You are on page 1of 12

გლობალური პრობლემების

შესახებ პრეზენტაცია მოამზადა მე-11


კლასის მოსწავლემ სოფო
მაკარაძემ
გლობალიზაცია
ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა ,,გლობეს ”
უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს,
ხოლო გლობალ – მსოფლიოს, გლობალურს.
გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია
ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის
სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს სტატიაში
გამოიყენა. გამოყოფენ გლობალიზაციის სხვადასხვა
ასპექტს. თითოეული მათგანის გაშუქება
უმნიშვნელოვანესია იმდენად, რამდენადაც
დღევანდელ მსოფლიოში ადგილი აქვს უპრეცედენტო
ინტეგრაციას, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება თავისი
თანმხლები შედეგები და წინააღმდეგობები.
ტრადიციულად საუბრობენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ ,
სოციალურ და კულტურულ გლობალიზაციაზე.
თითოეული მათგანი წარმოადგენს ერთი მოვლენის
გლობალიზაციის გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე
შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაცია XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ყველაზე აქტუალური თემა
გახდა, რომელიც განიხილება სამეცნიერო, პოლიტიკურ თუ საქმიან წრეებში . დღესდღეობით ძალზე
საგრძნობია გლობალიზაციის გავლენა თანამედროვე საერთაშორისო სისტემაზე და საერთაშორისო
ურთიერთობების ხასიათზე, თუმცა აღნიშნული პროცესის სირთულიდან და ყოვლისმომცველი
ხასიათიდან გამომდინარე, ადგილი აქვს გლობალიზაციისადმი არაერთგვაროვან დამოკიდებულებას .
80–იანი წლებიდან საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზისას ჩვეულებად იქცა ინტერპარადიგმული
დებატები. თითოეულ თეორიაში გლობალიზაცია სხვადასხვაგვარად არის აღქმული . მე კი შევეცდები
თითოეული მათგანი აღნიშნულ ნაშრომში დაწვრილებით განვიხილო და მიმოვიხილო სხვადასხვა
ავტორის მოსაზრება გლობალიზაციასა და საერთაშორისო ურთიერთობების ურთიერთკავშირის
შესახებ.

