You are on page 1of 40

კარლ მარქსის პოლიტიკური

თეორია
სალექციო კურსი

პოლიტიკური მეცნიერება: სკოლები და კონცეფციები

თბილისი

2014
2
შინაარსი

შესავალი ........................................................................................... 5
1.კარლ მარქსის უკლასო საზოგადოების უტოპია ............... 5
რა არის უტოპია........................................................................... 6
მარქსიზმის უტოპიური ელემენტები ..................................... 7
2.მარქსიზმი როგორც აზროვნების სისტემა .............................. 7
მარქსიზმის მრავალგვარობის პრობლემა .............................. 7
მარქსიზმის დამახასიათებელი ნიშნები............................... 9
3.მარქსიზმის ფილოსოფიური და ეკონომიკური თეორია ... 11
ფილოსოფია ............................................................................... 11
გაუცხოება................................................................................... 12
ისტორიული მატერიალიზმი ................................................ 13
ეკონომიკის წამყვანი როლი.................................................. 14
საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციები .................... 15
4.მარქსის პოლიტიკური თეორია .............................................. 16
კლასთა ბრძოლა ....................................................................... 16
რევოლუციის თეორია............................................................. 18
სახელმწიფოს თეორია ............................................................ 20
პროლეტარიატის დიქტატურა .............................................. 21
უკლასო საზოგადოება ............................................................ 22
მარქსი: ცხოვრება, შრომები და პიროვნება .......................... 24
მარქსისტული იდეოლოგია ................................................... 25
ეკონომიკური მატერიალიზმი .............................................. 26
ისტორიული მატერიალიზმი და პრაქსის–ის
ფილოსოფია ............................................................................... 26
სოციალური საკითხი .............................................................. 26
კოლექტივისტური დოქტრინა .............................................. 27
მოხმარების ღირებულება და გაცვლის ღირებულება ... 28
ზედმეტი ღირებულება ........................................................... 28
3
კლასობრივი ბრძოლა და პროლეტარიატის დიქტატურა
...................................................................................................... 28
ეკონომისტური ისტორიზმი .................................................. 29
მატერიალიზმისა და სამართლიანობის სოციალური
იდეალების შეუთავსებლობა ................................................. 30
ისტორიული ეკონომიზმის არაქმედითობა ...................... 30
ეკონომიკური ღირებულება და შრომა .............................. 31
ქონების უფლება და მისი სოციალური ფუნქცია .......... 31
მარქსის დამსახურებები და საზღვრები ............................ 32
ქრესტომათია ................................................................................. 32
კომუნისტური პარტიის მანიფესტის შესავალი და
ბოლო აბზაცი ............................................................................ 32
მარქსი თავის წვლილზე კლასების თეორიის
განვითარებაში ........................................................................... 33
მარქსი პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ ............. 34
მარქსი კომუნისტური საზოგადოების ორი ფაზის
შესახებ ......................................................................................... 34
ფრიდრიხ ენგელსი კარლ მარქსის ორი დიდი
აღმოჩენის შესახებ ................................................................... 37
ძირითადი ცნებები ...................................................................... 38
კარლ მარქსის ცნობილი გამონათქვამები ................................ 39

4
შესავალი

pirveli Teoretikosi, romelic politikis


aRweras mecnieruli kategoriebiT Seecada, karl marqsi
gaxldaT. sakuTari, e.w. "istoriis materialisturi koncef-
ciis" gamoyenebiT, man scada istoriuli ganviTarebis mamoZ-
ravebeli Zalebi daedgina da im "kanonebze" damyarebuli
momavali ewinaswarmetyvela, romlebsac sandoobis
TvalsazrisiT igive statusi eqnebodaT, rac
sabunebismetyvelo mecnierebaTa kanonebs.
კარლ მარქსი (1818-1883) - გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონ-
ომისტი და პოლიტიკური მოაზროვნე, რომელიც "კომუნიზმის მა-
მად" მიიჩნევა. ცოტა ხანს უნივერსიტეტში ასწავლიდა, შემდეგ
ჟურნალისტობა დაიწყო და აქტიურად ჩაერთო სოციალისტურ
მოძრაობაში. 1843 წელს საფრანგეთში გადავიდა, ხოლო მოგვიან-
ებით მარქსი სამუდამოდ დასახლდა ლონდონში. მარქსს მუდმი-
ვად მხარში ედგა მისი მეგობარი და თანამოაზრე ფრიდრიხ ენ-
გელსი. 1864 წ. მარქსმა დიდი წვლილი შეიტანა პირველი ინტერ-
ნაციონალის ჩამოყალიბებაში, რომელმაც უკვე 1871 წელს შეწყვი-
ტა არსებობა მის მომხრეებსა და ბაკუნინის ანარქისტებს შორის
გაჩენილი ანტაგონიზმის გამო. კარლ მარქსის ნაწერების მეტი წი-
ლი მის სიკვდილამდე არ გამოქვეყნებულა. კლასიკურ ნაშრომად
სამი ტომისგან შემდგარი "კაპიტალი" ითვლება, ყველაზე ცნობი-
ლი და გავრცელებული კი - კომუნისტური მანიფესტი
ენდრიუ ჰეივუდი. პოლიტიკა. თბილისი, გამომცემლობები "საქართვე-
ლოს უნივერსიტეტი" და "საქართველოს მაცნე", 2008, გვ.29, 83

1.კარლ მარქსის უკლასო საზოგადოების უტოპია


კარლ მარქსს (1818-1883) - გერმანელ ფილოსოფოსს, ეკონომ-
ისტსა და რევოლუციონერს - მიაჩნდა, რომ სამართლიანი სამყარო
მხოლოდ კაცობრიობის კაპიტალისტურიდან სოციალისტურ ეკონ-

5
ომიკაზე გადასვლითა და საზოგადოების ევოლუციით მიიღწევა:
"აქამდე არსებული ყველა საზოგადოების ისტორია კლასთა ბრძო-
ლის ისტორიაა".

რა არის უტოპია
სიტყვა უტოპია სათავეს იღებს სერ ტომას მორის (1478-1535)
წიგნის სათაურიდან. იგი მეფე ჰენრი VIII-ის დროს ინგლისის
ლორდ-კანცლერი და გავლენიანი ჰუმანისტი იყო. ტერმინი ბერ-
ძნულად "არარსებულ ადგილს" აღნიშნავს, ხოლო ადგილს, სადაც
ყველაფერი კარგად არის. ყოველდღიურ ხმარებაში, უტოპია, რო-
გორც წესი, ორივე მნიშვნელობას ერთად მოიცავს. აქედან გამომ-
დინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უტოპია არის არარსებული ად-
გილი, სადაც ხალხი ცხოვრობს სრულიად ჯანმრთელად, ჰარმო-
ნიულად და ბედნიერად.
დასავლური პოლიტიკის ფილოსოფიის ლიტერატურა მოიც-
ავს კარგად დამუშავებული უტოპიური გეგმების გარკვეულ რა-
ოდენობას. ყოველი მათგანი ავტორის მიერ სრულყოფილი პოლი-
ტიკური წყობის ჩამოყალიბების მცდელობაა. უტოპიური მოდელე-
ბი ერთმანეთისგან სპეციფიკური ნიშნებით განსხვავდება, თუმცა
ყველა მსგავს მიზნებს ემსახურება. უკლებლივ ყველა უტოპისტი
ცდილობდა პოლიტიკური ცხოვრების ლოგიკა მის საბოლოო შე-
დეგებამდე მიეყვანა. ამ პროცესში ისინი ხშირად მიმართავდნენ
არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პირობე-
ბის ფარულ და აშკარა კრიტიკას. ამ ფუნქციის გამო, უტოპიური
კონსტრუქციები ხშირად გამოიყენებოდა პოლიტიკური საზომების
სტანდარტად ან პოლიტიკური სისტემების განხორციელების შეფა-
სების კრიტერიუმად. სრულყოფილი საზოგადოების აბსტრაქტუ-
ლი მოდელები ხანდახან პოლიტიკური ქმედების პრაქტიკული
სახელმძღვანელოს როლსაც ასრულებდა. ამგვარად, მიუხედავად
მისი გარეგნული არაპრაქტიკულობისა, უტოპიური აზრები ემსა-
ხურება მნიშვნელოვან მიზნებს და პირდაპირ თუ არაპირდაპირ
გავლენას ახდენს პოლიტიკურ საქმიანობაზე.

6
მარქსიზმის უტოპიური ელემენტები
კარლ მარქსიც (1818-1883) უტოპისტი იყო, მაგრამ პლატონი-
სა და ბეკონისაგან განსხვავდებოდა. მარქსის წინამორბედნი იწ-
ყებდნენ თავისი სამოთხის დეტალური აღწერით და როდესაც სო-
ციალური რეალობის კრიტიკაზე გადადიოდნენ, ეს უფრო ფარუ-
ლად ხდებოდა, ვიდრე აშკარად. მათგან განსხვავებით, მარქსმა
დაიწყო არსებული საზოგადოების აშკარა კრიტიკით და მისეული
უტოპიის მხოლოდ ზოგადი მონახაზი შექმნა. ის საკუთარ თავს
პრაქტიკოს-რეალისტად მიიჩნევდა და არა მეოცნებე იდეალისტად.
იგი თავის მსოფლმხედველობას ისტორიული და სოციალურ-ეკ-
ონომიკური რეალობის სწორ ემპირიულ აღქმად განიხილავდა და
ამით უარყოფდა, რომ მისი იდეები წარმოსახვით აზროვნებას ეფ-
უძნებოდა.
მიუხედავად ამისა, მარქსიზმში უტოპიური ელემენტი აშკა-
რაა. წინამორბედი უტოპისტებისაგან განსხვავებით მარქსს სჯერო-
და, რომ მისი იდეალური საზოგადოება არა მხოლოდ შესაძლებე-
ლი, არამედ გარდაუვალი იყო. კლასებს შორის მწვავე ბრძოლა,
რომელსაც იგი წინასწარმეტყველებდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში
შეიძლება იქნეს სწორად გაგებული, თუ ეს ბრძოლა აღიქმება,
როგორც მშვიდობისა და სიუხვის აღთქმულ ქვეყანაში უტოპიური
ცხოვრების აუცილებელი შესავალი. ეს წინასწარმეტყველება, მარ-
ქსის აზრით, იყო დაუძლეველი ძალის საბოლოო შედეგი, რომე-
ლიც კაცობრიობის ისტორიას მისი გარდაუვალი ბედისწერისკენ -
უკლასო საზოგადოებისკენ - მიაქანებდა.
თომას მ.მაგშტადტი. გავიგოთ პოლიტიკა. იდეები, ინსტიტუტები და პრობლე-
მები. თბ., ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010, გვ.48; 55-58; 503-
504.

2.მარქსიზმი როგორც აზროვნების სისტემა

მარქსიზმის მრავალგვარობის პრობლემა


"მარქსიზმი", როგორც აზროვნების სისტემა, მხოლოდ 1883
წელს მარქსის გარდაცვალების შემდეგ გაფორმდა. ეს იყო შედეგი
მარქსის იდეებისა და თეორიების კონდენსირებისა სისტემურ და
7
გასაგებ მსოფლმხედველობად, რომელიც მზარდი სოციალური
მოძრაობის საჭიროებებს მოერგებოდა... ენგელსის მიერ 1876 წელს,
ჯერ კიდევ მარქსის სიცოცხლეში დაწერილი "ანტიდიურინგი"
ზოგჯერ მარქსისტული ორთოდოქსიის პირველ ნაშრომად ით-
ვლება, რომელიც ხაზს უსვამს მარქსის ნაშრომების ავტორიტე-
ტულ ინტერპრეტაციათა ერთგულების აუცილებლობას. ეს ორთო-
დოქსული მარქსიზმი, რომელსაც ხშირად "დიალექტიკურ მატერი-
ალიზმს" უწოდებენ (ტერმინი პლეხანოვს ეკუთვნის, მარქსს არას-
ოდეს გამოუყენებია), მოგვიანებით საბჭოთა კომუნიზმის საფუძვე-
ლი გახდა.
"ვულგარული" მარქსიზმი, როგორც მას უწოდებდნენ, უეჭ-
ველად უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას მექანისტურ თეორ-
იებსა და ისტორიულ გარდუვალობაზე, ვინემ ამას თავად მარქსი
აკეთებდა თავის ნაწერებში. თუმცა საქმეს კიდევ უფრო ართუ-
ლებს მარქსის ნაწერთა ფართო ხასიათი და კომპლექსურობა და
"მარქსის მარქსიზმის" გამოკვეთასთან დაკავშირებული სიძნელეე-
ბი.
როგორც თეორიული სისტემა, მარქსიზმი მუდამ კრიჭაში
ედგა ლიბერალურ რაციონალიზმს - რომელსაც, თავის მხრივ, გა-
ბატონებული მდგომარეობა ეკავა თანამედროვე დასავლეთის
კულტურასა თუ მეცნიერულ აზროვნებაში; ხოლო როგორც პო-
ლიტიკური ძალა, მარქსიზმი დასავლური კაპიტალიზმის დაუძინ-
ებელ მტრად რჩებოდა სულ ცოტა, 1917-დან 1991 წლამდე. მარ-
ქსიზმის გაგებას უკიდურესად ართულებს განსხვავება, ერთის
მხრივ, კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის (1820-1895) სოცი-
ალ-ფილოსოფიურ ნაშრომებსა და XX საუკუნის კომუნიზმის იმ
ფენომენს შორის, რომელიც საკმაოდ დაშორდა თავის პირველწყა-
როს. კომუნიზმის კრახი მარქსიზმის, როგორც პოლიტიკური იდე-
ოლოგიის აღსასრულს სულაც არ ნიშნავს; პირიქით _ ლენინიზმი-
სა და სტალინიზმისაგან გამონთავისუფლებულმა მარქსიზმმა ახა-
ლი სასიცოცხლო ძალაც კი შეიძლება შეიძინოს.
გარკვეულწილად, პრობლემის არსი მარქსის ნაშრომთა ნაირ-
გვარობასა და მათი ხასიათის სირთულეშია: ზოგი მას დეტერმი-
ნისტ ეკონომისტად, სხვანი კიდევ ჰუმანისტ სოციალისტად მიიჩ-
ნევენ. განსხვავებას მის ადრეულ და გვიანდელ ნაწერებშიც პო-

