You are on page 1of 59

დამხმარე მასალა

საზოგადოებრივი
მეცნიერებების
გაკვეთილისთვის

8 კლასი
1
1.როგორ იმართება საზოგადოება? (საზოგადოების
მმართველობის ფორმები)

საზოგადოების მმართველობის განსხვავებული სისტემები არსებობს. ამ


სისტემის მიხედვით ნაწილდება ძალაუფლება სახელმწიფოში. ძალაუფლების
დანაწილება კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს განვითარებასა და
სამართლიანობაზე.

კითხვები

ფაქტობრივი: რა არის მონარქია? როგორი მონარქიაა დიდ ბრიტანეთსა და


იაპონიაში? რა არის დემოკრატია? როგორ განვითარდა თანამედროვე
დემოკრატია?

შინაარსობრივი:რა არის ტოტალიტარული სახელმწიფოს დამახასიათებელი


ნიშნები?
საკამათო: არის თუ არა მონარქია მმართველობის სამართლიანი სისტემა?

მნიშვნელოვანი სიტყვები: მმართველობა; პოლიტიკა; საზოგადოება; ხმის


მიცემა.

შესავალი

„პოლიტიკა“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და გულისხმობს მმართველობის


სისტემას, რომლის მიხედვითაც იმართება საზოგადოება. პოლიტიკის
კვლევები მოიცავს იმ გზების შესწავლას, რომელთა მიხედვითაც
საზოგადოებაში ნაწილდება ძალაუფლება. მსოფლიოში საზოგადოების
მმართველობის ბევრი განსხვავებული სახე არსებობს. ამ თავში განვიხილავთ
მმართველობის სამ ფორმას:
 მონარქია
 დემოკრატია
 დიქტატურა

2
მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვთქვით, მმართველობის სხვადასხვა
ფორმები არსებობს. ხანდახან ეს ფორმები ერთმანეთს გადაფარავს და წარმოშობს
ისეთ მმართველობას, როგორიცაა კონსტიტუციური მონარქია, რომელიც შეიძლება
იყოს დემოკრატია.

იფიქრეთ წყვილებში
 როგორი მმართველობის სისტემაა ქვეყანაში, სადაც ცხოვრობ?
 რა იცი იმის შესახებ, თუ როგორ არის მართული შენი ქვეყანა?
 რა ახასიათებს მმართველობის ამ ფორმას?

რა არის მონარქია?

ისტორიის ადრეული ხანებიდან ადამიანთა საზოგადოებამ განავითარა


მმართველობის განსხვავებული სისტემები. ადრეულ ტომობრივ საზოგადოებებს
ჰქონდათ ბაზისური სტრუქტურა, მათი ნაწილისთვის არ იყო დამახასიათებელი
არანარი ძალაუფლების იერარქია, ხოლო სხვებს ჰყავდათ ლიდერები, რომლებიც
ხალხზე კონტროლს ახორციელებდნენ. ეს სისტემები უფრო კომპლექსური და
განსაზღვრული გახდა მას შემდეგ რაც ცივილიზაციები განვითარდა. ისეთი
ადრეული ცივილიზაციების მმართველები, როგორებიც იყვნენ შუმერებსა და
ეგვიპტელებში ბატონობდნენ მთელ ქვეყანაზე. ძველი ეგვიპტის ფარაონები
აღიქმებოდნენ, როგორც ღმერთები, ქმნიდნენ კანონებს და აკონტროლებდნენ არმიას.
საზოგადოება ჰგავდა პირამიდის ფორმას, სადაც ძალაუფლება მიედინება ზემოდან
ქვემოთ.
ეს იყო ადრეული მონარქიის სახეები. მონარქია გულისხმობს მმართველობის
ისეთ ფორმას, სადაც ინდივიდი იყენებს ძალაუფლებას ხალხზე, რადგან იგი
კონკრეტული ოჯახიდანაა. მიჩნეულია, რომ ასეთი ინდივიდები წარმოადგენენ ერის
იდენტობას. მონარქებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ხარისხის ძალაუფლება.
ეს შეიძლება იყოს სიმბოლური, რაც გულისხმობს რომ ისინი საზოგადოების
ნომინალური უფროსები არიან, ან , ნაწილობრივი - როცა მონარქს გარკვეული
გავლენა აქვს კანონსა და მმართველობაზე და, ბოლოს, აბსოლუტური - როცა მონარქს
საზოგადოებაზე სრული კონტროლი აქვს.
მეცხრამეტე საუკუნემდე მონარქია მმართველობის ყველაზე გავრცელებული
ფორმა იყო. შემდეგ კი განვთარდა დემოკრატია. (თუმცა მანამდე ცოტა ხნით
დიქტატურა). დღესდღეობით მონარქია არსებობს კონსტიტუციური მონარქიის
სახით. რაც გულისხმობს, რომ მონარქს უფრო ფორმალური როლი აქვს
სახელმწიფოში, ვიდრე პირდაპირი პოლიტიკური კონტროლის უფლება. თუმცა

3
ზოგიერთ თანამედროვე მონარქს უფრო დიდი ძალაუფლება აქვს, ვიდრე
დანარჩენებს. მაგალითად, საუდის არაბეთსა და მაროკოში მონარქებს
მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა აქვთ.

ჰენრი VIII არის ცნობილი მონარქის კარგი


მაგალითი. როგორ ფიქრობ, როგორი
იქნებოდა მის მმართველობაში ცხოვრება?

მონარქები, როგორც წესი ხდებიან მემკვიდრეობითი ფაქტორით. ეს ნიშნავს,


რომ როცა მეფე ან დედოფალი გარდაიცვლება, მათი შვილი, როგორც წესი უფროსი
ვაჟი ხდება მომდევნო მონარქი. ბავშვები, რომელიც სამეფო ოჯახში იზრდებიან
პატარაობიდავნე სწავლობენ ქვეყნის მართვის პრინციპებს. მონარქიის სხვა ფორმებში
შედის არჩევითი მონარქია, როცა მონარქს ხმის მიცემით ირჩევენ, როგორც წესი
ინდივიდთა პატარა წრე. ასეთი სისტემა გამოიყენება მაგალითად ვატიკანში.
არსებობს ასევე, თვითგამოცხადებული მონარქია, როდესაც ინდივიდი თავად

4
აცხადებს თავის თავს მონარქად. ნაპოლეონ ბონაპარტემ გააკეთა ეს როდესაც თავისი
თავი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა მე-19 საუკუნეში.
განსხვავდება ასევე ძალაუფლების ხარისხი, რომელიც მონარქს აქვს.
აბსოლუტურ მონარქებს აქვთ ყველაზე დიდი ძალაუფლება და მართავენ, როგორც
ავტოკრატები. მათ შეუძლიათ შექმნან კანონები და გააუქმონ (ანულირება
მოახდინონ) მთავრობები. შუა საუკუნეებში ევროპაში მიიჩნეოდა რომ მონარქებს
ჰქონდათ მეფის „ღვთაებრივი უფლება“ მმართველობის, რომელიც ითვლებოდა ისეთ
წმინდა ძალად რომ მისი გამოწვევა ან შემოწმება არ შეიძლებოდა. ჩინეთში
ამბობდნენ, რომ იმპერატორს ჰქონდა „სამოთხის მანდატი“. ზოგიერთი
აბსოლუტური მონარქია თავისი ძალაუფლების ნაწილს გადასცემდა პარლამენტს,
რათა მას გაეკონტროლებინა სახელმწიფოს საქმეების ნაწილი. კონსტიტუციურ
მონარქებს აქვთ ნაწილობრივი ძალაუფლება და ემორჩილებიან სახელმწიფოს
კონსტიტუციას. მონარქები ასეთ სისტემებშიარიან ნომინალური მმართველები, ერის
ერთიანობის სიმბოლოები.
მონარქიას ხშირად აკრიტიკებენ რომ საზოგადოების მმართველობის
უსამართლო ფორმაა. რადგან მონარქებს არ ირჩევენ, ხშირად აღიქვამენ როგორც
მაგალითს თუ როგორ ხვდება ძალაუფლება პრივილეგირებულთა ხელში.
მსოფლიოში ტარდება უამრავი კამპანიები, რომელთაც მონარქიის საბოლოო
განადგურება სურთ. ხოლო მონარქიის მხარდამჭერები საუბრობენ მონარქებზე,
როგორც ეროვნული ერთიანობის სიმბოლოებზე.

მნიშვნელოვანი ტერმინები მონარქიის შესახებ

 ტახტიდან ჩამოსვლა- პროცესი როდესაც მონარქი გადადგება.


 კორონაცია- ცერემონია, როდესაც მონარქს აკურთხებენ მეფედ ან
დედოფლად.
 პრედენდენტი - როდესაც ვიღაც პრეტენზიას აცხადებს ტრონზე(ტახტზე),
რომელიც უკვე დაკავებულია.
 რეგენტი - ის ვინც მართავს მაშინ, როდესაც მონარქი არის ბავშვი ან არ არის.

5
მონარქია იაპონიაში

იაპონიის მონარქი (ცნობილი, როგორც იმპერატორი) დგას კონსტიტუციური


მონარქიის თავში. იმპერატორს ასევე უჭირავს უმაღლესი თანამდებობა იაპონიის
სახელმწიფო რელიგიაში - შინტოიზმში და მიიჩნევენ, რომ არის მზის ქალღმერთ
ამატერასუს შთამომავალი. იაპონიაში იმპერატორს უწოდებენ „Tenno”,რაც ნიშნავს
„ზეციურად სუვერენულს“. იაპონური მონარქია არის უძველესი მემკვიდრეობით
გაგრძელებადი მონარქია მსოფლიოში. ახლანდელი იმპერატორი არის აკიჰიტოს
მემკვიდრე ნარუჰიტო, რომელიც ქრიზანთემის (ასე უწოდებენ იაპონიის
იმპერატორის ტახტს) ტახტზე 2019 წელს ავიდა.
ისტორიის განმავლობაში მონარქის ძალაუფლება იაპონიაში იცვლებოდა. 1868
წლამდე ტოკუგავას ერაში იმპერატორს ჰქონდა ძალიან ცოტა პოლიტიკური გავლენა
ქვეყანაზე და ძირითადად იყო ქვეყნის სიმბოლო, ცხოვრობდა კიოტოში. ამ
პერიოდში იაპონიის პოლიტიკაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო სიოგუნი,
სამხედრო ლიდერი, რომელიც ფეოდალური წყობის დროს მართავდა იაპონიას.

იაპონიაში ძალაუფლების გადანაწილება შეიცვალა მეიჯის რევოლუციის


დროს 1868 წელს. ამ დროს იმპერატორის ძალაუფლება და გავლენა აღდგა და
მოგვიანებით კონსტიტიცუაშიც ჩაიწერა შესაბამისად. ამან კი იმპერატორს
აბსოლუტური ძალაუფლება მისცა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომში იაპონიის
დამარცხების შედეგად მონარქის გავლენა შემცირდა. იაპონია ოკუპირებული იყო
ა.შ.შ-ს მიერ, ეს უკანასკნელი კი მათ ეხმარებოდა ახალი კონსტიტუციის დაწერაში.
შედეგად მივიღეთ 1947 წლის კონსტიტუცია, რომელმაც შექმნა კონსტიტუციური
მონარქიის საფუძვლები, სადაც იმპერატორს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

6
დღესდღეობით იაპონიის იმპერატორი ცხოვრობს ტოკიოში, საიმპერატორო
სასახლეში და მისი დაბადების დღე ეროვნული დღესასწაულია.

