მაკიაველის პოლიტიკური შეხედულებები

You might also like

You are on page 1of 1

მაკიაველი იყო თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი.

იტალიის უბედურების მიზეზად მისი


დაქუცმაცებულობა მიაჩნდა. აღორძინების ეპოქის პოლიტიკოსთა იდეათა ისტორიაში
მაკიაველიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფო პრობლემისადმი პოზიციებიდან
მიდგომით. კარლ მარქსი მაკიაველს მიაკუთვნებდა იმ პოლიტიკურ მოაზროვნეთა რიცხვს,
რომლებიც სახელმწიფოს იხილავდნენ ადამიანური თვალით და მისი ბუნებრივი კანონები
გამოჰყავდათ არა თეოლოგიიდან, არამედ გონებიდან და გამოცდილებიდან.
მაკიაველის კონცეფციის თანახმად ძლიერ ადამიანს ძალა შესწევს წინ აღუდგეს ბედისწერას,
გაუთვალისწინებელ შემთხვევებს დაუპირისპიროს თავისი ენერგია და გამჭრიახობა. თუ
მმართველს შესწევს უნარი შეაფასოს მდგომარეობა და სიტუაციის შესაბამისად შეცვალოს
პოლიტიკა, მაშინ წარმატება უზრუნველყოფილი იქნება. მაკიაველს საუკეთესო მმართველობის
ფორმად რესპუბლიკა მიაჩნდა, მაგრამ იტალიის მდგომარეობიდან გამომდინარე, იტალიისთვის
ერთხელისუფლებიანობას ანიჭებდა უპირატესობას. მხოლოდ ძლიერი მონარქის ხელში
გახდებოდა შესაძლებელი უცხოელთა უღლისაგან თავისუფალი იტალიური ერთიანი
სახელმწიფოს შექმნა. მაკიაველის აზრით სახელმწიფოს განმტკიცებისთვის დასაშვებია ყველა
საშუალება–ძალადობა, მკვლელობა, სიცრუე, გამყიდველობა; შემდეგ შეიქმნა
ტერმინი მაკიაველიზმი, რომელიც აღნიშნავს მორალის კანონების უარმყოფელ პოლიტიკას.

You might also like