You are on page 1of 9

რენესანსის დროინდელი ეს პოლიტიკური მოღვაწე პოლიტიკური

რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ


წარმომადგენლად ითვლება. მაკიაველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა
ფლორენციაში მაშინ, როდესაც
იტალია დაშლილი იყო ქალაქ-სახელმწიფოებად და საკუთრივ
ფლორენციას კი ფრანგთა შეტევების
მოგერიება უხდებოდა. სწორედ ამ პერიოდში, 1494 წელს, როცა ჯერონიმო
სარონავოლას რელიგიურ
საწყისებზე შექმნილმა სახელმწიფომ ფრანგებთან სრული კრახი
განიცადა, მაკიაველმა დაიწყო
იდეალური სახელმწიფოსა და მმართველის ძიება, რომ თავისი ქვეყანა
ლაფიდან ამოეთრია და
შეექმნა მისგან ნამდვილი სახელმწიფო.

მაკიაველი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც წერდა იმას, თუ


როგორ იქცევიან ადამიანები და
არა იმას, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი. კარლ მარქსი მას
მიაკუთვნებდა იმ პოლიტიკურ
მოაზროვნეთა რიცხვს, რომლებიც სახელმწიფოს იხილავდნენ
ადამიანური თვალით და მისი ბუნებრივი
კანონები გამოჰყავდათ არა თეოლოგიიდან, არამედ გონებიდან და
გამოცდილებიდან. მისთვის
ყოველგვარი სათუო დაშვება დამღუპველია. იგი ამბობდა - ჯერ
ცხოვრება, შემდეგ ფილოსოფია. მაკიაველის შეხედულებები არ არის
დამყარებული
ციდან მოტანილ იდეალებზე და ატარებს პრაგმატულ ხასიათს. აგებულია
კონკრეტული ისტორიული
ფაქტებიდან გამომდინარე და გათვალისწინებულია იმისთვის, რომ
თაობებმა არ დაუშვან ის
შეცდომები, რომლებიც მისმა წინამორბედებმა აუშვეს. მაკიაველი
დარწმუნებული იყო, რომ
სახელმწიფოს ინტერესები პრინციპულად უფრო მაღლა დგას, ვიდრე
თუნდაც ზნეობა, ტრადიცია
თუ რელიგია, ხოლო ამ ინტერესების განსაზღვრის სრული უფლება აქვს
სახელმწიფოს მეთაურს, 
რომელიც მნიშვნელობა არ აქვს რა გზით მოხვდება ხელისუფლების
სათავეში. იგი მიიჩნევს, 
რომ ყოველი ადამიანი კარგიცაა და ცუდიც, მაგრამ ადამიანის ქცევებიდან
მისი პოლიტიკური
ორიენტაციის გასაგებად უმჯობესია ისინი მივიჩნიოთ თავისთავად
ცუდებად. მაკიაველი ამტკიცებს, 
რომ „ადამიანები
მზაკვრები არიან და თუ არ აიძულებ, რომ იყვნენ კეთილნი, ისინი
აუცილებლად ბოროტებად
იქცევიან.“ სწორედ იმიტომ, რომ ადამიანები მზაკვრები არიან, მთავარმა
უნდა მიმართოს
რადიკალურ ზომებს, მისთვის მიზანი უნდა ამართლებდეს
საშუალებას და ამიტომ, თუ მთავარი სახელმწიფოს დაიპყრობს,
აუცილებლად უნდა გაჟლიტოს
იქაური სამეფო გვარი. მაკიაველის მტავარს ხალხი შიშში, მუდმივ
სიღარიბესა და განუწყვეტელ
ომში უნდა ჰყავდეს, თუმცა, ყოველივე ეს სახელმწიფოს საკეთილდღეოდ
უნდა მოხდეს.