წყარო 1 წყარო 2

ამონარიდი იაპონიის 1889 წლის ამონარიდი იაპონიის 1947 წლის


კონსტიტუციიდან იმპერატორის კონსტიტუციიდან იმპერატორის
ძალაუფლების შესახებ: ძალაუფლების შესახემ:

თავი I: იმპერატორი თავი I: იმპერატორი

მუხლი III. იმპერატორი არის წმინდა და მუხლი 1. იმპერატორი არის სახელმწიფოსა


ხელშეუხებელი. და ხალხის ერთიანობის სიმბოლო. მისი
ძალაუფლება წარმოიშობა ხალხის
მუხლი IV. იმპერატორი არის იმპერიის სურვილიდან, რომელთაც აქვთ
მთავარი, თავის თავში აერთიანებს სუვერენული უფლებები...
სუვერენიტეტის უფლებებს და წარმართავს
მათ ისე, როგორც ეს მისაღებია მუხლი 3. მთავრობის რჩევა და დასტური
თანამდეროვე კონსტიტუციის პირობებით. აუცილებელია იმპერატორის ყველა
გადაწყვეტილებისას, რომლებიც შეეხება
მუხლი XI. იმპერატორი არის არმიისა და სახელმწიფოს, შესაბამისად
ფლოტის უმაღლესი მთავარსარდალი. პასუხისმგებლად რჩება მთავრობა.

მუხლი XIII. იმპერატორი აცხადებს ომს, მუხლი 4. სახელმწიფო საქმეებში


აღადგენს მშვიდობასა და ასრულებს იმპერატორი უნდა ჩაერიოს მხოლოდ
ხელშეკრულებებს. კონსტიტუციით გათვალისწინებული
უფლებებით და მართვასთან
დაკავშირებული ძალაუფლება არ უნდა
ჰქონდეს.

იმსჯელეთ:
წყარო 1 და წყარო 2-ს მიხედვით:
 რას გეუბნებათ თითოეული წყარო იმპერატორის ძალაუფლების
შესახებ დროის სხვადასხვა მონაკვეთში?
 რა მსგავსებები და განსხვავებებია ორ დოკუმენტს შორის?

მონარქია დიდ ბრიტანეთში

7
გაერთიანებული სამეფო, იაპონიის მსგავსად, არის კონსტიტუციური
მონარქია. მონარქის ძალაუფლება არის სიმბოლური, პოლიტიკური გავლენა აქვს
პარლამენტს, რომელიც იმართება ხალხის მიერ არჩეული პარტიის მიერ. პარტიის
ლიდერი კი არის პრემიერ-მინისტრი. სამეფო ოჯახის ნაწილი ცხოვრობს
ბუკინგჰემის სასახლეში ლონდონში. წლის განმავლობაში ისინი ესწრებიან რიგ
შეკრებებს, რომელთა უმეტესობაც საქველმოქმედოა. ასევე ისინი მონაწილეობას
იღებენ საერთაშორისო ტურებში, რათა ხელი შეუწყონ სახელმწიფოებს შორის კარგ
ურთიერთობებს, დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი მონარქი არის დედოფალი
ელიზაბეტ II, რომელიც ტახტზე 1952 წლიდანაა.
ისტორიის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მონარქის ძალაუფლება
მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად გაიზარდა პარლამენტის ძალაუფლება.
გაერთიანებულ სამეფოს არ აქვს დაწერილი კონსტიტუცია, იაპონიისა და ა.შ.შ-ს
მსგავსად. კანონები, რომელთა მიხედვითაც მართავენ ქვეყანას თანდათან
განვითარდა.
ბრიტანეთში მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, არის თუ არა მონარქია
მისაღები 21-ე საუკუნეში. მიმდინარეობს კამპანიები მონარქიის წინააღმდეგ.
ცხრილი1.1-ში წარმოდგენილია მონარქიის მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე
არგუმენტები.

არგუმენტები მონარქიის მხარდასაჭერად არგუმენტები მონარქის საწინააღმდეგოდ


ბევრ შემთხვევაში მონარქები არსებობდნენ მონარქია საკმაოდ ძვირი უჯდებათ
დიდი ხნის განმავლობაში, რატომ უნდა სახელმწიფოებს და ის ფული
შეიცვალოს ის, რაც მუშაობს? გადასახადებიდან, რომელიც მათკენ მიდის
სხვა მხრივ უნდა იყოს მიმართული.
მონარქია ხელს უწყობს ეროვნულ
ერთიანობას და რეკლამირებას უკეთებს რადგან მონარქებს არ ირჩევენ, შესაბამისად
ქვეყნის პოზიტიურ იმიჯს. მმართველობის უსამართლო სისტემაა.

მონარქია იზიდავს ტურისტებს, რომლებიც მონარქები იბადებიან პრივილეგირებულ


სტუმრობენ სასახლეებს და სამეფო მიწებს. პოზიციებში. მონარქია საზოგადოებას
ტურიზმი კი ზრდის სახელმწიფოს ჰყოფს მათ შორის ვისაც აქვს პრივილეგიები
შემოსავალს. და მათ შორის ვისაც არ აქვს.

მონარქი არის სახემწიფოს მთავარი და მონარქები ერთი რელიგიის


შესაბამისად მნიშვნელოვან როლს თამაშობს წარმომადგენლები არიან და არ ასახავენ
მთავრობის სტრუქტურაში. ქვეყნის რელიგიურ მრავალფეროვნებას.

მონარქია პოპულარულია ხალხში და მათ


აინტერესებთ მონარქისა და მისი ოჯახის
ცხოვრება.

8
ერთა თანამეგობრობა (The
Commonwealth)
გაერთიანებული სამეფოს მონარქი
ასევე არის ერთნა თანამეგობრობის
სათავეში. ერთა თანამეგობრობა
არის სახელმწიფოთაშორისი
ორგანიზაცია, რომელიც შედგება
იფიქრეთ წყვილებში, რატომ შეიძლება იყოს
53 ქვეყნისგან, რომელსაც
მონარქია
წარსულში ჰქონდა კავშირები დიდ
 პოპულარული
ბრიტანეთთან. (შეიძლებოდა
 არაპოპულარული
ყოფილიყო მისი კოლონია). ის
ხელს უწყობს მშვიდობისა და
ადამიანის უფლებების
განვითარებას. 53 სახელმწიფოდან
16-ში დედოფალი არის
სახელმწიფოს მეთაური. მათ
შორის ავსტრალიაში, ბარბადოსში,
ახალ ზელანდიასა და კანადაში.
ყოველ 4 წელიწადში ტარდება
ერთა თანამეგობრობის თამაშები -
საერთაშორისო სპორტული
შეჯიბრი. მისი მიზანია
შეინარჩუნოს და აღნიშნოს ამ
სახელმწიფოთა ურთიერთობები.

წყარო 1
ამონარიდი პიტერ ტატჩელის სტატიიდან (www.petettatchell.net)

მონარქია შეუთავსებელია დემოკრატიასთან. მონარქიის ელიტისტური


ღირებულების მიხედვით, ყველაზე სულელი, ამორალური სამეფო ოჯახის
წარმომადგენელი უფრო შესაფერისია სახელმწიფო მეთაურობისათვის, ვიდრე
ბრძენი, ეთიკური არასამეფო ოჯახის წარმომადგენელი. მონარქებს წილად
ხვდებათ სამსახური მთელი სიცოცხლის განმავლობაში, განურჩევლად იმისა თუ
როგორ იქცევიან.

9
წყარო 2.
ამონარიდისტატიიდან (www.economist.com/news/britain/ )

მემკვიდრეობითი პრივილეგიების საწინააღმდეგო შეხედულება პირდაპირი და


გასაგებია : დემოკრატიასა და მერიტოკრატიასთან შეუთავსებელია მსაგვსი
ქმედება. სამეფო ოჯახის მომხრეები ამბობენ, რომ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს,
რადგან მონარქი უკვე აღარ „მართავს“ ბრიტანეთს. თუმცა თეორიულად მას ჯერ
კიდევ აქვს ძალაუფლება: რომ გამოაცხადოს ომი, ხელი მოაწეროს
ხელშეკრულებას, დაშალოს პარლამენტი და სხვა.

წყარო 3

ამონარიდი ალან დე ბოტონის სტატიიდან (www.newstatesman.com)


მონარქია ირაციონალური ინსტიტუტია. ისეთი რომელიც ავრცობს იდეას, რომ
კონკრეტულ ადამიანებს შეუძლიათ ჩვენი მართვა არა იმიტომ, რომ ხმა მივეცით,
არამედ იმიტომ რომ მათმა წინაპრებმა ეს უფლება მიიღეს მაშინ(მიწაში სარი
ჩაასვეს), როდესაც ჩვენ დაბადებულებიც არ ვიყავით.

არის თუ არა მონარქია მმართველობის სამართლიანი ფორმა?

 რა არგუმენტებია წარმოდგენილი წყაროებში 1,2 და 3 ბრიტანული


მონარქიის საწინააღმდეგოდ?
 დაწერე პასუხი : არის თუ არა მონარქია მმართველობის სამართლიანი
ფორმა?

10
როგორ მუშაობს დემოკრატია?

„ხალხს არ უნდა ეშინოდეს თავისი მთავრობის, ეს მთავრობას უნდა ეშინოდეს


ხალხის“ - ვენდეტა

„ყველაზე კარგი არგუმენტი დემოკრატიის საწინაარმდეგოდ არის 5 წუთიანი


დიალოგი საშუალო ამომრჩეველთან“ - უინსტონ ჩერჩილი

„დემოკრატია უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ორი მგლისა და ერთი ცხვრის
ხმის მიცემა იმაზე თუ რა უნდა მიირთვან სადილად“ - ჯეიმს ბოვარდი

„ხმის მიცემა რომ რამეს ცვლიდეს ამის უფლებას არავინ მოგვცემდა“ - იოსებ
სტალინი

„ არჩევნები ხალხს ეკუთვნის. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ცეცხლს ზურგი


მიუშვირონ და დაიწვან თავიანთ ბებერებზე ჯდომა მოუწევთ“ - აბრაამ ლინკოლნი
„კენჭისყრა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ტყვია“ - აბრაამ ლინკოლნი.

11
იფიქრეთ ....
განიხილე ციტატები და გამოყავი თითოეულში გადმოცებული არგუმენტი.
გაუზიარე კლასს.

რა არის დემოკრატია?

მმართველობის ფორმის მეორე მაგალითი, რომელსაც განვიხილავთ არის


დემოკრატია. მმართველობის პოპულარული ფორმა, რომელიც გამოიყენება
სახელმწიფოთა მიერ. დემოკრატიის ბევრნაირი ნაირსახეობა არსებობს, რომელთაც
ასევე განვიხილავთ.
დემოკრატია მმართველობის ისეთი ფორმაა სადაც ხალხი მართავს.
დემოკრატიაში ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევნის უფლება თუ როგორ იმართება
ქვეყანა და რა კანონები მიიღება. ეს როგორც წესი გულისხმობს ხმის მიცემის
უფლების ქონას. ხმის მიცემის სისტემა გულისხმობს, რომ ხალხი არჩევანს აკეთებს
კონრეტულ კანდიდატებს ან მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ. ამომრჩეველი
აფიქსირებს თავის ხმას, რომელსაც შემდეგ ითვლიან.
არსებობს დემოკრატიის ორი მთავარი ტიპი: პირდაპირი და
წარმომადგენლობითი. პირდაპირი დემოკრატია გულისხმობს, რომ უფლებების
მქონე ადამიანები (მოქალაქეები) იღებენ გადაწყვეტილებებს იმ კანონების შესახებ,
რომელიც უნდა დამტკიცდეს. ეს სისტემა გამოიყენებოდა ძველ საბერძნეთში,
ათენში. დღესდღეობით ეს შენარჩუნებულია რეფერენდუმის სახით, როდესაც ხალხი
ხმას აძლევს მნიშვნელოვანი საკითხების ჩატარებას. მაგალითად, 2016 წელს დიდი
ბრიტანეთის მოსახლეობამ ხმა მისცა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას
რეფერენდუმით.
წარმომადგენლობითი დემოკრატია დემოკრატიის უფრო გავრცელებული
სახეა და გულისხმობს, რომ ხალხი ხმას აძლევს მათ წარმომადგენელ კანდიდატებს,
რომლებიც იკავებენ პოზიციებს მთავრობაში. მოსახლეობა ხმას აძლევს მთავრობის
სხვადასხვა ნაწილებს. მაგალითად, ა.შ.შ-ში ირჩევენ პრეზიდენტს, კონგრესსა და
სენატს. არჩეული წარმომადგენლები განსაზღვრული დროის განმავლობაში(როგორც
წესი 4 ან 5 წელი) რჩებიან ოფისში. ამომრჩეველი ძირითადად კანდიდატს ირჩევს იმ
პოლიტიკური პარტიის მიხედვით, რომელსაც ეს კანდიდატი ეკუთვნის. მაგალითად,
პარტია შეიძლება იცავდეს მუშათა კლასს და, შესაბამისად, საზოგადოების ეს ნაწილი
იქნება მისით დაინტერესებული - ის ვისაც უკეთესი სამუშაო პირობები სურს. ან

12
შეიძლება პარტია იცავდეს მდიდართა ინტერესებს და მხარდაჭერასაც ამ
სეგმენტიდან ელის.