8
ულობდნენ და ზოგ-ზოგნი, ასე განსაჯეთ, "ახალგაზრდა" და
"დაღვინებულ" მარქსსაც კი განასხვავებდნენ. ერთი რამ ცხადია:
თავად სჯეროდა, რომ სოციალიზმის ახალ, მეცნიერულ მიმდინა-
რეობას დაუდო საფუძველი, რამდენადაც საზოგადოებრივი და
ისტორიული განვითარების არსის ამოცნობა ეწადა და არა მხო-
ლოდ კაპიტალიზმის მანკიერებათა კრიტიკა - ასე ვთქვათ, ზნე-
ობრივი პოზიციებიდან. მარქსის იდეები, განსაკუთრებით მისი
სიკვდილის შემდგომ გახდა პოპულარული - მისი მუდმივი თანა-
ავტორის, ენგელსის, გერმანელი სოციალისტის, კარლ კაუცკისა
(1854-1938), და რუსი თეორეტიკოსის, პლეხანოვის (1856-1918)
შრომების წყალობით. ორთოდოქსული მარქსიზმი, ჩვეულებრივ,
დიალექტიკურ მატერიალიზმად წოდებული, მოგვიანებით სწო-
რედ საბჭოურ კომუნიზმს დაედო საფუძვლად და ამ ვულგარულ-
მა გადააზრებამ გაცილებით მეტი გავლენა იქონია მექანიცისტურ
თეორიებსა და ისტორიულ დეტერმინიზმზე, ვინემ თავად მარ-
ქსის ნაწერებმა.

მარქსიზმის დამახასიათებელი ნიშნები


ისტორიული მატერიალიზმი: მარქსიზმის კვაკუთხედი ისაა,
რასაც ენგელსმა "ისტორიის მატერიალისტური გააზრება" უწოდა.
იგულისხმება ეკონომიკური ცხოვრების მნიშვნელობა და ის პი-
რობები, სადაც ადამიანები თავიანთ საარსებო საშუალებებს ქმნი-
ან წარმოებისა და კვლავწარმოების გზით. მარქსის მტკიცებით,
ეკონომიკური "ბაზისი" (წარმოების ფორმა ანუ ეკონომიკური სის-
ტემა) იდეოლოგიურ და პოლიტიკურ "ზედნაშენს" განაპირობებს.
ამრიგად, საზოგადოებრივი და ისტორიული განვითარება ეკონომ-
იკური და კლასობრივი ფაქტორებით განისაზღვრება. მოგვიანებ-
ით, მარქსისტებმა ეს მექანიკურად გაიაზრეს როგორც უპირობო
მოცემულობა, თითქოსდა ეკონომიკური "კანონები" ისტორიის
სვლას ადამიანთა ჩარევის გარეშე წარმართავენ.
დიალექტიკური ცვლილება: ჰეგელისა არ იყოს, მარქსსაც
სჯეროდა, რომ ისტორიას დიალექტიკა ამოძრავებდა და დაპირის-
პირებულ ძალთა ურთიერთობის შედეგად საზოგადოება განვითა-
რების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდოდა. მატერიალისტური გა-
9
გებით, ეს მოდელი ისტორიულ ცვლილებას კლასთა ანტაგონიზ-
მის სახედ, შინაგან დაპირისპირებად აღიქვამს. ორთოდოქსული
მარქსიზმი ("დიალექტიკური მატერიალიზმი") დიალექტიკას იმ
ზოგად ძალად განიხილავს, რომელიც ბუნებრივ თუ საზოგადოებ-
რივ პროცესებს წარმართავს.
გაუცხოება: ეს ცნება "ადრეული" მარქსის უმთავრეს პრინ-
ციპთაგანია. კაპიტალიზმის პირობებში, შრომა უბრალოდ მექანი-
კური, მოსაბეზრებელი და უგულო საქმიანობაა. ამ გაგებით, მუ-
შებს არც თავიანთი შრომის ნაყოფი აინტერესებთ, არც თავად
შრომის პროცესი, და საბოლოოდ, საკუთარ თავს ვეღარც სოციალ-
ურად აქტიურ, შემოქმედ არსებებად აღიქვამენ. შესაბამისად, პი-
როვნული სრულფასოვნების და თვითრეალიზების უმთავრეს წყა-
როდ შემოქმედებითი, განპიროვნებული შრომა გვევლინება.
კლასთა ბრძოლა: კაპიტალისტურ საზოგადოებაში დაპირის-
პირების უმთავრესი მიზეზი - კერძო საკუთრების არსებობაა.
სწორედ ამ ნიშნით ხდება დაყოფა წარმოების საშუალებათა
მფლობელ ბურჟუაზიას, იგივე კაპიტალისტთა კლასსა და პროლე-
ტარიატს შორის, რომელსაც საკუთრება არ გააჩნია და საკუთარი
შრომის გაყიდვით გააქვს თავი. ბურჟუაზია მმართველი კლასია:
სიმდიდრის წყალობით, მას ძალაუფლების ეკონომიკური ბერკე-
ტები გააჩნია; სახელმწიფოს მეშვეობით - პოლიტიკასაც თავად
წარმართავს; ხოლო საყოველთაოდ "გაბატონებული" იდეებით მა-
ნიპულირება - იდეოლოგიურად ზეობის საშუალებასაც აძლევს.
ზედმეტი ღირებულება: შუღლი ბურჟუაზიასა და პროლეტა-
რიატს შორის ერთი გადაუჭრელ კონფლიქტთაგანია, რადგან მარ-
ქსიზმის თვალთახედვით, კაპიტალიზმის პირობებში მუშათა კლა-
სი უცილობლად ჩაგრულია. თავად მარქსის აზრით, ყოველგვარი
ღირებულება დოვლათის შექმნაზე დახარჯული შრომის თანაფარ-
დია - ანუ, მოგებას დახარბებული კაპიტალისტი ზედმეტ ღირე-
ბულებას იმით ქმნის, რომ თავის მუშებს იმაზე ნაკლებს უხდის,
ვიდრე ისინი გამოიმუშავებენ. ამიტომაცაა კაპიტალიზმი საფუძ-
ველშივე განწირული - პროლეტარიატი მუდმივ ჩაგვრასა და დამ-
ცირებას ვერ შეეგუებაო.
პროლეტარული რევოლუცია: მარქსის ურყევი რწმენით, კა-
პიტალიზმს დიდი დღე არ ეწერა და პროლეტარიატის სახით მას

10
საკუთარი "მესაფლავე" ელოდა. მისი სიტყვით, კაპიტალიზმს ჯერ
კიდევ გასავლელი ჰქონდა ჭარბწარმოების არა ერთი და ორი სე-
რიოზული კრიზისი, რასაც პროლეტარიატის რევოლუციური კლა-
სობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბება მოჰყვებოდა. თუმცა, სი-
ცოცხლის მიწურულს, უკვე სოციალიზმზე მშვიდობიანი გადას-
ვლის თეორიულ შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდა.
კომუნიზმი: მარქსი თვლიდა, რომ პროლეტარული რევო-
ლუცია გარდამავალ "სოციალისტურ პერიოდს" მოითხოვს, როცა
უფლებააყრილი ბურჟუაზიის კონტრრევოლუციურ ქმედებათა გა-
საუვნებლად, "პროლეტარიატის დიქტატურა" გახდება აუცილებე-
ლი. თუმცა, კლასობრივი დაპირისპირების გაქრობისა და მთლი-
ანად კომუნისტური საზოგადოების გაბატონების შემდგომ, ამგვა-
რი პროლეტარული სახელმწიფოს არსებობაც თავისთავად დაკარ-
გავდა აზრს. კომუნისტური საზოგადოება უკლასო უნდა ყოფილი-
ყო, სადაც დოვლათი საყოველთაო საკუთრებად იქცეოდა, ხოლო
"მოვალეობისათვის" შრომა - "სარგებლისთვის შრომად" გადაიქცე-
ოდა და მთლიანად დააკმაყოფილებდა ადამიანის ყოველგვარ
მოთხოვნილებას. "კაცთა მოდგმის წინაისტორიაც" ამით დასრულ-
დებოდა, ადამიანსაც პირველად მიეცემოდა საშუალება, საკუთარი
შესაძლებლობები სრულად გამოევლინა, თავად განესაზღვრა სა-
კუთარი ბედიღბალი: "ყოველი ჩვენგანის თავისუფალი განვითარე-
ბა, საყოველთაო განვითარების წინაპირობაა" (მარქსი)
ენდრიუ ჰეივუდი. პოლიტიკა. თბილისი, გამომცემლობები "საქართველოს უნ-
ივერსიტეტი" და "საქართველოს მაცნე", 2008, გვ.83-85; ენდრიუ ჰეივუდი. პოლიტიკი-
კური იდეოლოგიები. შესავალი კურსი. თბ., გვ.143-149

3.მარქსიზმის ფილოსოფიური და ეკონომიკური


თეორია

ფილოსოფია
კლასიკური მარქსიზმის არსი - მარქსის მარქსიზმი - ისტო-
რიის ფილოსოფიაა, რომელიც არკვევს, თუ რატომ არის კაპიტა-
ლიზმი განწირული და რატომ უნდა დაიკავოს სოციალიზმმა მი-
სი ადგილი. თუმცა, ეს განსაკუთრებული სახის ფილოსოფიაა.
11
როგორც მარქსი ფოიერბახის თეზისებში ამბობს, "ფილოსოფოსებ-
მა სხვადასხვა გზით სამყაროს მხოლოდ ინტერპრეტირება მოახ-
დინეს, თუმცა მიზანი მისი შეცვლაა". ამიტომაც ის თავის ნაშ-
რომს განიხილავდა ერთდროულად როგორც საზოგადოების თე-
ორიასა და სოციალისტურ პოლიტიკურ პროექტს. მართლაც, მარ-
ქსის ნაწერთათვის დამახასიათებელი დაწვრილმანება და სირთუ-
ლე იმითაა გამოწვეული, რომ მას არ სურდა თეორიისა და პრაქ-
ტიკის განცალკევება და აგრეთვე მისი რწმენიდან, რომ ადამიანე-
ბი თავიანთი სამყაროს შექმნის პროცესში თავიანთი თავის ჩამო-
ყალიბებასაც ეხმარებიან.
მაგრამ რა გაგებით მიიჩნევდა მარქსი ამ პროცესს მეცნიერ-
ულად? ადრეულ სოციალისტ მოაზროვნეებს, როგორებიცაა სენ-
სიმონი, ფურიე და ოუენი, მარქსი აკრიტიკებდა როგორც "უტოპი-
ურებს" იმის საფუძველზე, რომ მათი სოციალიზმი კლასობრივ
ბრძოლასა და რევოლუციასთან კავშირის გარეშე სრული სოციალ-
ური ტრანსფორმაციის სურვილს ეფუძნებოდა. მარქსმა, პირიქით,
ისტორიისა და საზოგადოების შრომატევადი ემპირიული ანალი-
ზი წამოიწყო იმ იმედით, რომ სამომავლო განვითარების ხასიათ-
საც განსაზღვრავდა. თუმცა, მარქსის დახმარებით თუ მის გარეშე,
მარქსიზმი, როგორც სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით ისტო-
რიული შეთანხმების მიღწევის მცდელობა, მოგვიანებით გადაიზ-
არდა მარქსიზმში, როგორც სამეცნიერო ჭეშმარიტებაში, რადგან
უფრო რელიგიის მონათესავე სტატუსი მიიღო. ენგელსის განცხა-
დება, რომ მარქსმა ისტორიული და სოციალური განვითარების
"კანონზომიერებანი" ამოხსნა, ამ სახეცვლილების აშკარა მანიშნე-
ბელი იყო.