მაკიაველის ცხოვრების უპირველესი მიზანი სამშობლოს ინტერესები, 


მისი თვითმყოფადობისა და თავისუფლების შენარჩუნება გახლდათ. მან,
როგორც ამბობენ, ყოველივე
ამის თავისივე აღმართულ საკურთხეველზე მსხვერპლად მიიტანა
პიროვნების თავისუფლება და
ადამიანის უფლებები, რომელთა ნაცვლად მოოქალაქეს მხოლოდ
მოვალეობანიღა დარჩა. ერთხელ
პოლ ვალერიმ კლემანსოს მისამართით თქვა: „ის
აღმერთებდა საფრანგეთს და ჭირის დღესავით სძულდა ყველა ფრანგი.“
ამ ირონიული შენიშვნის
თანახმად კლემანსო შეიზლება მაკიავეის უშუალო მემკვიდრედ
ჩაითვალოს. მაკიაველმა გაბედა
და იტალიელებს მტვლემარე სინდისისა და დათრგუნვილი ნების მწირ
ნიადაგზე გაუღვივა ნაციონალური
თვითშეგნება და ჩააგონა, რომ სამხედრო წარმატებებს სხვა ყველაფერთან
ერთად მორალური
ძალებიც - პატრიოტიზმი და სულის დისციპლინა განაპირობებდა. ის
წერდა: „ღმერთი ზეციდან მიწაზე ჩამოვიდა და სამშობლო
დაირქვა, და ის უწინდებურად შიშის ზარს სცემდა ადამიანებს. მისი ნება,
მისი ინტერესები, 
აი, რა გახლდათ უზენაესი კანონი.“

რაც შეეხება „მთავარის“ დაწერის მოტივს, 1512 წელს პიეტრო


სოდერინის უსუსური მტავრობა დაემხო ფლორენციაში და ისევ
მედიჩების მმართველობა აღდგა, 
რასაც რესპუბლიკური წყობილების მომხრეთა დევნა მოჰყვა. ამან შეიწირა
მაკიაველიც, რომელიც
მალევე გადააყენეს რესპუბლიკის კანცლერის პოსტიდან, არასასურველ
პიროვნებად გამოაცხადეს
და ფლორენციიდან გააძევეს. მისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, კაცი,
რომელიც პოლიტიკით ცოცხლობდა
და სულდგმულობდა, პოლიტიკისგან გარიყული აღმოჩნდა. ამაოდ
ცდილობდა მაკიაველი მეგობრების
დახმარებით მიეწვდინა ხმა მედიჩებისთბის, ამაოდ აგზავნიდა
შუამავლებს და ამაოდ ფიქრობდა, 
რომ „მთავარს“ თუ ლორენცო მედიჩის, პიეტროს ძეს მიუძღვნიდა, ძველ
პოსტსა და დიდებას
დაიბრუნებდა.

„მთავარი“ მაკიაველის არა ერთადერთი, თუმცა, ყველაზე


მნიშვნელოვანი ნაშრომია, მაკიაველი აქ გვაძლევს რეალიზმის ერთ-ერთ
დრომოუჭმელ ნორმას, 
რომლის მიხედვიტაც პოლიტიკა, რომელიც ხალხისადმი
პასუხისმგებლობას გულისხმობს, არ შეიძლება
ეფუძნებოდეს მორალს, როგორც ეს კერძო ურთიერთობებს შეეფერება
(დასკვნა ბატონის, ჩეზარე
ბორჯიას ქმედებებიდან). „მთავარში“ მაკიაველი ქადაგებს, რომ ლიდერი
არ უნდა სარგებლობდეს
ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, იმდენად, რამდენადაც ამ შემთხვევაში
მან შეიძლება ყველაფერი
დაკარგოს, რადგან მორალით სარგებლობა პოლიტიკაში
უპასუხისმგებლობის ტოლფასია, მმართველს
კი ამის უფლება არ აქვს, რადგან მას ხალხის ბედი აბარია. პოლიტიკაში
ზნეობრივი ნორმები და მორალი მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს
ემორჩილება, 
მთავრის მთავარი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ აბსოლუტურად ყველა
ხერხს მიმართოს უპირატესობის
ძიებისას, თუნდაც როგორც ტირანმა დაიცვას თავისი სახელმწიფოს
ინტერესები და უზრუნველყოს
მისი გადარჩენა. „მთავარს, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება სურს,
უთუოდ უნდა ჰქონდეს
იმის უნარი, რომ დროდადრო ივიწყებდეს სიკეთეს და გარემოებებისდა
მიხედვით იყენებდეს
ან არ იყენებდეს ამ უნარს.“

