You are on page 1of 3

რენესანსის ეპოქის გამორჩეულ პოლიტიკურ მოაზროვნეს, ნიკოლო მაკიაველის

შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს მისი ,,მთავარი“, რომელშიც ავტორი


მიმოიხილავს და ანალიტიკურად მსჯელობს სახელმწიფოს, მისი მართვის იდეასა და
კონკრეტულ გზებზე. მაკიაველის მსოფლმხედველობა არ შემოიფარგლება სამყაროს,
თუ ქვეყნის მოწყობის ფილოსოფიური იდეებით, არამედ იგი ფაქტობრივად
უპირისპირდება ასეთ გაგებას და თავისი ნაშრომით საფუძველს უყრის პოლიტიკურ
რეალიზმს, ანუ მსჯელობას რეალურ ფაქტებსა და მოვლენებზე და შედარებით უკეთესი
გზის პოვნას იმისათვის, რომ ძლიერი სახელმწიფოებრივი წარმონაქმები
ჩამოყალიბდნენ და იარსებონ.

მაკიაველის ,,მთავარის“ ძირითადი საკვანძო საკითხი არის არა სახელმწიფო, არამედ


უშუალოდ პიროვნება, რომელიც მართავს მას. მნიშვნელობა არ აქვს თუ მმართველობის
რა სისტემაა წამყვანი, რეალურად სათავეში მყოფი პირი მაინც ერთია და მაკიაველი
თავისი ნაშრომის სამიზნედ სწორედ ასეთ პირებს ირჩევს. მისთვის მთავრის პიროვნება
თითქმის სახელმწიფოებრიობის დონემდეა აყვანილი. ცხადია, რომ სახელმწიფოს
უმაღლეს მმართველებს სჭირდებათ შესაბამისი კომპეტენცია, რათა გაუმკლავდნენ იმ
ტვირთს რასაც ძალაუფლება და მისი სწორად გამოყენება ჰქვია. სწორედ ამიტომ,
ნიკოლო მაკიაველი ხაზს უსვამს რომ მთავარს ხელს უნდა უწყობდეს მისი ბუნებაც,
რაშიც მისი შესაძლებლობების ფართო სპექტრი იგულისხმება. უმთავრეს და ყველაზე
გამოყენებად უნარად, დასახელებულია სამხედრო უნარები, რაც გამოიხატება როგორც
უშუალოდ ფიზიკური, ისე თეორიულ-სტრატეგიული უნარების ქონასა და მუდმივ
სრულყოფაში. მაგალითად, მაკიაველი მიიჩნევს რომ ნადირობა მთავრის საუკეთესო
ნაბიჯია, რომლითაც მას ორივე მიზნის მიღწევა შეუძლია, ფიზიკური ვარჯიში და
მუდმივი დაკვირვებების შედეგად გარემომცველი სივრცის შესწავლა, რაც მას დიდად
შეუწყობს ხელს მომავალ სამხედრო ექსპედიციებსა თუ თავდაცვით ბრძოლებში ჯარის
მეთაურობისას. მაკიაველი დიდი პატივისცემით მოიხსენიებს აქაველთა მთავარ
ფილოპომენეს, რომელიც მშვიდობიანობის დროსაც კი მუდმივარ თეორიულ სამხედრო
საკითხებს უტრიალებდა და ცდილობდა სტრატეგიის დახვეწას, რისი შედეგიც იყო ის,
რომ იგი ყველა საბრძოლო ამოცანას დიდი წარმატებით ასრულებდა.1

მთავრისათვის აუცილებელ თვისებებზე საუბრისას, ნიკოლო მაკიაველი გამოყოფს ორ


მნიშვნელოვან მახასიათებელს: კანონსა და ძალას და მიუთითებს, რომ კანონები
ადამიანებისთვის, ხოლო ძალა კი ცხოველებისათვისაა დამახასიათებელი, თუმცა
გამომდინარე ადამიანების ბუნებიდან, მხოლოდ კანონებზე დამყარებული
მმართველობით შეუძლებელია პრობლემების გადაჭრა და სტაბილურობის
1
ნიკოლო მაკიაველი. ,,მთავარი“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1. გვ, 147. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წელი.
შენარჩუნება. ამიტომ საჭიროა მთავარი კანონებთან ერთად ძალის ხელოვნებასაც
ფლობდეს. სწორედ ამ აზრის გასამყარებლადაა მოყვანილი კენტავრ ქირონის სახე,
როგორც ადამიანური და ცხოველური საწყისების გამაერთიანებლის, რომელსაც ძველი
დროის მთავრებს აბარებდნენ აღსაზრდელად. ამის აზრი კი იმაში უნდა დავინახოთ,
რომ რადგან თავად ქირონი იყო ორმაგი ბუნების მატარებელი არსება და თავის თავში
აერთიანებდა ცხოველურს და ადამიანურს, მას ყველაზე უკეთ შეეძლო მთავრებისათვის
ერთნაირი წარმატებით ესწავლებინა კანონით, ანუ ადამიანების ენითა და ძალით, ანუ
ცხოველური მახასიათებლებით მოქმედება და სწორი ლავირება.2