გაუცხოება
მარქსის ადრეულ ნაწერებში კაპიტალიზმის კრიტიკის უდ-
იდესი წილი გაუცხოების ცნებაზე მოდის. იგი გულისხმობს, რომ
კაპიტალიზმმა ხალხი თავის ნამდვილ, არსისმიერ ბუნებას დააშ-
ორა, დააშორა როგორც მშრომელები შესაძლებლობას, განევითარე-
ბინათ საკუთარი უნარი, ნიჭი და გონება თავისუფალი მწარმოებ-
ლური შრომითი გამოცდილებით. ვინაიდან კაპიტალიზმი გაც-
ვლითი ხასიათის წარმოების სისტემაა, ის ადამიანებს თავიანთი
12
შრომის ნაყოფს აშორებს. ისინი მუშაობენ არა იმისთვის, რომ აწ-
არმოონ ის, რაც სჭირდებათ ან სასარგებლოა, არამედ იმისთვის,
რომ აწარმოონ სარგებლით გასაყიდი "საქონელი". ისინი შრომითი
პროცესისგანაც გაუცხოებულნი არიან, რადგან უმრავლესობა იძ-
ულებულია ზედამხედველის ან მენეჯერის მეთვალყურეობის ქვეშ
იმუშაოს. გარდა ამისა, შრომა არ არის სოციალური: ინდივიდებს
ანგარებისკენ უბიძგებენ და ამიტომაც ხდება თანამოძმეთაგან მა-
თი გაუცხოება. დაბოლოს, მშრომელები საკუთარი თავისგანაც გა-
უცხოებულნი არიან. თვით შრომა უბრალოდ საქონელზე დაიყვა-
ნება და მუშაობა, ნაცვლად შემოქმედებითი და სრულქმნილი
მოღვაწეობისა, დეპერსონალიზებულ ქმედებად იქცევა.

ისტორიული მატერიალიზმი
რაც მარქსის მიდგომას სხვა სოციალურ მოაზროვნეთა მიდ-
გომებისგან განასხვავებდა, ის იყო, რომ მარქსი ემხრობოდა იმას,
რასაც ენგელსი "ისტორიის მატერიალისტურ კონცეფციას" ან ის-
ტორიულ მატერიალიზმს უწოდებდა. უკუაგდებდა რა გერმანელი
ფილოსოფოსის ჰეგელის (1770-1831) იდეალიზმს, რომელსაც სჯე-
როდა, რომ ისტორია ეგრეთ წოდებული "მსოფლიო სულის" გა-
მომჟღავნებას მიაღწევდა, მარქსი სოციალური და ისტორიული
განვითარების ყველა ფორმისთვის ფუნდამენტურად მატერიალურ
პირობებს მიიჩნევდა. ეს აისახა იმის რწმენაში, რომ ადამიანურ
ქმედებათა შორის ყველაზე გადამწყვეტი საარსებო საშუალების
წარმოებაა. ვინაიდან ადამიანები ვერ იარსებებენ საკვების, წყლის,
თავწესაფრისა და მისთანათა გარეშე, უკანასკნელთა წარმოების
გზები ცხოვრების სხვა ასპექტებსაც განაპირობებს. მოკლედ, "სო-
ციალური ყოფა განსაზღვრავს ცნობიერებას". მარქსი ამ თეორიას
ყველაზე მოკლედ 1859 წელს დაწერილი წიგნის "პოლიტიკური
ეკონომიის კრიტიკისათვის" შესავალში იძლევა, სადაც ამბობს,
რომ სოციალური შეგნება და "ლეგალური და პოლიტიკური ზედ-
ნაშენი" საზოგადოების რეალური საძირკვლის, "ეკონომიკური ბა-
ზისიდან" წარმოდგება. ამ ბაზისს არსებითად "საწარმოო წესი" ან
ეკონომიკური სისტემა წარმოადგენს - ფეოდალიზმი, კაპიტალიზ-
მი, სოციალიზმი და ა.შ. თუმცა ბაზისსა და ზედნაშენს შორის
ურთიერთობის ზუსტი ხასიათის განსაზღვრა მნიშვნელოვანი
13
დისკუსიისა და განსჯის საგანი იყო, მან მარქსი უეჭველად იმ
დასკვნამდე მიიყვანა, რომ ცხოვრების პოლიტიკური, სამართლებ-
რივი, რელიგიური და სხვა ასპექტების ახსნა შესაძლებელი იყო
უწინარესად ეკონომიკურ ფაქტორებთან მათი კავშირით.

ეკონომიკის წამყვანი როლი


მარქსის გალაშქრება ეკონომიკური უთანასწორობის წინააღმ-
დეგ, მე-19 საუკუნის შუა პერიოდში კაპიტალიზმთან ასოცირებუ-
ლი შრომის მძიმე პირობებით და ფართოდ გავრცელებული ტან-
ჯვით იყო გამოწვეული. მდიდარი კომერციული და ინდუსტრიუ-
ლი ელიტა (ბურჟუა კაპიტალისტთა კლასი) ეწინააღმდეგებოდა
რეფორმებს, რომლებიც გაღარიბებული მუშათა კლასის (პროლე-
ტარიატის) ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისაკენ იყო მიმარ-
თული. მარქსის "კაპიტალში" ნათლად არის აღწერილი დასაქმე-
ბის სფეროდან მოტანილი ისეთი მაგალითები, რომლებმაც მისი
რისხვა გამოიწვია, მაგალითად:
მერი ენ ვოკლიმ იმუშავა შესვენების გარეშე 26.5 საათი 60
სხვა გოგოსთან ერთად, 30 გოგო ერთ ოთახში, რის გამოც საჭირო
რაოდენობის ჟანგბადის ნაცვლად მხოლოდ ერთ მესამედ კუბურ
ფუტს შეისუნთქვდნენ... მერი ენ ვოკლი ცუდად გახდა პარასკევს
და მოკვდა კვირას... ექიმმა კეისმა, რომელიც დაგვიანებით გამო-
იძახეს, სასამართლოში განაცხადა, რომ "მერი ენ ვოკლი მოკვდა
ხალხით გადატვირთულ ოთახში ხანგრძლივი მუშაობის შედე-
გად".
მარქსისთვის მერი ენ ვოკლის და სხვა მისნაირების სიკვდი-
ლი უბრალო შემთხვევითობა არ ყოფილა. მას სწამდა, რომ ეკონ-
ომიკა - მატერიალურ საჭიროებათა წარმოება და განაწილება -
ადამიანის ცხოვრების ძირითადი განმსაზღვრელია და რომ ისტო-
რიულად ადამიანთა საზოგადოებები იქმნებოდა და ინგრეოდა ეკ-
ონომიკური ფაქტორების მკაცრი დინამიკის შესაბამისად. მას სჯე-
როდა ისიც, რომ მერი ენ ვოკლი, რაკი კაპიტალიზმის ეპოქაში
დაიბადა, განწირული იყო ხანმოკლე და ხელმოკლე ცხოვრები-
სათვის და საარსებო მინიმუმისათვის სამუშაოდ. წარმოების მე-
პატრონეებს - კაპიტალისტების კლასს კი - შეეძლო სულ უფრო
მეტად გამდიდრებულიყო. ენ ვოკლის ცხოვრება და ადრეული
14
სიკვდილი გამოწვეული იყო მე-19 საუკუნის შუა პერიოდის შემო-
სავალზე ორიენტირებული ეკონომიკით. თუმცა, მარქსის აზრით,
კაპიტალიზმის განვითარების ლოგიკამ, გარდაუვალი გახადა სი-
ძუნწესა და ექსპლუატაციაზე აგებული ძალაუფლების ზესტრუქ-
ტურების ნგრევა და მარქსის საყვარელი პროლეტარიატის - ღარი-
ბი და გარიყული მუშათა კლასის დიდი სოციალური აღმასვლა.

საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციები
მარქსი ისტორიულ ცვლილებას წარმოების საშუალებებს შო-
რის არსებული შინაგანი დაპირისპირებით ხსნიდა, რასაც კერძო
საკუთრების არსებობა წარმოშობდა. კაპიტალიზმი იმიტომ არის
განწირული, რომ თავადვე მოიცავს საკუთარ ანტითეზისს - პრო-
ლეტარიატს, რომელსაც მარქსი "კაპიტალიზმის მესაფლავედ" გა-
ნიხილავდა. ამიტომაც კონფლიქტი კაპიტალიზმსა და პროლეტა-
რიატს შორის განვითარების უფრო მაღალ საფეხურამდე მიგვიყ-
ვანს სოციალისტური, საბოლოოდ კი კომუნისტური საზოგადოებ-
ის დაარსებით.
ამდენად, მარქსის ისტორიის თეორია ტელეოლოგიურია იმ
გაგებით, რომ ის ისტორიას მნიშვნელობას ან მიზანმიმართულე-
ბას ანიჭებს, რაც მის საბოლოო მიზანში, უკლასო კომუნიზმში
აისახება. თუმცა, ამ მიზნის მიღწევამდე ისტორიამ რამდენიმე სა-
ფეხური და ეპოქა უნდა გაიაროს, თითოეული საკუთარი ეკონომ-
იკური სტრუქტურითა და კლასობრივი სისტემით; "გერმანულ
იდეოლოგიაში" (1846) მარქსი ოთხ ასეთ საფეხურს გამოყოფს:
1. პრიმიტიული კომუნიზმი ან პირველყოფილი თემური სა-
ზოგადოება, სადაც მატერიალური სიდუხჭირე კონფლიქტის ძი-
რითადი წყარო იყო;
2. მონობა კლასიკურ ანუ ძველ საზოგადოებებში, რომელიც
ბატონსა და მონას შორის კონფლიქტით ხასიათდება;
3.ფეოდალიზმი, რომელიც მიწათმფლობელსა და ყმას შორის
ანტაგონიზმით აღინიშნება და
4. კაპიტალიზმი, სადაც ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს
შორის ბრძოლა დომინირებს.

15
ამდენად, ადამიანური ისტორია იყო ხანგრძლივი ბრძოლა
ჩაგრულსა და მჩაგვრელს, ექსპლუატირებულსა და ექსპლუატატ-
ორს შორის. მიუხედავად ამისა, ყოველი მომდევნო საფეხური წი-
ნაზე უკეთესი იყო იმით, რომ თან მოჰქონდა "საწარმოო ძალთა"
შემდგომი განვითარება: მანქანები, ტექნოლოგიები, სამუშაო პრო-
ცესები და სხვა. თუმცა, ჰეგელის მსგავსად, მარქსიც ხედავდა ის-
ტორიის დასასრულს, რაც მაშინ მოხდება, როცა შეიქმნება საზო-
გადოება, სადაც არ იქმნება შინაგანი დაპირისპირება და ანტაგო-
ნიზმი. ეს მარქსისთვის კომუნიზმს ნიშნავდა, საწარმოო ქონების
საზოგადოებრივ ფლობაზე დაფუძნებულ უკლასო საზოგადოებას.
კომუნიზმის დამკვიდრებით დასრულდებოდა ის, რასაც მარქსი
"კაცობრიობის პრეისტორიას" უწოდებდა.

4.მარქსის პოლიტიკური თეორია

კლასთა ბრძოლა
მარქსის გვიანდელ ნაშრომებში კაპიტალიზმი უფრო ხშირად
კლასობრივი კონფლიქტისა და ექსპლუატაციის ტერმინებშია გან-
ხილული.
მარქსი კლასს ეკონომიკური ძალაუფლების ტერმინებით
განსაზღვრავდა, განსაკუთრებით იმის მიხედვით, თუ რა ადგილი
უჭირავს ხალხს "წარმოების საშუალებათა", ანუ საწარმოო ქონების
საკუთრებასთან მიმართებით. მას სჯეროდა, რომ კაპიტალისტური
საზოგადოება სულ უფრო იყოფოდა "ორ დიდ დაპირისპირებულ
კლასად: ბურჟუაზიად და პროლეტარიატად". ბურჟუაზია კაპიტა-
ლისტურ კლასს ქმნის და საწარმოო ქონების ფლობის ხარჯზე
ცხოვრობს. პროლეტარიატს უქონელი მასები შეადგენენ, რომლე-
ბიც იძულებულნი არიან საარსებოდ საკუთარი სამუშაო ძალა გა-
ყიდონ და, ამდენად, შეიძლება "დაქირავებულ მონებად" ჩაითვა-
ლონ. მარქსისა და გვიანდელი მარქსისტებისთვის კლასობრივი
სისტემის ანალიზი ისტორიული გაგების გასაღებს იძლევა და შე-
საძლებელს ხდის კაპიტალიზმის განვითარების პროგნოზირებას.

