You are on page 1of 3

ჰიბრიდული ომი, როგორც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების

ახალი გამოწვევა და მისი გავლენა ნატოს წევრ და პარტნიორ


ქვეყნებზე

თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დღეს ჰიბრიდული ომი


სახელდება. ის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს ევრო-ატლანტიკურ
უსაფრთხოებას და ხელს უშლის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების
სტრატეგიულ განვითარებას. დღეს საზოგადოება აქტიურად იყენებს ტერმინს
ჰიბრიდული ომი, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი რეალური მნიშვნელობა.
პრაქტიკიდან და ისტორიული არეალიდან თუ განვსაზღვრავთ აღნიშნულ
ტერმინს მივიღებთ, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად წარმოებულ სამხედრო,
ეკონომიკურ, საინფორმაციო, კრიმინალურ და კიბერ ბრძოლის მეთოდების
ერთობლივ, კოორდინირებულ, ღია და ფარულ გამოყენებას.
განსაკუთრებით მნიშვენელოვანია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის
ხედვა ომის ამ სახეობასთან დაკავშირებით. ნატო-ში ჰიბრიდულ ომს უწოდებენ
ისეთ ტაქტიკას, რომელიც არ მოიცავს კლასიკურ სამხედრო სტრატეგიებს , ის
უფრო ფოკუსირეულია დეზინფორმაციაზე, პროპაგანდასა და
სპეცდანიშნულების ძალების ფარულ გამოყენებასა და ეკონომიკურ ზეწოლაზე.
Ამასათან, ძალზედ საინტერესოა, ჰიბრიდული ომის ანატომია და მისი
როლი 21-ე საუკუნეში, რამდენად ჩაანაცვლა ჰიბრიდულმა ომმა ტრადიციული
დაპირისპირებები. ამაზე ყურადღებას ამახვილებეს ფრენკ ჰოფმანი, რომელიც
წერს: “The rise of hybrid warfare does not represent the end of traditional or conventional
warfare. But it does present a complicating factor for defense planning in the 21st century.“
(G.hofman 2009) აქედან ვასკვნით, რომ ჰიბრიდული ომის აღმავლობა არ
გამორიცხავს ტრადიცულ დაპირისპირებებს სახელმწიფოებს შორის. ასე რომ
ვთქვათ ჰიბრიდულმა ომმა გაზარდა საბრძოლო ბერკეტების გამოყენება და
დაპირისპირებები ძალზედ მრვალმხრივი გახადა.

