ,


რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ამ საფრთხეების
ნეიტრალიზაციისთვის. რასაც ლიდელ ჰარტი სამხედრო პოლიტიკას და დიდ სტრატეგიას
უწოდებს, სხვა არაფერია თუ არა უსაფრთხოების კონცეფცია და სტრატეგია, როგორც
კონცეფტუალურად ისე მოქმედებაში.

იერარქია:
პარ 8 სტრატეგიული დონეების იერარქია

სამხედრო და არასამხედრო ფაქტორთა იერარქია:

რაც უფრო მაღალ იერარქიულ დონეზეა


დაშვებული შეცდომა, მით უფრო ძნელია მისი
გამოსწორება.

ცივილიზაციურ დონეზე დაშვებულ შეცდომად


შეიძლება მივიჩნიოთ ჯვაროსნული
ლაშქრობები, რომლის იდეაც ბოლოსკენ
არაპოპულარული იყო. დასავლელები
მიხვდნენ, რომ იქ არაფერი ესაქმებოდათ და
რაც არ უნდა დიდი ფული, რესურსი ჩაედოთ,
ახლო აღმოსავლეთი დაკარგული ჰქონდათ.

თუ ცივილიზაციურად საქმე დალაგებული


გვაქვს და ერის ნებაც ურღვევია, საქმე უკვე
ეკონომიკას ეხება. (ამიტომ დამარცხდნენ
ნაცისტური გერმანია და მისი მხარდამჭერები)

მესამე ნაწილ; თავი 1

არსებობს სტრატეგიის სხვადასხვა კონცეფციები

კლასიკური კონცეფციები - ყველაზე უკეთ არიან გამოხატული კლაუზევიცის


დოქტრინაში. აქ მთავარია მოწინააღმდეგის ჯარების განდგურება. ომის მიზანი გახდა
ბრძოლა. ომი არის პოლიტიკის გაგრძელება, მისი მიზანი კი მოწინააღმდეგის ჯარების
განადგურება და ტერიტორიების ოკუპაციაა. (ბისმარკის მაგალითში რასაც აპირებდნენ
გენერლები). კლასიკური სტრატეგიის ამოცანაა ბრძოლისა და მოწინააღმდეგის
განადგურების გზით ამოსავალი სიტუაციის გარდაქმნა, ახალ, სასურველ რეალობად .

ესეთი სტრატეგია აირს ინდუქციური. ამ დროს, გამარჯვებას განაპირობებდა ტაქტიკური


გამარჯვებების ჯამი, ერთობლიობა. *კერძოდან ზოგადამდე*

არაკლასიკური კონცეფციები - განსხვავებით კლასიკურისგან, ისინი დედუქციურ


ხასიათს ატარებენ. ზოგადიდან კერძომდე. პირველი ასეთი ომი არის ინგლის -არგენტინის
ომი. არაკლასიკურ კონცეფციაში ოპერაციის მიზნის მისაღწევად აღარ არის აუცილებელი
შეიარაღებული შეჭრა მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში. ახალ სახის ოპერაციებს
შორის გამოყოფენ ელექტრონულ-საცეცხლე ბრძოლას, საჰაერო-შემტევ და სხვა სახის
რეიდებს.

მიზანია მოწინააღმდეგის მდგრადობის მოშლა არაპირდაპირი გზით .

გარდამავალი კონცეფციები - კლასიკურ და არაკლასიკურ კონცეფციებს შორის


არსებობს გარდამავალი კონცეფციები, რომლებიც შეიცავენ როგორც ინდუქციურ ისე
დედუქციურ მეთოდებს. აქ მივიჩნევთ არაპირდაპირ მოქმედებას და გროსტაქტიაკას .

You might also like