16
კომუნისტურ მანიფესტში ნათქვამია, რომ "ყველა აქამდე არსებუ-
ლი საზოგადოების ისტორია კლასობრივი ბრძოლის ისტორიაა".
ისტორიული ცვლილებების გამომწვევი ძირითადი ფაქტორი
კლასები უფროა, ვიდრე ინდივიდები, პარტიები ან სხვა მოძრაობ-
ები. მარქსს მტკიცედ სჯეროდა იმისა, რომ კლასებს შორის ურ-
თიერთობა შეურიგებელი ანტაგონიზმია. დამოკიდებული კლასი
აუცილებლად და სისტემატურად განიცდის "მმართველი კლასის"
ექსპლუატაციას. ამას ის "ჭარბი ღირებულების" იდეასთან მიმარ-
თებაში ხსნიდა. ტრადიციული ეკონომისტებისგან განსხვავებით,
რომლებიც ღირებულების გამოანგარიშებას ბაზარზე მოქმედი ძა-
ლებით განსაზღვრული ფასით ახდენდნენ, მარქსი, ადრეულ თე-
ორეტიკოსთა მსგავსად, როგორიცაა, მაგალითად, ლოკი, ღირებუ-
ლების შრომით თეორიას ეთანხმებოდა, რაც გულისხმობს, რომ
საქონლის ღირებულება მის წარმოებაზე გაწეული შრომის ოდენ-
ობას ასახავს. სარგებლისაკენ კაპიტალისტური სწრაფვა მხოლოდ
იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ "ჭარბი ღირებუ-
ლება" მუშისგან იქნება ამოღებული მათთვის იმაზე ნაკლები ღი-
რებულების გადახდით, ვინემ მათი შრომა ქმნის. ამდენად, ეკონ-
ომიკური ექსპლუატაცია წარმოების კაპიტალისტური წესის არსე-
ბითი ნიშანია და მოქმედებს ამა თუ იმ კონკრეტული დამქირა-
ვებლის სიძუნწისა თუ გულუხვობის მიუხედავად.
მარქსს კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელი, შეურიგებელ
კლასობრივ კონფლიქტზე დაფუძნებული არასტაბილურობის გა-
შუქება როდი აინტერესებდა მხოლოდ, არამედ კაპიტალისტური
განვითარების ხასიათის ანალიზიც. ის განსაკუთრებით ამახვი-
ლებდა ყურადღებას მისთვის დამახასიათებელ მზარდი ეკონომიკ-
ური კრიზისის ტენდენციაზე, რასაც ჭარბი წარმოების ციკლური
კრიზისი წარმოშობდა და ეკონომიკა ჩიხში შეჰყავდა, ხოლო მუ-
შათა კლასისთვის უმუშევრობა და გაღატაკება მოჰქონდა. ყოველი
მომდევნო კრიზისი წინაზე მწვავე იქნებოდა, რადგან, მარქსის გა-
ანგარიშებით, დროთა განმავლობაში მოგების დონე დაიწევდა.
შემდგომი დაძაბულობა მონოპოლიზაციის, კაპიტალის სულ უფ-
რო მცირე რაოდენობის ადამიანთა ხელში კონცენტრირებისა და
ყველა სხვა კლასის პროლეტარიატში შთანთქმის შედეგად შეიქ-
მნებოდა. ამდენად, საერთო ეკონომიკური ინტერესით გაერთიან-

17
ებული ექსპლუატირებული მასები ნებისმიერ კაპიტალისტურ სა-
ზოგადოებაში დიდ უმრავლესობას შექმნიდნენ.

რევოლუციის თეორია
კარლ მარქსმა რევოლუციის უმთავრეს მიზეზად ქონებრივი
უთანასწორობა გამოაცხადა. მისი აზრით, რევოლუცია კლასთა
ბრძოლის სინონიმია და მუდმივად გამომდინარეობს გაბატონებუ-
ლი უსამართლობიდან. მდიდარ კაპიტალისტებსა და გაღატაკე-
ბულ მშრომელებს შორის ეკონომიკური უფსკრულის ზრდასთან
ერთად, რევოლუციის ალბათობაც იზრდება.
რა აიძულებს რიგით პიროვნებას, უგულებელყოს საზოგა-
დოების ძლიერი გავლენა, რომელიც მას კონფორმიზმისკენ უბიძ-
გებს და მონაწილეობა მიიღოს რევოლუციურ მოძრაობაში? მარქსი
თვლიდა, რომ სიღარიბით და სოციალური გაუცხოებით გამოწვე-
ული სასოწარკვეთა არის რევოლუციური მოქმედების ძირითადი
ფსიქოლოგიური ბერკეტი. მისი ამგვარი ახსნა ამჟამად ფართოდაა
გაზიარებული. რამდენიმე წლით ადრე მარქსმა ეს პოზიცია კომუ-
ნისტურ მანიფესტში (1848) ჩამოაყალიბა. თუმცა, ალექსის დე
ტოკვილი გვთავაზობს ალტერნატიულ მოსაზრებას. იკვლევდა რა
საფრანგეთის რევოლუციას, მან შეამჩნია, რომ "ხალხის უკმაყოფი-
ლებამ ყველაზე მაღალ დონეს საფრანგეთის იმ ნაწილში მიაღწია,
სადაც ყველაზე მეტად შეინიშნებოდა გაუმჯობესება, ეკონომიკუ-
რი და სოციალური სასიკეთო ძვრები, პოლიტიკური ზეგავლენის
შემცირება, მაგრამ იქ მაინც არსებობდა დიდი უკმაყოფილება".
ტოკვილი ასკვნიდა, რომ ეკონომიკურ გაუმჯობესებას რევო-
ლუციამდე მივყავართ, რადგანაც, როდესაც ადამიანები დაინახავ-
ენ გარკვეულ გაუმჯობესებების შესაძლებლობას, მათ გარდაუვალ-
ად მეტის სურვილი გაუჩნდებათ, აღარ მოისურვებენ ცუდი პი-
რობებისა და გაღიზიანების ატანას და მხოლოდ რეალური, მყისი-
ერი გაუმჯობესება დააკმაყოფილებთ. ამგვარად ჩნდება რევოლუ-
ციის განზრახვა, ამტკიცებდა იგი.
მარქსის და ტოკვილის პოზიციები ერთმანეთთან შეუთავსე-
ბელი ჩანს, მაგრამ 1962 წელს ჯეიმს ს.დევისმა დაწერა აღიარებუ-
ლი სტატია, რომელშიც იგი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ "ორივე
იდეას აქვს განმარტებითი და შესაძლებელია, წინასწარმეტყველუ-
18
რი ღირებულება, თუ ისინი შეპირისპირებული და განლაგებული
იქნებიან სათანადო დროითი რიგის მიხედვით". მან დაასკვნა,
რომ რევოლუცია უფრო მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც პი-
რობები უმჯობესდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და
შემდგომ მოსდევს უეცარი გაუარესება.
მარქსის წინასწარმეტყველებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი
ის იყო, რომელიც ამბობდა, კაპიტალიზმს პროლეტარული რევო-
ლუციით დამხობა უწერიაო. ეს არ იქნებოდა უბრალოდ პოლიტი-
კური რევოლუცია, რომელიც მმართველ ელიტას მოიშორებდა ან
სახელმწიფო მანქანას დაამხობდა, არამედ იქნებოდა სოციალური
რევოლუცია, რომელიც წარმოების ახალ წესს დაადგენდა და
სრული კომუნიზმის მიღწევით დაგვირგვინდებოდა.
მარქსის აზრით, სოციალური რევოლუციის ეპოქა მაშინ
დადგებოდა, როდესაც კლასობრივი სისტემა, "საწარმოო ურთიერ-
თობები" წარმოების ტექნოლოგიის შემდგომ განვითარებასა და
ინოვაციას, ეგრეთ წოდებულ საწარმოო ძალებს დააბრკოლებდა.
ის წინასწარმეტყველებდა, რომ ასეთი რევოლუციები ყველაზე
მომწიფებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში,
ბელგიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში მოხდებოდა, სადაც სა-
წარმოო ძალები კაპიტალიზმის ფარგლებში ზღვრულ დონემდე
გაფართოვდა. მიუხედავად ამისა, რევოლუცია უბრალოდ ობიექ-
ტური პირობების შექმნის გამო არ მოხდებოდა. სუბიექტურ ელ-
ემენტს "კლასობრივი შეგნების" პროლეტარიატი შემოიტანდა და
რევოლუციაც მაშინ მოხდებოდა, როდესაც მომწიფდებოდა ორივე,
როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური პირობები, როდესაც კლა-
სობრივი ანტაგონიზმი ინტენსიურ ხასიათს მიიღებდა, პროლეტა-
რიატი საკუთარი ექსპლუატაციის ფაქტს სცნობდა და გახდებოდა
რევოლუციური ძალა: თავისთავადი კლასი. ამ გაგებით, რევოლუ-
ცია იქნებოდა სპონტანური აქტი, განხორციელებული პროლეტა-
რული კლასის მიერ, რომელიც სინამდვილეში საკუთარ თავს გა-
უძღვებოდა ან უხელმძღვანელებდა.

19
სახელმწიფოს თეორია
რევოლუციის პირველი სამიზნე ბურჟუაზიული სახელმწიფო
უნდა ყოფილიყო. მარქსის ნაშრომებში სახელმწიფოს ორი თეორი-
ის გამოყოფა შეიძლება. პირველი კომუნისტური მანიფესტის ხში-
რად ციტირებულ გამონათქვამშია მოცემული: "თანამედროვე სა-
ხელმწიფოს აღმასრულებელი ორგანო ბურჟუაზიის საქმეთა მმარ-
თველი კომიტეტია". ამ ხედვის თანახმად, სახელმწიფო აშკარად
საზოგადოებაზეა დამოკიდებული და ფუნქციონირებს მხოლოდ
როგორც ჩაგვრის ინსტრუმენტი ეკონომიკურად გაბატონებული
კლასის ხელში. სახელმწიფოს მეორე, უფრო რთული და დაწვრი-
ლებითი თეორია მოცემულია ნაშრომში "თვრამეტი ბრიუმერი
ლუი ბონაპარტისა" (1852). აქ მარქსი აკეთებს დაშვებას, რომ სა-
ხელმწიფო მმართველი კლასისგან "შედარებითი ავტონომიით" შე-
იძლება სარგებლობდეს და მისი მთავარი როლი დაპირისპირე-
ბულ კლასთა შორის შუამავლობა იყოს, რითაც კლასობრივ სის-
ტემას უკვდავყოფს. თუმცა პროლეტარიატს არც ერთ შემთხვევაში
არჩევანი არა აქვს: კაპიტალიზმის დასამარცხებლად მან პირვე-
ლად მისი მხარდამჭერი სახელმწიფო მანქანა უნდა დაამხოს.
მიუხედავად ამისა, მარქსი აღიარებდა, რომ კაპიტალიზმი-
დან პირდაპირ კომუნიზმზე გადასვლა შეიძლებოდა არ მომხდა-
რიყო. განვითარების გარდამავალი, "სოციალისტური" საფეხური
კლასთა შორის ანტაგონიზმის მოსპობამდე გაგრძელდებოდა. ამ
პერიოდში, მარქსის თქმით, "პროლეტარიატის რევოლუციური
დიქტატურა" დამყარდებოდა, ფაქტობრივად შეიქმნებოდა პროლე-
ტარული სახელმწიფო, რომლის მიზანიც ქონებაჩამორთმეული
ბურჟუაზიის კონტრრევოლუციისგან რევოლუციური მიღწევების
დაცვა იქნებოდა. თუმცა, სრული კომუნიზმის დამყარებასთან ერ-
თად კლასობრივი ანტაგონიზმი შესუსტდებოდა და სახელმწიფოც
"გაქრებოდა", რადგან კლასობრივი სისტემის გაუქმებით სახელ-
მწიფოს არსებობასაც აზრი დაეკარგებოდა. ამის შედეგად წარმოქ-
მნილი კომუნისტური საზოგადოება იქნებოდა როგორც უკლასო,
ასევე სახელმწიფო მმართველობისგან თავისუფალი და სასაქონ-
ლო წარმოების სისტემა გზას დაუთმობდა ისეთ წარმოებას, რომ-
ლის მოწოდება ადამიანურ საჭიროებათა დაკმაყოფილება იქნებო-
და. ადამიანებს პირველად მიეცემოდათ თავიანთი ბელის ფორმი-
20
რებისა და საკუთარი პოტენციის სრული რეალიზების უფლება,
რაც მარქსის რწმენას ასახავდა იმის თაობაზე, რომ "თითოეულის
თავისუფალი განვითარება ყველას თავისუფალი განვითარების
წინაპირობაა".

