You are on page 1of 5

ნიკა მინაშვილი

პლატონი

2022
პლატონი

ფილოსოფია ბერძნული სიტყვაა და სიბრძნის სიყვარულს ნიშნავს.


ფილოსოფოსი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს სიბრძნე და ეძებს
ყველაფერში იდეის არსს. აღსანიშნავია, რომ ეს ყოველივე ერთეულთა ხვედრია.
სწორედ, აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა, რომ ვიყოთ ბრძენნი, უნდა
შევიყვაროთ სიბრძნე და ვიღვაწოთ ამ მიზნისკენ.
ამ სიტყვის განმარტება ყველაზე მკაფიოდ ჩამოაყალიბა ძვ.წ IV საუკუნეში
პლატონმა თავის ნაწარმოებში „სახელმწიფო“, სადაც აღწერილია მისი
მასწავლებლის, სოკრატეს სწავლებები. ტექსტი იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი
კითხვით, თუ ვინ არის ჭეშმარიტი ფილოსოფოსი. პლატონის თქმით, ნამდვილ
და ჭეშმარიტ ფილოსოფსს უნდა შეეძლოს ნებისმიერი საგნის არსის გაგება და
თუ მას ეს არ შეუძლია, ის ბრმისგან არაფრით განსხვავდება.
მისივე გადმოცემით, ადამიანი თუ ჭეშმარიტი ფილოსოფოსია ვნებიანად უნდა
მიელტვოდეს ცოდნას, ხოლო თუ იგი ყოველივე ამას წამებად თვლის, მაშინ
ფილოსოფოსთა სიაში ვერ ჩაიწერება. პლატონი, ასევე გამოყოფს ნამდვილი
ფილოსოფოსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თვისებას − გულწრფელობას. მისი
აზრით, ჭეშმარიტ ფილოსოფოსს უნდა სძულდეს სიცრუე და გმობდეს მას.
ამასთანავე, იგი უნდა იყოს სამართლიანი, თვინიერი, დიდსულოვანი,
დახვეწილი, მამაცი, ასევე უნდა ჰქონდეს კარგი მახსოვრობის უნარი. თუ ეს
ყველა თვისება ბუნებამ არ გიბოძა, მაშინ ჭეშმარიტი ფილოსოფოსის სახელი
ვერ დაგერქმევა. „როცა გსურს განიხილო, ფილოსოფიურია თუ არა სული,
დაუკვირდი და სიყმაწვილეშივე შეატყობ, სამართლიანია და თვინიერი თუ
უხიაგი და ველური.“ (პლატონი, 2019, 13 გვ) პლატონი მიგვანიშნებს, რომ თუ
გვინდა რომ გავიგოთ ადამიანს სიბრძნე უყვარს თუ არა, მაშინ უნდა
დავაკვირდეთ მას ბავშვობიდანვე, რადგან ყველა თვისებას, რაც გააჩნია
ფილოსოფოსს, პატარა ასაკიდანვე იწყებს გამომჟღავნებას.
პლატონმა ადიმანტის სახით წარმოგვიდგინდა მოწინააღმდეგე მხარე,
რომელიც გაურკვევლობაშია. იგი სოკრატეს ეწინააღმდეგება ერთ-ერთ
საკითხში, სადაც ის საუბრობს ფილოსოფოსის უსარგებლობაზე. მისი აზრით,
ადამიანი, რომელიც მთელ ცხოვრებას სწირავს ფილოსოფიის შესწავლას და
სხვა საქმით არ არის დაკავებული, ის უბრალოდ გონიერი ჩანს და სახელმწიფოს
არაფერში ადგება და მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ უნდა ვიღვწვოდე
ფილოსოფოსობისკენ თუ სახელმწიფოსთვის უსარგებლო ვიქნები?. სოკრატეს
პასუხი ამ კითხვაზე კი უდაოდ საინტერესოა. იგი პარალელს ავლებს
ზღვაოსნებთან, რომლებიც არიან ხომალდზე და იბრძვიან მესაჭეობისთვის
ყოველგვარი ცოდნის გარეშე. სწორედ, ასე ხდება ხმელეთზეც, სადაც
ადამიანები იბრალებენ ფილოსოფოსობას, რადგან მართონ სახელმწიფო.
აქედან გამომდინარე, იჩაგრება ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, რომელსაც
რეალურად აქვს უნარი მართოს სახელმწიფო, მაგრამ სხვა ადამიანების თვალში
ისინი მხოლოდ მაღალფარდოვნად მოსაუბრე ყბედები არიან, რადგან არ იციან,
რომ სახელმწიფოს მართვა უნდა ანდონ მათ, ვისაც ამის გონებრივი უნარები
გააჩნია და არა იმათ, ვინც მოახერხებს სხვადსხვა გზებით სახელმწიფოს
მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას ყველანაირი ცოდნის და გამოცდილების
გარეშე. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ჭეშმარიტი მმართველი არ სთხოვს
ქვეშევრდომებს მიქვეშევრდომეთო, არამედ პირიქით. „ყველაზე მძიმე და
ყველაზე საშინელ ბრალდებას კი სწორედ ისინი უყენებენ ფილოსოფოსებს,
ვისაც ჰგონია, რომ ფილოსოფოსობა მათი საქმეა. შენს მიერ ხსენებული
ფილოსოფიის მგმობელის სიტყვით, ფილოსოფოსთა უმრავლესობა ყველაზე
უკეთური ხალხია, ხოლო ბრძენკაცნი უსარგებლონი და უმაქნისნი არიან“
