You are on page 1of 7

საქმეთა ნომენკლატურა, დოკუმენტის

შენახვის ვადები
საქმეთა ნომენკლატურა წარმოადგენს დაწესებულებაში შექმნილი ყველა საქმის
დასახელებების სისტემატიზებულ ნუსხას, რომელშიც აღნიშნულია მათი შენახვის
ვადები, თითოეული საქმე იდენტიფიცირებული და ინდექსირებულია.
ნომენკლატურის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულების
საქმისწარმეობის სამსახურს.

საქმეთა ნომენკლატურის ორგანიზაცია და გაფორმება დამტკიცებულია კანონით ,


ბრძანებულება N414 ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების" და საქართველოს
იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #72 ბრძანებით: „დაწესებულების
საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხა
საქმე არის დოკუმენტი ან დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც ეხება ერთ საკითხს ან საქმიანობის სფეროს
და მოთავსებულია ერთ საფარქვეშ.
საქმეში თავსდება დოკუმენტები, რომლებიც თავისი შინაარსით შეესაბამება საქმის სათაურს. აკრძალულია
საქმეებში დოკუმენტების შავი და დუბლიკატი ეგზემპლარების დაჯგუფება. დაწესებულებებში, საქმეების
ფორმირებას ახორციელებს დაწესებულების საქმისწარმოების სამსახური. საქმეთა ფორმირების
პროცესში ჩართულია დაწესებულების არქივი.
საქმეთა ფორმირების დროს აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაცვა: მუდმივად, ხანგრძლივად და
დროებით შესანახი დოკუმენტები უნდა დაჯგუფდეს ცალ-ცალკე საქმეში;
საქმეში შეიტანება თითოეული დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი;
საქმეში დაჯგუფებული უნდა იყოს ერთი კალენდარული წლის დოკუმენტები;
საქმე არ უნდა შეიცავდეს 250 ფურცელზე მეტს და მისი სისქე არ უნდა
აღემატებოდეს 4 სანტიმეტრს;
საქმეებში დოკუმენტები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ თავისი შინაარსით
თანამიმდევრულად აშუქებდეს განსაზღვრულ საკითხებს.
დოკუმენტი "საქმეების ნომენკლატურა" შესწავლა საშუალებას
გაძლევთ ერთდროულად მიაღწიოთ რამდენიმე მიზანს:
• ის ითვალისწინებს ყველა იმ საქმეს, რომელიც ხორციელდება
საწარმოში;
• აჯგუფებს მათ ტიპის კუთვნილების მიხედვით;
• უზრუნველყოფს მათ შენახვას და საჭიროების შემთხვევაში სწრაფ
ძებნას;
• განსაზღვრავს მათ დალაგებას ქრონოლოგიურად ან საქმის არსიდან
გამომდინარე.
ნომენკლატურა პერიოდულია და იქმნება წელიწადში ერთხელ საანგარიშო პერიოდის ბოლოს
(არაუგვიანეს 10 დეკემბრისა).

ნომენკლატურა, საქმისწარმოებაში ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს წარმოადგენს.


არსებობს ნომენკლატურის სამი სახეობა: ტიპური, სანიმუშო და კონკრეტული
დაწესებულების საქმეთა ინდივიდუალური ნომენკლატურა.

დოკუმენტების შენახვის ვადები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის


მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N72 ბრძანებით „დაწესებულების საქმიანობის
პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი
შენახვის ვადების მითითებით)“ საფუძველზე, რომელშიც დოკუმენტები
განლაგებულია საკითხებისა და სახეობების მიხედვით, ლოგიკური
თანმიმდევრობით. ნუსხა დაყოფილია განყოფილებებად (სულ 12 განყოფილება) და
მუხლებად, რომლებსაც აქვთ უწყვეტი ნუმერაცია.
დოკუმენტები შენახვის ვადების მიხედვით შეგვიძლია დავყოთ სამ ჯგუფად: დროებით
შენახვის, ხანგრძლივად შენახვის,მუდმივად შენახვის ვადის მქონე.
დოკუმენტები შექმნის მომენტიდან საბოლოო დაარქივებამდე გადიან რამდენიმე ეტაპს.

ჯგუფები ინახება ძირითადად მოიცავ

დროებით შენახვის ვადის 1-დან 10 წ-ის ჩათვლით საბუღალტრო-სააღრიცხვო


მქონე დოკუმენტები დოკუმენტაციას

ხანგრძლივად შენახვის 10-დან 75 წ-ის ჩათვლით პირადი შემადგენლობის


ვადის მქონე დოკუმენტები დოკუმენტაციას

მუდმივად შენახვის ვადის მუდმივად ეროვნული საარქივო


მქონე დოკუმენტები ფონდის დოკუმენტაციას
• ტიპური ნომენკლატურა - ადგენს ერთი ტიპის დაწესებულებების
საქმისწარმოებაში შემოღებულ საქმეთა შემადგენლობას და აწესებს
საქმეების ერთიან ინდექსაციას დარგში (სისტემაში). ტიპური ნომენკლატურა
წარმაოდგენს ნორმატიულ დოკუმენტს.

• სანიმუშო ნომენკლატურა - ადგენს იმ დაწესებულებებში შემოღებულ


საქმეთა სანიმუშო შემადგენლობას, რომლებზეც ვრცელდება, მათი საქმეთა
ინდექსების მითითებით. სანიმუშო ნომენკლატურა ატარებს სარეკომენდაციო
ხასიათს. ტიპური და სანიმუშო ნომენკლატურები იქმნება იმ დაწესებულებებში ,
რომლებსაც აქვთ ერთგვაროვანი დაწესებულებების ქსელი .
• საქმეთა ინდივიდუალური ნომენკლატურა საქმეთა სათაურების ის
სისტემატიზებული ჩამონათვალია, რომელიც გადაწყვეტილია , რომ შემოღებულ
იქნას კონკრეტული დაწესებულების საქმისწარმოებაში მათი სპეციფიკის
გათვალისწინებით, განსაზღვრულ კალენდარულ წელს. ინდივიდუალური
ნომენკლატურის შესადგენად გამოიყენება ტიპური და სანიმუშო ნომენკლატურები ,
საიდანაც უცვლელად გადადის საქმეთა შენახვის ვადები

ნუსხაში მოცემული დოკუმენტების შენახვის ვადები ვრცელდება ყველა


დაწესებულებაზე, განურჩევლად იმისა, გადაიცემა თუ არა მათი დოკუმენტები
სახელმწიფო შენახვისათვის.

ნუსხით დადგენილი შენახვის ვადების შემცირება აკრძალულია.

You might also like