პროლეტარიატის დიქტატურა
მარქსი რევოლუციური პროცესის პირველ სტადიას, რომე-
ლიც დაუყოვნებლივ მოჰყვება კაპიტალიზმის გადავარდნას, პრო-
ლეტარიატის დიქტატურას უწოდებს. მარქსის მტკიცებით, ეს ის-
ტორიული ეპოქა კომუნიზმის პირველი სტადია უნდა ყოფილიყო
და კაცობრიობის ისტორიაში სოციალისტური ათასწლეულის და-
საწყისი განესახიერებინა. პროლეტარიატის დიქტატურა, როგორც
დროებითი ფენომენი, იარსებებდა მხოლოდ იმ დრომდე, სანამ
იარსებებდა კონტრრევოლუციისაგან დაცვის აუცილებლობა. ამ
დროის განმავლობაში შეიქმნებოდა ახალი რევოლუციური პროგ-
რამები "ყველასგან შესაძლებლობების მიხედვით, ყველასთვის სა-
ჭიროებათა მიხედვით" პრინციპით. ამგვარი პოლიტიკა გულის-
ხმობდა კერძო საკუთრების გაუქმებას, მუდმივად მზარდ საშემო-
სავლო გადასახადს, მემკვიდრეობის უფლების გაუქმებას, სახელ-
მწიფოს მიერ ყველა საკრედიტო დაწესებულების, აგრეთვე კომუ-
ნიკაციისა და ტრანსპორტის საშუალებების ცენტრალიზაციას, ყვე-
ლა ბავშვისათვის უფასო განათლების შემოღებას, ბავშვთა შრომის
გაუქმებას, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქარხნებისა და
წარმოების საშუალებების გაფართოებას და "გამოუყენებელი მიწე-
ბის კულტივაციასა და მიწის გაუმჯობესებას ზოგადი გეგმის შე-
საბამისად".
ამ სტადიების თანმიმდევრულად შესრულების შედეგად ხე-
ლისუფლება უბრალოდ თავისთავად გაქრებოდა. როცა (მარქსის
კოლეგის, ფრიდრიხ ენგელსის აზრით) კლასობრივი განსხვავება
და ანტაგონიზმი ბუნებრივად ქრება, სახელმწიფო ძალაუფლების
ჩართვა სოციალურ ურთიერთობებში ზედმეტი ხდება და "ადამი-
ანთა მმართველობა იცვლება საგნების და წარმოების პროცესის
ადმინისტრირებით". საბოლოო ჯამში "სახელმწიფო არ "ნადგურ-
დება", იგი გადაშენდება".
21
არსებითად, მარქსი, პროლეტარიატის დიქტატურას (კომუ-
ნიზმის სოციალისტურ საფეხურს), უკლასო უტოპიის აუცილებელ
შუალედურ რგოლად განიხილავდა. მარქსს სწამდა, რომ ადამიან-
ები სუფთა გონებით იბადებიან და ის, რაც მოგვიანებით მათ გო-
ნებაში აღიბეჭდება, უფრო მეტად საზოგადოების ბუნებით განი-
საზღვრება, ვიდრე ინდივიდუალური გენეტიკური მემკვიდრეობ-
ით. მეტიც, მარქსი ვერ ხედავდა პიროვნების ჭეშმარიტ ინტერე-
სებსა და საზოგადოების ინტერესებს შორის შესაძლო დაძაბულო-
ბას. შესაბამისად, სოციალისტურ ხანაში ხალხი ბუნებრივად შე-
ითვისებდა სოციალისტურ ღირებულებებს. კაპიტალისტური სა-
ხელმწიფოებისაგან განსხვავებით, სადაც, თითქოს, კონკურენტუ-
ლი მოქალაქეების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს, რომლებიც სი-
ნამდვილეში დეგრადირებულნი არიან და ექსპულატაციას უწევენ
ერთმანეთს, სოციალისტური სახელმწიფო აყალიბებდა კოოპერატ-
იულ მოქალაქეებს, რომლებიც პატივს სცემდნენ და ეხმარებოდნენ
ერთმანეთს. კლასობრივი კონფლიქტი თავისთავად აღმოიფხვრე-
ბოდა და ინტერესთა ბუნებრივი ჰარმონიით იქნებოდა ჩანაცვლე-
ბული.
სახელმწიფოთა გაქრობის მარქსისტული რწმენა ინტერესთა
მთლიანობის ერთგვარ ლოგიკაზე იყო დაფუძნებული. კერძო სა-
კუთრების შემცირებითა და შრომის დანაწილებით სოციალური
უთანასწორობა მცირდება, ხოლო სოციალური უთანასწორობის
შემცირებით - შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზები. თავისთა-
ვად, კლასების არარსებობის შემთხვევაში კლასობრივი ბრძოლაც
შეუძლებელი ხდება. დაბოლოს, შეიარაღებული კონფლიქტის შემ-
ცირებით სახელმწიფოს საჭიროებაც მცირდება. წარსული საზოგა-
დოებები იყო მხოლოდ ადამიანთა გამოგონება კლასობრივი დო-
მინანტობის შესანარჩუნებლად. მარქსის თანახმად, სოციალური
კლასების გაქრობასთან უფუნქციოდ დარჩენილი მთავრობაც
მოკვდება.

უკლასო საზოგადოება
როგორც მარქსი წინასწარმეტყველებდა, მთავრობის არსებო-
ბის ბუნებრივი დასასრული კომუნიზმის მეორე სტადია - უკლა-
22
სო საზოგადოებაში უნდა მომხდარიყო. ამ კომუნისტურ უტოპია-
ში ნამდვილი ადამიანური სურვილების დაკმაყოფილება შესაძლე-
ბელი იქნებოდა. კაპიტალიზმში, წერდა მარქსი, "ყველა კონკრე-
ტული, განსაზღვრული საქმიანობის თავსმოხვეული სფერო აქვს,
რომელსაც თავს ვერ დააღწევს. მონადირეა ის მეთევზე, მწყემსი
თუ "კრიტიკული კრიტიკოსი", ასეთად უნდა დარჩეს, თუ არ უნ-
და, რომ არსებობის საშუალება დაკარგოს". ამის საპირისპიროდ,
კომუნიზმში,
"სადაც არავის აქვს საქმიანობის განსაზღვრული სფერო, მაგ-
რამ შეუძლია მოამზადოს საკუთარი თავი მის მიერ არჩეულ
დარგისათვის, საერთო პროდუქციის რეგულირების გზით საზოგა-
დოება შესაძლებელს ხდის ჩემთვის გავაკეთო ერთი საქმე დღეს
და მეორე ხვალ. ვინადირო დილით, ვითევზავო შუადღეს,
ვმწყემსო ნახირი საღამოს, აგრეთვე გავაკრიტიკო ვახშამი _ ზუს-
ტად ისე, როგორც მე მინდა - მონადირედ, მეთევზედ, მწყემსად
ან კრიტიკოსად გადაქცევის გარეშე".
ინდივიდუალური თვითრეალიზაციის პარალელურად, გან-
ვითარდებოდა ბედნიერების მომტანი სოციალიზმი, რომლის
დროსაც ადამიანები იქნებოდნენ "ლოიალური, ბრძენი და არაკ-
ორუმპირებული ამხანაგები, რომლებიც ერთმანეთს სრულიად არ-
აეგოისტური კეთილგანწყობით მოეპყრობოდნენ". მარქსის უკლასო
საზოგადოება ამ მხრივ ვირტუალურად ყველა დანარჩენ უტოპიას
მოგვაგონებს. ერთ-ერთი მეცნიერი მარქსისტული უტოპიზმის შე-
სახებ აღნიშნავს, რომ კომუნისტური საზოგადოების მარქსისტუ-
ლი აღწერა ბევრ სხვა უტოპიურ შრომასთან "საერთო ეთიკურ სა-
ფუძველს" იზიარებს, რომლის მთავარი მახასიათებლებიცაა "საერ-
თო და არა კონკურენტული შრომა, საზოგადოებისთვის სასიკეთო
მიზნები და არა თვითკმაყოფილება და ჰედონიზმი _ თითოეულ
წევრზე სოციალური პასუხისმგებლობის ეთიკა და არა ყველაზე
ძლიერთა გადარჩენისათვის ბრძოლა".
მომავლის სურათი, რომელიც მარქსმა და ენგელსმა მსოფ-
ლიოს შესთავაზეს, ნამდვილად მიმზიდველი და უტოპიური იყო:
"დანაშაული აღმოიფხვრებოდა, ცხოვრების ხანგრძლივობა
გაიზრდებოდა, ძმობა და თანამშრომლობა ახალ მორალურ წესებს
დაამკვიდრებდა, მეცნიერული პროგრესი სწრაფი ტემპით განვი-

23
თარდებოდა. ყველაფერთან ერთად, სოციალიზმის მთელ მსოფ-
ლიოში გავრცელებით, კაცობრიობის უდიდეს დაავადებას - ომსა
და მის ტყუპ ძმას, ნაციონალიზმს - ადგილი აღარ ექნებოდა. ამას
საერთაშორისო მეგობრობა მოჰყვებოდა... სოციალური რევოლუცი-
ით კაცობრიობა დაასრულებდა მის "პრეისტორიულ" ხანას და
პირველად შეაბიჯებდა იქ, რასაც შეიძლება მისი საკუთარი ისტო-
რია ეწოდოს.
... რევოლუციის შემდგომ გაერთიანებულ უკლასო საზოგა-
დოებას პირველად შეეძლება გადაწყვიტოს, რომელი გზით წავი-
დეს და როგორ გამოიყენოს საკუთარი რესურსები და შესაძლებ-
ლობები. პირველად ჩვენ თავად შევქმნით საკუთარ ისტორიას! ეს
არის "ნახტომი მონობიდან დამოუკიდებლობისაკენ, სიბნელიდან
სინათლისაკენ".
თომას მ.მაგშტადტი. გავიგოთ პოლიტიკა. იდეები, ინსტიტუტები და პრობლე-
მები. თბ., ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010, გვ.48; 55-58; 503-
504.

მარქსი: ცხოვრება, შრომები და პიროვნება


კარლ მარქსი (1818-1883) გერმანიის ქალაქ ტრირში, ებრაულ
ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში, სადიპ-
ლომო შრომა ეპიკურეს თემაზე დაიცვა. მისი პირველი შრომები
ფილოსოფიის ისტორიას შეეხებოდა, თუმცა მარქსმა სწრაფად აღ-
მოაჩინა ადამიანისა და ისტორიის პრობლემათა გადახედვისა და
მათი ახლებური დანახვისკენ თავისი მოწოდება. მარქსმა ჟურნა-
ლისტად იმუშავა გერმანიასა და პარიზში და ამ დროს გაიცნო
მეწარმე ფრიდრიხ ენგელსი (1820-1895), რომელმაც მისი აზრები
გაიზიარა. რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან გაძევებულმა მარქსმა
ლონდონში დაიდო ბინა, სადაც, ენგელსის ფინანსური მხარდაჭე-
რით, ხანგრძლივად იცოცხლა და იქვე გარდაიცვალა.
მარქსსა და ენგელსს იმდენად მტკიცე მეგობრობა და იდეა-
თა ისეთი თანხვედრა ჰქონდათ, რომ ზოგიერთი თხზულება მათი
ერთობლივი შრომის შედეგია. ასეთებს მიეკუთვნება "წმინდა ოჯა-
ხი, ანუ ახალგაზრდა ჰეგელელთა კრიტიკის კრიტიკა" და 1848
წლის სახელგანთქმული "კომუნისტური მანიფესტი". შეიძლება

24
ითქვას, რომ ამ უკანასკნელმა შრომამ დასაბამი მისცა ფართო სო-
ციალურ მოძრაობათა ორგანიზებას, რომლებიც მსხვილ მეწარმეთა
წინააღმდეგ მუშათა ბრძოლას ისახავდა მიზნად.
მარქსმა მრავალი შრომა დაწერა, მაგრამ მათ შორის ყველა-
ზე ცნობილია "კაპიტალი". ამ შრომის პირველი წიგნი 1867 წელს
გამოქვეყნდა, დანარჩენები კი ავტორის გარდაცვალების შემდეგ.
მარქსი არ არის ღრმა მოაზროვნე, რომელიც მკაცრ კონტროლს
უქვემდებარებს საკუთარი ნააზრევის განვითარებას. ის უფრო წი-
ნასწარმეტყველი, რევოლუციურ ენერგიათა გამომღვიძებელია. დი-
დი ფანტაზიით დაჯილდოებული და ღრმა ერუდიციის მქონე
მარქსი ორივე ამ თავის თვისებას იყენებს ცხოვრებისა და ისტო-
რიის შთამბეჭდავი, მაგრამ ნაჩქარევი ხედვის წარმოსადგენად.
მშრომელთა კლასის ცხოვრების პირობების რადიკალური შეც-
ვლის იდეით შეპყრობილი მარქსი ერუდიციასაც და მახვილგონი-
ერებასაც საკუთარ იდეალს უქვემდებარებს. სოციალური გარდაქ-
მნისაკენ მისი სწრაფვიდან, რომლის სამსახურშიც ჩააყენა მარქსმა
ხანგრძლივი შესწავლის შედეგად შეგროვებული მასალა, მომდინა-
რეობს ის მარქსისტული იდეოლოგია, რომელმაც უდიდესი გავ-
ლენა მოახდინა თანამედროვე ისტორიაზე.

მარქსისტული იდეოლოგია
მარქსის დოქტრინა, როგორც თავად უწოდებდა მას, მეცნი-
ერული სოციალიზმი, წინაპირობათა ორ კლასს ეყრდნობა. მათგან
ერთი უფრო თეორიული, მეორე კი ეკონომიკური ხასიათისაა.
თეორიული წინაპირობა მარქსს ჰეგელიანელობის ფოიერბა-
ხისეულმა გავრცობა-შესწორებამ მიაწოდა. ფოიერბახის მსგავსად,
მარქსი რეალობას მთლიანად გადაწყვეტს ადამიანში (ჰუმანიზმი),
რომლისთვისაც ბუნება მისი არსებითი სამოქმედო გარემოა. ნამ-
დვილი რეალობა მატერიაა, მის ცენტრში ადამიანი იმყოფება, ის
იბადება ამ მატერიაში და მას საკუთარ მოთხოვნილებათა შესაბა-
მისად განკარგავს. მატერია ექვემდებარება დიალექტიკურ პრო-
ცესს, რომელიც ჰეგელმა იდეას მიაკუთვნა. ამგვარად ეს დიალექ-
ტიკური მატერიალიზმია.

