You are on page 1of 3

სალექციო კურსი ,,შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“

პლატონი

ნანუკა სებისკვერაძე

სამართლის ფაკულტეტი
კურსის ხელმძღვანელი - ემზარ ჯგერენაია
სემინარისტი - ზვიად ზალიკიანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2022


პლატონის იდეალური მმართველი
1)პლატონი - სახელმწიფო წიგნში ,,შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ გვ 11-68
თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2019

ამ მითის საბაზო იდეა მაინც ისაა, რომ იდეალური სახელმწიფოს არსებობის შესაძლებლობა
იდეალურ სამართალზე დგას. პლატონის აზრით, იდეალური სახელმწიფოს პოტენციური
მეთაურისთვის სასურველი თვისებები გააჩნია ფილოსოფოს ადამიანს, რადგან ფილოსოფოსი
ადამიანები არიან ბრძენი ადამიანები, ასევე ყურადღებიანი, მათი ყურადღების მიღმა არაფერი რჩება,
არასდროს. იდეალური სახელმწიფოს მმართველი ისეთ თვისებებსაც უნდა ფლობდეს, როგორიცაა:
სიცრუის სიძულვილი, ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი, გულწრფელობა, არა მატერიალისტობა,
ყურადღებიანობა, დიდსულოვნება, სიმამაცე და ასე შემდეგ. ამასთან ერთად ის უნდა იყოს საკუთარ
საქმიანობაზე შეყვარებული მმართველი და უნდა იღებდეს სამართლიან გადაწყვეტილებებს,
ნებისმიერი რამის ადვილად ათვისების უნარი უნდა გააჩნდეს და მისი სიბრძნის სიყვარული არ უნდა
იყოს ყალბი, მოჩვენებითი. ამასთან ერთად მას აქვს იმის წვდომის უნარი, რაც ჩვეულებრივი
ადამიანისთვის შეუძლებელია, მიუწვდომელია. უბრალო ადამიანებისგან შედარებით არა მხოლოდ
იციან რა არის ჭეშმარიტება, არამედ სრულიად იციან მისი არსის შესახებ და ამასთან ერთად იცავენ
კიდევაც მას თუ ეს საჭირო გახდა. ჩემი აზრით, პლატონმა დაგვიხატა ყოველმხრივ იდეალური
სახელმწიფოს მმართველი და მოცემული ტექსტიდან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა რომ, ის
იზიარებდა შემწყნარებლურ პოლიტიკას.
გამოქვაბულის მითი, იგივე ,,მღვიმის ალეგორია“ ინფორმაციას გვაწოდებს სიბნელიდან სინათლეში
გასვლასა და ნამდვილი ჭეშმარიტების აღქმის შესახებ. გამოქვაბულში ადამიანები არიან ჯაჭვით
დაბმულნი, მათ არ აინტერესებთ მათ გარშემო რა ხდება, არც ინტერესდებიან, მათი მთელი
ყურადღება მიმართულია მათ წინ კედელზე გამოსახული ჩრდილებისაკენ. ჩრდილებისაკენ,
რომლებიც გამოსახულია ნამდვილი საგნებისგან, ამიტომ ისინი არ შეესაბამებიან რეალობას,
სინამდვილეს. წლების მანძილზე ეს ადამიანები ამ ჩრდილებს აღიქვამენ, როგორც რეალურს საგანს.
საბოლოოდ, ამ ადამიანებიდან ერთ-ერთი გაბედავს რეალური სამყაროს შეცნობას. ის
გათავისუფლდება. მაგრამ მალევე დაბრუნდება რომ დანარჩენ ადამიანებსაც უამბოს გამოქვაბულის
მიღმა არსებული ჭეშმარიტების შესახებ, რადგან ის თავს ვალდებულად თვლის რომ სხვაც აზიაროს
რეალობას და ანახოს ჭეშმარიტება, თუმცა მღვიმეში მყოფი თანამოძმეები არ დაუჯერებენ მის არც ერთ
სიტყვას. სწორედ სიბნელიდან სინათლეში გასულ ადამიანში იგულისხმება ფილოსოფოსი, როგორც იმ
ადამიანს არ დაუჯერეს ჭეშმარიტების არსებობის შესახებ, ასევე არ დაუჯერებს საზოგადოება
ფილოსოფოსს, რადგან საზოგადოებას არ ძალუძს შეიცნოს და გაიაზროს ის ჭეშმარიტება, რომლის