ლომისა და მელას შედარებაც, სწორედ ქირონის შედარებას ამყარებს და მთავრის


ორმაგი, ოღონდ აუცილებელი სტანდარტების საჭიროებას უსვამს ხაზს. ამ ცხოველებად
გარდაქმნა მთავარს მაშინ ჭირდება, როდესაც ბრძოლის ადამიანური გზიდან
ცხოველურში გადადის. ლომი ცხოველთა მეფე და ყველაზე ძლიერი მხეცია, რომელსაც
მოწინააღმდეგეების დამარცხება შეუძლია. მგლები სწორედ ის მოწინააღმდეგები არიან,
რომლებიც მთავრისათვის ძალაუფლების წართმევას ან მისი სამფლობელოს დაპყრობას
ლამობენ. ასეთ დროს, მეთაურს სწორედ რომ ლომისებური თვისებები სჭირდა, რათა
დაიცვას ის რაც მას ეკუთვნის. თუმცა ლომის ბუნება არაა სრულყოფილი და ამ
ნაკლულობის ამოვსებას მაკიაველი მელიის ჩართვით ახერხებს. მელა ყველაზე ეშმაკი
და ცბიერი ცხოველი. სწორედ მისი ეს თვისებები სჭირდება მთავარს, რათა დაინახოს
მის გვერდით, კეთილისმსურველებში შერეული მტრები, რომლებიც ძირს უთხრიან მის
ძალაუფლებას და ხელსაყრელ დროს ელიან თავიანთი მიზნების ხორცშესასხმელად.

მთავრებზე საუბრისას მაკიაველე ასკვნის, რომ რთულად მოსაძებნია ხელისუფალი,


რომელსაც მისთვის აუცილებელი ყველა თვისება ახასიათებს. ასეთ ვითარებაში მას
ერთადერთ გამოსავლად თვისებების მოჩვენებითობა ესახება, როდესაც მთავარი ყველას
აჩვენებს რომ თითქოს ფლობს მისთვის ასე საჭირო სამხედრო თუ პოლიტიკურ
უნარებს. მაკიაველი უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ საკუთარი, თუნდაც ასე
საჭირო თვისებების ფლობა და გამომჟღავნება შეიძლება ძვირად დაუჯდეს მთავარს,
მაშინ როცა მოჩვენებითობა და საკუთარი ბუნების გარდასახვის უნარი ყოველთვის
მიაღწევინებს სასურველ შედეგს.3

მნიშვნელოვანია მოსახლეობის დამოკიდებულება მთავრისადმი. სიყვარულისა და


სიძულვილის შესაძლო ვარიანტებიდან მაკიაველი სიყვარულს ირჩევს და მთელი რიგი

2
ნიკოლო მაკიაველი. ,,მთავარი“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1. გვ, 154. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წელი.

3
ნიკოლო მაკიაველი. ,,მთავარი“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1. გვ, 155. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წელი.
ისტორიული მაგალითების მოხმობით ასაბუთებს, რომ მთავრის მიერ საკუთარი
ძალაუფლების განმტკიცება და შენარჩუნებაწარმოაუდგენელია იმ პირობებში, როდესაც
საკუთარ ხალხთან სიძულვილის გრძნობა აკავშირებს, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი
ფაქტობრივად მარტო რჩება და მისი მოძულე ხალხი კი გარეშე მტრების მოკავშირედ
განიხილება, ეს კი უეჭველ აღსასრულს მოასწავებს. ამიტომ, მაკიაველის რჩევაა ,რომ
მთავარმა ყველაფერი უნდა იღონოს ხალხის გულის მოსაგებად და სწორი პოლიტიკით
სასიკეთოდ წარმართოს ქვეყნის საქმეები.

რაც შეეხება ბედისწერასა და მის გავლენას, ამ საკითხს მაკიაველი რეალისტურად


უყურებს და მიიჩნევს, რომ ბედისწერა არ არის ის დაუძლეველი ძალა, რომლისგან
თავის დაცვაც არ შეიძლება. ბედისწერა უფრო სუსტების თავის გასამართლებელი
საბუთია, მაშინ როდესაც ძლიერები წინასწარვე სპობენ ყველა შესაძლო საფრთხეს და
,,ბედისწერის“ ქვეშ ამოფარებულ ძალებს მიმართავენ იმათ წინააღმდეგ, ვისაც ვერ
მოუწესრიგებია საკუთარი ქვეყნის საქმეები და თავისივე სისუსტის გამო არ შესწევს
თავდაცვის უნარი. მაკიაველი ბედისწერასთან ბრძოლის მომხრეა და ამ ბრძოლაში
გამარჯვების შანსებსაც ხედავს, თუ მთავრები მის რჩევას გაითვალისწინებენ და ყველა
იმ საფრთხეს აღმოფხვრიან, რასაც არასწორი მმართველობა ქმნის.

ბიბლიოგრაფია
ნიკოლო მაკიაველი. ,,მთავარი“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1. გვ, 105-203. თბილისი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წელი.

You might also like