25
ეკონომიკური მატერიალიზმი
ეკონომიკურ წინაპირობებს მარქსი ინგლისურ ლიბერალურ
სკოლას, ანუ კლასიკურ ეკონომიკას (სმიტი, რიკარდო) დაესესხა.
ამ თეორიის თანახმად ეკონომიკური კეთილდღეობა შრომის დამ-
სახურებაა, რომელიც ყველა სხვა საქონლის მსგავსად, მოთხოვნი-
სა და მიწოდების კანონს ექვემდებარება, რაც განაპირობებს ხელ-
ფასების ზრდასა თუ კლებას.

ისტორიული მატერიალიზმი და პრაქსის–ის ფილოსოფია


ამ წინაპირობათა მეშვეობით მარქსი ისტორიას განიხილავს,
როგორც ადამიანურ მოთხოვნილებათა ასპარეზს, და, მაშასადამე,
როგორც მუშებისა და პატრონების ორ კლასს შორის ბრძოლის
(თეზისისა და ანტითეზისის დიალექტიკური დაპირისპირება) ას-
პარეზს. ისტორია მხოლოდ ეკონომიურ ინტერესთა ბრძოლაა, "კუ-
ჭის საკითხი" (ისტორიული მატერიალიზმი), ყველაფერი დანარჩე-
ნი იდეოლოგიური დაგვირგვინება, ლოგიკური შედეგი თუ საკუ-
თარ პოზიციათა დაცვის ეკონომიკური საშუალება მუშებისათვის,
რომლებსაც არაფერი გააჩნიათ შთამომავლობის, შვილების გარდა
(prole - შთამომავლობა, საიდანაც წარმოიქმნა სიტყვა პროლეტარი-
ატი). ფილოსოფია არ უნდა ჩაეფლოს იდეალურ კატეგორიათა
განხილვაში, რათა შემდეგ თვითცნობიერების აბსტრაქტიზმთან
მივიდეს. ის ნამდვილი კონკრეტულობით უნდა დაინტერესდეს,
რომელიც ეკონომიურ პრობლემაში გადაწყდება. თუ რეალობა
"პრაქსის"-ია, ანუ ეკონომიკურ ქმედებათა გარდამქმნელი ქმედება,
ფილოსოფია "პრა"-ის ფილოსოფია უნდა იყოს, ანუ დოქტრინა,
რომელიც შემოგვთავაზებს ცხოვრების პირობათა გამუდმებული
გარდაქმნის ნორმებს და გვიბიძგებს ამ გარდაქმნისკენ.

სოციალური საკითხი
ისტორიის ამგვარი ხედვის საფუძველზე (რომელსაც ისტო-
რიული მატერიალიზმი ეწოდება, თუმცა, ისტორიული ეკონომიზ-
მი, ანუ ეკონომისტური მატერიალიზმი შეიძლება დაერქვას), მარ-
26
ქსი აყალიბებს საკუთარ მეცნიერულ სოციალიზმს, როგორც ყვე-
ლაზე ეფექტურსა და ჭეშმარიტ ფორმულას მისი დროის ეკონომ-
იკურ-სოციალური ვითარების გარდაქმნისათვის. ეჭვგარეშეა, მარ-
ქსის დროს, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, მუშები სასტიკ
ექსპლუატაციას განიცდიდნენ. ზრდასრული თუ მცირეწლოვანი
მუშები თანაბრად, დღეში თორმეტ და მეტ საათს მუშაობდნენ,
მათ უფლებებს არავინ აღიარებდა, მათი ერთადერთი უფლება
დაბალი ხელფასის მიღება იყო. ამგვარად ყალიბდებოდა "სოცი-
ალური საკითხი", ანუ "მუშათა საკითხი" თანამედროვე ინდუს-
ტრიალიზმის პირობებში, რომელმაც საწარმოო პროცესი მცირე-
რიცხოვან კაპიტალისტთა ხელში მოაქცია. თანდათან გაქრა ძველი
და დიდებით შემკული ხელოსნობა და თავისუფალი ხელოსნები
პატრონის დაქვემდებარებაში მყოფ ხელფასზე დამოკიდებულ
მშრომელებად იქცნენ (მუშათა დამონება).

კოლექტივისტური დოქტრინა
მარქსი, ბუნებრივია, ამხელს ამ ვითარების უსამართლობას,
მაგრამ ამაზე არ ჩერდება: უსამართლობას ის მხოლოდ და იმდე-
ნად მუშათა ცხოვრების პირობებში კი არ ხედავს, რამდენადაც
თვით ეკონომიკურ დამოკიდებულებათა სისტემაში, კაპიტალის-
ტურ სისტემაში, რომელიც დოვლათის მცირეთა ხელში თავმოყ-
რას უწყობს ხელს. ამ ისტორიული უსამართლობის გამოსასწორებ-
ლად შემოთავაზებული მისი ფორმულა წარმოების საშუალებათა
კოლექტივიზაციაა, რათა თითოეულმა ადამიანთა თავის მოთხოვ-
ნილებათა შესაბამისად მიიღოს (კოლექტივიზმი, კომუნიზმი, მეც-
ნიერული სოციალიზმი).
წარმოების საშუალებათა (კაპიტალთა) კოლექტივიზაციას
მარქსი ზედმეტი ღირებულების თეორიისა და მასთან დაკავშირე-
ბული სხვა თეორიების მეშვეობით ამართლებს. მოკლედ გადმოვ-
ცემთ, თუ როგორ ამართლებს მარქსი თავის კოლექტივისტურ
თეორიას.

27
მოხმარების ღირებულება და გაცვლის ღირებულება
ნებისმიერ საქონელს ორმაგი – მოხმარებისა და გაცვლის –
ღირებულება აქვს. მოხმარების ღირებულება მდგომარეობს საქონ-
ლის უნარში, დააკმაყოფილოს მოთხოვნილებანი. საქონლის გაც-
ვლის ღირებულება კი სხვა საქონელში მისი გაცვლის უნარში
მდგომარეობს. შრომაც ორმაგი ღირებულების მქონე საქონლად
ითვლება: მოხმარების ღირებულება მდგომარეობს შრომის უნარში,
გარდაქმნას ნედლეული ეკონომიკურ ქონებად; შრომის გაცვლის
ღირებულება მდგომარეობს ბაზარზე მის შეფასებაში დამქირავე-
ბელსა და მშრომელს შორის.

ზედმეტი ღირებულება
კლასიკური ეკონომიკის თანახმად, დოვლაცის წარმოებისას
ქონების მთელი ღირებულება მომდინარეობს შრომიდან (შრომის
გამოყენების ღირებულება). მეორე მხრივ, დამქირავებელი, რომელ-
მაც მოგება უნდა მიიღოს, მშრომელს უხდის გასამრჯელოს, რომე-
ლიც შეესაბამება შრომის გაცვლის ღირებულებას. შედეგად, მშრო-
მელი არ იღებს მთელ ღირებულებას, რომელიც საკუთარი შრო-
მით ჩადო საქონელში. გადახდილ ხელფასსა (შრომის გაცვლის
ღირებულება) და წარმოებულ რეალურ ქონებას (შრომის გამოყე-
ნების ღირებულება) შორის არსებობს განსხვავება, "ზედმეტი ღი-
რებულება", რომელიც მხოლოდ და მთლიანად დამქირავებლის
სარგებელს წარმოადგენს. ამაში მდგომარეობს სწორედ ის უსამარ-
თლობა, რომლის გამოც მშრომელს მისი საკუთარი შრომის ნა-
ყოფს ართმევენ. უსამართლობა ამა თუ იმ დამქირავებელს კი არ
უკავშირდება, ის თვით კაპიტალისტურ სისტემაშია, რომლის არ-
სებითი ნიშანია დამქირავებლის მხრიდან მშრომელის მიერ წარ-
მოებული სიმდიდრის დაუმსახურებელი მისაკუთრება.

კლასობრივი ბრძოლა და პროლეტარიატის დიქტატურა


სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრება იწვევს გარდაუვალ
"კლასობრივ ბრძოლას": პროლეტართა კლასი უპირისპირდება
28
მფლობელთა კლასს, როგორც ჰეგელისეული დიალექტიკის თეზი-
სი ანტითეზისს. ამგვარად მივდივართ აუტანელ მდგომარეობამ-
დე, როდესაც პროლეტარიატი, რომელიც აცნობიერებს საკუთარ
უფლებებსა და დამონებულ მდგომარეობას, მოახდენს რევოლუცი-
ას, რომელიც გაანადგურებს კაპიტალისტურ სისტემას და დასა-
ბამს მისცემს ერთადერთ – მშრომელთა კლასს. წარმოებული ქო-
ნება სახელმწიფოს საკუთრება იქნება, რომელიც სამართლიანობასა
და თანასწორობაში შექმნილი ყველას სახელმწიფო იქნება. ესაა
პროლეტარიატის დიქტატურა.
პროლეტარებს სხვა არა დარჩენიათ, გარდა გაერთიანებისა,
რათა სულ უფრო მეტად გააცნობიერონ საკუთარი უფლებები და
მთავრობებსა და დამქირავებლებს საკუთარი პირობები უკარნა-
ხონ. კომუნისტთა მანიფესტი შემდეგ განცხადებას შეიცავს: "პრო-
ლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!" 1848 წელი არა მხოლოდ
ლიბერალურ რევოლუციათა წელია, რომლებიც კონსტიტუციას
მოითხოვდნენ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის წელი, რო-
დესაც პროლეტართა მასების აუცილებელი ორგანიზების მარქსის-
ტული იდეა გამოცხადდა. ის, რაც 1848 წლის შემდეგ მოხდა, თა-
ნამედროვე და თავისი რადიკალური ტოტალიტარიზმით გამრჩე-
ულ უახლოეს ისტორიას მიეკუთვნება.

ეკონომისტური ისტორიზმი
მარქსი საკუთარ სოციალიზმს მეცნიერულს უწოდებდა,
რადგანაც, ფატასტიკური და ჰუმანიტარული სენტიმენტალიზმისა
თუ რომანტიზმისკენ მიმართული სხვა სოციალიზმებისგან გან-
სხვავებით, მისი სოციალიზმი მყარ მეცნიერულ საფუძველს ემყა-
რებოდა, მაგალითად, ისტორიულ და დიალექტიკურ მატერიალ-
იზმსა და ინგლისური ლიბერალური სკოლის ეკონომიკურ თეორ-
იებს. მაგრამ ეს საფუძვლები არ ყოფილა მეტისმეტად მეცნიერუ-
ლი, რადგანაც როგორც რეალობის, ისე ეკონომიკის ცალმხრივი
ხედვის შედეგი იყო.

29
მატერიალიზმისა და სამართლიანობის სოციალური იდე-
ალების შეუთავსებლობა
რეალობის თვალსაზრისით, მარქსიზმი რეალობასა და ადამ-
იანს დიალექტიკას დაქვემდებარებული მატერიის საზღვრებში გა-
ნიხილავს. გაუგებარია, თუ რანაირად შეიძლება ამგვარი მატერი-
ალისტური ხედვის პირობებში სამართლიანობის იდეალებსა და
მშრომელის წმიდათაწმინდა უფლებებზე საუბარი. მატერიალურ
გარემოში მხოლოდ მატერიალურ ან ბიოლოგიურ ღირებულებათა
ადგილია, სამართლიანობა და სამართალი არამატერიალურ, თუმ-
ცა კი მასთან დაკავშირებულ სამყაროს მიეკუთვნებიან. მართალია,
ადამიანური რეალობა ასევე და არსებითად სხეულისა და მოთ-
ხოვნილებებისაგან შედგება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ
ადამიანი მხოლოდ სხეული და მოთხოვნილებებია. ჰეგელიანელ-
ობის ცალმხრივობა არ ამართლებს მატერიალიზმის ცალმხრივო-
ბას, თუმცა კი ეს უკანასკნელი სხვათა უხეში მატერიალიზმისგან
განსხვავებისკენ ესწრაფვის. ფრაზა "აზრი ტვინის სეკრეციაა, ისევე
როგორც ნაღველაა ღვიძლის სეკრეცია" (კაბანისი) დიდად არ გან-
სხვავდება ფრაზისაგან: "ადამიანი ის არის, რასაც ჭამს". მარქსის-
ტთა მიერ ისტორიისა და ეკონომიკური პრობლემებისადმი დათ-
მობილი მეტი ყურადღება (განსხვავებით მეცნიერული მატერიალ-
ისტური პოზიციისგან, რომლებიც ჰოლბახს, მოლეშოტსა თუ
სხვებს ბაძავდნენ), არ აბათილებს იმ ფაქტს, რომ მარქსიზმი მკაც-
რად მატერიალისტური ხედვაა.

ისტორიული ეკონომიზმის არაქმედითობა


ისტორია არ გვაძლევს მისი ხისტი ეკონომისტური ინტერპრე-
ტაციის უფლებას. ყველა ისტორიული მოვლენა როდი იყო განპირო-
ბებული ეკონომიკური ხასიათის მიზეზებით. ეკონომიკური განმარ-
ტება მრავალ მოვლენას შეიძლება მივუსადაგოთ, მათ შორის, ქრის-
ტიანობის გავრცელებასაც, მაგრამ, შეუძლებელია იმის პრეტენზია
განვაცხადოთ, რომ ისტორიული განვითარების გზა ჰეგელის კატეგო-
რიების ეკონომიკური მოთხოვნილებებით ჩანაცვლების მეშვეობით
ამოვწუროთ. მაგალითად, ქრისტიანობა უეჭველად ქადაგებდა ძმობა-

30
სა და თანასწორობას ადამიანებს, როგორც ღვთის შვილებს შორის
და, შესაბამისად, გავლენა მოახდინა მონათა ეკონომიკური ცხოვრების
პირობებზე, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ქრისტიანობის მი-
ღებას მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებდა. იგივე ით-
ქმის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის სხვა მოვლენებზეც.