ის, რომ მმართველები


ერთდროულად უნდა იყვნენ როგორც ლომები (ძალა, ძლიერება), ასევე
მელიები (ცბიერება)
მაკიაველიზმის ერთ-ერთი დედააზრია. მათ ეს ორივე თვისება
სჭირდებათ, რადგან ხალხის
ბედი მათი სიმამაცისა და საზრიანობის ხელშია. ის ფაქტი, რომ ხალხის
ბედი მჭიდროდაა
დაკავშირებული მმართველის და, შესაბამისად, სახელმწიფოს ბედთან,
არის მაკიაველის და, 
საერთოდ, პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური
მოსაზრება. „უნდა გვახსოვდეს, 
რომ- არსებობს ბრძოლის ორი სახე: ერთია ბრძოლა
კანონების, ხოლო მეორე - ძალის მეშვეობით. პირველი ნიშნეულია
ადამიანებისთვის, 
მეორე კი მხეცებისთვის. მაგრამ რაკი პირველი ხშირად არასაკმარისია,
ძალაუნებურად უნდა
მივმართოთ ხოლმე მეორეს.“ ამიტომ მთავრისთვის აუცილებელია, რომ
თანაბარი წარმატებით
იბრძოდეს როგორც მხეცი და როგორც კაცი. სწორედ ამნაირი, თუმცაღა
შეფარვით გამოთქმული
შეგონებით მიმართავდნენ მთავრებს ძველი მწერლები, რომლებიც
აღნიშნავდნენ, რომ აქილევსსა
და ძველი დროის სხვა ბევრ მთავარსაც აღსაზრდელად აბარებდნენ
კენტავრ ქირონს, რათა მისი
მეთვალყურეობით დავაჟკაცებულიყვნენ. ამ ნახევრად მხეცისა და
ნახევრად კაცის ზედამხედველობას
აქ მხოლოდ ის აზრი აქვს, რომ მთავარი უნდა ითვისებდეს და
ისისხლხორცებდეს ორივე ბუნებას, 
და რომ ერთი მეორის გარეშე უდღეურია. ამრიგად, თუ მთავარი
იძულებული იქნა იბრძოდეს
როგორც მხეცი, ცხოველთა სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა
ირჩევდეს, ვინაიდან ლომს არ
შეუზლია თავი დაიცვას გველისგან, მელას - მგლებისგან. მაშასადამე,
მელა უნდა იყო, რომ
შენიშნო გველი, და ლომი, რომ დაიფრინო მგლები. იმას, ვინც მხოლოდ
ლომობას იჩემებს, 
ბევრი რამ არ ესმის.

ბლეზ პასკალი წერდა:


