You are on page 1of 4

ნიკა მინაშვილი

„ყველა სახელმწიფო, ყოველგვარი მმართველობა, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ


ადამიანებზე მბრძანებლობის უფლება, ან რესპუბლიკაა, ანდა სამთავრო.“ (ნიკოლო
მაკიაველი, 2019, გვ 123) ამ შემთხვევაში, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ
სამთავროებზე. ნიკოლო მაკიაველის „მთავრის“ მიხედვით, მმართველობა
გადაეცემათ მემკვიდრეობით საგვარეულო დინასტიებს ან ახალი მმართველები
ძალისმიერი დაპყრობით იგდებენ ხელში ძალაუფლებას. მისი თქმით,
მემკვიდრეობით გადაცემული სამთავროს მართვა მეტად მარტივია, ვინაიდან არ არის
საჭირო თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა , ხოლო რაც შეეხება შერეულ სამთავროს,
უფრო რთულად არის ყველაფერი, რადგან ახალი მმართველი დგება ისეთი
გამოწვევების წინაშე როგორიც არის, მაგალითად, ხალხის დამორჩილება და გულის
მოგება, მაგრამ ეს ასეთი მარტივი არ არის. საზოგადოება მიჩვეულია წინა მმართველს
და მის მიდგომებს, ხოლო ახალ მმართველს უწევს თავისი მმართველობის ფორმის
ჩამოყალიბება, რაც იწვევს მორჩილებაში მყოფი ხალხის გაღიზიანებას და შემდგომ
აჯანყებებს. აქედან გამომდინარე, მაკიაველი გვთავაზობს დაპყრობისა და შემდგომ
მმართველობის შენარჩუნების რამდენიმე გზას. იგი ერთ ვარიანტად განიხილავს
დაპყრობილ სახელმწიფოში ძველი მმართველის დაწესებული კანონებისა და
გადასახადების შენარჩუნებას, რადგან არ მოახდინოს მოსახლეობაზე უარყოფითი
ეფექტი. ასევე ნიკოლო საუბრობს სახელმწიფოს დაპყრობის სამ სხვადასხვა გზაზე: იმ
მომენტიდან, როგორც კი ქვეყანას დავიპყრობთ უნდა დავასახლოთ ჩვენი ხალხი იმ
ტერიტორიაზე ან დავაყენოთ ჩვენი სამხედროები კონტროლის მიზნის. ასევე,
შესაძლებელია დაპყრობილი სახელმწიფოს კოლონიად ქცევა. ამ ეტაპის შემდეგ,
მაკიაველი საუბრობს მის შენარჩუნების გზებზე. ვინაიდან, მოსალოდნელია, რომ
ჩვენს მიერ დაპყრობილი სახელმწიფოს საზოგადოება არ დაეთანხმოს ჩვენს პირობებს,
ყველაზე მარტივი და რადიკალური გადაწყვეტილება არის მათი მიწასთან გასწორება
და განადგურება. მეორე შემთხვევაში, შედარებით ლმობიერად ვიქცევით და ვაძლევთ
თავიანთი კანონებით ცხოვრების საშუალებას , მაგრამ ამასთან ხარკის გადახდას
ვავალდებულებთ. ავტორი ბოლო ვარიანტად განიხილავს დაპყრობილ
ტერიტორიაზე საკუთარი ხალხის დასახლებას. მიუხედავად მისი შემოთავაზებული
დაპყრობისა და მმართველობის შენარჩუნების გზებისა, თავად ყველაზე ოპტიმალურ
გადაწყვეტილებად მიწასთან გასწორებას თვლის, რადგან ამ ხალხს ყოველთვის ექნება
სურვილი დაკარგული თავისუფლების აღდგენისა და მუდმივ ბრძოლებში მოუწევს
ახალ მმართველს ყოფნა, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ დავასახლებთ, ისინი
უკვე მიჩვეულები არიან მორჩილებაში ყოფნას, ამიტომ აზრადაც არ მოუვათ
მმართველთა წინააღმდეგ წასვლა: „პირველი: მიწასთან გაასწორო ისინი; მეორე:
პირადად დასახლდე იქ; მე- მთავარი 137 სამე: თავიანთი კანონების მიხედვით
ცხოვრების ნება მისცე და ხარკი დაადო მათ, ხოლო მმართველობა მცირერიცხოვან
პირთ გადასცე, რომლებიც შეგინარჩუნებენ ამ ქვეყნების მეგობრობას“ (ნიკოლო
მაკიაველი, 2019, გვ 136-137) ფილოსოფოსი განმარტავს თუ როგორ უნდა გავზომოთ
მთავრის სიძლიერე. მისი აზრით, ყველაზე ძლიერი მთავარი არის ის, ვისაც აქვს
დიდძალი ქონება და მრავალი ლაშქარი, რადგან ის ყოველთვის დაცულია თავის ციხე-
სიმაგრეში. აქედან გამომდინარე, იშვიათად მოიძებნება ისეთი გაბედული ადამიანი,