ოცდამერთე საუკუნეში წარმოებულმა ომებმა და რუსეთიდან მომდინარე


საფრთხეებმა ცხადყო, რომ ჰიბრიდული ომი დასავლეთისთვის და ნატოსთვის
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. რუსეთ-უკრაინისა და სირიის კრიზისებში
იკვეთება სწორედ ის მახასიათებლები, რასაც ჰიბრიდული ომს განსაზღვრაში
ვკითხულობთ. დღეს არაერთ წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ,
რომ რუსეთის პოლიტიკა მოიცავს როგორც, საინფორმაციო ისე პირდაპირ
ზეწოლას. ბერკეტები და ძალები, რომლის მობილიზებასაც ეს უკანასკნელი
სახელმწიფო ახდენს, მეტად აქტუალურს ხდის ამ საკითხს, სწორედ ამიტომ
მიმდინარეობს მსჯელობა დასავლეთის ქვეყნებში თუ როგორ გაუმკლავდნენ
აღნიშნულ პრობლემას. ამასთან, ცხადია, რომ ამ დინამიკურმა პროცესებმა
ნატოს სამხედრო სისტემის ტრანსფორმაციამდე მიგვიყვანა. ძალზედ
საინტერესოა უკვე ნახსენები ვიცე პოლკოვნიკ ფრენკ ჰოფმანის მოსაზრება, იგი
სტატიაში „ კომფლიქტი 21-ე საუკუნეში: ჰიბრიდული ომის აღმასვლა“
აღნიშნავს, რომ დასავლეთს უწევს და მომავალშიც მოუწევს ისეთ მტერთან
გამკლავება, რომლებიც როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული გზებით
იბრძვიან. (Hoffman 2009) ტექნიკურმა პროგრესმა და გლობალიზაციამ რიგ
სახელმწიფოებს მისცა საშუალება მრავალფეროვანი ზეწოლა
განახორციელონ და მარტივად დაიმორჩილონ შედარებით სუსტი ქვეყნები და
გააკონტროლონ მათი შიდა პოლიტიკა. თავის მხრივ ჰიბრიდული ომის ერთ-
ერთ გამოვლინებად ესეც შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან დღემდე არ კარგავს
აქტუალობას რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციისა და დაშინების
კამპანიები, რომლებიც დიდი გავლენას ახდენენ როგორც პოსტსაბჭოთა
ქვეყნებზე, ისე დასავლურ პოლიარქიებზე. როგორც ანა ახვლედიანი საკუთარ
სამაგისტრო ნაშრომში წერს, ჰიბრიდული ომის მთავარი და ყველაზე
გავრცელებული გამოვლინებას ინფორმაციული ბრძოლა წარმოადგენს ,
საუკეთესო იარაღი კი არის ის საშუალებები, რომელთა ირგვლივ
დაინტერესება მოდის მოსახლეობის მხრიდან, ესენია: მედია, ინტერნეტ სივრცე
კინო თუ მუსიკალური სფერო, ანუ ყველაფერი ის რაც ჩვენი ყოველდღიურობის
ნაწილია. (ახვლედიანი 2019)
თემის აქტუალობის განხილვასთან ერთად განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, რომ დავსახოთ მიზნები, რომლებიც კონკრეტულ შედეგზე
გაგვიყვანს.

თემის მიზანია წარმოვაჩინოთ ჰიბრიდული ომებისგან მომდინარე


საფრთხე, როგორც 21 საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა.
საჭიროა განვსაზღვროთ მისი გავლენა თანამედროვე პოლიტიკაზე და ზიანი,
რომელიც მას მოაქვს. ასევე მნიშვნელოვან ყურადღება გავამახვილოთ ,თუ რა
როლს თამაშობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიო უსაფრთხოების
უზრუნველყოფაში და რა გავლენას ახდენს ჰიბრიდული ომი დასავლეთის
პოლიტიკაზე. მითუფრო საინტერესოა გავიგოთ რა ბერკეტებს იყენებს რუსეთი
მეზობელ სახელმწიფოებთან ომის დროს და რას უპირისპირებს მას
დასავლეთი. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს როლი და ადგილი
ჰიბრიდული ომის კონტექსტში.
საკითხის სიღრმისეული კვლევისთვის საჭიროა დავსვათ რამდენიმე
საკვანძო კითხვა:

 რა გამოწვევების წინაშე დგას ნატო და რა გავლენას ახდენს


დასავლეთსა და მის პარტნიორ ქვეყნებზე ჰიბრიდული ომი?
 რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რუსეთიდან მომდინარე საფრთხის
აღსაკვეთად?
 როგორ უნდა ვებრძოლოთ იმ მანკიერებებს, რაც ჰიბრიდულ ომს
ახასიათებს და რა არის გამოსავალი?
BiBLiOGRAPHY:
ახვლედიანი, ანა. «ჰიბრიდული ომი როგორც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების
ახალი გამოწვევა და ნატოს სტრატეგიული კონცეფცია.» კავკასიის
საერთაშორისო უნივერსიტეტი. თბილისი, 2019.

hofman, Frank. «Hybrid Warfare and Challenges.» Joint Force Quarterly no, 2009: 34-39.

Hoffman, Frank G. «Hybrid Warfare and Challenges.» Joint Force Quarterly, 2009: 34-39.

You might also like