„მართებულია დაემორჩილო სამართლიანობას, შეუძლებელია არ
დაემორჩილო ძალას. სამართლიანობა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს
ძალა, უძლურია, 
ძალა რომელის ზურგს უკან არ დგას სამართლიანობა, ტირანულია.
უძლურ სამართლიანობას ყოველთვის
ფეხქვეშ გაიგებენ, იმიტომ რომ ამქვეყნად არ დაილევიან უკეთურნი,
უსამართლო ძალა კი
ყოველთვის აღაშფოთებს კეთილთ. მაშასადამე, საჭიროა
ძალისა და სამართლიანობის შერწყმა, ამიტომ ან სამართლიანობა უნდა
გახდეს ძლიერი, ან
ძალა-სამართლიანი.“ ძლიერი სმართლიანობა, სამართლიანი ძალა - აი, ეს
გახლავთ სახელმწიფოებრივი
სიბრძნისა და ზნეობის მარადიული იდეალი. იქ, სადაც სამართლიანობას
არავითარ ანგარიშს
აღარ უწევენ, ცხოვრება მტელ თავის აზრსა თუ ღირებულებას კარგავს და
ცივილიზებული საზოგადოებისთვის
აშკარად უღირსი ბარბაროსობის დონემდე ეშვება. მაგრამ ერთია
მორალისტური თეორიები და
მეორე პრაქტიკული პოლიტიკა, რომელსაც განაპირობებენ ინტერესები და
არა იდეები. სწორედ
ამიტომ, ფრაზის გაგრძელება ასეთია: „სამართლიანობა ხშირად სადავოა
და საკამათო, ძალა
კი უდავო და უცილობელი. ამიტომაც სამართლიანობა ვერ იქნა და ვერ
გახდა ძლიერი, ძალა
არ სცნობდა მას და ამბობდა, რომ სამართლიანობა უსამართლოა, და რომ
მხოლოდ თვითონაა
სამართლიანი. და რაკი სამართლიანობა ვერასდიდებით ვერ იქცა ძალად,
ხალხმა საბოლოოდ
გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ძალაა სამართლიანი.“
სწორედ ამიტომ, ორნაირად ხდება მორალისა და პოლიტიკის
თანაფარდობის პრობლემის გადაწყვეტა, 
ანუ არის თუ არა პოლიტიკა მორალური ან ხდება თუ არა მორალი
პოლიტიკურ. სწორედ ამიტომ
მაკიაველი ამართლებს თანამემამულის, პაოლო
სარპის პრინციპს: „მთავრის უპირველესი მორალი და სამართლიანობა ის
არის, რომ მტავრად
დარჩეს.“

მაკიაველის რჩევები ბრძენი მთავრისთვის მართლაც რომ


სასარგებლოა, აღარ გავაგრძელებ იმაზე, თუ როგორ მოუწოდებს ის
მთავარს უკიდურეს შემთხვევაში
უკიდურესი სისასტიკისა და სხვა უკეთურებებისკენ, მას ასევე კარგი
რჩევები აქვს ხალხის
მართვის თვალსაზრისითაც: „ადამიანები ან ალერსით უნდა მოინადირო,
ანდა სულაც თავიდან
მოიშორო ისინი, რადგან თუ ხალხი შურს იძიებს მცირეოდენი წყენის
გამო, სამაგიეროდ, მძიმე
შეურაცხყოფისთვის სამაგიეროს გადახდის თავი არ აქვს, მაშასადამე,
კაცისთვის მიყენებული
წყენა ისეთი უნდა იყოს, რომ შურისძიების არ გეშინოდეს“, „სისასტიკე
ერთბაში და ერთჯერადი
უნდა იყოს, რომ ხალხს გონს მოსვლის საშუალება არ მიეცეს და ამრიგად
ნაკლებ მტკივნეულად
განიცადოს იგი, ქველმოქმედება კი ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით უნდა
გამოავლინო, რომ ხალხმა
უკეთ შეძლოს მისი შეტკბობა“, „ბრბოს მხოლოდ საქმის გარეგნული მხარე
და საბოლოო შედეგი
ხიბლავდ, ამქვეყნად კი ბრბო ყველაფერია, მაშნ, როდესაც ცალკეულ
პიროვნებებს მხოლოდ
მაშინ ენიჭებათ ერთგვარი მნიშვნელობა, როცა უმრავლესობამ აღარ იცის,
ვისზე შეაჩეროს
არჩევანი.“