წარმატებული დემოკრატიის დამახასიათებელი ფაქტორები:


 მართულები არიან ხალხის სურვილის შესაბამისად.
 არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია
 ინდივიდების უფლებები დაცულია და ადამიანეთა უფლებებს პატივს
სცემენ (მაგალითად, სიტყვის თავისუფლება )
 არჩეული წარმომადგენელთა ძალაუფლება შეზღუდულია
 დემოკრატიული ჩართულობა არის თანასწორი ყველასთვის.
მაგალითად, ქალებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება

თუმცა, დემოკრატია სულ ასეთი არ იყო. ყველას არ შეეძლო ხმის მიცემა.


მაგალითად, ქალებს. მე-19 და მე-20 საუკუნეებში ქალები მართავდენენ
დემონსტრაციებსა და კამპანიებს, რათა მიეღოთ ხმის მიცემის უფლება. პირველად ეს
უფლება ქალებს მისცა ახალმა ზელანდიამ 1893 წელს. ამომრჩეველთა
დისკრიმინაცია ასევე იყო რასისტული კანონების შედეგადაც. 1960-იანი წლების შუა
ხანებამდე აფრო-ამერიკელებს არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება აშშ-ში.

დემოკრატიის გაიდიალების მიუხედავად თანამედროვე მსოფლიოში მას


მაინც აქვს რიგი პრობლემებისა. მაგალითად, როდესაც სახელმწიფოში დაბალია
სამოქალაქო ჩართულობა და სოციალური მობილობა(მოსახლეობის უნარი დაბალი
კლასიდან წამოვიდეს მმართველები მთავრობაში) ხშირად სახელმწიფოთა სათავეში
ხვდებიან მდიდრები ან ელიტის წარმომადგენლები. ასევე შეზღუდულია
პოლიტიკური განათლება. საზოგადოება უნდა იყოს უკეთ ინფორმირებული, რათა
ზუსტად იცოდნენ ვის და რას აძლევენ ხმას. უკანასკნელ წლებში დემოკრატიული
ჩართულობა შემცირდა სახელმწიფოებში, რადგან გაიზარდა პოლიტიკური სისტემის
შესახებ აპათია. ასევე, არჩევნები და სხვა დემოკრატიული პროცესები შეიძლება იყოს
კორუფციის შედეგი.

ამ ნაკლოვანების მიუხედავად დემოკრატიული სისტემა ყველაზე უკეთ


გადმოსცემს ხალხის სურვილს, იმ სისტემებთან შედარებით, როცა მათ სურვილს
საერთოდ არ ითვალსიწინებენ.

რა არის რესპუბლიკა?
დემოკრატია არსებობს სხვადასხვა მმართველობის სისტემაში. ერთ-ერთი მათგანი
არის რესპუბლიკა, რომელიც გულისხმობს, რომ მას ჰყავს არჩეული სახელმწიფოს
მეთაური, როგორც პრეზიდენტი. განსხვავებით, კონსტიტუციური მონარქიისგან,
სადაც სახელმწიფოს მეთაური არის მეფე ან დედოფალი, რომელსაც ხალხი არ
ირჩევს, თუმცა აქ ხალხი ირჩევს მთავრობას. აშშ არის რესპუბლიკის მაგალითი.

13
გამოიკვლიე- რამდენადაა განსხვავებულირესპუბლიკა და კონსტიტუციური
მონარქიისგან?

რეფლექსია
იფიქრე, რაც იცი დემოკრატიის შესახებ, რა გინდა იცოდე დემოკრატიაზე
დამატებით??

რა იცი, როგორ მუშაობს დემოკრატია? რა გინდა იცოდე დემოკრატიაზე


დამატებით?

დემოკრატია ათენში

ტერმინი „დემოკრატია“ წარმოიშვა ძველ საბერძნეთში და ნიშნავს ხალხის


მმართველობას. ქალაქ-სახელმწიფო ათენი იყო დემოკრატიის ყველაზე თვალსაჩინო
მაგალითი ძველ საბერძნეთში. სისტემის მიხედვით ხმას აძლევდნენ კანონებს,
რომელიც უნდა მიეღოთ. უფლების მქონე ხალხში ირჩევდნენ მთავრობის
წარმომადგენლებს. უფლების მქონე ხალხში კი მოიაზრებოდნენ 18 წელს ზემოთ
კაცები, რომელთაც გაიარეს სამხდრო წვრთნა და მოიხადეს სამხედრო სამსახური. 100
000 მოსახლეობაში ასეთი იყო 40 000-მდე, რადგან მასში არ შედიოდდნენ ქალები და
ის კაცები, რომლებიც არ ითვლებოდნენ მოქალაქეებად.

ძველ ათენში არსებობდა მმართველბის სამი მთავარი შტო:

 სახალხო კრება - (ძვ.ბერძნ. ეკლესია) - (უმაღლესი ორგანო), რომელიც


გადაწყვეტილებებს იღებდა ომსა და საგარეო პოლიტიკის შესახებ.
უმრავლესობის ხმით გადიოდა მისაღები კანონი. ყველა მოქალაქეს შეეძლო
მონაწილეობის მიღება. ანსამბლია ტარდებოდა პნიკსის გორაზე. დამსწრეთა
რაოდენობა ხშირად იყო 5000-6000 მოქალაქე.
 არჩევითი ორგანო - (ძვ.ბერძნ. ბულე) - ხუთას კაციანი საბჭო. ბულეში
პოზიციები წყდებოდა ლატარიის პრინციპით. ისინი იკრიბებოდნენ ყოველ
დღე და წყვეტდნენ თუ რა კანონების მიღება უნდა განეხილა ეკლესიას ანუ
სახალხო კრებას.

14
 დიკასტერია - ეს გულისხმობს სასამართლოს. ნაფიცი მსაჯულები ირჩეოდნენ
ყოველ დღიურად ლატარიის პრინციპით და წყვეტდნენ კონკრეტული
საკითხის გამოსავალს.

ადრეულ საზოგადოებებში დემოკრატიის ბევრი მაგალითი იყო, რაც გაგრძელდა შუა


საუკუნეებშიც.

სავარჯიშო: წერილი ათენიდან


წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ძველ საბერძნეთში ათენის ქალაქ-სახელმწიფოში.
მიწერეთ წერილი მეგობარს, რომელიც სხვა ქალაქ-სახელმწიფოში ცხოვრობს.
აღწერეთ როგორ მუშაობს თქვენი მთავრობის სისტემა, ასევე რა მოგწონთ და რა არ
მოგწონთ მასში. გამოიყენეთ წყაროები 1 და 2.

წყარო 1

ამონარიდი ათენის დემოკრატიის შესახებ. www.ancient.eu/Athenian_Democracy/

როგორც ვხედავთ, მხოლოდ მამრობითი სქესის მოქალაქეებს, რომელიც 18 წლის ან


მეტის იყვნენ, შეეძლოთ ხმის მიცემა ასამბლეაში და ხმამაღლა საუბარი შეკრებების
დროს. თუმცა ისეთი პოზიციები, როგორიც იყო მაგისტრები და მსაჯულები
შეეძლოთ დაეკავებინათ მოქალაქეებს, რომლებიც 30 წელს ზემოთ იყვნენ.
შესაბამისად, ქალები, მონები და უცხოელები ვერ იღებდნენ პოლიტიკურ
პროცესებში მონაწილეობას.

15
პოლისის (ქალაქ-სახელმწიფოს) პოლიტიკაში პირდაპირი ჩართულობა ნიშნავდა,
რომ ათენელებმა განავითარეს უნიკალური კოლექტიური იდენტობა და, ასევე,
ამაყობდნენ თავიანთი სისტემით.

წყარო 2

პერიკლეს სიტყვა ათენელების დაკრძალვაზე პელოპონესის ომის დროს.

ჩვენს კონსტიტუციას ეწოდება დემოკრატია, რადგან ძალაუფლება არის არა


უმცირესობის ხელში, არამედ ხალხის. საქმე, როდესაც ეხება პირადი
გაუგებრობის/კამათის გადაწყვეტას ყველა თანაბარია კანონის წინაშე; როდესაც
საქმე ეხება ერთი ადამიანის მეორეზე წინ დაყენებას საჯარო პასუხისმგებლობის
არების დროს მნიშვნელობა აქვს არა კონკრეტული კლასისადმი მიკუთვნებას,
არამედ უნარების, რომლებიც ახასიათებს კაცს. სიღარიბის გამო არავინაა
ჩამოშორებული პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება
პირდაპირი და ღიაა, ასევეა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც და ურთიერთობაც
ერთმანეთის მიმართ.

როგორ განვითარდა თანამედროვე დემოკრატია?


დემოკრატიის ისტორია
რადგან დემოკრატია გამოხატავს ხალხის ინტერესს დღესდღეობით იგი ითვლება
ყველაზე პოპულარულ მმართველობის სისტემად. ისტორიის განმავლობაში
შეგვიძლია ვნახოთ თუ როგორ მცირდებოდა მონარქიისა და რელიგიის
ძალაუფლება, დემოკრატიული ინსტიტუტების გავლენა კი უფრო და უფრო
იზრდებოდა.

თავისუფლების დიდი ქარტია


თავისუფლების დიდი ქარტია იყო დოკუმენტი, რომელიც ზღუდავდა აბსოლუტური
მონარქის უფლებებს ინგლისში. მას ხელს აწერდა მეფე ჯონი და ბარონებს აძლევდა
უფლებებს რათა მიეღოთ კანონები, განსაკუთრებით გადასახადებთან
დაკავშირებით. ეს ქარტია იყო პირველი დიდი გამოწვევა მონარქის
ძალაუფლებისთვის და დიდი როლი ითამაშა ინგლისში დემოკრატიის
განვითარებაში.

16
ამერიკული კონსტიტუცია, 1787
ამერიკული კონსტიტუციის შექმნა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო დემოკრატიის
ისტორიაში. ეს იყო ერის პროექტი და მოიცავს ისეთ დემოკრატიის პრინციპებს,
როგორიცაა ხმის მიცემის უფლება.

17
ამერიკის კონსტიტუცია

საფრანგეთის რევოლუცია, 1787-99

ეს რევოლუცია მოიცავდა ფრანგი მონარქის დამხობას ისეთი დემოკრატიული


პრინციპების გამო, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა. ეს
რევოლუცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ იხრება პოპულარული აზრი
აბსოლუტური მონარქიიდან დემოკრატიისკენ.

ფლერიუსეს ბრძოლა, 1794 წლის ივნისი

18
ხმის მიცემის უფლება ქალებისთვის

1893 წელს დაიწყო ახალ ზელანდიაში,მეოცე საუკუნეში ქალების მონაწილეობა


დემოკრატიაში გაიზარდა, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოდემოკრატიისკენ.