ეკონომიკური ღირებულება და შრომა


არ არის სწორი საქონლის გაცვლის ღირებულების მთლიანად
შრომასთან დაკავშირება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ არის სწორი
იმის მტკიცება, თითქოს ადამიანთა შორის მიმოცვლაში მყოფი სა-
ქონლის ღირებულება შრომის დამსახურებაა. ეკონომიკური სამომხმა-
რებლო ღირებულება და, მაშასადამე, გაცვლის ღირებულება, მრავალ
ფაქტორზეა დამოკიდებული: ოქროს ბეჭდისა და თუნუქის ბეჭდის
დამზადებას, შესაძლოა, თანაბარი შრომა დასჭირდეს, მაგრამ ამის გა-
მო მათ ერთნაირი ღირებულება არ ექნებათ მყიდველისთვის. ეს ძა-
ლიან უბრალო მაგალითია, მაგრამ შეიძლება მოვიყვანოთ სხვა მაგა-
ლითები, როდესაც სხვადასხვა საქონელი მის საწარმოებლად დახარ-
ჯული თანაბარი შრომის მიუხედავად განსხვავებულ სამომხმარებლო
ღირებულებას იძენს.

ქონების უფლება და მისი სოციალური ფუნქცია


ქონების კოლექტივიზაცია ადამიანის პიროვნულ ღირსებასთან
დაკავშირებულ მის ძირეულ უფლებას – საკუთრების უფლებას –
უარყოფს. მართალია, ეს უფლება სოციალურ მოთხოვნილებებს უნდა
შეეხამოს და შეუთავსდეს (ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ქონებას
სოციალური ფუნქცია აქვს), მაგრამ საკუთრების ფლობის პიროვნული
უფლების უარყოფას პიროვნების ნებისმიერი უფლების უარყოფა მო-
აქვს თან; ეს პროცესი ადამიანს თანდათან მასის ერთეულად, ან მე-
ქანიზმის ნაწილად გადააქცევს. უახლესმა ისტორიულმა გამოცდილე-
ბამ დაადასტურა, რომ რადიკალურ კოლექტივიზაციის მეშვეობით
წამოწყებულ ადამიანის ღირსებათა დაკნინებისა და ჩახშობის გზაზე
შეჩერება შეუძლებელია და ამ გზას ბოლოს ტირანიამდე მივყავართ.
მარქსის წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც საზოგადოება სო-
ციალიზმის დამამყარებელი გარდაუვალი რევოლუციისკენ მიემართე-

31
ბოდა, არ გამართლდა. ხალხებმა აღიარეს და განახორციელეს ლეგი-
ტიმური სოციალური მოთხოვნილებები თავისუფლად არჩეული წარ-
მომადგენლობების მეშვეობით, ან, იძულებულნი იყვნენ, ძალით თავს
მოხვეულ კომუნისტურ ორგანიზაციას დამორჩილებოდნენ.

მარქსის დამსახურებები და საზღვრები


მარქსის დამსახურებაა, რომ მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხე-
ლი პროლეტართა გამოღვიძებას. შეიძლება ითქვას, რომ კომუნიზ-
მმა ძმობისა და თანასწორობის ქრისტიანული აუცილებლობები
მიიღო და ისინი სრულიად არაქრისტიანული მატერიალიზმის
მორევში ჩაახშო. მატერია და სოციალურობა ქრისტიანობის მიერ
აღიარებული ღირებულებებია, მაგრამ მათი მარქსისტული უკიდ-
ურესი გაზვიადება უარყოფს როგორც ქრისტიანული ცხოვრების
სპირიტუალისტურ შთაგონებას, ისე ადამიანის ღირსების განდი-
დებას. მარქსიზმი, მისი მესიანიზმისა და უეჭველი ისტორიული
მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის კრიტიკულად გააზრებული
დოქტრინა. ის უფრო ერუდიციით ნასაზრდოები პოპულარული
ფორმულაა კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში სოციალური
მოთხოვნების წამოყენებისა და მათი დაკმაყოფილებისათვის. ანუ
მარქსიზმი უფრო იდეოლოგიაა. ამიტომ მარქსის ფილოსოფიის
ნაცვლად უფრო მეტად მარქსისტულ იდეოლოგიაზე საუბრობენ.
თანამედროვე მარქსისტები მარქსიზმს უფრო იდეოლოგიად წარ-
მოადგენენ, ვიდრე თეორიულ დოქტრინად.
ივან მარტინი. ფილოსოფიის ისტორია, თბილისი, 2008, გვ.353-358

ქრესტომათია

კომუნისტური პარტიის მანიფესტის შესავალი და ბოლო


აბზაცი
აჩრდილი დადის ევროპაში _ აჩრდილი კომუნიზმისა. ძვე-
ლი ევროპის ყველა ძალა საღმრთო კავშირში შეერთდა ამ აჩრდი-
32
ლის სადევნელად: პაპი და მეფე, მეტერნიხი და გიზო, საფრანგე-
თის რადიკალები და გერმანიის პოლიციელები.
სად მოიპოვება ისეთი ოპოზიციური პარტია, რომლისთვი-
საც კომუნისტობის დაწამებით სახელი არ გაეტეხოთ მთავრობაში
მყოფ მის მოწინააღმდეგეებს? სად მოიპოვება ისეთი ოპოზიციური
პარტია, რომელსაც კომუნისტობის სამარცხვინო ბრალდება უკანვე
არ ესროლოს როგორც ოპოზიციის უფრო პროგრესულ წარმომად-
გენელთათვის, ისე თავის რეაქციულ მოწინააღმდეგეთათვის?
ორი რამ გამომდინარეობს ამ ფაკტიდან.
კომუნიზმს უკვე ძალად აღიარებენ ევროპის ყველა ხელისუ-
ფალნი.
დიდი ხანია დრო არის, რომ კომუნისტებმა მთელი მსოფ-
ლიოს წინაშე აშკარად გამოთქვან თავიანთი შეხედულება, თავიან-
თი მიზნები, თავიანთი მისწრაფებანი და კომუნიზმის აჩრდილის
შესახებ არსებუო ზღაპრებს დაუპირისპირონ თვით პარტიის მანი-
ფესტი...
კომუნისტებს სამარცხვინოდ მიაჩნიათ დამალონ თავიანთი
შეხედულებანი და განზრახვანი. ისინი აშკარად აცხადებენ, რომ
მათი მიზნების მიღწევა შესაძლოა მხოლოდ მთელი არსებული
საზოგადოებრივი წყობილების ძალდატანებითი დამხობის გზით.
დაე გაბატონებული კლასები ძრწოდნენ კომუნისტური რევოლუ-
ციის შიშით. მასში პროლეტარები არაფერს დაჰკარგავენ გარდა
თავიანთი ბორკილებისა. შეიძენენ კი მთელ ქვეყნიერებას.
პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!
კ.მარქსი, ფ.ენგელსი. კომუნისტური პარტიის მანიფესტი _ კ.მარქსი.
ფ.ენგელსი. რჩეული ნაწერები სამ ტომად, ტ.I, თბ., 1975, გვ.127, 165.

მარქსი თავის წვლილზე კლასების თეორიის განვითარე-


ბაში
რაც შემეხება მე, მე არ მეკუთვნის არც თანამედროვე საზო-
გადოებაში კლასების არსებობისა და არც მათ შორის ბრძოლის
აღმოჩენის დამსახურება. ბურჟუაზიულმა ისტორიკოსებმა დიდი
ხნით ჩემზე ადრე გადმოსცეს კლასთა ამ ბრძოლის ისტორიული
განვითარება, ხოლო ბურჟუაზიულმა ეკონომისტებმა _ კლასების

33
ეკონომიური ანატომია. ის ახალი, რაც მე გავაკეთე, იმის დამტკი-
ცება იყო, რომ: 1) კლასთა არსებობა დაკავშირებულია წარმოების
განვითარების მხოლოდ გარკვეულ ისტორიულ ფაზებთან; 2) რომ
კლასთა ბრძოლას აუცილებლად მივყავართ პროლეტარიატის
დიქტატურამდე; 3) რომ თვით ეს დიქტატურა წარმოადგენს მხო-
ლოდ გადასვლას ყოველგვარი კლასების მოსპობაზე და უკლასო
საზოგადოებაზე...
მარქსი ი.ვაიდემაიერს, 5 მარტი 1852 წ.

მარქსი პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ


რა გარდაქმნას განიცდის სახელმწიფო კომუნისტურ საზოგა-
დოებაში? სხვა სიტყვებით: რა საზოგადოებრივი ფუნქციები დარ-
ჩება მაშინ ახლანდელი სახელმწიფო ფუნქციების ანალოგიური?
ამ კითხვას მხოლოდ მეცნიერულად შეიძლება ვუპასუხოთ...
კაპიტალისტურ და კომუნისტურ საზოგადოებას შორის არის
რევოლუციური გარდაქმნის პერიოდი ერთისა მეორედ. ამ პერი-
ოდს შეესაბამება აგრეთვე პოლიტიკურად გარდამავალი პერიოდი,
რომლის დროს სახელმწიფო არ შეიძლება სხვა რამ იყოს, თუ არ
პროლეტარიატის რევოლუციური დიქტატურა"
კ.მარქსი. გოთას პროგრამის კრიტიკა _k.მარქსი, ფ.ენგელსი,
რჩეული ნაწერები, ტ.II, თბ., 1964, გვ.28

მარქსი კომუნისტური საზოგადოების ორი ფაზის შესახებ


აქ ჩვენ საქმე გვაქვს არა ისეთ კომუნისტურ საზოგადოებას-
თან, რომელიც თავის საკუთარ საფუძველზე განვითარდა, არამედ,
პირიქით, ისეთთან, რომელიც ეს არის ახლა გამოდის კაპიტალის-
ტური საზოგადოებიდან; ამიტომ მას ყოველმხრივ, _ ეკონომიურ-
ად, ზნეობრივად, გონებრივად, ჯერ კიდევ დაღი აზის ძველი სა-
ზოგადოებისა, რომლის წიაღიდან ის გამოვიდა. ამის შესაბამისად
ცალკე მწარმოებელი _ გამოკლების შემდეგ _ საზოგადოებისაგან
ზუსტად იმას იღებს, რაც მას მისცა. მისცა კი მას თავისი ინდი-
ვიდუალური შრომის რაოდენობა. მაგალითად, საზოგადოებრივი
სამუშაო დღე შედგება ინდივიდუალური სამუშაო საათების ჯამი-
34
დან; ცალკე მწარმოებლის ინდივიდუალური სამუშაო დრო არის
მის მიერ შესრულებული ნაწილი საზოგადოებრივი სამუშაო დღი-
სა, მისი წილი ამ უკანასკნელში. საზოგადოებისაგან ის მოწმობას
იღებს იმის შესახებ, რომ მას ამდენი და ამდენი შრომა მისცა (სა-
ზოგადოებრივი ფონდებისთვის დანიშნული შრომის გამორიცხვის
შემდეგ), და ამ მოწმობით საზოგადოებრივი მარაგიდან იმდენ
მოხმარების საშუალებას იღებს, რამდენსაც იმავე რაოდენობის
შრომა დასჭირდა. რა რაოდენობის შრომაც მისცა მან საზოგადო-
ებას ერთი ფორმით, იმდენსვე ღებულობს უკანვე სხვა ფორმით.
აქ ცხადია, იგივე პრინციპი ბატონობს, რაც საქონლის გაც-
ვლას აწესრიგებს, რამდენადაც ეს უკანასკნელი ტოლ ღირებულე-
ბათა გაცვლაა. შინაარსი და ფორმა აქ შეიცვალა, ვინაიდან შეც-
ვლილ პირობებში არავის არ შეუძლია სხვა რამის მიცემა, თუ არ
თავისი შრომისა, და, მეორე მხრივ, არაფერი არ შეიძლება გადა-
ვიდეს ცალკე პირის საკუთრებაში, გარდა ინდივიდუალური მოხ-
მარების საშუალებებისა. მაგრამ რაც შეეხება ამ უკანასკნელთა გა-
ნაწილებას ცალკე მწარმოებელთა შორის, აქ იგივე პრინციპი ბა-
ტონობს, რაც საქონლის ექვივალენტთა გაცვლისას: განსაზღვრუ-
ლი რაოდენობის შრომა ერთი ფორმით გაიცვლება ტოლი რაოდ-
ენობის შრომაზე მეორე ფორმით.
ამიტომ აქ თანასწორი უფლება, პრინციპის მიხედვით, ჯერ
კიდევ ბურჟუაზიული უფლებაა, თუმცა პრინციპი და პრაქტიკა აქ
აღარ ეწინააღმდეგება ერთი მეორეს, მაშინ როდესაც საქონელთა
გაცვლისას ექვივალენტთა გაცვლა მხოლოდ საშუალოდ და არა
ცალკეული შემთხვევისთვის არსებობს.
ამ პროგრესის მიუხედავად, ეს თანასწორი უფლება ჯერ კი-
დევ ბურჟუაზიულ ზღუდეებშია მოქცეული. მწარმოებელთა უფ-
ლება მათ მიერ მიწოდებული შრომის პროპორციულია; თანასწო-
რობა იმაში მდგომარეობს, რომ გაზომვა თანასწორი მასშტაბით,
შრომით ხდება.
მაგრამ ერთი ადამიანი მეორეს ჯობნის ფიზიკურად ან გო-
ნებრივად, მაშასადამე იმავე დროში მეტ შრომას იძლევა ან უფრო
ხანგრძლივად შეუძლია მუშაობა; ხოლო შრომა, რათა ის საზომად
გამოდგეს, უნდა განისაზღვროს ხანგრძლივობით ან ინტენსივო-
ბით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღარ იქნება მასშტაბი. ეს თა-

