You are on page 1of 8

დენიელ კიზი

ყვავილები
ელჯერნონისთვის
პრეზენტატორი: მარიამ ადონია
ყვავილები ელჯერნონისთვის ერთი ადამიანის ორ ცხოვრებაზე
მოგვითხრობს , ცხოვრებზე, როგორც გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანისა
და ცხოვრებზე, როგორც გენიოსისა.
ჩარლი გორდონი გონებრივად ჩამორჩენილი ახალგაზრდაა, რომელსაც
ჭკვიანად გახდომის ძლიერი სურვილი გააჩნია, სწორედ ამ დიდი სურვილით
ერთვება საიდუმლო სამეცნიერო ექსპერიმენტში , რომელმაც მისი
ინტელექტი უნდა გააუმჯობესოს .. ამ კვლევით ინსტიტუტში ის
„უმეგობრდება“ ელჯერნონს – პატარა თაგუნიას, ჩარლის და თაგუნიას
ბევრად მეტი საერთო აქვთ, ვინემ ჩარლის და ადამიანებს , მათ ეს საიდუმლო
ექსპერიმენტი აერთიანებთ.
 ექსპერიმენტამდე ჩარლისთვის ელჯერნონი ყველაზე არამეგობრული სასტიკი და
საძულველი არსებაა, რადგან ის მისი სარკეა, რომელიც აიძულებს საკუთარ თავთან
შეხვედრას , რომელიც მას სჯობნის იმ ლაბირინთების გავლაში, რომელიც მათ
გონებრივ რესურსს აფასებს .. ექსპერიმენტის შემდეგ კი ჩარლი მასში საყვარელ
არსებას პოულობს, რადგან ისინი ერთი ექსპერიმენტის, ანუ ერთი ბედის
გამზიარებლები ხდებიან , ამჯერად ელჯერნონი მისი მომავლის სარკეა, სადაც ის
საკუთარ ბედს ხედავს, ელჯერნონის აწმყო მისი მომავალია, ამიტომაც
ელჯერნონისადმი თანაგრძნობით ის თანაუგრძნობს, ღებულობს და იყვარებს
საკუთარ თავს, ამიტომაც მისი გონებიდან საბოლოოდ ყველაფერი ქრება გარდა
ელჯერნონისადმი სიყვარულისა.
 ეს ერთი შეხედვით უწყინარი,კეთილი წიგნი ბევრ
ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხმიანება,
როგორიცაა
ტოლერანტობა, ინკლუზიურობა, ბავშვობის
ტრამვები, სოციუმის გულგრილობა, აღზრდის
არასწორი მეთოდები.. ჩარლი ხდება
არატოლერანტული გარემოსგან, არასწორი
აღზრდის მეთოდებისგან და სოციუმის
სიმახინჯისგან გულნატკენი ბიჭუნა, რომელსაც
პიროვნებად არავინ აღიქვამს.

….თითქოს არცაა საჭირო პასუხი კითხვაზე -რა


უფრო უკეთესია იყო გენიოსი თუ გონერივად
ჩამორჩნილი,
მაგრამ ეს კითხვა თან დაჰყვება წიგნის მთლიან
სიუჟეტს პასუხი კი დამოკიდებულია იმაზე თუ რა
წარმოადგენს ჩვენს მიზანს - ვიყოთ ბედნიერები
თუ ვიყოთ სასარგებლოები. გონების ზენიტში
ყოფნა სულაც არ ნიშნავს ბედნიერებას და
ჰარმონიას, ის უფრო პირიქითა გრნობებისთვის
სწირავს ადამიანს, ბედნიერი გენიოსი ალბათ
ძალიან ცოტაა, რათქმაუნდა მისი ეგო
კმაყოფილია, მაგრამ ბედნიერი არა .
 ასევეა ჩარლი გორდონიც მასმა ხელოვნურად გაუმჯობესებულმა ინტელექტმა
სულაც არ მოუტანა ბედნიერება, პირიქით , ჩარლი გორდონი 185 -ქულიანი
ინტელექტის კოეფიციენტით ისევე შორსაა მისი სიყვარულის ობიექტისგან,
როგორც მაშინ, როდესაც ის 70-მდე ძლივს აღწევდა.

მეცნიერებმა იციან ადამიანის ინტელექტის საზომი შკალა, ისინი მას iQ თი


ზომავენ. მაგრამ მათ წარმოდგენა არ გაჩნიათ სიყვარულისს საზომ შკალაზე,
რომელიც ხანდახან გონებასთან გადაკვეთაში არ მოდის , „ინტელექტს და
განათლებას ადამიანური სითბოს გარეშე გახვრეტილი გროშის ფასიც არ
აქვს“ -ასკვნის ჩარლი.
 ჩარლის წინასწარ აფრთხილებენ , რომ რაც უფრო
გონიერი გახდება, პრობლემები მითუფრო მოემატება,
რადგან სოციუმს მოსწონს შენს ხარჯზე თავის ჭკვიანად
წარმოჩენა , როცა შენს ერთ როლს შეგუებულები არიან,
შენი ცვლილებები მათთვის შეიძლება გამაღიზიანებელი
გახდეს, შენი „ზრდა“ მათ აპატარავებს.. და მართლაც
როგორც კი მისი ინტელექტის კოეფიციენტი იზრდება,
იზდება პრობლემები, უნდობლობა, მცირდება
გულწრფელობა და მიმღებლობა … კარგავს
მეგობრებს , ინტელექტი მას ყველასა და ყველაფერთან
აშორებს, რაც კი მანამდე მისი ცხვრების ნაწილი იყო, ის
ხვდება, რომ ემოციური პრობლემების ინტელექტუალური
ხერხებით გადაჭრა შეუძებელია, ინტელექტი ემოციებს
ვერ ალაგებს ...

და მაინც რა უფრო მნიშვნელოვანია, იყო ემოციურად


ბედნიერი თუ იყო ინტელექტუალურად სასარგებლო ეს
ამ წიგნის მთავარი ამოცანაა , გონებრივად
ჩამორჩენილი ჩარლი ბედნიერად გრძნობს თავს და
ცხოვრებით კმაყოფილია, ხოლო მაღალი
ინტელექტუალური კოეფიციენტით ის უბედური, მაგრამ
სასარგებლოა.
იმის შეფასება კი რა უფრო მნიშვნელოვანია ავტორმა
ჩვენს სუბიექტურ აღქმას მიანდო და ღიად დატოვა.
 ავტორი გვთავაზობს ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსის ერთ დეფინიციას -
„განსაკუთრებული“ , დიახ ჩარლი ორივე მდგომარეობაში იყო განსაკუთრებული ,
განსაკუთრებულობა სპექტრის ორივე მხარეს მოიცავს -იქნები გონებრივად
ჩამოჩენილი თუ გენიოსი, მაინც ხარ განსაკუთრებული , „ასე რომ მე ყოველთვის
განსაკუთრებული ვიყავი“ ესაა ჩარლის საბოლოო პასუხი.
სხვა დანარჩენი – ჭკვიანი , სულელი, ვუნდერკინდი, უუნარო, უნარშეზღუდული
ადამიანის მიერ დაწესებული კლიშეებია.
სიმართლე ერთია ჩვენ ყველნი განსაკუთრებულები ვართ და ვიმსახურებთ
ბედნიერების იმ განცდას, როგორსაც ჩვენი გონება აღიქვამს.
მადლობა
ყურადღებისთვის
!

You might also like