You are on page 1of 4

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საგანი: აკადემიური წერა

თემა: ომის გავლენა და მისი შედეგები

სტუდენტი: ლევან ჯორჯიკია

ლექციის ხელმძღვანელი: ქეთევან გოჩიტაშვილი

2024.01.21

1
ომს, ადამიანთა დაპირისპირების უსასტიკეს ფორმას, უდიდესი ძალა ჰქონდა და
დღემდე აქვს მსოფლიო ისტორიაში. რა თქმა უნდა, ყველა ომმა უკან დატოვა ღრმა იარები
საზოგადოებებში, რომელიც დიდ ეფექტს ახდენდა შემდგომ თაობებზე . დროთა
განმავლობაში ომი, ბრძოლის ველს მიღმა, დიდ ეფექტს ახდენს და, შესაძლოა ითქვას, რომ
ზოგჯერ განსაზღვრავს ზოგიერთი ერისა თუ ნაციის ბედს. აქედან გამომდინარე სასაუბრო
თემა შეეხება ომსა და მის ეფექტებს, გავლენას, რომელიც ომის შემდეგ, იარაღების
დადუმებიდან ბევრად დიდ დროს გასტანს.

როდესაც ომის გავლენაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა საყურადღებოა ხალხის


დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ და პროპაგანდა, რომელიც ამ საზოგადოებებს
უქმნის ომის პერსპექტივას და აღვიძებს პატრიოტიზმს. ამის ყველაზე ნათელ მაგალითად
შეგვიძლია მოვიყვანოთ ნაცისტური გერმანია, თავად იოსებ გებელსი, რომელსაც
პროპაგანდის მინისტრის თანამდებობა ეჭირა. „ებრაული ინტელექტუალიზმის ერა
სრულდება“ - ამბობდა ის. მისივე ინიციატივითა და წახალისებით დაიწყო ებრაული
ბიზნესების ბოიკოტი და მოქალაქეების უარყოფითად განწყობა ებრაელი ხალხისადმი.

მეორე მხრივ ომში ვხვდებით ძალიან დიდ მსხვერპლს: სიცოცხლე იკარგება, ოჯახები
ინგრევა და საზოგადოება უცხოვდება. ფიზიკური ტრავმა სამხედროებსა და მოქალაქეებზე
პიკს აღწევს და ხშირად ამას ფსიქოლოგიური ზეწოლაც ემატება, რაც თავის მხრივ იწვევს
მძიმე ფსიქიკურ ტრავმას და სხვა ფსიქიკურ დაავადებებს. და რაღა თქმა უნდა
კოლექტიურად მიღებული ტრავმა წაუშლელ კვალს ტოვებს საზოგადოებაზე და ხელს
უშლის მის მომავალში ფუნქციონირებას.

ომი თავის მხრივ იწვევს მასიურ ემიგრაციას ოჯახების, რომლებიც მშვიდ და უსაფრთხო
გარემოს ეძებენ. მასიური ემიგრაცია იწვევს საზოგადოების არევას და უკმაყოფილებას
მასპინძელი ქვეყნებისაგან. ლტოლვილები იწვევენ კრიზისს, მიუხედავად იმისა, რომ
ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ სახელმწიფოებისაგან, რომლების ასევე ქვეყანას აწვდიან
შეიარაღებას, ვინაიდან ამ დახმარების ფასი უტოლდება მილიარდებს.

ამას მივყავართ ომის ღრმა ეკონომიკურ შედეგებთან. ომში ჩართული სახელმწიფოები


რესურსებს აკლებენ ისეთ აუცილებელ პროექტებს, როგორიცაა განათლება,
ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა. ომის შემდგომი მდგომარეობა ცივილიზაციებში,
2
გამომდინარე ხარჯებიდან წარმოუდგენლად კატასტროფულია. ის ყველა ხარჯი, რასაც
ომი იწვევს, და ის ვალები, რომელთა დაფარვაც უწევთ სახელმწიფოებს, აფერხებს
ეკონომიკურ წინსვლას და ზრდის სიღარიბის კურსს, როდესაც კეთილდღეობის
შესაძლებლობებიც მცირდება.

ომი, ეკონომიკასთან ერთად ანგრევს საზოგადოების საფუძველს, ინფრასტრუქტურას და


ცივილიზაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო პუნქტებს, როგორიცაა: სკოლები,
საავადმყოფოები, გზები, ანადგურებს კომუნიკაციის საშუალებებს. და ამასთანავე
ფერხდება ამ ყველაფრის აღდგენაც, რესურსების არარსებობა კი ხელს უშლის
რესტავრაციას და ზარალის აღდგენას.

ეკოლოგიური მდგომარეობაც საკმაოდ მძიმდება ომის დროს და მის შემდეგ: ქიმიური


ნივთიერებები და ასაფეთქებელი საშუალებები დიდ ზიანს აყენებენ გარემოს, რაც ომის
დროს და მისი დასრულების შემდგომაც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანებს და მათ
ჯანმრთელობას. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ატომური აფეთქებები
ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, რომელთა რადიოაქტიური დასხივების შედეგები დღემდე
აქტიურია,

რა თქმა უნდა, ომი ხელს უშლის სახელმწიფოების შეთანხმებულობის აღდგენას და


გამუდმებულ კონფლიქტებს აღრმავებს ეთნოსებს შორის რელიგიური თუ ეთნიკური
მხრით. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 1949 წლის ომი ისრაელსა და არაბულ
სახელმწიფოებს შორის, რომელის ისრაელში ცნობილია, როგორც „ბრძოლა
დამოუკიდებლობისათვის“, ხოლო არაბულ სამყაროში როგორც „პალესტინური ომები“.

საერთო ჯამში, ომი და მისი შედეგები ცივილიზაციის ყველა ასპექტს მოიცავს და


ყოველივეს მძაფრად აზიანებს მათ. აქედან გამომდინარე მისი შედეგები სცდება ზღვარს და
ღრმა იარას ტოვებს საზოგადოებებში თაობების განმავლობაში.

3
ბიბლიოგრაფია

1. https://www.britannica.com/biography/Joseph-Goebbels

2. https://www.jstor.org/stable/2262307?

searchText=the+Nazi+propaganda&searchUri=
%2Faction%2FdoBasicSearch%3FQuery%3Dthe
%2BNazi%2Bpropaganda&ab_segments=0%2FSYC-
7052%2Fcontrol&refreqid=fastly-default
%3A0f0d6ce314c7977637d9ef0ed5319873

You might also like