35
ნასწორი უფლება უთანასწორო უფლებაა უთანასწორო შრომისათ-
ვის. ის არ სცნობს არავითარ კლასობრივ განსხვავებას, ვინაიდან
თვითეული მხოლოდ მუშაა, როგორც ყველა სხვა; მაგრამ ის უხ-
მოდ სცნობს ბუნებრივ პრივილეგიას - უთანასწორო ინდივიდუ-
ალურ ნიჭს და, ამიტომ, უთანასწორო შრომისუნარიანობას. ამიტ-
ომ თავისი შინაარსით ის უთანასწორობის უფლებაა, როგორც ყო-
ველი უფლება. თავისი ბუნებით უფლება შეიძლება მდგომარეობ-
დეს მხოლოდ თანასწორ მასშტაბთა გამოყენებაში; მაგრამ უთანას-
წორო ინდივიდები (და ისინი სხვადასხვა ინდივიდები არ იქნე-
ბოდნენ, უთანასწორონი რომ არ იყვნენ) მხოლოდ იმდენად განი-
ზომებიან ერთი და იმავე მასშტაბით, რამდენადაც მათ ერთი და
იგივე თვალსაზრისით განიხილავენ, განიხილავენ მხოლოდ გან-
საზღვრული მხრივ, მაგალითად, აღებულ შემთხვევაში, მხოლოდ
როგორც მუშებს; და მათში სხვას არაფერს დაინახავენ, ყველა-
ფერს დანარჩენს მხედველობიდან გაუშვებენ. შემდეგ: ერთი მუშა
ცოლიანია, მეორე - არა; ერთს მეტი ბავშვები ჰყავს, ვიდრე მეორ-
ეს და ა.შ. თანასწორი მუშაობის დროს და, მაშასადამე, საზოგა-
დოებრივი მოხმარების ფონდში თანასწორი მონაწილეობის დროს,
ფაქტიურად ერთი მეტს მიიღებს, ვიდრე მეორე, ერთი უფრო
მდიდარი აღმოჩნდება, ვიდრე მეორე, და ა.შ. ყველა ამ ნაკლოვა-
ნებათა თავიდან ასაცილებლად უფლება, ნაცვლად თანასწორისა,
უთანასწორო უნდა იყოს.
მაგრამ ამ ნაკლოვანებათა თავიდან აცილება შეუძლებელია
კომუნისტური საზოგადოების პირველ ფაზაში, როდესაც იგი ეს
არის წარმოიშვა კაპიტალისტური საზოგადოების მშობიარობის
ხანგრძლივი ტკივილების შემდეგ. უფლება არასოდეს არ შეიძლე-
ბა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე არის საზოგადოების ეკონომიკური
წყობილება და მით შეპირობებული კულტურული განვითარება
საზოგადოებისა.
კომუნისტური საზოგადოების უმაღლეს ფაზაში, მას შემდეგ,
რაც გაქრება ინდივიდთა მონური დაქვემდებარება შრომის დანა-
წილებისადმი; როდესაც ამასთან ერთად გაქრება გონებრივი და
ფიზიკური შრომის დაპირისპირება; როდესაც შრომა იქნება არა
მარტო ცხოვრების საშუალება, არამედ _ თვით გადაიქცევა პირ-
ველ სასიცოცხლო მოთხოვნილებად; როდესაც ინდივიდთა ყო-

36
ველმხრივ განვითარებასთან ერთად მწარმოებლური ძალებიც გა-
იზრდება და საზოგადოებრივი სიმდიდრის ყველა წყარო უხვად
გადმოდინდება, - მხოლოდ მაშინ შეიძლება სრულად გადალა-
ხულ იქნეს ბურჟუაზიული უფლების ვიწრო ჰორიზონტი და სა-
ზოგადოებამ თავის დროშას წააწეროს: თვითეულისგან – უნარის
მიხედვით, თვითეულს - მოთხოვნილების მიხედვით!"
კ.მარქსი. გოთას პროგრამის კრიტიკა - კ.მარქსი, ფ.ენგელსი.
რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტომი II. თბ., 1964, გვ.17-19.

ფრიდრიხ ენგელსი კარლ მარქსის ორი დიდი აღმოჩენის


შესახებ
კარლ მარქსი, - ადამიანი, რომელმაც სოციალიზმს და ამით
მთელ თანამედროვე მუშათა მოძრაობას პირველად ჩაუყარა მეც-
ნიერული საფუძველი...
იმ მრავალრიცხოვან მნიშვნელოვან აღმოჩენებიდან, რომლი-
თაც მარქსმა თავისი სახელი მეცნიერების ისტორიაში ჩასწერა,
ჩვენ აქ მხოლოდ ორზე შევჩერდებით.
პირველია მის მიერ მოხდენილი გადატრიალება მსოფლიო
ისტორიის მთელ გაგებაში. დღემდე გამეფებული შეხედულებანი
ისტორიაზე ემყარებოდა იმ წარმოდგენას, რომ ყველა ისტორიულ
ცვლილებათა მიზეზები უნდა ვეძიოთ, საბოლოო ანგარიშით, ად-
ამიანთა ცვალებად იდეებში და რომ ყველა ისტორიულ ცვლილე-
ბათა შორის უმნიშვნელოვანესი, მთელი ისტორიის განმსაზღვრე-
ლი, პოლიტიკური ცვლილებაა. მაგრამ არავინ არ ცდილობდა გა-
მოერკვია, საიდან იბადება ადამიანთა იდეები და როგორია პო-
ლიტიკურ ცვლილებათა მამოძრავებელი მიზეზები. მხოლოდ
ფრანგ და ნაწილობრივ ინგლისელ ისტორიკოსთა უახლეს სკოლა-
ში დაიბადა ის რწმენა, რომ, დაწყებული შუა საუკუნეებიდან მა-
ინც, ევროპის ისტორიის მამოძრავებელ ძალად იყო განვითარება-
ში მყოფი ბურჟუაზიის ბრძოლა ფეოდალურ თავადაზნაურობას-
თან პოლიტიკური და საზოგადოებრივი ბატონობისათვის. მარქსმა
კი დაატკიცა, რომ დღემდე არსებული კაცობრიობის მთელი ის-
ტორია არის კლასთა ბრძოლის ისტორია, რომ მრავალგვარ და
რთულ პოლიტიკურ ბრძოლაში საქმე ყოველთვის ეხებოდა სწო-
37
რედ საზოგადოების ამა თუ იმ კლასის პოლიტიკურ და სოციალ-
ურ ბატონობას...
მარქსის მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის კაპიტალისა
და შრომის ურთიერთობის საბოლოო განმარტება, სხვანაირად
რომ ვთქვათ, იმის გამოაშკარავება, თუ როგორ ხდება მუშის ექს-
პლოატაცია კაპიტალისტის მიერ თანამედროვე საზოგადოებაში,
არსებული კაპიტალისტური წარმოების წესის დროს...
ფ.ენგერსი. კარლ მარქსი _ კ.მარქსი, ფ.ენგელსი. რჩეული ნა-
წერები ორ ტომად, ტომი II. თბ., 1964, გვ.183, 190-191, 194.

ძირითადი ცნებები
გაუცხოება - პიროვნების ჭეშმარიტი და არსებითი ბუნები-
საგან განდგომა
დიალექტიკური მატერიალიზმი - მარქსიზმის სახეობა, რო-
მელიც მკაცრი დეტერმინიზმით ხასიათდება. ორთოდოქსულ კო-
მუნისტურ ქვეყნებში, სახელმწიფო დონეზე თითქმის ოფიციალურ
ფილოსოფიად იყო გამოცხადებული
კლასობრივი ცნობიერება - მარქსისტული ტერმინი, რომე-
ლიც პიროვნების მიერ იმ კლასის ინტერესთა გაცნობიერებაზე
მიუთითებს, რომელსაც მიეკუთვნება; მის მზადყოფნაზე, დაიცვას
ეს ინტერესები. კლასობრივი ცნობიერების სინონიმია - "კლასობ-
რივი თვითშეგნება".
კომუნიზმი - სიმდიდრის საერთო საკუთრების პრინციპი;
კომუნიზმის ცნება ხშირად გამოიყენება უფრო ფართო მნიშვნე-
ლობით იმ მოძრაობებისა და რეჟიმების აღსანიშნავად, რომლებიც
მარქსისტულ პრინციპებს ეფუძნება.
მარქსიზმი - კარლ მარქსის მიერ შემუშავებული კომპლექ-
სური თეორია, რომლის საფუძველია ისტორიული მატერიალიზ-
მი, დიალექტიკური განვითარების იდეა და საზოგადოების კლა-
სობრივი სისტემის ანალიზი.
პროლეტარიატის დიქტატურა - მარქსისტული ტერმინი, რო-
მელიც აღნიშნავს გარდამავალ ეტაპს კაპიტალისტური სისტემის
38
ნგრევისგან კომუნიზმის საბოლოო გამარჯვებისკენ, რომელიც
დროებითი პროლეტარული სახელმწიფოს ჩამოყალიბებით ხასი-
ათდება
პროლეტარიატი - მარქსისტული ტერმინი, აღნიშნავს კლასს,
რომელიც საკუთარი სამუშაო ძალის გაყიდვით ცხოვრობს. მკაც-
რად თუ მივუდგებით, პროლეტარიატი არ შეიძლება მივიჩნიოთ
მუშათა კლასის (ხელის შრომის მუშაკების) ეკვივალენტად

კარლ მარქსის ცნობილი გამონათქვამები

· მე მარქსისტი არ ვარ.
· დემოკრატია სოციალიზმის გზაა.
· ხელოვნება სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად, მაგრამ
ყოველთვის აღიარებული იყო.
· მედიცინა ისევე “არჩენს” ეჭვებს, როგორც დაავადებებს.
· ყველაფერს ეკარგება ფასი, როდესაც უსარგებლოა.
· რელიგია ხალხის ოპიუმია.
· რევოლუცია ისტორიის ლოკომოტივია.
· სოციალური პროგრესი შეიძლება გაზომილი იქნას ქალის
იმდროინდელი პოზიციებითა და შეხედულებებით.
· კაპიტალიზმი გონიერად ძუნწობს.
· ბიუროკრატისთვის მსოფლიო წყლის ნაკადია, რომლის
მანიპულირება თავადვე შეუძლია.
· ისეთ ისტორიას, რომელიც ცალკეულ ინდივიდს მისივე
ნაწილად მიიჩნევს, არ ვცნობ ისოტიად.
· კაპიტალიზმი მკვდარ შრომით სამუშაოს გავს, რომელიც
ვამპირის მსაგვსად ცხოვრობს და მუშებს სწოვს სისხლს.
· მწერალმა აუცილებლად უნდა იშოვოს ფული, რათა
განაგრძოს წერა, მაგრამ მან ფურცელი და კალამი არასდროს
არ უნდა გაიხადოს ფულის კეთების გზად.
· მსოფლიოში მუშებს დასაკარგავი არაფერი აქვთ, გარდა
ერთმანეთისა.
· ბევრი საჭირო ნივთის წარმოებამ, შესაძლოა ბევრი
უსარგებლო ადამიანი წარმოშვას.
39
· მშვიდობის განმარტება: სოციალიზმისას არ უნდა
არსებობდეს ოპოზიცია.
· დიდი ადამიანები იმიტომ გვეჩვენებიან ასეთებად, რომ
თავად ვდგავართ მუხლებზე.
· “წინა” საზოგადოებების ისტორია, საზოგადოებრივი ომების
ისტორია იყო და არაფერი სხვა.
· მიწათმფლობელები ჩვეულებრივები არიან, როგორც
ყველანი. მათ სურთ მოსავალი აიღონ იქიდან სადაც
არასდროს დაუთესავთ.
· საზოგადოება ინდივიდებისგან არ შედგება. ინდივიდი
საზოგადოებისგან იმით განსხვავდება, რომ ის დგას.
· მიზანი, რომლისთვისაც უმართებულო საშუალებებია
საჭირო, არ არის მართებული მიზანი.
· ადამიანის ცნობიერება კი არ განსაზღვრავს ყოფიერებას,
არამედ პირიქით - განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე
საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.

40

You might also like