You are on page 1of 2

საქმისწარმოება

საქმისწარმოება ადმინისტრაციული საქმიანობის განსაკუთრებული დარგია,


რომელიც დაკავშირებულია დოკუმენტებსა და მათ დამუშავებასთან. სხვადასხვა
დოკუმენტების შექმნას, მათ რეგისტრაციას, კლასიფიკაციას, მოძრაობას, აღრიცხვას
და შენახვას საქმისწარმოება ეწოდება. დანიშნულების მიხედვით არსებობს შემდეგი
სახის დოკუმენტები:

 საგანმკარგულებლო
 საწესდებო
 სააღმსრულებლო
 საინფორმაციო: დეპეშები, ტელეფონოგრამები, დასკვნები.
 სპეციალური დანიშნულების ანუ საბუღალტრო, სამხედრო, დიპლომატიური
ურთიერთობის და სხვ.
 თანამშრომელთა პირადი დოკუმენტები - განცხადება, დახასიათება,
ავტობიოგრაფია, რეკომენდაცია, ხელწერილი, მივლინების ბარათი.

1. საგანმკარგულებლოა დოკუმენტი, რომელშიც აისახება დაწესებულების


ადმინისტრაციის განკარგულებები. ასეთებია: განკარგულება, ბრძანება, ოქმი.

განკარგულება ეწოდება სამართლებლივ აქტს, რომელიც გამოცემულია


ერთპიროვნულად ხელმძღვანელის მიერ საკითხების გადაწყვეტის მიზნით.

ბრძანება არის ორგანიზაციებისა და პირების მიერ გაცემული, შესასრულებლად


აუცილებელი წერილობითი მითითება.

ოქმი არის დოკუმენტი, რომელშიც კრებების, თათბირების, კონფერენციების,


სხდომების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების ფიქსაცია ხდება.

2. საწესდებო ეწოდება ისეთ დოკუმენტებს , რომლითაც უნდა


ხელმძღვანელობდეს დაწესებულება თავის საქმიანობაში. მაგ, წესდება, დებულება და
სხვა.

წესდება ეწოდება სამსახურებრივ დოკუმენტს, რომლითაც განისაზღვრება ამა


თუ იმ ორგანიზაციის წესები (მუშაობის წესები, დაწესებულებათა სტრუქტურა,
ფუნქციები და უფლებები).

დებულება არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელშიც აისახება


დაწესებულებათა ნორმები, ძირითადი ამოცანები და თანამშრომელთა უფლება-
მოვალეობანი.

3. სააღმსრულებლო დოკუმენტებია: განმარტებითი ბარათები, აქტები,


მოხსენებითი ბარათები, ანგარიშები და სხვა.
მათი საშუალებით ეცნობება სხვადასხვა დავალების შესრულების შესახებ
დაწესებულების ხელმძღვანელს, ან ზემდგომ ორგანოებს.

განმარტებითი ბარათი ისეთი წერილობითი დოკუმენტია, რომელსაც


დაქვემდებარებული პირი ზემდგომ ორგანოს აძლევს სამსახურებრივ საკითხებზე
სათანადო ახსნა-განმარტებას.

აქტი ეწოდება რამდენიმე პირის მიერ შედგენილ დოკუმენტს, რომელშიც მათ


მიერ დადგენილი ფაქტების დადასტურებაა.

მოხსენებითი ბარათი წარმოადგენს დაწესებულებათა მუშაკების მიერ


ხელმძღვანელის სახელზე დაწერილ ცნობას, რომელშიც ჩამოთვლილია
სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებული გარკვეული ფაქტები.

You might also like