You are on page 1of 7

საქმისწარმოება დაწესებულების ადმინისტრაციული

საქმიანობის განსაკუთრებული დარგია, რომელიც


დაკავშირებულია დოკუმენტებსა და მათ დამუშავებასთან.

დაწესებულებებში სხვადასხვა დოკუმენტების შექმნას,


მათ რეგისტრაციას, კლასიფიკაციას, მოძრაობას,
აღრიცხვას და შენახვას საქმისწარმოება ეწოდება.

საქმეს კი უწოდებენ დოკუმენტს ან დოკუმენტთა


ერთობლიობას, რომელიც ერთსა და იმავე საქმეს ეხება.
დოკუმენტების საშუალებით მყარდება საქმიანი
ურთიერთობა სახელმწიფოს, ორგანიზაციებს,
დაწესებულებებსა თუ მოქალაქეებს შორის. დანიშნულების
მიხედვით არსებობს შემდეგი სახის დოკუმენტები:
1. საგანმკარგულებლო- გადაწყვეტილება, განკარგულება,
ბრძანება, ოქმი და სხვა.
2. საწესდებო-წესდება, დებულება და სხვა.
3.სააღმსრულებლო- განმარტებითი ბარათები, აქტები,
მოხსენებითი ბარათები, ანგარიშები და სხვა.
4. საინფორმაციო-დეპეშა, ტელეფონოგრამები, დასკვნები
და სხვ.
5.სპეციალური დანიშნულების;
ცალკე ჯგუფს ქმნის დაწესებულების თანამშრომელთა
პირადი დოკუმენტები, მუშა-მოსამსახურეთა
პირადი შემადგენლობის დოკუმენტები (განცხადება,
დახასიათება, ავტობიოგრაფია და სხვ.)
საგანმკარგულებლოა დოკუმენტი, რომელშიც აისახება
დაწესებულების ადმინისტრაციის განმკარგულებლითი
საქმიანობები, ასეთებია: გადაწყვეტილება, განკარგულება,
ბრძანება, ოქმი და სხვა.

ბრძანება არის დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და


პირებისადმი გაცემული, შესასრულებლად აუცილებელი
წერილობითი მითითება. ბრძანება წარმოადგენს წარმოება-
დაწესებულებათა მართვის მაორგანიზებელ ერთ-ერთ
ძირითად დოკუმენტს.
განკარგულება ეწოდება სამართლებლივ აქტს, რომელიც
გამოცემულია ერთპიროვნულად ხელმძღვანელის,
უმთავრესად, სახელმწიფო მართვის კოლეგიური ორგანოს
ხელმძღვანელის მიერ ოპერატიული საკითხების გადაწყვეტის
მიზნით
ოქმი არის დოკუმენტი, რომელშიაც კოლეგიური
ორგანოების კრებების, თათბირების, კონფერენციების,
სხდომების საკითხების განხილვისა და
გადაწყვეტილებათა მიღების ფიქსაცია ხდება.
უწყება -ეწოდება ოფიციალურ წერილობით
შეტყობინებას და გვთავაზობს მასში მონაწილეობის
მიღებას (მიწვევას, გამოცხადებას.) .
საგანმკარგულებლო დოკუმენტების ნუსხაში შედის
აგრეთვე: მიმოხილვა, კრებსი, წერილი, პირადი ბარათი,
სტენოგრამა, მოხსენება, წინადადება, გეგმა, სია, ნუსხა
საწესდებო ეწოდება ისეთ დოკუმენტებს , რომლითაც
უნდა ხელმძღვანელობდეს წარმოება- დაწესებულება
თავის საქმიანობაში. მაგ.წესდება, დებულება და სხვა.
წესდება-ეწოდება სამსახურებრივ დოკუმენტს,
რომლითაც განისაზღვრება ამა თუ იმ ორგანიზაციის
წესები (მუშაობის წესები, დაწესებულებათა სტრუქტურა,
ფუნქციები და უფლებები)
დებულება არის სახელმძღვანელო დოკუმენტი,
რომელშიც აისახება წარმოება - დაწესებულებათა ან
მათი სტრუქტურული ნაწილების ნორმები, ძირითადი
ამოცანები და თანამშრომელთა უფლება-
მოვალეობანი.
დადგენილება-სამართლებლივი აქტია, რომელიც
მიღებულია კოლეგიური მმართველობის უმაღლესი და
ზოგიერთი ცენტრალური ორგანოს მიერ მათ წინაშე
დასახული ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული
ამოცანების გადაწყვეტის მიზნით.
სააღმსრულებლო დოკუმენტებია: განმარტებითი ბარათები,

აქტები, მოხსენებითი ბარათები, ანგარიშები და სხვა .


მათი საშუალებით ეცნობება სხვადასხვა დავალების შესრულების
შესახებ დაწესებულების ხელმძღვანელს, ან ზემდგომ ორგანოებს.
განმარტებითი ბარათი ისეთი წერილობითი დოკუმენტია,
რომელსაც დაქვემდებარებული პირი ან უწყება ზემდგომ ორგანოს
ან ხელმძღვანელს აძლევს სამსახურებრივი ხასიათის საკითხებზე
სათანადო ახსნა-განმარტებას.
აქტი ეწოდება რამდენიმე პირის მიერ შედგენილ დოკუმენტს,
რომელშიც მათ მიერ დადგენილი ფაქტების დადასტურებაა.
მოხსენებითი ბარათი წარმოადგენს წარმოება-დაწესებულებათა
მუშაკების მიერ ხელმძღვანელის სახელზე დაწერილ ცნობას,
რომელშიც ჩამოთვლილია სამსახურებრივ საქმესთან
დაკავშირებული გარკვეული ფაქტები და წინადადებები.
საინფორმაციო დოკუმენტებია: დეპეშები,
ტელეფონოგრამები, დასკვნები და სხვა.
მათი საშუალებით ადრესატს ეცნობება სხვადასხვა
ფაქტები, შემთხვევები, მოვლენები ამა თუ იმ
ღონისძიებათა გატარების შესახებ.
სპეციალური დანიშნულების დოკუმენტებია:
საბუღალტრო, სტატისტიკური, აღრიცხვის, საგეგმო,
საფინანსო, სამხედრო, დიპლომატიური ურთიერთობის,
მუშა-მოსამსახურეთა პირადი შემადგენლობის
დოკუმენტები, რომელთაც სპეციალური
ურთიერთობისთვის იყენებენ.

პირადი შემადგენლობის დოკუმენტებია: განცხადება,


ავტობიოგრაფია, დახასიათება,
რეკომენდაცია,მინდობილობა, ხელწერილი,
მივლინების ბარათი და სხვა.

You might also like