(პლატონი, 2019, გვ 17) პლატონი წერს, რომ ვინც ბრალდებებს უყენებენ
ჭეშმარიტ ფილოსოფოსებს, სწორედ მათ ჰგონიათ თავიანთი თავი
ფილოსოფოსები. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ ფილოსოფოსთა
უმრავლესობა უკეთურნი არიან, ხოლო ბრძენკაცნი უსარგებლონი. იგი
აგრძელებს საუბარს ფილოსოფოსთა უკეთურებაზე. მისი აზრით, „ხრწნის და
ფილოსოფიას აშორებს სულს ყოველივე ის, რაც სიკეთედ მიაჩნია ბრბოს:
სილამაზე, სიმდიდრე, გავლენიანი ნათესაობა და სხვა მისთანანი“ (პლატონი,
2019, გვ 19). პლატონი გადმოგვცემს, რომ ადამიანი თუ სათანადო გარემოში არ
იზრდება, ის კარგავს თავის თვისებებს, რაც უფრო ძლიერია მეტად: „ცუდი
უფრო მკვეთრად უპირისპირდება კარგს, ვიდრე არა კარგს.“ (პლატონი, 2019, გვ
19). ადამიანი, რომელიც ბუნებამ ფილოსოფოსის უნარებით დააჯილდოვა
ხელს უნდა უწყობდეს გარემო პირობები, სადაც მას ღზრდიან, რადგან თუ ეს
საპირისპიროდ მოხდა, შესაბამისად მივიღებთ არასასურველ შედეგს თუ
ღმერთი არ შეეწია, ეს არის ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა, რისი
დაშვებაც შეგვიძლია. ძირითადად, ფილოსოფიური ბუნებით
დაჯილდოვებული ადამიანი, თვითონვე ღალატობს თავის მოწოდებას,
როდესაც შეუსაბამო გარემოში უწევს ცხოვრება და ყოველივე ამაში დამნაშავე
ისევ ბრბოა, რომელსაც სიკეთედ სიმდიდრე მიაჩნია. პლატონი გვიხსნის, რომ
ადამიანთა ჯგუფი, ვინც ასეთ პირობებში ზრდის ადამიანებს არიან სოფისტები,
რომლებიც ბრბოს თავს აჩვენებენ, როგორც სიბრძნისმოყვარე ხალხი და ამას
იყენებენ მათ სამართავად, ვინაიდან იციან, რომ ფილოსოფოსობა ყოვლად
დაფასებულია, მაგრამ ისინი ჭეშმარიტ ფილოსოფოსებს უკანა პლანზე
იტოვებენ. ამის არგუმენტად, პლატონს მოჰყავს კაცი, რომელიც უვლის და
პატრონობს მხეცს, რადგან შეისწავლოს მისი ბუნება, სურვილები, ზნე და ეს
ყველაფერი გამოიყენოს მის სამართავად, მაგრამ არ ინტერესდება მისი ქცევა
კარგია თუ ცუდი, სამართლიანი თუ უსამართლო. სწორედ, ასე იქცევიან
სოფისტები ხალხის მიმართ. ისინი ცდილობენ, რომ დააკმაყოფილონ ბრბოის
გემოვნება, ხოლო თუ აქედან ვინმე დაიწყებს იმის გარკვევას კარგია ეს თუ
ცუდი, ის ხალხის თვალში დაცინვის საგანი გახდება. აქედან გამომდინარე,
პლატონი აკეთებს დასკვნას, რომ ვინც ფილოსოფოსობს, აუცილებლად იგმობა
ბრბოის მიერ. იგი აღნიშნავს, რომ თუ, სწორედ, ის ადამიანი აქცევს ზურგს
ფილოსოფიას, ვისაც ბუნებით ხვდა წილად, ის ეულად და უნაყოფოდ რჩება,
ხოლო მიტოვებულ ფილოსოფიას ეპატრონებიან უღირსნი და, სწორედ, ისინი
უტხენ სახელს მას. აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანები, როდესაც მართავენ
სახელმწიფოს, მისი ხალხიც მათ აზროვნებას ექვემდებარება და ასე
უფასურდება ფილოსოფიის იდეა. პლატონი გვიხსნის, რომ ძალიან მცირეა იმ
ადამიანთა რიცხვი, ვისაც შეუძლია ღირსეული ურთიერთობა დაამყაროს
ფილოსოფიასთან. ესენი შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, ვინც შეძლეს
კეთილშობილების შენარჩუნება და უკეთური საზოგადოების
ზემოქმედებისგან თავის დაღწევა, ან ის ვინც სამართლიანად გაიაზრა, რომ
ფილოსოფია ბევრად აამაღლებდა სულიერად, ვიდრე მისი ხელობა.
ფილოსოფოსობის ღირსი არის ადამიანი, ვინც თავს ისე გრძნობს, როგორც
ველური მხეცების ხროვაში, არ შეუძლია მოკავშირის პოვნა, ვისთან ერთადაც
სამართლიანობას მიაღწევს ისე, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად არ
დაუჯდეს. ამ პირობებში ცხოვრბიდან გამომდინარე, ის მაინც ახერხებს, რომ
შეინარჩუნოს სიმშვიდე და სიმყუდროვეში აკეთოს თავისი საქმე. ამასთან, იგი
ბედნიერია, რომ მთელი ცხოვრება ასეთი სინამდვილისგან შორს იქნება და ასე
გალევს წუთისოფელს.
ბიბლიოგრაფია:

1) პლატონი. „სახელმწიფო“, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, მე-7


გამოცემა, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,
2019.

You might also like