დემონსტრაციები ლონდონში, 1906 წელი

მოძრაობა სამოქალაქო უფლებებისთვის

მოძრაობა თანასწორობისთვის ა.შ.შ.-ში 1960-იან წლებში იყო. მისი ერთ-ერთი


შედეგი იყო ხმის მიცემის უფლების მოპოვება აფრიკელ ამერიკელთათვის ა.შ.შ-ში,
სადაც მანამდე რასისტული კანონებით შეზღუდული იყო მათთვის ხმის მიცემის
უფლება.

19
მარში სამოქალაქო უფლებებისთვის, ვაშინგტონი 1963 წელი

ბერლინის კედლის დაცემა

1989 წელს ბევრი ევროპული ქვეყნის კომუნისტური წყობა დემოკრატიით შეიცვალა.


ეს იყო პოპულარული მოძრაობა საბჭოთა კავშირის გავლენისა და ერთპარტიული
სისტემის საპირისპიროდ. ყველაზე კარგად ეს მოძრაობა სიმბოლურად გამოვლინდა
ბერლინის კედლის დაცემაში 1989 წელს.

20
აღწერეთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მოვლენა და გამოყავი მისი მნიშვნელობა
დემოკრატიისათვის.

რა არის დიქტატურა ?
„ტირანიის ქვეშ უფრო მარტივია იმოქმედო, ვიდრე იფიქრო“ - ჰანა არენდტი

დიქტატურა მმართველობის ისეთი ფორმაა, როცა სახელმწიფო იმართება


ერთი იდნივიდის - დიქტატორის მიერ. ის ავტორიტარული სახელმწიფოს
მაგალითია. დიქტატურა აკონტროლებს ადამიანთა ცხოვრების ყველა ასპექტს და,
როგორც წესი, ეწინააღმდეგება დემოკრატიას. დიქტატურას, რომელიც იმართება
ადამიანთა პატარა ჯგუფის მიერ ეწოდება ოლიგარქია.

21
ისტორიის განმავლობაში დიქტატურის სხვადასხვა ფორმა არსებობდა.
მაგალითად, რომის იმპერია შეიძლება ჩავთვალოთ დიქტატურის ადრეულ სახედ.
მეოცე საუკუნის განმავლობაში, უფრო სწორად პირველ და მეორე მსოფლიო ომებს
შორის, რამდენიმე სახის დიქტატურა აღორძინდა. დიქატურა განვითარდა
ფაშისტური იდეოლოგიის ირგვლივ გერმნიაში, იტალიასა და იაპონიაში, რომლებიც
მოკავშირეები იყვნენ მეორე მსოფლიო ომში.

გერმანია იტალია იაპონია


გერმანიაში იყო პირველი მსოფლიო ომის 1930-იან წლებში იაპონია
დემოკრატია, მანამ სანამ შემდეგ იტალიამ უარი გახდა მკვეთრად
1933 წელს ნაცისტური თქვა დემოკრატიაზე და ნაციონალისტური და
პარტია არ აირჩიეს. ბენიტო მუსოლინი გახდა მილიტარისტული
ძალიან მალე ადოლფ დიქტატორი, სახელმწიფო, რომელმაც
ჰიტლერის მეთაურობით დუჩე(ბელადი, ასე დაიპყრო ჩინეთი და
ნაცისტურმა პარტიამ ეძახდნენ მუსოლინის) აზიის სხვა ტერიტორიები
თანდათან გაანადგურა 1925 წლიდან. მუსოლინის ცოტა მოგვიანებით 1940-
დემოკრატიული დიქტატურა მისევდა იან წლებში. მეორე
ინსტიტუტები და სრული ფაშისტურ იდეოლოგიას. მსოფლიო ომის დროს
კონტროლი დაამყარა ეს მოიცავდა მისი აზიაში იაპონიის იმპერია
ხალხის ცხოვრებაზე. ეს კულტის შემოღებას, დომინირებდა. მას ვერ
მოიცავდა უკიდურეს რომელიც როგორც ვუწოდებთ მთლად
ცრურწმენასა და ლიდერს აღმერთებდა. დიქტატურას, თუმცა
დისკრიმინაციას მუსოლინის საგარეო ქვეყანაში გავლენა
ებრაელების წინააღმეგ. პოლიტიკა იყო ჰქონდათ ფაშისტ
ნაცისტურ გერმანიას აგრესიული და მიიყვანა სამხედროებს, რომლებიც
სურდა გაეფართოვებინა იქამდე, რომ 1936 წელს იმპერატორის წინაშე
თავისი საზღვრები შეიჭრა ეთიოპიაში. აგებდნენ პასუხს. მათი
ევროპაში და მისი მმართველობა უფრო
საგარეო პოლიტიკა გახდა მუსოლინი დაემხო 1943 ოლიგარქიას გავდა. ამ
II მსოფლიო ომის ერთ- წელს. პერიოდის განამვლობაში
ერთი მიზეზი. ჰიტლერი დემოკრატია მკვეთრად
და ნაცისტები იყო დასუსტებული.
მისდევდნენ მკვეთრად
ნაციონალისტურ იაპონია დანებდა 1945
იდეოლოგიას, ჰქონდათ წელს და მაშინ
აგრესიული საგარეო დასრულდა სამხედრო
პოლიტიკა და მკაცრად მმართველობა. ამის
უსწორდებოდა შემდგომ იაპონიამ ისევ
ოპოზიციას. აღადგინა დემოკრატია,
ჰიტლერის დიქტატურა ხოლო იმპერატორს
დასრულდა, როდესაც მხოლოდ სიმბოლური
გერმანიამ წააგო მეორე მნიშვნელობაღა დარჩა.

22
მსოფლიო ომი და თავად
ადოლფმა სიცოცხლე
თვითმკვლელობით
დაასრულა 1945 წელს.

ტოტალიტარული სახელმწიფოს დამახასიათებელი ფაქტორები

ზოგოერთ დიქტატურას ვუწოდებთ ტოტალიტარიზმს. ეს ნიშნავს, რომ დიქტატურას


აქვს ტოტალური კონტროლი ხალხის ცხოვრებაზე. ბენიტო მუსოლინი, იტალიელი
დიქტატორი, იყო პირველი რომელმაც გამოიყენა ეს ტერმინი. მან ასევე თქვა -
„ ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს გარეთ, არაფერი სახელმწიფოს
წინააღმდეგ“.

ტოტალიტარული სისტემის დამახასიათებელი ფაქტორები:

იდეოლოგია

იდეოლოგია არის იდეათა სისტემა, რომელსაც აქვთ თავისი იდენტობა და ხალხი


მისდევს მას. იდეოლოგიის მაგალითებია: კომუნიზმი და ფაშიზმი.
ტოტალიტარული სახელმწიფოები მისდევენ ექსტრემისტულ იდეოლოგიებს.

პიროვნების კულტი

ეს გვხვდება მაშინ, როდესაც კონკრეტული საზოგადოების ლიდერის ძალა


გაძლიერებული და გაზვიადებულია იდეოლოგიისა და პროპაგანდის მეშვეობით. ის
ხაზს უსვამს ლიდერის სიბრძენსა და ძალას, მოსახლეობას კი ეუბნება, რომ ზედმეტი
კითხვების გარეშე უბრალოდ გაყვნენ მას.

შიში, რეპრესია და ტერორი

ტოტალიტარული სახელმწიფო, როგროც წესი არის პოლიციური სახელმწიფო. ასეთ


ქვეყანაში არის ხალხის კონტროლისა და მეთქვალყურეობის მაღალი დონე და ასევე
მკაცრი სასჯელი მათთავის, ვინც დაწესებულ „ხაზებს“ გადაცდება.

პროპაგანდა და ცენზურა

ასეთი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია იმის კონტროლი, თუ რა ინფორმაციას


იღებენ ადამიანები. პროპაგნდა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკისა და
იდეოლოგიის რეკლამირებას. ცენზურა კი ემსახურება ხალხის ღირებულებების
ფორმირებას საწინააღმდეგო აზრის ჩახშობით.

23
სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ეკონომიკური პოლიტიკა

ეს გულისხმობს, რომ სახელმწიფო აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას


და ზღუდავს ეკონომიკურ თავისუფლებებს. მაგალითად, სტალინის დროს საბჭოთა
კავშირში დაიწყო ინდუტრიალიზაცია 5-წლიანი გეგმით.

დააკვირდით წარმოდგენილ ფოტოებს და იმსჯელეთ, ტოტალიტარული


სახელმწიფოს რომელ ასპექტს გამოხატავს თითოეული მათგანი?

1.1 მაგნიტოგორსკის ქარხანა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

24
1.2 კიმ ილ სუნისა და კიმ ჩენ ილის ქანდაკება, ჩრდილოეთ კორეაში

1,3ჩინეთის ხალხის განმათავისუფლებელი არმიის პოსტერი ჩინეთში, 1971


წელი

25
1.3 მეთვალყურის კოშკი მუშათა ბანაკში ყოფილი საბჭთა კავშირის
ტერიტორიაზე.

26
1.4ბავშვები კითხულობენ მაოძედუნის პატარა წითელი წიგნიდან
მისი ლიდერობის დროს - შეიცავდა მის ციტატებს.

ცხოვრება ჩრდილოეთ კორეაში.


1910-დან 1945 წლამდე კორეა იყო იაპონიის კოლონია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
ნახევარკუნძული დაიყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეად საბჭოთა კავშირისა და
ა.შ.შ-ს გავლენით. ომი დაიწყო 1950 წელს და მასში ჩართული იყო საერთაშორისო
ძალები - ა.შ.შ და ჩინეთი. ომის შემდგომ ჩრდილოეთ კორეის კომუნისტურმა
ქვეყანამ თანამშრომლობა გამოაცხადა ჩინეთთან და საბჭოთა კავშირთან. დროის
განმავლობაში კიმ ირ-სენმა შექმნა დიქტატურა, რომელიც მისდევდა იდეოლოგიას
„ჩუჩხე“, რომელიც ხაზს უსვამდა თვითუზრუნველყოფასა და დამოუკიდებლობას
ტრადიციულ კომუნისტურ იდეებთან ერთად. ეს იდეოლოგია ხსნის ჩრდილოეთ
კორეის იზოლაციურ პოზიციას თანამედროვე მსოფლიოში. ჩრდილოეთ
კორეისპოლიტიკის კრიტიკოსები ხაზს უსვამენ ადამიანთა უფლებების დარღვევასა
და თავისუფლების შეზღუდვებს. ასევე ზოგიერთი ექსპერტის აზრით, იგი არის
ტოტალური სახელმწიფოს მაგალითი.

წყარო 1

„მთელი ჩრდილოეთ კორეა ციხეა“ - კიმ ი სემი.

წყარო 2
სურათი სატელიტიდან კორეის ფოტო ღამით, 2012 წელი

27
28
წყარო 3 ჩრდილოეთ კორეის იმპერატორის პროპაგანდისტული პოსტერი

წყარო 4
პოლ ფრენჩი (2005) ჩრდილოეთ კორეა, პარანოიდული ნახევარკუნძული,
თანამედროვე ისტორია, გვ. 12

ისინი ვინც ბინებში მაღალ სართულებზე ცხოვრობენ უფრო ადრე უნდა


მოემზადნონ სამსახურისა თუ სკოლისთვის, ვიდრე ისინი ვინც დაბალ
სართულებზე ცხოვრობენ. ჩრდილოეთ კორეაში ქრონიკულად ითიშება
ელექტროენერგია, ამის შედეგად კი ლიფტებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება ან
მუშაობენ პერიოდულად. რადგან ბევრი შენობა არის 20-დან 40 სართულამდე. ეს
სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით კი ხანდაზმულთათვის,
რომლებსაც ურთულდებათ კიბეებზე სიარული. ამიტომ ბევრი მათგანი თავიანთი
ბინებში არიან ჩაკეტილები.

