You are on page 1of 1

მეტრეველი გვ 9-21

რომის სამართლის წყაროები


ძველ რომში „სამართლის წყარო“ გულისხმობდა იმ ძალას, საიდანაც
მომდინარეობდა სამართალი. ტერმინს „სამართლის წყარო“ პირველად
რომაელმა ისტორიკოსმა ტიტუს ლივიუსმა გამოიყენა. უპირველეს ყოვლისა
საჭიროა ვიცოდეთ საიდან მომდინარეობს სამართლის სახელწოდება. სახელი
სამართალი - “ius”, ხოლო სამართლიანობას ეწოდება - “iustitia” (იუსტიცია).
სამართალი ორ ნაწილად იყოფა: საჯარო და კერძო. საჯაროა ის სამართალი,
რომელიც რომის სახელმწიფოს მდგომარეობას ეხება, კერძო სამართალი კი -
კერძო პირების ინტერესს. საჯარო სამართალი მოიცავს საღმრთოს -
„sacrae“(საკრა) , ქურუმებისა „sacerdos“(საკერდოს) და მაგისტრატების
„magistratus“(მაგისტრატუს) მდგომარეობას, ხოლო კერძო სამართალი სამ
ნაწილად იყოფა, რადგან იგი მოიცავს ბუნებითს, ხალხთა და ცივილურ
დანაწესებს.
სამართლის წყაროს შესახებ მსჯელობისას საჭიროა განვმარტოთ -
სამართლის წყარო მატერიალური გაგებით და სამართლის წყარო
ფორმალური გაგებით. სამართლის წყარო მატერიალური გაგებით გულისხმობს
ცხოვრების მატერიალურ პირობებს, ხოლო სამართლის წყარო ფორმალური
გაგებით გულისხმობს იმის გარკვევას, თუ რა გზით ან რა ფორმებით დგინდება
სამართალი/სამართლის ნორმები.
ფორმალური გაგებით დღეისთვის ცნობილია შემდეგი რომის სამართლის
წყაროები: ა) ადათი; ბ) კანონები; გ) მაგისტრატების ედიქტები; დ) იურისტების
მოღვაწეობა.

You might also like