You are on page 1of 1

არსებობს მოსაზრება რომ საზოგადოების კარჩაკეტილობამ შესაძლოა საბრთხე შეუქმნას

ეროვნულ თვითშეგნებას

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საშუალებით საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღო იმისი გამოცდილება, რომ


რაც ნაკლებია ქვეყნებს შორის კავშირები, მით მეტია უთანხმოება და კონფლიქტი. მე-20 საუკუნეში
გადატანილმა ორმა მსოფლიო ომმა ცხადყო, რომ საჭიროა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადახალისება,
კომუნიკაცია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკურ-სოციალური კუთხით. ამიტომ საზოგადოების
კარჩაკეტილობა უდიდესი პრობლემაა რომელიც მართლაც რომ სერიოზულ საფრთხელს უქმნის ეროვულ
თვითშეგნებას ამიტომ სრულიად ვეთანხმები ამ მოსაზრებას

ზოგჯერ საზოგადოების კარჩაკეტილობის გამო, შეიძლება გავრძელდეს ისეთი ჩვეულება რომლებიც არ არის
სამართლიანი, თუმცა დროთა განმავლობაშ ტრადიციადიქცევა ხოლმე ეს. ასეთი არაერთი მაგალიტია ქართულ
ისტორიაშიც. მაგალითად გავიხსენოდა სისხლის აღების ტრადიცია სვანეთში რაც სწორედ, კარჩაკეტილობის
ერთერთი პრობლემა, და რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საგულისხმოა, რომ ეს ჩვეულება დღესაც
არსებობს სვანეთში.

ამასთანავე მნიშვნელოვანია, ვაჟა ფშაველას პოემა სტუმარ-მასპინძელი სადაც მტერს ტრადიციულად მოკლულის
საფლავზე სწირავენ. რათა სულეთში მის მოსამსახურედ იქცეს. ეს ჩვეულება მნიშვნელოვანი და შეუცვლელი იყო
მთთვის. ვფიქრობ, არასწორია ერთ შეცდომას მეორე დაუმატო და სისხლითვე აზღვევინო მტერს მტრულობა.

ერთ-ერთი მაგალითისათვის ასევე აღსანიშნავია კორეა. სადაც სწორედ კარჩაკეტილობის გამო დაიწყო კორეის
ომი . სამოქალაქო ომი xx საუკუნეში ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად გაყოფით დასრულდა.

დღეს დღეობით დიდი მნიშვნელობა ენიჭება გლობალიზაციას რადგან გლობალიზაციის ნათელი მხარეების
უგულებელყოფა არაა სწორი, რადგან ამითი უარს ვამბობთ, ფეხი ავუბათ განვითარებულ მსოფლიოს და უარი
ვთქვათ პროგრესზე. კარჩაკეტილობა კი გლობალიზაციის საპირისპირო მხარეა.დადებითად შეგვიძლია
შევაფასოთ ისიც, რომ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყნებს
მატერიალურად თუ სხვა სახით ეხმარებიან, ახალგაზრდები იღებენ შანსს სწავლა გააგრძელონ უცხოეთში და ა.შ.
ამიტომ , საბოლოოდ ვფიქრობ რომ საზოგადოების კარჩაკეტილობა უდიდესი პრობლემაა რასაც სავალალო
შედეგები მოყვება.

You might also like