You are on page 1of 14

მარკუს ტულიუს ციცერონი

(106-43 ძვ. წ.)


 წარმომავლობით იყო მხედართა ფენიდან

 16 წლის ასაკში გადადის რომში საცხოვრებლად

 მიიღო განათლება რიტორიკას, ფილოსოფიასა და


სამართალში

 შემდეგ განათლებას იღრმავებს საბერძნეთში

 “ახალი ადამიანი” - ვისაც ნობილეტიტი არათავისიანებს


უწოდებს. ციცერონიც მათ შორისაა. მისი წინაპრები
არსადროს ყოფილან კონსულები

 ძვ. წ. 63 - ციცერონი კონსულად აირჩიეს.

 გამოააშკარავებს კატილინას შეთქმულებას და მას


სენატის სხდომაზე "სამშობლოს მამად" გამოაცხადებენ
 ძვ. წ. 60 რომში მოქმედ პირველ ტრიუმვირატს (კეისარი,
კრასუსი, პომპეუსი) ციცერონმა "სამთავიანი ურჩხული” უწოდა

 58 წელს კეისარმა ციცერონი სახალხო ტრიბუნად დანიშნა

 რომში იღებენ კანონს ციცერონის რომიდან გაძევების


შესახებ (კატილინას შეთქმულებაში მონაწილე პირების
უკანონოდ სიკვდილით დასჯაში მხილების გამო)

 57 წელს კანონს აუქმებენ და ციცერონი ბრუნდება რომში

 55-51 წლებში, წერს მთავარ პოლიტიკურ თხზულებებს:


“კანონებს”” და “სახელმწიფოს შესახებ”

 კეისარსა და პომპეუსს შორის დაპირისპირებაში ციცერონი


ცდილობს მათ შერიგებას, თუმცა საბოლოოდ, პომპეუსის
მხარეს იჭერს.
 პომპეუსი მარცხდება. კეისარმა ციცერონი შეიწყალა

 კეისრის სიკვდილის შემდეგ, მარკუს ანტონიუსს და


ოქტავიანეს შორის დაპირისპირებაში ციცერონი მხარს
რესპუბლიკური ხედვების გამო ოქტავიანეს უჭერს.

 “ფილიპიკები” – 14 სიტყვა ანტონიუსის


საწინააღმდეგოდ წარმოთქმული სენატში (დემოსთენეს
მიბაძვით, რომელმაც მაკედონიის მეფე ფილიპეს
საწინააღმდეგოდ წარმოთქვა სიტყვები)

 ოქტავიანე კავშირს კრავს ანტონიუსთან და აყალიბებს


მეორე ტრიუმვირატს (მარკუს ლეპიდუსიც)

 პროსკსრიპციებში პირველი ციცერონი იქნა შეყვანილი.


მას თავი და მარჯვენა ხელი მოკვეთეს და სენატში
გამოფინეს.
 სახელმწიფო - „ხალხის მონაპოვარი.“ ხალხი - არა
ადამიანთა ნებისმიერი სიმრავლე, არამედ სამართლის,
უფლებების შესახებ თანხმობითა და ინტერესთა
საერთოობით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობაა.

 სახელმწიფო, „ხალხის მონაპოვარი“ არსებობს მაშინ,


როდესაც მას სამართლიანად და კარგად მართავს ან
ერთი მეფე, ან მცირე რაოდენობის ოპტიმატები ან მთელი
ხალხი.

 თუ მეფე უსამართლოა (ტირანი), ან უსამართლონი არიან


ოპტიმატები (ხროვა) ან უსამართლოა თავად ხალხი
(ტირანი) – სახელმწიფო არა მარტო მანკიერია – ის
საერთოდ აღარ არსებობს.

