You are on page 1of 1

გულახდილობა სხვა არაფერია თუარა სულიერი უძლურობა

ყოველივე ადამიანს თავისებური, მრავალფეროვანი და პრობლემებით დატვირთული


წარსული გამოარჩევს სხვებისგან. სწორედ წარსულის სირთულე განსაზღვრვას ჩვენს
გულახდილობასაც. ფრანსის ბეკონი ამბობს: „გულახდილობა სხვა არაფერია თუარა
სულიერი უძლურობა“ ვფიქრობ, გულახდილობა არნიშნავს სულიერ სისუსტეს რადგან
ზოგჯერ ყველაზე მეტი ძალას სწორედ ეს უკანასკნელი მოითხოვს.

ჩემი აზრით, როცა საქმე გულახდილობას ეხება ,ადამიანების შინაგანი სამყარო მეტ
მნიშვნელობას იძენს. არსებობენ ისინი ვინც საკუთარ თავში ჩაკეტილები, თითქოს
საზოგადოებისგან მოწყვეტილად განაგრძობენ ცხოვრებას, მათთვის გულახდილობა მეტად
შორსაა.. პრობლემებს მხოლოდ საკუთარ თავზე იღებენ . ამდროს კი მათთვის გრძნობების
გამოხატვა იმაზე უფრო დიდ სიძლიერეს საჭიროებს ვიდრე მათი გამკლავება.

განსათვალისწინებელია ის ინტერნეტ გამოკითხვიები, რომელთა შედეგად აღმოჩნდა, რომ


ყველაზე რთულია თქვა სიტყვა „მაპატიე“ და „მიყვარხარ“.. ჩანს, გულახდილობა რთულია,
განსაკუთრებით მაშინ როცა ეს შენთვის მნიშვნელოვან პიროვნებას ეხება,თითქოს ეძებ
სიტყვებს, ორჭოფობ და უბრალოდ გრძნობების გამოხატვა დიდ დაბრკოლებად გესახება.

ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დიდ სულიერ სიძლიერეს მოითხოვს


არამარტო სხვასთან არამედ საკუთარ თავთან გულახდილობაც. „შეიცან თავი შენი“.
აღმოაჩინო და გამოუტყდე, საკუთარ თავს თავისივე ნაკლოვანებებსა და სისუსტეებში.
„განცდაი თვისთა ცოდვათა“_ ესხომ საკუთარ თავთან ,დიდი გულახდილობის შედეგია. და
სწორედ ამაზეა დამოკიდებული შენი სულიერი სამყაროს ჭეშმარიტი მრავალფეროვნება და
სწრაფვა უკეთესობისაკენ.

საბოლოოდ შემიძლია დავასკვნა რომ გულახდილობა არა სულიერ უძლურობას არამედ


პირიქით, დიდ ძალას საჭიროებს, რადგან გაუზიარო შენს თავს და შემდეგ სხვას საკუთარი
განცდები არარის ადვილი. ამისთვის უზარმაზარი ნდობა სხვის მიმართ და სულიერი
სიძლიერეა საჭირო.

You might also like