შეცნობაც და გააზრებაც შეუძლია მას. ადამიანებს მუდამ სჯერათ იმის რასაც ხედავენ, ამიტომ უჭირთ
მარტივად დაიჯერონ ის რაც მათთვის უცხო და ახალია, სწორედ ამიტომ არ დაუჯერა ბრბომ იმ
ადამიანს, ვინც გაბედა სინათლეში გასვლა, რადგან სიბნელეს შეჩვეულ თვალს სინათლის აღქმა
გაუჭირდა. მითში სინათლე შეიძლება ჩაითვალოს სიმართლის, რეალობისა და ჭეშმარიტების
ალეგორიულ სახედ.
მოკლედ რომ ვთქვათ, უბრალო ადამიანი არ ინტერესდებიან რეალური სამყაროს შეცნობით, მათ
შეუძლიათ წლების მანძილზე უყურონ ,,ჩრდილებს“ უმოქმედოდ. შემიძლია ისიც ვთქვა რომ
ფილოსოფოსი ადამიანების ნააზრევი რთული, ბუნდოვანი და გაუგებარია ჩვეულებრივი
ადამიანებისათვის, ამის გამო ხშირად ხდება მათ შორის დაპირისპირება გარკვეულ საკითხებში.
ფილოსოფოსები ბრბოზე ზემდგომები არიან მათ შინაგანი და გონებრივი თვისებების
გათვალისწინებით. პლატონი ბრბოს რადიკალურად განასხვავებს ბევრი მიზეზებით, მაგალითად,
ბრბოს არ სურს აღიქვას რეალობა, ფილოსოფოსი ადამიანი კი ისწრაფვის მის შეცნობისკენ, ის
ცდილობს არ დატოვოს არცერთი დეტალი. ფილოსოფოსები ხვდებიან რომ აზრი არ აქვთ მათ ჩარევას
იმ საკითხებში სადაც ბრბოს ანუ საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია, რადგან იციან თუ რამე
საწინააღმდეგო დაამტკიცეს ისინი იმაზე სწრაფად დაესხმევინ თავს, ვიდრე რამეს გაიაზრებენ და
მოიმოქმედებენ. ფილოსოფოსები ერევიან მხოლოდ ისეთ საკითხებში, რომლებიც წაადგება
სახელმწიფოს რამეში ან იციან რომ მათ ჩარევას მოჰყვება კარგი შედეგი.
იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ხდებიან ფილოსოფოსი ადამიანები უკეთურები, პლატონი
რამდენიმე ვარიანტს ასახელებს, როდესაც ისინი იზრდებიან ისეთ საარსებო გარემოში, სადაც არ აქვთ
იმის ხელშემწყობი პირობები რომ განავითარონ საკუთარი ნიჭი, ან ისინი უსაქმურობით ცდილობენ
მოიპოვონ ფილოსოფოსის სტატუსი, ან ცდილობენ რომელიმე ფილოსოფოს მიბაძონ და მათ
თანამოსაქმეებად წარმოაჩინონ თავი. პლატონის აზრით, ფილოსოფოს ადამიანის ეს ნიჭი აქვს
დაბადებიდან, ამიტომ მას უნდა ჰქონდეს ისეთი საარსებო პირობები რომ ეს ნიჭი უფრო განავითაროს,
წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად მიაღწევს ნებისმიერ სიქველეს, მივიღებთ ფილოსოფოსის
მაგივრად სრულიად საპირისპირო შედეგს. სოფისტები კი, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში,
როდესაც მოღვაწეობდნენ სიბრძნის საუკეთესო მასწავლებლად სახელდებოდნენ, არიან ისეთი
ადამიანები, რომლებსაც თავი ისეთ ბრძენებად მოაქვთ რომლებიც ,,მხეცის“ ბუნების შესწავლით და
დაკვირვებით იღებენ ცოდნას, ისინი ქადაგებენ იმას რის გამოცდილებაც არ აქვთ, ან ხშირ შემთხვევაში
არც იციან რა არის სამართლიანი ან უსამართლო, მოსაწონი ან დასაწუნი.
დიალექტიკა არის სწავლება უდიდესი საერთო კანონმდებლობის ჩამოყალიბების და განვითარების,
ამიტომ მისი პროგრესირებადი და მზარდი მოძრაობა აძლევს აზროვნების პროცესს თანდათან უფრო
განვითარებულ ხასიათს, დიალექტიკა ამტკიცებს ჭეშმარიტებას. დიალექტიკა არის ცოდნის უმაღლესი
წერტილი, ამიტომ ის მნიშვნელოვანია.

You might also like