 ის არაა სამართლიანი; აღარაა სამართლის თაობაზე და


საერთო ინტერესების საფუძველზე გაერთიანებულ
ადამიანთა სიმრავლე.
სახელმწიფოს მიზანი
 როგორც მესაჭისთვის მშვიდობიანი ცურვა,
ექიმისთვის ჯანმრთლობა, იმპერატორისთვის
– გამარჯვება, ასევე სახელმწიფოს
მმართველისთვის მოქალაქეების ბედნიერი
ცხოვრება არის მიზანი, რათა ისინი
უზრუნველოფილ იყვნენ ცხოვრებისთვის
საჭირო საშუალებებით, მდიდრები – სიუხვით
და პატივსაცემნი – სიქველით.
 „სამშობლო“ ორმაგი აზრი

 დაბადების ადგილი

 სამშობლო, როგორც იურიდიული


დატვირთვის მქონე ტერმინი.
მმართველობის ფორმები და მათი
ნაკლოვანებები
 სამეფო ხელისუფლება (თვით ყველაზე ბრძენ
მეფეშიც კი შეიძლება ტირანი იმალებოდეს,
რადგან მას შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს
თვითნებურად)

 ოპტიმატების (არისტოკრატიის) მმართველობა -


ართმევს ხალხს მმართველობაში
მონაწილეობისა და შესაბამისად, თავისუფლების
უფლებებს

 ხალხის მმრთველობა - თუნდაც ზომიერი და


სამართლიანი - არ ცნობს წოდებებს შორის
განსხვავებას.
საუკეთესო სახელმწიფოს მოდელი -
სამივე მოდელის ნაზავია

სახალხო კრება - გამოხატავს ხალხის


ინტერესებს

სენატი ანუ უხუცესთა საბჭო - გამოხატავს


არისტოკრატიის ინტერესებს

კონსულთა ხელისუფლება - სამეფო


ხელისუფლების მსგავსი ინსტიტუტია
რესპუბლიკურ რომში
 თუ სახელმწიფოში უფლებები, მოვალეობები
და უფლება-მოსილებები თანასწორად არაა
გადანაწილებული - საკმარისი ძალაუფლება
არ აქვთ მაგისტრატებს, ხელისუფლების
სათავეში მყოფ საბჭოში შემავალ ადამიანებს
- საკმარისი გავლენა, ხოლო ხალხს კი -
საკმარისი თავისუფლება, მაშინ ასეთი
სახელმწიფო წყობილება ვერ შენარჩუნდება
უცვლელად
 ძალაუფლება, იმპერია უნდა იყოს ერთიანი.

 ეს არ ეწინააღმდეგება ურთიერთთანხმობაში
მყოფი ხელისუფლებებს შორის უფლებების
გადანაწილებას. ამას ემყარებოდა რომაული
სამოქალაქო თემი, რომელიც ბუნებრივად
წარმოქმნილი შერეული მმართველობის ფორმაა

 რომის სანიმუშობის საფუძველი - თავისუფლება


და სამართლებრივი თანასწორობა.

 თანასწორობა არ გულისხმობს ქონებრივ


თანასწორობას, ან დამსახურებების მიხედვით
გათნაბრებას. ამიტომ აუცილებელია ოპტიმატები
 თუ ცალკეული მმართველობის ფორმა,
თუნდაც სწორი - არაა სრულყოფილი,
აუცილებელია გაფრთხილებას და
მოვლენათა წყებების დაძლევა.

 ეს მიიღწევა საწყისი მოდელის


რესტავრაციით

 პრინცეპსი - მოქლაქეთა შორის უპირველესი.


სამშობლოს გადამრჩენელი, თავისი
იმპერიით ერთიანობის აღმდგენი, ზნეობრივი
რეფორმატორი, საკუთარი ავტორიტეტით
სამართლიანობის აღმდგენიც
 პლატონმა ქალებს კურიაში ყოფნის უფლებაც
მისცა, ასევე სამხედრო საქმეში,
მაგისტრატურასა და იმპერიაში
მონაწილეობისაც. რა უბედური იქნება
ქალაქი, სადაც ქალები მიითვისებენ კაცების
ვალდებულებებს!
სციპიონის სიზმარი
 “ხოლო შენ, სციპიონ, ისევე აღასრულე
სამართლიანობა და მოიხადე შენი ვალი,
როგორც აქ მყოფმა პაპაშენმა და მე, შენმა
მშობელმა, მოვიხადეთ. ეს ვალი დიდია
მშობლებისა და ახლობლების მიმართ,
სამშობლოს მიმართ კი - უდიადესი. მხოლოდ
ამნაირი სიცოცხლე თუ მიგიყვანს ზეცის
კარად”

You might also like