29
წყარო 5
ბარბარა დემიკი (2010) არაფერი შესაშური: ნამდვილი ცხოვრება ჩრდილოეთ
კორეაში, გრანტა, გვ.45

ზოგადად ყველა დიქტატურა ერთმანეთს ჰგავს. სტალინის საბჭოთა კავშირიდან


მაოს ჩინეთამდე, ჩაუშესკუს რუმინეთიდან სადამ ჰუსეინის ერაყამდე, ყველა ამ
რეჟიმს საერთო ნიშნები აქვს, მაგრამ კიმ ირ-სენმა პიროვნების კულტი სხვა სხვა
დონეზე აიყვანა. მეოცე საუკუნის დიქტატორებში მას გამოყოფს მისი უნარი რომ
გამოიყენოს რწმენის ძალა. მას ესმის რელიგიის ძალაუფლება....

მაუწყებლობები საუბრობენ კიმ ირ-სენზე თითქოს მქადაგებლები იყვნენ.


ჩრდილოეთ კორეის გაზეთები ავრცელებენ ისტორიებს ზებუნებრივი ფენომენის
შესახებ. შტორმები დამშვიდებულა ზღვაზე, როდესაც მეზღვაურები კიმ ირ-სენის
საქებარ სიმღერებს მღეროდნენ.

წყარო 6
ბარბარა დემიკი (2010) არაფერი შესაშური: ნამდვილი ცხოვრება ჩრდილოეთ
კორეაში, გრანტა, გვ. 11

1984-ში, ჯორჯ ორველის ფუტურისტულ დისტოპიაში, აღწერილია სამყარო,


სადაც ფერის პოვნა შეიძლება მხოლოდ პროპაგანდისტულ პოსტერებში. ზუსტად
ასეა ჩრდილოეთ კორეაში. კიმ ირ-სენი წარმოდგენილია კაშკაშა, ნათელ
პოსტერებში. დიდი ლიდერი ზის სკამზე და უღიმის ფერად ტანსაცმელში ჩაცმულ
ბავშვებს. ყვითელი და ნარინჯისფერი სხივები წყდება მის სახეს: იგი მზეა.

30
თავი II
ბუნებრივი კატასტროფები და საზოგადოების
რეაქცია მათზე

საზოგადოებაზე დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი


კატასტროფები. საჭიროა ინოვაციური სისტემები და რესურსები, რათა
ეფექტურად გაუმკლავდნენ წამოჭრილ პრობლემას.
კითხვები:
ფაქტობრივი: როგორი სტრუქტურა აქვს დედამიწას? რა არის ქანების ტექტონიკა?
რა არის მიწისძვრებისა და ვულკანების მიზეზები და შედეგები?
შინაარსობრივი: როგორ პასუხობენ საზოგადოებები ბუნებრივ კატაკლიზმებს? რა
გავლენას ახდენს კატასტროფა საზოგადოების იდენტობაზე?
სადისკუსიო: მდიდარი ქვეყნები უფრო დაცულები არიან კატასტროფებისგან?

მნიშვნელოვანი სიტყვები: მიწისძვრა, ცუნამი, ქარიშხალი, ვულკანი.

31
დედამიწის სტრუქტურა

დედამიწა მუდმივად იცვლება. უმეტეს შემთხვევაში ეს ცვლილებები შეუმჩნეველია


ჩვენთვის, მაგრამ დრო და დრო ისინი გამოვლინდება ბუნებრივი კატაკლიზმების
სახით. მათ კი ხშირად დამანგრეველი გავლენა აქვთ საზოგადოებებზე. ამ თავში
განვიხილავთ ზოგიერთი ბუნებრივი კატაკლიზმის გამომწვევ მიზეზებსა და
შედეგებს, ასევე იმას, თუ როგორ პასუხობენ საზოგადოებები მათ. ფოკუსირებულები
ვიქნებით, მიწისძვრების, ვულკანებისა და ცუნამების გამომწვევ მიზეზებზე.

იმისათვის რომ გავიგოთ ამ ბუნებრივი კატარტროფების მიზეზები აუცილებელია


ვიცოდეთ დედამიწის სტრუქტურა და დავადგინოთ თუ რა ხდება ჩვენს ფეხქვეშ.

დედამიწა შეგვიძლია დავყოთ 4 ფენად: შიდა ბირთვი, გარე ბირთვი, მანტია და


ქერქი.

 შიდა ბირთვის დედამიწის ყველაზე ცხელი ნაწილია. მისი ტემპერატურა 5000-


6000 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს. იგი შედეგაბ რკინისა და ნიკელისგან
და არის მყარი.

32
 გარე ბირთვი ცხელი სითხეა და მისი ტემპერატურა 4000-6000 გრადუს
ცელსიუსმდე მერყეობს. იგი შედგება რკინის, ნიკელის, გოგირდისა და
ჟანგბადისაგან. იგი გარს აკრავს შიდა ბირთვს.იაპონელი მეცნიერის ა.
მახუდას აზრით კი ბირთვშითავმოყრილია ტყვიის ძირითადი მასა.
დღეისათვის არც ერთი ჰოპითეზა არ არისსაყოველთაოდ აღიარებული.
 მანტია მყარი და თხევადი ნივთიერებებითაა(ბლანტ
მდგომარეობაშია)წარმოდგენილი,ფიქრობენ, რომ შედგება -რკინის, ჟანგბადის,
კაჟის(სილიციუმის), მაგნიუმისა და ალუმინისგან. მანტია დედამიწის
ყველაზე ფართო ნაწილია.
 ქერქი არის დედამიწის მყარი გარსი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. დედამიწის სხვა
ნაწილებთან შედარებით საკმაოდ თხელია. დედამიწის ქერქი ორი სახისაა:
კონტინენტური და ოკეანური ქერქი (ზღვებსა და ოკეანეების ქვეშ).

დედამიწის ქერქი შედგება ფილებისაგან, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით


მოძრაობენ. ამ მოძრაობას იწვევს კონვექციური( Convectio -მოზიდვა,
მოტანა)ნაკადები მანტიაში. ამის შედეგად ფილები ან ერთმანეთის გასწვრივ, ან
ერთად ან ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრაობენ. კონკრეტულ ადგილებში
ქერქი შეიძლება განადგურდეს და თავიდან შეიქმნას. მანტიაში რადიოაქტიური
ნივთიერებების დაშლა იწვევს ტემპერატურის ცვლილებას, რაც კონვექციური
ნაკადების წარმოქმნას განაპირობებს

2,5კონვექციური ნაკადები მანტიაში

შეადგინეთ მოკლე ჩანაწერები,კომენტარები(ანოტაციები)

მნიშვნელოვანი უნარის განვითარებას ხელს უწყობს მოქალაქე და


საზოგადოების სწავლებისას მოკლე ჩანაწერების(კომენტარების/ანოტაციების)
გაკეთება. ესაა უნარი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ბევრ განსხვავებულ

33
კონტექსტში. დიაგრამაზე, სურათზე , გრაფიკზე ან რუკაზე ჩანაწერების,ახსნების
ან დამატებითი ინფორმაციის დატანამკითხველს წარმოდგენას უქმნის იმ
საკვანძო საკითხებზე, რომელთა ხაზგასმაც აუცილებელია.

რა არის ფილების ტექტონიკა?


ლითოსფერო - ესაა დედამიწის ქვიანი გარსი, რომელიც მოიცავს დედამიწის
ქერქს და ზედა მანტიის ნაწილს.ლითოსფერო დაყოფილია დიდი და მცირე
ზომის მდგრად უბნებად -ფილებად,რომლებიც ჰორიზონტალურად
გადაადგილდებიან. დიდი ზომის ფილებია :ევრაზიის, ამერიკის, აფრიკის და სხვ.

ფილების ტექტონიკის თეორია ხსნის დედამიწის ქერქში ქანების მოძრაობას. ეს


თეორია განვითარდა 1950-60-იან წლებში და ხსნის ბევრ გეოლოგიურ მოვლენას,
მათ შორის მიწისძვრებისა და ვულკანების გავრცელების არეალებს

2,6ლითოსფერული ფილების მოძრაობა და ფილების საზღვრების რუკა.

ლითოსფერული ფილების საზღვრების სამი ტიპი არსებობს: დივერგენტული,


კონვერგენტული და ტრანსფორმული საზღვრები.

34
დივერგენტული საზღვრები

დივერგენცია ნიშნავს დაშორებას,საწინააღმდეგო მიმართულებით გადადგილებას.


დივერგენტულ საზღვრებს სპრედინგის ზონებსაც უწოდებენ,რაც გაფართოებას,
გაშლას ნიშნავს.

მსგავსი მოძრაობა ხდება მანტიაში ზრდადიკონვექციური ნაკადების არეების


ზემოთ.ეს ხდება როგორც ოკეანურ ასევე კონტინენტურ ქერქში,რაც სხვადასხვა
შედეგებით ვლინდება.

ასეთ ადგილებში წარმოიქმნება ახალი ქერქი ან ახალი ზღვის ფსკერი. ხშირად


მაღალია ვულკანური აქტივობა და მიწისძვრის მოხდენის შანსი. ოკეანური
დივერგენტული საზღვრის ფილის მაგალითია შუა-ატლანტიკური ქედი.

მსგავსი პროცესიხდება კონტინენტურ ქერქზე,წარმოიქმნება


დიდირიფტული(გრაბენული) ხეობა. შეიძლება წარმოიქმნას ტბა. თუ პროცესი დიდი
ხნის განმავლობაში მიმდინარეობს შესაძლებელია ზღვისა და ოკეანეების
წარმოქმნაც. კონტინენტური ფილის დივერგენტული საზღვრის მაგალითია
აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული ხეობა.

2.7 დივერგენტული საზღვარი

კონვერგენტული საზღვრები

35
კონვერგენტული საზღვრები გვხვდება მაშინ, როდესაც ფილები ერთმენთის
მიმართულებით მოძრაობენ. ეს ხდება სამ შემთხვევაში: კონტინენტური ფილა
(ქერქი)ხვდება კონტინენტურ ფილას (ქერქს) , ოკეანური - ოკეანურ ფილას (ქერქს)და
ოკეანური ფილა (ქერქი)ხვდება კონტინენტურ ფილას (ქერქს). თითოეულ მათგანს
განსხვავებული შედეგი აქვთ.

როდესაც ოკეანური ფილა ხვდება კონტინენტურფილასხდება სუბდუქციური (sub-


ქვეშ ductio-წაყვანა) ზონის ჩამოყალიბება.ოკეანური ქერქი კონტინენტურზე
გაცილებით თხელი და ნაკლებ მასიურია, ამიტომ მიექანება ქვემოთ. სუბდუქციის
შედეგად ოკეანური ქერქი ნადგურდება, რადგან მანტიაში დნება. ამავდროულად
მაგმა ზედაპირისკენ მიემართება და შეიძლება ამოიფრქვას კიდეც ვულკანის სახით.
მსგავსი ფილების მაგალითია ნასკასა და სამხრეთ ამერიკული ფილების შეხვედრა.

2.8 კონვერგენტული საზღვარი, სადაც ოკეანური ქერქი ხვდება კონტინენტურ ქერქს.

ორი ოკეანურიფილა, როდესაც ერთმანეთს ხვდებაგანსხვავებული პროცესები


მიმდინარეობს. ისევ სუბდუქცია ხდება და ახლა ნაკლებად მკვრივი ქერქი აქაც
იძულებულია ზედაპირზე ამოვიდეს და ვულკანური ამოფრქვევა გამოიწვიოს
ოკეანის ფსკერზე. დროთა განმავლობაში ამ პროცესმა შეიძლება ვულკანური
კუნძულიც შექმნას. მაგალითად, კარიბისა და იაპონიისბევრი კუნძული წარმოიქმნა
ამ პროცესის შედეგად.