აუცილებელია განიმარტოს ტერმინი ‘გლობალიზაცია’. 
იან შოლტე გლობალიზაციას განმარტავს როგორც პროცესებს, რომელთა მეოხებითაც სოციალურ
ურთიერთობებს შედარებით ნაკლებად აფერხებს მანძილი და საზღვრები ისე , რომ ადამიანთა
ცხოვრება მსოფლიოს, როგორც ერთი მთლიანობის ფარგლებში მიედინება. ამდენად , გლობალიზაცია
თანამედროვე ტენდენციაა, რომლის გავლენითაც მსოფლიო– მრავალ ასპექტში და ძირითადად
აჩქარებული ტემპით–იან, საზღვრების არმქონე სოციალურ სფეროდ ყალიბდება .
ცივი ომის დამთავრების შემდეგ მსოფლიოში უამრავი ცვლილება მოხდა , რამაც ძირეულად შეცვალა
საერთაშორისო ვითარება. ბევრი მკვლევარი თვლის, რომ მთავარი ტენდენცია, რაც ცივი ომის
შემდგომი მსოფლიოსათვის არის დამახასიათებელი, მოკლედ შეიძლება გამოიხატოს , როგორც
დასავლური სამყაროს სრული უპირატესობის მიღწევა მსოფლიო ცხოვრების ყველა სფეროში .
გლობალიზაციის როლზე თანამედროვე საერთაშირისო სისტემაში და იმაზე თუ რამდენად ცვლის
გლობალიზაცია საერთაშორისო სისტემას, საუბრობს პროფესორი ზურაბ დავითაშვილი თავის წიგნში
“ნაციონალიზმი და გლობალიზაცია”.
მისი აზრით, ცივი ომის შემდგომი მსოფლიოს რთული და მრავალმხრივი სურათი , სრულიად
განსხვავებულ და ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა . სწორედ
ამიტომ, სხვადასხვა ავტორი მკვეთრად განსხვავებულ შეფასებას აძლევს თანამედროვე
საერთაშორისო ვითარებას.
ეკოლოგიური პრობლემები
 კავკასიაში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ რეგიონში , მეტად მწვავედ დგას ეკოლოგიური
პრობლემები. მათ შორის აღსანიშნავია ატმოსფეროსა და წყლის რესურსების დაჭუჭყიანება,
მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო
ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, პლაჟების გარეცხვა-დაშლა, მიწების ეროზია , ტყეების
ფართობების შემცირება და სხვა. მართალია, ატმოსფერული ჰაერტი გამოულევადი ბუნებრივი
რესურსია, მაგრამ მუდმივი გაჭუჭყიანება მის შემადგენლობაში ცოცხალი ბუნებისთვის საზიანო
ცვლილებებს იწვევს. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ატმოსფერული ჰაერის
დაჭუჭყიანების მთავარ წყაროებს მრეწველობა და ტრანსპორტი წარმოადგენდა . ჰაერის
დაჭუჭყიანების ხარისხი განსაკუთრებით მაღალი იყო დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში ,
თუმცა XX საუკუნის მიწურულს მკვეთრად შემცირდა. დიდ ქალაქებში განსაკუთრებით კი სამხრეთ
კავკასიის ქვეყნების დედაქალაქებში ჰაერს სმოგი აბინძურებს . სპეციალისტების გაანგარიშებით ქ .
თბილისიდან ატმოსფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 276500 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება ,
რომლის 83,3 % ავტოტრანსპორტზე მოდის. ქ. ქუთაისში ატმოსფეროში მოხვედრილი გამონაბოლქვი
ნივთიერებების მასა 76200 ტონას შეადგენს, ქ. რუსთავიდან კი ატმოსფეროში საშუელოდ 168700 ტონა
მავნე ნივთიერება ხვდება. ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით , საქართველოში ეს ყველაზე მაღალი
მაჩვენებელია. სმოგი კვამლის, ნისლისა და მტვრის ნარევია , რომელიც ფაბრიკა -ქარხნებისა და
ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან წარმოიქმნება. თბილისში , ბაქოსა და ერევანში ხშირია სმოგი , რის
გამოც ჰაერი ძალიან ჭუჭყიანია. ამის მთავარი მიზეზი კი ავტომობილებითა და სხვა ტრანსპორტით
გადატვირთული ქუჩებია. ბოლო წლების განმავლობაში სწრაფი ტემბპებით გაიზარდა წყლის
მოხმარება, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში. შესაბამისად, მოიმატა და ფართო ხასიათი მიიღო
წყლის დაჭუჭყიანებამაც, რაც მდინარეებსა და წყალსატევებში ჭუჭყიანი წყლის შერევითაა
განპირობებული. წყლის ობიექტებს საწარმოო ჩამდინარე წყლები , ქიმიური , მეტალურგიული
მრეწველობიდან, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რადიოაქტიური ელემენტები , სოფლის
მეურნეობაში გამოყენებული სასუქი და შხამქიმიკატები , ფეკალურ -საყოფაცხივრებო ჩამდინარე
წყლები და სხვა მრავალი რამ აჭუჭყიანებს. დაჭუჭყიანების შედეგად წყალს ეცვლება გემო და სუნი ,
მცირდება მასში შემავალი ჟანგბადი, იწამლება წყლის ორგანიზმები და ა.შ . მდ . მტკვარის აუზი ხუთი
ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს
ტერორიზმი
საერთაშორისო ტერორიზმი თანამედროვეობის ერთ -ერთი უაღრესად სერიოზული და მწვავე
გლობალური პრობლემაა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა საყოველთაო ამოცანად იქცა . ტერორის
განხორციელება სხვადასხვა მეთოდით ხდება და ტერორისტების მიზნებიც მკვეთრად განსხვავდება
ერთმანეთისაგან. მაგრამ ყველა შემთხვევაში ტერორიზმი არის საკუთარი მიზნის მისაღწევად
გამოყენებული ძალადობა, რომელიც ხორციელდება უკიდურესი ფორმით : მკვლელობა , აფეთქება ,
გატაცება, დაჭრა, მძევალთა აყვანა, და ა.შ. ეს არის მძიმე დანაშაული , რომელიც მუდმივ შიშში
ამყოფებს როგორც მოსახლეობას, ისე ხელისუფლებას და კრიტიკულ მდგომარეობაში აგდებს მთელ