რაც შეეხება სახელმწიფოებრივ წყობას, მაკიაველი ყველაზე


სრულყოფილად რესპუბლიკას აღიარებს, 
ოღონდ თავისი გაგებით, ეს არის არა სახალხო მმართველობა, არამედ
სახელმწიფო ორგანიზაციის
შერეული ფორმა, სადაც მთელი ძალაუფლება არცეული მთავრის,
თავადებისა და ხალხის წარმომადგენლების
ხელშია. კერძოდ, აღმასრულებელი ხელისუფლება ერთ პირს, ანუ
არჩეულ მთავარს ეკუთვნის, 
სათათბირო - თავადებსა და დიდებულებს, ხოლო მაკონტროლებელი
ძალაუფლება ხალხის წარმომადგენლებს.
ასე რომ, სახელმწიფოს მართვაში ყველა სოციალური ფენა მონაწილეობს,
რაც, მაკიაველის
აზრით, იმის გარანტიას იძლევა, რომ თავიდან იქნეს აცილებული
ძალაუფლების უზურპაცია
ან მისი ბოროტად გამოყენება. თუმცა, ყოველივე ეს დალაგებული
სახელმწიფოს იდეალურ ვარიანტში, 
ჩვენ კი ისევ მთავარს ვუბრუნდებით.

მორალისტი კრიტიკოსები განუკითხავად ესხმიან თავს მაკიაველის


მიერ მთავრისთვის დასახულ მიზნებსა და ამოცანებს და ერთხელაც არ
უფიქრდებიან ყოველივე
ამის მთავარ მიზანს. მიზანიც არის და მიზანიც, საშუალებაც არის და
საშუალებაც. ისტორია ნიმუშად გვთავაზობს უთვალავ მომენტს, 
როცა მორალური პასუხისმგებლობა სწორედ მიზანს მოეკითხება და არა
საშუალებას. ხომ
ბოროტებაა კაცის კვლა? მით უმეტეს, ათი ათასობით, ასი ათასობით,
მილიონობით კაცისა?
მაგრამ ისიც საკითხავია ამ ბოროტების გარეშე რომელ ქვეყანას
გადაუგდია ქედიდან სოციალური
თუ ეროვნული ჩაგვრის უღელი? რომელ ხალხს მოუგერიებია ეროვნული
ჩაგვრის უღელი? რომელ
ხალხს მოუგერიებია დამპყრობელი ან ვის გაუერთიანებია ქვეყანა?
ნამდვილი ისტორია მელნით
კი არ იწერება, არამედ სისხლით და ისტორიკოსებიც მხოლოდ მისი
ბიოგრაფები არიან და არა
შემოქმედნი. კრიტიკოსების რა მოგახსენოთ და, აი, რას წერს ჰეგელი:
„თვით მაკიაველის
მიზანსაც კი, იტალიის ამაღლებას სახელმწიფოს დონემდე, ბრმად
უარყოფენ ისინი, ვინც მაკიაველის
შემოქმედებაში მხოლოდ ტირანიისკენ მოწოდებას ხედავს, ხოლო თუ
მიზანს აღიარებენ, მაშინ
ამაზრზენად აცხადებენ მის მიერ შემოთავაზებულ საშუალებებს და
სწორედ აქ ეძლევა ფართო
გასაქანი მორალისტურ თეორიებსა და სხვადასხვა ბანალურ აზრებს,
როგორც მაგალითად იმას, 
რომ მიზანი არ ამართლებს საშუალებას და ა.შ.“

ბოლოს მაკიაველისთვის ყველაფერი მაინც იტალიამდე მიდის.


იგი მხოლოდ და მხოლოდ ერის ცხოვრების კრიზისულ მომენტში
აღიარებს აბსოლუტური ძალაუფლების, 
დიქტატურის აუცილებლობას, ფიქრობს, რომ ჯოჯოხეთში მოხვედრა
ჯობია, რომ პაპებისა და
ჰერცოგების საზოგადოებით დატკბეს, მაშინ, როცა სამოთხეში მხოლოდ
ღატაკები, ბერები და
მოციქულები არიან, მიაჩნია, რომ იდეალისტურ საფუძვლებზე
საზოგადოებისა და, მითუმეტეს, 
ძლიერი სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია და „მთავარს“ აღორძინების
ეპოქის ერთ-ერთი
გენიოსის ოპტიმისტური სიტყვებით ამთავრებს: „სიქველე
აღმართავს იარაღის სისასტიკის წინააღმდეგ და ხანმოკლე იქნება
შეტაკება, რადგან ძველი
მხნეობა ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა იტალიელტა გულში.“ (ფრანჩესკო
პეტრარკა)

You might also like