You are on page 1of 4

ნიკოლო მაკიაველი

გიორგი ბერიძე

ფაკულტეტი: სამართლის სკოლა

კურსის ხელმძღვანელი: ლაშა ჯაიანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2022

აღორძინების ხანის ცნობილი ფილოსოფოსი, მწერალი და ისტორიკოსი ნიკოლო


მაკიაველია (1469-1527). იგი მნიშვნელოვანი მოაზროვნეა კაცობრიობისათვის. მისმა
ნაშრომებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე პოლიტიკური თუ
სოციალური აზროვნების ჩამოყალიბებაში, ასეთია მისი ცნობილი წიგნი „მთავარი“,
რომელიც არის ერთგვარი გეგმა, თუ როგორ უნდა იმართებოდეს სახელმწიფო.

ნიკოლო მაკიაველის წიგნის მიხედვით მთავრის უმთავრესი მიზანი და საქმე ომი


უნდა იყოს, სამხედრო ხელოვნებას უდიდესი ძალა აქვს, რომელიც ინარჩუნებს
ძალაუფლებას, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს მმართველი, როდესაც იგი ამ ძალას
ნაკლებად იყენებს მთავარი კარგავს ძალაუფლებას, ამ მოსაზრების გასაძლიერებლად
ავტორი იყენებს კერძო პირის, ფრანჩესკო სფორცას მაგალითს, ფრანჩესკო
ბრწყინვალედ ფლობდა სამხედრო ხელოვნებას, იგი მისი ნიჭის წყალობით მივიდა
მილანის დუკამდე, ხოლო მისი ვაჟები რომელებიც, თავს არ იწუხებდნენ ომებით,
დაქვეითდნენ და კვლავ კერძო პირებად იქცნენ. ასევე სამხედრო ხელოვნების
უცოდინრობა იწვევს მრავალგვარ პრობლემას, რომელიც საფრთხეს უქმნის მთავრის
საბრძანებელს, ასეთია ჯარისკაცების უნდობლობა და ზიზღი, რის შემდეგაც უკვე
მმართველსა და ჯარს შორის ჩნდება განხეთქილება, მთავარი ვეღარ ენდობა ჯარს,
რაც ძალაუფლების დაკარგვას იწვევს, ამიტომ მაკიაველის აზრით მთავარი
არასდროს უნდა ივიწყებდეს სამხედრო საქმეს და ყველაზე დიდ დროს უნდა
უთმობდეს. სწორი განვითარებისათვის მმართველი გამოცდილი ადამიანებისაგან
უნდა სწავლობდეს სამხედრო საქმეს, ბაძავდეს მათ, განიხილავდეს გამარჯვებისა თუ
დამარცხების მიზეზებს, მაკიაველის მიხედვით სწორედ ამ კომპონენტების
გათვალისწინებით შეინარჩუნებს მთავარი ძალაუფლებას.
ნიკოლო მაკიაველი მიიჩნევს რომ, ადამიანებს არ შეუძლიათ ისე ცხოვრება,
როგორც ეკლესია და სარწმუნოება მოითხოვს, კარგ მმართველს აქვს მისი
მოვალეობები და უფლებები, რომლის შესრულების შემთხვევაში მმართველი
წარმატებული იქნება, ქრისტიანული მორალის ზედმიწევნით შესრულების
შემთხვევაში კი ძალაუფლების გაკონტროლება არ იქნება მარტივი, რადგან
სისასტიკე და ძალადობრივი ელემენტების გამოყენება ქრისტიანული მორალის
დარღვევად ითვლება, თუმცა სახელმწიფოს სიძლიერისათვის საჭიროა ყველა
შესაძლო ელემენტის გამოყენება, დასაყრდენი არის მოქალაქეების ინტერესები და
პასუხისმგებლობა და არა მხოლოდ რელიგია.
მაკიაველის თვალსაზრისით, წარმატებული მართვისა და ამ მმართველობის
შენარჩუნების გზა ხშირად ეწინააღმდეგება ერთგულებას, სარწმუნოებას,
ადამიანობას, თუმცა საჭიროა სიტუაციის განსაზღვრა, არ უნდა გააკეთოს მთავარმა
არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, რომელიც აუცილებელია ის უნდა
გამოიყენოს, იგი ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს. ავტორის აზრით ბრძოლის
ორი სახე არსებობს, კანონისა და ძალის. კანონით ბრძოლა კარგი არჩევანია, თუმცა