ვინც გადაწყვეტს, რომ ასეთ დონეზე დაცული მმართველი მიწასთან გაასწოროს და
თუ მაინც გადაწყვეტს, იგი საქვეყნოდ შერცხვენილი უკან გაბრუნდება. ამასთან,
მთავარმა იმ პატარა ტერიტორიიდან, სადაც თავს დაცულად გრძნობს უნდა
აკონტროლოს და მოამარაგოს დანარჩენ ტერიტორიებზე დასახლებული ხალხი,
რადგან მათი უკმაყოფილება არ გამოიწვიოს, არამედ პატივისცემა და სიყვარული
მოიპოვოს. მაკიაველი განიხილავს შემთხვევას, როდესაც მმართველისგან მოშორებით
მყოფ ხალხს მტერი თავს დაესხმება, აქედან გამომდინარე კი ხალხი ვერ მოითმენს და
მთავარს დაუპირისპირდება. ამ საკითხზეც აქვს პასუხი ავტორს: იგი ფიქრობს, რომ
მთავარი თუ ძლიერია, მაშინ იპოვის ყველანაირ საშუალებას, რომ ანუგეშოს თავისი
ხალხი ან მტრის სისასტიკის შიშს ჩაუნერგავს მათ. ასევე, შესაძლებელია მოახდინოს
უკმაყოფილების გამომხატველი ხალხის ლიკვიდირება და თავიდან მოცილება.
სწორედ, ამ ყოველივეზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭკვიანი და გონიერი
მმართველი იპოვის გზას, რომ თავის ხალხს მისცეს საჭმელ-სასმელი და საბრძოლო
ეკიპირება, რაც ხალხს მოტივაციას აუმაღლებს და არასდროს დაეცემიან: „გონიერი
მთავარი, დასაწყისშიც და შემდეგშიაც, ადვილად შესძლებს იმას, რომ
ალყაშემორტყმული მოქალაქენი არ დაეცნენ სულით, და არც დაეცემიან, თუკი
სასმელ-საჭმელი ან საომარი მასალა არ შემოაკლდათ“ (ნიკოლო მაკიაველი, 2019, გვ
123) ნიკოლო მაკიაველი ჰყვება იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია
მმართველი ფლობდეს საბრძოლო ხელოვნების უნარებს, რაც შეიძლება
გამოიხატებოდეს საქმითა და გონებით. იგი ფიქრობს, რომ მთავრები , რომლებიც
ორიენტირებულები იყვნენ სამხედრო განვითარებისკენ მეტად წარმატებულები
გახდნენ, ხოლო ვისთვისაც გართობა და ნადიმები იყო პრიორიტეტი, დიდ წილად
მარცხს განიცდიდნენ. მისთვის შეუსაბამობაა, როდესაც უიარაღო მმართველს
ემორჩილება შეირაღებული არმია. ამავდროულად კი, ეს ყოველივე
განმაპირობებელია სამხედროების მხრიდან ზიზღისა მმართველის მიმართ,
შესაბამისად დაუცველი ხდება მთავარი. მმართველი მშვიდობიანობის დროსაც კი
სამხედროს განვითარებაზე უნდა ფიქრობდეს და მუდმივად ომის მოლოდინში უნდა
იყოს. ავტორი განმარტავს თუ რა მოცემულობით უნდა იყოს ჩართული მთავარი
სამხედრო საქმიანობაში. იგი უნდა ახდენდეს სისტემატიურ წვრთნას თავისი არმიისა
და ამასთან , ხშირად უნდა დადიოდეს სანადიროდ, რაც ხელს შეუწყობს მის ცოდნას,
თუ როგორია მისი სამთავროს რელიეფი. შედეგად კი, ომიანობის დროს, წინასწარ
ექნება განსაზღვრული როგორ უნდა დაამარცხოს ისინი. რაც შეეხება გონებით
ჩართულობას სამხედრო ხელოვნებაში, გულისხმობს ისტორიის ზედმიწევნით
ცოდნას, ვინაიდან ეს დაეხმარება შეისწავლოს რა დროს როგორ მოიქცეს, აიღოს
მაგალითი წარმატებული მმართველებისგან და ისწავლოს დამარცხებული
მმართველების შეცდომებზე. ნიკოლოს მაგალითად მოჰყავს სხვადსხვა მმართველები,
ვინც ბაძავდნენ წინარე მთავრებს, რის შედეგადაც მათ მიაღწიეს სასურველ მიზანს და
შედეგს. სწორედ, ასეთი მიდგომა არის ყოველგვარი წარმატების საწინდარი:
„ახსოვდეს, სად აზიდულან მთები, სად მთავრდებიან ხეობები, სად გაშლილან ველ-
მინდვრები, სად მიიკლაკნებიან მდინარეები და სად გაწოლილან ჭაობები. ყოველივე
ამას დიდი გულისყურით უნდა ეკიდებოდეს“ (ნიკოლო მაკიაველი, 2019, გვ 128)
ბიბლიოგრაფია:

1) ნიკოლო მაკიაველი. „მთავარი“, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, მე-7


გამოცემა, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019

You might also like