ქვეყანას. ტერორიზმი საყოველთაო გლობალურ საფრთხედ იქცა უკანასკნელ ათწლეულებში , როცა
მან საერთაშორისო ტერორიზმის ფორმა მიიღო და მთელ მსოფლიოს დაემუქრა . ამიტომ მის
წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია ერთი რომელიმე ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის ფარგლებში და
მთელი კაცობრიობის ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. განსაკუთრებულ საფრთხედ მსოფლიოსათვის
იქცნენ ისლამისტურ-ტერორისტული ორაგანიზაცისბი . ყველაზე უფრო მთავარ ტერორისტულ
დაჯგუფებებს მიეკუთვნებიან: · ჰესბოლაჰი, ლიბანის რადიკალური ორგანიზაცია , რომლის
ტერორისტული აქციები მიმართულია არა ამარტო ისრაელისა და აშშ -ს წინააღმდეგ , არამედ ხშირ
შემთხვევაში მუსლიმანი სუნიტების წინააღმდეგაც . · ჯიჰად ალ ისლამია ,მნიშვნელოვან ტერორისტულ
ორგანიზაციებადაა მიჩნეული და ჰამასი – პალესტინის სუნიტური რადიკალური სამხედრო
პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებსაც საღვთო ომი აქვს გამოცხადებული ისრაელთან და მის
მხარდამჭერებთან. · ტალიბანი, უკიდურესად კონსერვატიული , რადიკალური ისლამისტური
ორგანიზაციაა, რომელიც მმართველი ძალა იყო ავღანეთში და აქტიურად უჭერდა მხარს
ისლამისტურ-ფუნდამენტალისტთა ტერორიტულ დაჯგუფებებს . · ლაშქარეთაიბი , პაკისტანის
ისლამისტური მოძრაობა; ჯამაათ ალ ისლამია, ისლამისტური ორგანიზაცია , რომლის მიზანია
ცენტრალური აზიის ისლამური სახელმწიფოს შექმნა . · ალ ქაიდა , ტერორისტულ -ისლამურ
ორგანიზაციათა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ექსტრემისტულ -ტერორისტული
ისლამური ორგანიზაცია.მისი მეთაურია უსამა ბენ ლადენი . სწორედ მის მიერ იყო ორგანიზებული
2001წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები, რამაც აიძულა აშშ და საერთოდ მთელი
ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალით გამოსულიყვნენ საერთაშორისო ტერორიზმის
წინააღმდეგ. ამ საერთო ღონისძიებების შედეგი იყო ავღანეთში ტალიბანისა და ერაყში სადამ
ჰუსეინის რეჟიმების დახობა, თუმცა ამ მოვლენას ტერორიზმის ფაქტები არ შეუმცირებია .
ტერორიზმის ისტორია
სიტყვა ტერორი ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს შიშს,
საშინელებას. ტეორიზმი 21-ე საუკუნეში თითქმის ყველა სახელმწიფოს
№1 პრობლემადაა ქცეული, თუმცა მას გაცილებით დიდი ხნის ისტორია
აქვს, ვიდრე მისი სამართლებრივი შეფასება და კრიმინალიზაცია
მოხდებოდა .ჯერ კიდევ შუა საუკუნეებამდე ტერორიზმი
ხელისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთ ხერხადაც კი
გამოიყენებოდა. ტერორს მიმართავდნენ : სასახლის
გადატრიალებისას, არასასურველი ხელისუფლების ჩამოგდებისას,
ინკვიზიციის დროს, განსაკუთრების მძვინვარებდა რევოლუციების
განმავლობაში. ტერორი და ტერორიზმი ამა თუ იმ სახით ყოველთვის
არსებობდა, მაგრამ პოლიტიკური ტერორიზმის ისტორიას 19-ე საუკუნის
პირველი მეოთხედიდან იწყებენ. 19-ე საუკუნის ტერორიზმს
რევოლუციურ ტერორიზმს უწოდებენ, რადგან პოლიტიკური მიზნის
მიღწევის ერთადერთ გზად რევოლუციური ცვლილებები მიიჩნეოდა,
ხოლო ტერორს ამ გზის აუცილებელ ატრიბუტად თვლიდნენ. სწორედ 19-
ე საუკუნის 30-40-იან წლებში იწყება ნაციონალიზმის, ანარქიზმის,
სოციალიზმის იდეების ფართო გავრცელება და ტერორიზმიც ამ
მოძრაობების რადიკალური მიმართულებების ბრძოლის ფორმად
იქცა. ა. 
დემოგრაფიული პრობლემები
ამ ორი ათეული წლის წინ, 1987 წლის 11 ივლისს მაშინდელ
იუგოსლავიაში, კერძოდ კი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში,
დაიბადა მატეი გაშპარი, რომელიც ოფიციალურად გამოაცხადეს
ჩვენი პლანეტის მეხუთმილიარდე მოსახლედ. წლეულს მსოფლიო
მოსახლეობის დღის მიზანია, საზოგადოების ყურადღება
გაამახვილოს დედებისა და ფეხმძიმე ქალების ჯანმრთელობაზე,
რაც მეტად სერიოზული პრობლემაა მრავალ ქვეყანაში. ყოველ
წუთს, დედამიწის რომელიღაც კუთხეში, კვდება მშობიარე ქალი,
რომელმაც სათანადო და დროული სამედიცინო დახმარება ვერ
მიიღო. ასეთი შემთხვევების დიდი ნაწილი ფატალური შედეგით
არ დამთავრდებოდა, ცალკეულ ქვეყნებში უკეთ რომ
მოქმედებდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემები, მეტი ყურადღება
რომ ეთმობოდეს ფეხმძიმე და მშობიარე ქალებზე ზრუნვას... ან
კიდევ, ქმრები უფრო მეტად რომ ზრუნავდნენ თავიანთი ცოლების
ჯანმრთელობაზე; მამები ადრეულ ასაკში გათხოვებას არ
აიძულებდნენ თავიანთ მცირეწლოვან ქალიშვილებს და ა.შ.
პრობლემა ბევრია, ხოლო მათი გამომწვევი მიზეზები - ათასგვარი:
ფინანსურით დაწყებული და ამა თუ იმ საზოგადოებისთვის
დამახასიათებელი ადათ-წესებით დამთავრებული
შიმშილი
 შიმშილი გლობალური პრობლემაა. გასულ წელს მსოფლიოში
ქრონიკული შიმშილის პირობებში მყოფი ადამიანების რაოდენობამ
ერთ მილიარდს მიაღწია. სოფლის მეურნეობის განვითარება კი
ხშრად ფართო ეკონომიკური განვითარებისა და სასურსათო
უსაფრთხოების ფუნდამენტად განიხილება, რაც ასევე
უმნიშვნელოვანესია მშვიდობისა და სტაბილურობის
შენარჩუნებისათვის.