36
2.9 კონვერგენტული საზღვარი, როდესაც ორი ოკეანური ფილა ხვდება ერთმანეთს

ორი კონტინენტურიფილა (ქერქი), ერთმანეთსროდესაცხვდება სულ სხვა პროცესი


მიმდინარეობს.სუბდიქციის ნაცვლად ქერქი ზემოთ ამოდის, ტყდება და სხვადასხვა
მიმართულებით მოძრაობს.ეს ქმნის მთათა სისტემებს. ესაა კოლიზიური ზონა,
მაგალითად, ასეთი საზღვარია ინდო-ავსტრალიური და ევრაზიული ფილების
შეხვედრის ადგილი. ორი ფილა ერთმანეთს ხვდება ჰიმალაებში, რომელიც ამ
შეჯახების შედეგადაა წარმოქმნილი( ალპურ-ჰიმალაური სარტყელი). ასეთ
არეალებში მიწისძვრები საკმაოდ ხშირია, ვულკანები კი თითქმის არ გვხვდება.

37
ტრანსფორმული ფილების საზღვარი.

ტრანსფორმული ფილების საზღვრები გვხვდება მაშინ, როდესაც ფილები


ჰორიზონტალურად გადაადგილდებიან პირდაპირი შეჯახების ნაცვლად. ასეთ
სიტუაციაში ახალი ფილა არ წამოიქმნება, თუმცა ის უზარამზარი ენერგია, რომელიც
თან ახლავს ფილების ჰორიზონტალური გადადგილების პროცესს, ხშირად იწვევს
მიწისძვრებს. ასეთ საზღვრებზე ფილები დაზიანებულია და გეოლოგიურად
გამოხატულია რღვევების სისტემებითა და წყალქვეშა კანიონებით. ფილების
ტრანსფორმული საზღვრის მაგალითია სან ანდრეასის რღვევის სისტემა,
წყნაროკეანურ ფილასა და ჩრდილო ამერიკულ ფილას შორის.

2.10 ტრანსფორმული ფილების საზღვარი.

38
აქტივობა: ფილების საზღვრები
მიდგომები სწავლისადმიATL
ინფორმაციის მოძიების უნარი:ინფორმაცია წარმოადგინეთ

1.შესაბამისობის დადგენა: ფილების საზღვრის ტიპები დაუკავშირეთ ფილების


აღწერასა და მაგალითს

ფილების საზღვრის ფილების აღწერა მაგალითი


ტიპები
დივერგენტული ფილები ჰორიზონტალურად სან ანდრეასის
გადაადგილდებიან რღვევა, კალიფორნია
პირდაპირი შეჯახების
ნაცვლად.
კონვერგენტული ორი ფილა ხვდება ერთმანეთს შუა ატლანტიკური
(ოკეანური და და სუბდუქცია არ ხდება. ქედი
კონტინენტური) შეიძლება წამოიქმნას მთები,
რადგან ქანები ზემოთ
მიემართება
კონვერგენტული ფილები ერთმანეთის ნასკასა და სამხრეთ
(კონტინენტური და საწინააღმდეგოდ ამერიკის ფილების
კონტინენტური) მიემართებიან და შედეგად შეხვედრის ადგილი
ახლი ქერქი წარმოიქმნება
ტრანსფორმული ამ საზღვარზე ოკენაური ჰიმალაი, ინდო-
ქერქი მიემართება ქვემოთ, ავსტრალიური და
კონტინენტური ქერქის ქვეშ ევრაზიული ფილების
ექცევა, სუბდუქციის შედეგად შეხვედრის ადგილი
ოკეანურიქერქი
ნადგურდება,რადგანმანტიაში
დნება. ზედაპირისკენ
წამოსული მაგმა კი ხშირად
ვულკანის ამოფრქვევას
იწვევს.

გამოიყენეთ განვლილი მასალა, თქვენ შეგიძლიათ თიხისგან ან პლასტელინისგან


შექმნათ ფილების საზღვრის სხვადასხვა ტიპის მოდელი და ახსნათ პროცესი, თუ
რა მოხდება

 შეფასება:

 ამ აქტივობით თქვენი უნარების შეფასების კრიტერიუმია: A - ცოდნა და


გაგება

39
მიწისძვრა
დედამიწის ქერქში დაგროვილი ენერგიის გათავისუფლების შედეგად ხდება
სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრები.

ფილები, რადგან მოძრაობენ ისინი ხანდახან ეჯახებიან ერთმანეთს, ეს კი


წარმოქმნის გარკვეულ წნევას მისი გათავისუფლების შედეგად კი ხდება
მიწისძვრა.ადგილს, სადაც ეს ხდება ეწოდება მიწისძვრის კერა. დედამიწის
ზედაპირზე კი მიწისძვრის ცენტრს ეწოდება ეპიცენტრი. ადგილი,რაც ახლოსაა
ეპიცენტრთან მით უფრო მეტია მიწისძვრის ინტენსივობა,(ასევე უფრო ძლიერია
ზიანის ხარისხი) ხოლო რაც უფრო შორდება ეპიცენტრს მით უფრო სუსტდება.

მიწისძვრის ძალა იზომება რიხტერის სკალით, ასევე ხელსაწყოსეისმომეტრით,


რომლითაცაკვირდებიანდედამიწისზედაპირისრყევასმიწისძვრისდროს . ეს
მოწყობილობა ზომავს სეისმურ ტალღებს, რომლებიც კერიდან ვრცელება.

2.12 მიწისძვრა ლოს ანჯელესში

რიხტერის სკალა
რიხტერის სკალით სეისმოლოგები მიწისძვრის სიძლიერეს ზომავენ. ყოველ
მიწისძვრას ანიჭებენ ნომერს 1-დან 10-ის ჩათვლით, რომელიც მის ინტენსივობას
აღნიშნავს. თითოეულ დონეს შორის არის 10 ერთეული, ეს ნიშნავს, რომ
რიხტერის შკალის 2 მიწიძვრა 10-ჯერ უფრო ძლიერია რიხტერის შკალის 1
მიწისძვრაზე. 7-ზე მაღალი მიწისძვრას კი დამანგრეველი ძალა აქვს.
40
ყველაზე დიდი ინტენსივობის მიწისძვრა დაფიქსირდა 1960 წელს ჩილეში -
ვალდივიას მიწისძვრა და მისი ძალა გაიზომა 9,4-9,6 რიხტერის შკალაზე.

კითხვა: შენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი მიწისძვრების ინტენსივობის


მიხედვით კლასიფიკაცია? რა არის ამის მიზანი?

41
2.14 1960 წელს ვალდივიას მიწისძვრის შედეგი ჩილეში.

შედეგები:

მიწისძვრებს, მათი ადგილმდებარეობისა და ინტენსივობის მიხედვით,


განსხვავებული შედეგები აქვთ. დაბალი ინტენსივობის მიწისძვრები ყოველთვის
ხდება დედამიწაზე და ხშირად ამას ადამიანები ვერც ამჩნევენ. თუმცა, მაღალი
ინტენსივობის მიწისძვრები მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევენ

 მიწის რხევამ, რომელიც მიწიძვრების შედეგად ვითარდება შეიძლება


მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვიოს და დააზიანოს ინფრასტრუქტურა მათ
შორის შენობები, გზები და საკომუნიკაციო სისტემები.
 მიწისძვრები საშიშია ადამიანებისთვის. ხშირად სიკვდილიანობა არის მისი
ერთ-ერთი შედეგი. ხალხი შეიძლება მოყვეს დანგრეული შენობების ქვეშ.
როგორც წესი, მიწისძვრის შემდეგ სამაშველო სამსახური - მათ
შორის,სასწრაფო დახმარების სერვისები ძალიან გადატვირთულია
გადარჩენილების ძებნის გამო.

42
 ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად უფრო დიდი შანსია დაავადებები
გავრცელდეს. მაგალითად, თუ დაზიანდება წყალგაყვანილობის სისტემა
დაავადებების გავრცელების რისკი იმატებს.
 მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, წყალდიდობა და მეწყერი. თუ
ეპიცენტრი ზღვაში ან ზღვასთან ახლოსაა მან, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს
ცუნამი.
 მიწისძვრა ასევე იწვევს კრიმინალის რაოდენობისზრდას. მძარცველების
სამიზნე ხდება ისეთი მაღაზიები, რომლებიც მიწისძვრის შედეგად
დაზიანდნენ.
 მიწისძვრის შედეგები უფრო ხანგრძლივია. დაზიანებული შენობები უნდა
აღდგეს და სისტემები განახლდეს.

აქტივობა: მიწისძვრის შედეგები


მიდგომები სწავლისადმი:
 კრიტიკული აზროვნების უნარი
 კომუნიკაციის უნარი

იმუშავეთ წყვილებში ან ჯგუფებში და შეავსეთ ცხრილი:

ადამიანური და ეკონომიკური და გარემო


სოციალურიზეგავლენ პოლიტიკურიზეგავლენა პირობების
ა ზეგავლენა
მოულოდნელი
შედეგები
გრძელვადიანი
შედეგები

43
ვულკანი
ვულკანები მთელი დედამიწის გარშემო შეგვიძლია ვიპოვოთ, თუმცა როგორც წესი
გვხვდებიან დივერგენტული და კონვერგენტული ფილების საზღვრებზე.
ვულკანურად აქტიურ რეგიონს ეწოდება „ცეცხლოვანი რკალი“ და მოიცავს
იაპონიისა და ინდონეზიის ტერიტორიას. ვულკანის ამოფრქვევა ხდება მაშინ,
როდესაც დედამიწის წიაღში დადნობის შედეგად წარმოქმნილი ცხელი მაგმა წნევის
შედეგად ამოდის ქერქის გავლით ზედაპირზე,როდესაც მაგმა ქერქის ზედაპირზე
ამოდის ლავა ხდება. ლავა გაცივების შემდეგ ქვავდება. ვულკანები შეიძლება
ამოიფრქვას ოკეანის ფსკერზეც. მრავალჯერადი ამოფრქვევის შემდეგ გაცივებული
ლავის შედეგად გვხვდება კონუსისებური ფორმის წარმონაქმნები, რაც
დამახასიათებელია ვულკანებისთვის.

2.15 ვულკანებისა და მიწისძვრების რუკა

ვულკანის ტიპები
ყველა ვულკანი ერთნაირი არაა, რადგან მათი წარმოქმნისას განსხვავებული
ფაქტორები იღებენ მონაწილეობას, ასევე დროის განმავლობაში იცვლებიან.

44
მაგალითად, ფარისებრი ვულკანი,რომლებიც წააგავს მიწაზე დადებულ მებრძოლის
ფარს, არის ფართე გუმბათის ფორმის. ფარები ზოგადად ფორმირდება დაბალი
სიბლანტის მქონე ბაზალტური ლავის ნაკადებისგან. წარმოიქმნება იმ ადგილებში,
სადაც ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა ნაპრალები. მიწის ზედაპირზე საკმაოდ ფართე
და დიდია. გალაპაგოსის არქიპელაგის კუნძული ფერნანდინა არის აქტიური
ფარისებრი ვულკანის მაგალითი. ფარისებრი ვულკანები წარმოიქმენა
დივერგენტულიფილების საზღვარზე და ცხელ წერტილებში (ფილების ქვეშ ის
ადგილები, სადაც მანტია უფრო ცხელია, ვიდრე სხვა ადგილებში)

ვულკანის კიდევ ერთი სახე ცნობილია, როგორც სტრატოვულკანი. ეს ყველაზე


გავრცელებული ვულკანია და ცნობილია მისი ციცაბო კიდეებით და ფეთქებადი
ამოფრქვევებით. დროთა განმავლობაში ისინი იქმნება ვულკანური ფერფლის,
გამყარებული ლავური ნაკადებისგან.ძირითადად გვხვდება კონვერგენტული
საზღვრის ფილებზე. სტრატოვულკანები საკმაოდ მაღალია. მისი ცნობილი
მაგალითია ვულკანი სენტ-ჰელენზი(წმინდა ჰელენის მთა) აშშ-
ში, ვაშინგტონისშტატში. სტრატოვულკანებისთვის დამახასიათებელი
პიროკლასტური ნარჩენები. ეს არის ცხელი ნაზავი ფერფლის, ლავისა და გაზისა,
რომელიც სწრაფად ჩაედინება ვულკანის კიდეებზე. სტრატოვულკანი შეიძლება
ამოიფრქვას ვულკანის გვერდზე არსებული მეორადი ნაპრალისგანაც. ამოფრქვევის
ძალა შეიძლება დამაგრეველი იყოს მასთან ახლოს მცხოვრები საზოგადოებისთვის.
მაგალითად, ვულკანი ვეზუვის ამოფრქვევამ 79 წელს მთლიანად დამარხა პომპეი.