ხშირად არასასურველ შედეგამდე მიდის, ამიტომ, როდესაც კანონებით ბრძოლა
მარცხის პირასაა საჭიროა მმართველმა გამოიყენოს მხეცის, ამ შემთხვევაში ძალის
საშუალებით ბრძოლა და ამით შეებრძოლოს მტერს. პირველ რიგში
წარმატებისათვის საჭიროა ეს ორი ძალა დააბალანსოს მთავარმა, ორივეს
საშუალებით იბრძოდეს, ხოლო მთავარი მიზანი ისაა რომ, ორივე ძალა ერთმანეთის
გარეშე ფუჭია, მმართველმა ძალით ბრძოლისას უნდა გამოიყენოს ლომისა და
მელიის თვისებები, მთავარს უნდა ახასიათებდეს სიმხეცე და ცბიერება, როგორც ამ
ორ ცხოველს, მმართველი აუცილებლად ერთგულიც უნდა იყოს, თუმცა ზომიერად,
ეს ერთგულება მისი ძალაუფლებისათვის დამაზიანებელი არ უნდა აღმოჩნდეს,
არცაა საჭირო მთავარი ყველა მნიშვნელოვან თვისებას ფლობდეს, თუმცა მან უნდა
შეძლოს ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ამ ყველაფრის ფლობა შეუძლია, ავტორს
მაგალითად მოჰყავს ალექსანდრე VI, რომელიც მუდმივად ატყუებდა ხალხს, თუმცა
იგი ყოველთვის ასაღებდა მის ტყუილს სიმართლედ. საბოლოოდ აქ ჩამოთვლილი
თვისებების ქონა არის წარმატებული მმართველობის საწინდარი, თუმცა მთავარმა
აუცილებლად უნდა იცოდეს რა ვითარებასა და სიტუაციაში უნდა გამოიყენოს ეს
თვისებები, აუცილებელია ამ ყველაფრის სწორი მართვა და ხშირად საპირისპიროდ
გამოყენება.
ნიკოლო მაკიაველის წიგნი „ მთავარი“ ვფიქრობ, რომ ზედმიწევნით კარგად
ასახავს, თუ როგორი მმართველი უნდა იყოს მთავარი, რა თვისებებითა თუ
უნარებით უნდა იყოს აღჭურვილი რეალურად ძლიერი მმართველი, მისი აზრები
არის თეორიული, თუმცა ისტორიაზე და პრაქტიკაზეა დაყრდნობილი, იგი ძლიერი
სამხედრო წყობილების სახელწმიფოს მომხრეა, ასწავლის მმართველებს თუ როგორ
მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილება, ამა თუ იმ საკითხებზე, დღევანდელ მსოფლიოში
ქვეყნები დემოკრატიული მოწყობის სახეებით იმართება, 15-16 საუკუნეში მოღვაწე
მაკიაველის მოსაზრებები მნიშვნელოვანია დღევანდელი სახელმწიფოების უკეთ
განვითრებისათვის, რადგან ყველა ის საკითხი, რომელიც ავტორმა განიხილა ჩემი
აზრით არის ახლანდელი ეპოქის შესაბამისი, ქვეყნის მართვის თეორია და ნიმუშები,
რომელსაც ავტორი გვიჩვენებს უკავშირდება ადამიანობას, სისასტიკეს, ერთგულებას,
ინსტიქტებს, რომელიც უკვდავია, ადამიანებს ყოველთვის გააჩნდათ სახელმწიფოს
ძლიერების და მმართველობის ხელში ჩაგდების სურვილი და ახლაც
დემოკრატიული სახელმწიფოს მმართველები იმარჯვებენ, მარცხდებიან ან
წარმატებისკენ მიისწრაფვიან. ადამიანებიც ხომ ასე არიან, მაკიაველის მოსაზრებები
მხოლოდ სახელმწიფოს მმართველებმა არ უნდა გაითვალისწინონ, ამ წიგნის მიმართ
დიდ ინტერესს მმართველები, მთავრები, მეფეები ან პრეზიდენტები იჩენდნენ,
მნიშვნელობა არ აქვს დემოკრატიულია სახელმწიფო თუ მონარქიული, ყველა
სახელმწიფოსა თუ რესპუბლიკას ძლიერი მმართველი სჭირდება, ამიტომაც ეს წიგნი
აქტუალობას არასდროს დაკარგავს, სანამ მსოფლიოში სახელმწიფოები და ზოგადად
მმართველობის ფორმები იარსებებს.
გამოყენებული ლიტერატურა

ნიკოლო მაკიაველი. „მთავარი“. წიგნი შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I, 105-


169.
თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019.

You might also like