         XX საუკუნეში სასურსათო პრობლემის გამწვავებას იწვევდა


დედამიწის მოსახლეობის სწრაფი ზრდა, რასაც ვერ სდევდა
სურსათზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილების
საშუალებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მატება . XVIII
საუკუნის ჩათვლით კაცობრიობა საშუალოდ 1000 წელიწადში
ორმაგდებოდა, ხოლო XX საუკუნის მეორე ნახევარში გაორმაგებას
38 წელი დასჭირდა. თუ ადრე გაორმაგება ნიშნავდა 200-220 მილიონი
ადამიანით მატებას, გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დღემდე ეს
ციფრი 3.0 მილიარდზე მეტია. 1975 წლისათვის პლანეტაზე
ცხოვრობდა 4 მილიარდი ადამიანი, 1990 წელს 5.6 მილიარდი.
პროგნოზების თანახმად 2030 წლისათვის 8.9 მილიარდს მიაღწევს.
გლობალური დათბობა
გლობალური დათბობა — დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის
და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის
პროცესი.
 კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით
"დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა
წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის
საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი)სათბურის აირების კონცენტრაციის
ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი,
რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე
საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის
შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის
შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება.
მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის
ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას.
გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე,
შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე
სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება
ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები,
გაიზრდება დაავადებათა რიცხვი
წყარო არის ვიკიპედია და მეთერთმეტე კლასის
გეოგრაფიის წიგნი, ავტორი გ.ჭანტურია
გლობალური ეკოლოგიური პრობლემა და
სამართალი

You might also like