ვულკანის კიდევ ერთი სახე არისტუფის კონუსები. იგი შედგება ტეფრას კონუსის
ფორმის ფილებისგან. როგორც წესი, ტუფის კონუსები სიმეტრიულია და გააჩნიათ
ღრმა კრატერები.

45
2.16 ვულკანების ტიპები

2.17 ვულკანი მაიონი ფილიპინებში

46
ვულკანის ამოფრქვევის შედეგები.
ვულკანის ამოფრქვევა დიდ გავლენას ახდენს გარემოზე და იმ ადამიანებზე, ვინც იქ
ცხოვრობს. ვულკანებს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები.

დადებითი შედეგები:

 ვულკანური ამოფრქვევა სასარგებლოა სოფლის მეურეობისთვის. ვულკანური


ფენები დროთა განმავლობაში ქმნის მდიდარ და ნაყოფიერ მიწას, რაც
იდეალურია მარცვლეულის გასაზრდელად.
 ვულკანები მომგებიანია ტურისტული თვალსაზრსითაც. ადამიანებს
აინტერესებთ ვულკანები, რადგან მათ ირგვლივ გეოლოგიური ფორმაციების
მრავალგვარობა შეინიშნება

ნეგატიური შედეგები:

 ვულკანური ამოფრქვევების ერთ-ერთი შედეგი ხშირად არის


სიკვდილიანობა. სწრაფად მომდინარე ლავა კლავს ადამიანებს.
 ვულკანის ამოფრქვევები და მის შედეგად განვითარებული კატაკლიზმები
ანადგურებს მცენარეებსა და ცხოველებს. რაც საბოლოოდ იწვევს
ლოკალურ დისბალანსს ეკოსისტემაში.
 ადამიანთა დასახლებები და სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი მიწა
ნადგურდება ამოფრქვევის შედეგად. მაგალითად, 1990-იანებში
მონსერატის (დიდი ბრიტანეთის ზღვის იქითა ტერიტორია კარიბის
ზღვაში)ამოფრქვევამ კუნძულის ნახევარი დაუსახლებელი გახადა.

მიდგომები სწავლისადმი:
 კომუნიკაციის უნარი
დავალება:
1. ჩაატარე კვლევა შემდეგ ვულკანებზე:
 ელდჯა(Eldgja) და კატლა, ისლანდია
 მაუნა ლოა, ჰავაი
 ფუძიამა, იაპონია
 ჯადოქრის კუნძული(Wizard Island), ა.შ.შ
2. ამოირჩიეთ ზემოთ ჩამოთვლილი ვულკანიდან ერთ-ერთი და
დაახასიათეთშემდეგი სქემით:
 ვულკანის დიაგრამა
 ვულკანის ფოტო
 აღწერეთ როგორ ჩამოყალიბდა ვულკანი და როგორ მდგომარეობაშია
დღეს.
 რაიმე საინტერესო ფაქტი ამ ვულკანის შესახებ
არ დაგავიწყდეთ ბიბლიოგრაფიის გაფორმება

47
შეფასება:
კრიტერიუმი:A ცოდნა
კრიტერიუმი:C კომუნიკაცია

როგორ პასუხობს საზოგადოება ბუნებრივ კატაკლიზმებს?


ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, შეამცირონ სიცოცხლის დანაკარგი და
ინფრასტრუქტურის ზიანი. თუმცა კატასტროფის შედეგი დამოკიდებულია
სხვადასხვა ფაქტორებზე:

შემოსავალი და ქვეყნის განვითარების დონე

ბუნებრივი კატასტროფის ზემოქმედების დადგენისას მნიშვნელოვანი ფაქტორია


ქვეყნის სიმდიდრე და განვითარების დონე. მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებს
აქვთ საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ეფექტურად მოემზადონ
კატაკლიზმებისთვის. ისეთი როგორიცაა სასწრაფო დახმარება, სპეციალურად
მომზადებული შენობები და ა.შ. ხოლო, განვითარებად ქვეყნებს არ აქვთ მსგავსი
რესურსები და დამოკიდებულები არიან საზღვარგარეთის დახმარებებზე.

არიან თუ არა მდიდარი ქვეყნები უფრო უსაფრთხოდ ბუნებრივი კატაკლიზმების


დროს??

დრო

კატასტროფის მოხდენის დრო დიდ გავლენას ახდენს ბუნებრივი კატაკლიზმის


შედეგებზე. მაგალითად, თუ მიწისძვრა მოხდა გვიან ღამით პოტენციურად უფრო
დამანგრეველი იქნება, რადგან ადამიანებს ნაკლები დრო ექნებათ თავშესაფრების
მოსაძებნად. ასევე, თუ კატაკლიზმა მოხდა პიკის საათის პერიოდში დიდი
მოცულობის ადამიანთა კონტროლი უფრო რთული იქნება და შესაბამისად უფრო
დამანგრეველიც.

მოსახლეობა

დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის რაოდენობას. სახელმწიფოები დიდი


მოსახლეობით უფრო დიდ გასაჭირში ვარდებიან, როდესაც ვულკანები და
მიწისძვრები ხდება

48
ამინდი და კლიმატი

ასევე დიდი გავლენა აქვს ამინდა და კლიმატს. ძალიან ცხელი ამინდის ან


გაუჩერებელი წვიმების გამო შეიძლება უფრო სწრაფად გავრცელდეს დაავადებები,
სანამ მთავრობა ცდილობს კატაკლიზმების შედეგებს გაუმკლავდეს.

საზოგადოება ბუნებრივ კატაკლიზმებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ეს


რეაქციები დაყოფილია მოკლევადიან, გრძელვადიან და საშუალო ხანგრძლივობის
აქტებად.

მოკლევადიანი საშუალო ხანგრძლივობის გრძელვადიანი რეაქციები


რეაქციები
 ხალხისთვის  სატრანსპორტო  გზებისა და სხვადასხვა
უსაფრთხო კავშირების შენობების აღდგენის
თავშესაფრის გაჩენა უზრუნველყოფა პროცესის დაწყება
 საფრთხეში მყოფი დახმარებების  საგანამანათლებლო
ადამიანების დროულად მისატანად პროგრამების
გადარჩენა  ელექტროენერგიის განვითარება,
 ხანძრის ჩაქრობა მუშაობა რომადამიანები მზად
 სუფთა წყლის,  სკოლებისა და იყვნენ მსგავსი ტიპის
საკვებისა, საავადმყოფოების კატაკლიზმებისათვის
თავშესაფრისა და გახსნა  ისეთი შენობების
სამედიცინო  სახლების განახლება აგება, რომელიც უკეთ
აღჭურვილების უმკლავდება მსგავის
მარაგის ქონა ტიპის კატაკლიზმებს.
 დახმარების თხოვნა  გამაფრთხილებელი
საერთაშორისო ნიშნების სისტემების
ორგანიზაციებიდან. გაუმჯობესება
(მაგალითად,  გრძელვადიანი
წითელი ჯვარი) დახმარებების მიღება
სხვა ქვეყნებიდან

ნეპალის მიწისძვრა, 2015

2015 წლის აპრილში ნეპალში (სამხრეთ აზიაში) 7,8 მაგნიტუდის ინტენსივობის


მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ნეგატიური გავლენა იყო მასიური და მთა ევერესტზე
გამოიწვია ზვავები. კატასტროფის დროს 22 ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრამ
მთლიანად გაანადგურა შენობები, რომლებიც ეპიცენტრთან ახლოს იყო. ბევრი
მნიშვნელოვანი ისტორიული მემკვიდრეობაც განადგურდა კატამნდუს(ნეპალის
დედაქალაქი) ტაძრების ჩათვლით. მთავარი მიწისძვრის (7,8) შემდგომ იყო უფრო
დაბალი ინტენსივობის მიწისძვრები, რომელთაც ასევე დიდი ზარალი გამოიწვიეს.

49
ასეთი დამაგრეველი ძალის მიზეზი იყო ის რომ მიწისძვრის კერა დედამიწის
ზედაპირთან საკმაოდ ახლოს იყო. ნეპალი ინდო-ავსტრალიურ და ევრაზიულ
ფილებს შორის მდებარეობს, სადაც ორი კონტინენტური ფილა ერთმანეთს აწვება.
რაც დროდადრო მიწისძვრას იწვევს. 2015 წლამდე ყველაზე დამაგრეველი მიწისძვრა
იყო 1934 წელს და მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ორი მიწისძვრა ერთმანეთთან
კავშირშია.

2015 წლის მიწისძვრის დროს 9000 ადამიანი დაიღუპა, 20 000 კი დაშავდა. ზვავებმა
და მეწყერებმა კიდევ უფრო მეტი ზარალი მოუტანეს ქვეყანას. აუცილებელი გახდა,
რომ კატმანდუს აეროპორტი დაეკეტათ, რამაც შეაფერხა დახმარებების ჩამოტანა
ნეპალში. განსაკუთრებით დაზარალდნენ ქალები, რადგან მიწიძვრის შემდგომ
აურზაურში გაიზარდა ქალთა ტრეფიკინგის მაჩვენებელი. საერთაშორისო
ორგანიზაციებმა და სხვა სახელმწიფოების დახმარებებმა დიდი როლი ითამაშეს
ქვეყნაში ვითარების სწრაფად გამოსწორებისათვის.

2.22 ნეპალის მიწისძვრის დროს დანგრეული ტაძარი

50
2.23 ნეპალის მიწისშვრიდ დროს დაზარალებულთა გადარჩენის ოპერაციები.

51
2.24 წითელი ჯვრის საქმიანობა ნეპალის მიწისძვრის შემდეგ(2015წ.მაისი)

52
მერაპის მთის ვულკანური ამოფრქვევა, ინდონეზია, 2010

2010 წლის ოქტომბერში მთა მერაპის აქტიურ ვულკანი რამდენიმეჯერ ამოიფრქვა


იავაში. მერაპი ნიშნავს „ ის რაც ცეცხლს ქმნის“ და იგი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური
ვულკანია ინდონეზიაში. ისტორიის განმავლობაში მერაპის ბევრი ამოფრქვევა
გვხვდება, თუმცა 2010 წლის ყველაზე მძლავრი იყო.

2010 წლის ამოფრქვევა გაგრძლედა პიროკლასტურ დინებებში, ასევე ტოქსიკური


ფერფლი გავრცელდა ატმოსფეროში. გარდა ამისა გამოიწვია რამდენიმე ღვარცოფი.

ვულკანმა გაანდგურა ადამიანთა დასახლებები მთის ძირში და მასთან ახლოს.


დაახლოებით, 350 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, 353 ადამიანი კი დაიღუპა.
ამოფრქვევამ დიდი გავლენა მოახდინა ავიაციაზეც, რადგან ფერფლის ღრუბელმა
დაფარა ასაფრენი ბილიკების დიდი ნაწილი და ჰაერი იავას თავზე.

საპასუხო რეაქცია იყო მრავალგავრი. ააშენეს საევაკუაციო ცენტრები იმათთვის, ვინც


დაკარგა საცხოვრებელი ადგილი. ბევრი საევაკუაციო ცენტრი იყო სკოლები,
ეკლესიები და სამთავრობო შენობები. არასამთავრობო ორგანიზაციები მალევე
ჩაერთვნენ, რომ რაც შეიძლება დიდი დახმარება გაეწიათ. ეს დახმარებები
ითვალისწინებდა სამედიცინო მარაგს, საკვებს, წყალსა და თავშესაფარს.
ინდონეზიის მთავრობამ ასევე გაატარა მოკლე ვადიანი და გრძელვადიანი
ღონისძიებები ხალხის დასახმარებლად. ერთ-ერთი პოტენციური გრძელვადიანი
სარგებელია მიწის ნაყოფიერების გაუმჯობესება ვულკანური ამოფრქვევის შედეგად.

2.27 მთა მერაპის ამოფრქვევა.

53
წყარო 1

2010-ში მერაპის ამოფრქვევის პირდაპირი შედეგების რეზიუმე.


www.thejakartapost.com/news

ვულკანურმა ამოფრქვევამ ახლო-მახლო ქალაქებიც დააზარალა. სურაკატრას


მცხოვრებლები იხსენებდნენ რომ ყველაფერი დაფარული იყო ფერფლით.
ფერფლის წვიმა კი ორშაბათს 10 საათამდე გრძელდებოდა.

სოფელი სუროვედანანიბოილალში, რომელიც 17 კმ-ის დაშორებით მდებარეობს


მერაპის მთისგან ასევე დაფარული იყო ფერფლით. „ დილით როცა გარეთ გავედი
ყველგან ფერფლი იყო“, განაცხადა ვერონიკა მარია საიკტიანამ სუროვედანანიდან.
ვერონიკას თქმით სოფლის მცხოვრებლები სახის ნიღბებს იყენებდნენ სახლიდან
გასვლისას.

მაშინ, როდესაც სურაკატრას აეროპორტის გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა,


რომ ფრენები არ შეუწყვიტავთ, რადგან ამინდი არ შეცვლილა და ცაც მოწმენდილი
იყო.
თუმცა მიუხედავად ამისა აეროპორტის თანამშრომლები მუდმივად მზად იყვნენ
და ასაფრენი ბილიკებიც იმ დილით ორჯერ გაწმინდეს. მენეჯერის განცხადებით,
ძალიან დაეხმარათ ჩრდილოეთის ქარი, რადგან სწორედ მან გაათავისუფლა
აეროპორტის ტერიტორია ფერფლისგან.

მერაპის მთა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია ინდონეზიაში. 2010-ში მისი


ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა 300 ადამაინი და თითქმის 400 000 ადამიანი გახდა
დევნილი. ისინი დასახლდნენ 639 თავშესაფარში კლატენში, მაგელანგში,
სლემანსა და ბოიალში. 2010 წლის ამოფრქვევამ მოკლა ვულკანის სულიერი
ლიდერი კი სურაკსო ჰარგო

წყარო 2.

ახალი ამბების სტატია მერაპის მთის ამოფრქვევის შედეგებზე ბრონგანგის


სოფელში.

ბრონგანგი კრატერიდან 9 მილის დაშორებით მდებარეობს. სამაშველო ოპერაციებს


სამხედროებიც შეუერთდნენ და 78 ცხედარი ამოიყვანეს ფერფლისგან.

დაჭმუჭნული სახურავები, საქონლის დამწვარი გვამები და დამტვრეული ავეჯი -

54
ყველაფერი თეთრი ფენით იყო დაფარული.

ვულკანი წლების განმავლობაში უამრავჯერ ამოიფრქვა და 1500-ზე მეტი ადამიანი


იმსხვერპლა ბოლო საუკუნეში. ნაყოფიერი მიწების გამო, მის სიახლოვეს მაინც
ცხოვრობს ათასობით ოჯახი,
ვულკანოლოგების განცხადებით, მისი აქტივობა დაიწყო პარასკევის
ამოფრქვევამდე 2 კვირით ადრე და იყო უდიდესი 1870 წლის შემდეგ. მათი
განცხადებით მისი საშიში ზონა 12 მილის მანძილზე გაგრძელდებოდა.

მანამდე კი სოფლები, როგორიც იყო ბრინგონგი ითვლებოდა უსაფრთხო ზონად.

„სიცხემ მოიცვა ყველაფერი და ყველგან თეთრი კვამლი იყო“, ამბობს ნიტი


რაჰარჯო, 47 წლის. იგი ამოფრქვევის ძალამ მოტოციკლეტიდან მოისროლა თავის
19 წლის შვილთან ერთად.

„ვხედავდით როგორ დარბოდნენ და ყვიროდნენ ადამიანები. ქალებს ისე


ეშინოდათ, რომ გული მისდიოდათ“, აცხადებდნენ საავადმყოფოდან, სადაც
თავიანთი დამწვრობების გამო მივიდნენ.

ისეთი აფეთქების ხმა იყო, როგორც ომის დროს არის ხოლმე და თანდათან
ყველაფერი უარესდებოდა, როცა ფერფლი და ნარჩენები წვიმის სახით მოდიოდა“

მერაპისგან მომავალი ყველაზე დიდი საფრთხე სულ იყო პიროკლსტური


დინებები, რომელიც 60 მილით საათში მოდიოდა სამხრეთის ფერდობებზე და
გზად ყველაფერს ანადგურებდა.

დისკუსია: წყაროები 1-და 2-ის მიხედვით რა გავლენა მოახდინა ვულკანის


ამოფრქვევამ საზოგადოების ცხოვრებაზე?

ინდოეთის ოკეანე, მიწისძვრა და ცუნამი, 2004


2004 წლის 24 დეკემბერს მიწისძვრა მოხდა ინდოეთის ოკეანის ფსკერზე ინდონეზიის
კუნძულ, სუმატრასთან ახლოს. რიხტერის სკალის მიხედვით მიწისძვრა იყო 9,2
მაგნიტუდის სიმძლავრის, ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისტორიაში.
მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა ცუნამი, რომელმაც გადაუარა ინდონეზიის,
ტაილანდისა და შრი-ლანკას სანაპირო ზოლებს. ეს მოვლენა ისტორიაში შესულია,
როგორც ყველაზე დამანგრეველი კატაკლიზმა, 230 000 დაღუპული ადამიანით.
ცუნამის ტალღები აღწევდნენ 30 მეტრს და არა მხოლოდ სანაპირო ზოლები, არამედ
უფრო შიგნით ხმელეთიც დაიტბორა.

55
იმ დროს წინასწარ გამაფრთხილებელი სისტემები არ იყო ინდოეთის ოკეანეში
მსგავსი კატაკლიზმებისათვის. მიწისძვრამ გამოიწვია ოკეანის ფსკერის უცაბედი
აწევა, წყლის მასიური მოცულობის გადაადგილება და ცუნამის ტალღების
წარმოქმნა. ცუნამის წინასწარ განსაზღვრა კი ძალიან რთულია, რადგან წყლის
სიღრმეში არც ისე დიდი, ხოლო სანაპიროსთან მოახლოვების დროს მისი ზომა
იზრდება, ისევე როგორც მისი დამანგრეველი ძალა.

ადამიანთა ნაწილი ბუნებრივად მიხვდა რომ ცუნამი უახლოვდებოდათ, რადგან


დააფიქსირეს „გამქარალი“ ზღვის ეფექტი, როდესაც მოქცევამ წყალი უკან წაიღო.
ბევრი მიხვდა, რომ ეს სახიფათო ცუნამის მოახლოებას ნიშნავდა. იმ დღიდან
გმირობის ამბებს ყვებიან გადარჩენილები, როგორც მაგალითად, ტილი სმიტის, 10
წლის გოგონას ამბავი, რომელმაც შენიშნა ეს მოვლენა, თავის მშობლებს უთხრა მათ
კი ტაილანდის ერთ-ერთი სანაპიროს ევაკუაცია მოახდინეს. ამ ქმედების შედეგად
ასობით სიცოცხლე გადარჩა.

სამწუხაროდ, ზოგიერთ ადგილებში ახლოს მივიდნენ წყალთან რომ გაერკვიათ რა


ხდებოდა შედეგად კი ტალღის მოსვლასთან უძლურები იყვნენ.

2004 წლის ინდოეთის ოკეანის ცუნამს დამანგრეველი შედეგი ჰქონდა რამდენიმე


დონზე:

 ჰუმანიტარული - დაღუპულთა და დაშავებულთა დიდი რაოდენობის გამო ეს


მოვლენა ყველაზე დამანგრეველად გამოცხადდა ისტორიაში. დახმარების
აღმომჩენმა სააგენტოებმა და ორგანიზაციებმა მალევე მოახდინეს რეაგირება,
რათა გადარჩენილებისათვის მიეწოდებინათ საკვები და წყალი და
შეემცირებინათ დაავადებათა გავრცელების ხარისხი. ბევრმა სახელმწიფომ
გამოყო მატერიალური დახმარება
 ეკონომიკური - ცუნამის ეკონომიკური ეფექტი ძალიან დიდი იყო.
ზოგიერთი არეალი უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე სხვა. მაგალითად,
ძალიან დაზარალდა ინდონეზიაში ბანდას აცეჰის პროვინცია, რომელიც
მიწისძვრის ეპიცენტრთან ძალიან ახლოს იყო. ინდოეთის ოკეანის ქვეყნების
შიდა ეკონომიკა ძალიან დაზიანდა. ცუნამმა გავლენა მოახდინა სათევზაო
მრეწველობასა და ტურიზმზე, რადგან დააზიანა ტურისტული შენობები და
გაანადგურა სათევზაო ნავები.
 გარემოზე ეფექტი - ბევრ არეალში ცუნამის ტალღებმა ხმელეთზე 2
კილომეტრის მანძილზე შეაღწიეს. ამან შეცვალა ადგილობრივი ეკოსისტემები
და გარემო მნიშვნელოვნად დააბინძურა.

56
2.28 ინდოეთის ოკეანის ცუნამის ეფექტი

57
როგორია ბუნებრივი კატაკლიზმების გავლენა
საზოგადოებაზე?
მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი უფრო მეტად მიდრეკილია ბუნებრივი
კატაკლიზმებისკენ, ვიდრე სხვა. შეიძლება ისინი ფილების ზღვარზე მდებარეობენ
და ამიტომ უფრო მეტი მიწისძვრა და ვულკანის ამოფრქვევა დაფიქსირდეს იქ. ან
შეიძლება ზღვის დონესთან ახლოს იყოს და ამიტომ ხშირი წყალდიდობები იყოს მის
სანაპირო ზოლზე. ამგვარი ბუნებრივი კატაკლიზმები მნიშვნელოვან გავლენას
ახდენენ საზოგადოების იდენტობასა და კულტურაზე.

 ტურიზმი - რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ბუნებრივი


კატაკლიზმებისკენ მიდრეკილი არეალები ტურისტულად პოპულარული
რეგიონებია. განსაკუთრებით, აქტიური ვულკანური რელიეფები, რადგან მათი
გეოლოგიური ნიშნები ძალიან მიმზიდველია. ეს გავლენას ახდენს
ლოკალური საზოგადოების იდენტობაზე ადგილობრივი ეკონომიკის
კუთხით.
 ხელოვნება და კულტურა - ბუნებრივი კატაკლიზმები გავლენას ახდენს
კულტურის გამოხატულებაზე. კატაკლიზმები ცვლის ბუნებრივ გარემოს, რაც
თავის მხრივ აისახება ხელოვნებაში. იაპონიას, როგორც მიწისძვრისკენ
მიდრეკილ ქვეყანას, აქვს მიწისძვრის სუბ-კულტურა, სადაც ხელოვნების
ბევრი ნამუშევარი, მუსიკა და ლიტერატურა ასახავს მათი იდენტობის ამ
მნიშვნელოვან ნაწილს.
 რელიგია და რწმენა - კატაკლიზმებისკენ მიდრეკილ რეგიონებს ხშირად
გააჩნიათ სპეციფიური რელიგიური და ზებუნებრივი რწმენები
კატასტროფების შესახებ. ეს მოიცავს ფოლკლორს და ღმერთებს, რომლებიც
წარსულში მომხდარი შემთხვევების შესახებ ყვება. მაგალითად, ვულკანი
არის ძველი რომის ვულკანების ღმერთი, პელე კი ჰავაის ცეცხლის
ქალღმერთი.

2.30 „კანავაგას დიდი ტალღა“ - ჰოკუსი, 1829-1833

58
59

You might also like