You are on page 1of 2

არბიტრაჟის სახეები

იმის მიხედვით, თუ რომელ საქმეებს განიხილავს არბიტრაჟი, ყველას, თუ მხოლოდ


კონკრეტული ორგანიზაციის ან ასოციაციის წევრებს შორისწარმოშობილ დავებს
განასხვავებენ „დახურულ“ და „ღია“ არბიტრაჟებს. ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში
განისაზღვრება არბიტრაჟის სადამფუძნებლო დოკუმენტით. არბიტრაჟი „დახურულია“, თუ
მისი კომპეტენცია მხოლოდ პირთა განსაზღვრული წრის წარმომადგენლებს შორის დავების
განხილვით შემოიფარგლება. არბიტრაჟი ღიაა, თუ მას აქვს ნებისმიერ სუბიექტებს შორის
წარმოშობილი დავის განხილვის უფლებამოსილება..

არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვა უპირველეს ყოვლისა ამ ინსტიტუტის მიერ მხარეთათვის


სავალდებულო გადაწყვეტილების გამოტანას ემსახურება, თუმცა საყოველთაოდ არის
აღიარებული არბიტრაჟების კლასიფიკაცია სავალდებულო და ფაკულტატურ
არბიტრაჟებად. არბიტრაჟი სავალდებულოა თუ ფაკულტატური წყდება არა საარბიტრაჟო
შეთანხმების, არამედ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სავალდებულობის მიხედვით.
საარბიტრაჟო შეთანხმება გულისხმობს მხარეთა ვალდებულებას მონაწილეობა მიიღონ
საარბიტრაჟო განხილვაში. ამავე დროს შესაძლებელია, რომ საარბიტრაჟო განხილვა შედგეს
და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოვიდეს, მაგრამ მისი შესრულება მხარეთა შეთანხმების
მიხედვით არ იყოს სავალდებულო სპეციალური სუბიექტისათვის (მაგალითდ
მომხმარებლისათვის). ამ შემთხვევაში არბიტრაჟი ფაკულტატური იქნება.

არსებობს არბიტრაჟის კიდევ ერთი ნაირსახეობა, რომელსაც ლიტერატურაში უწოდებენ


„არბიტრაჟს ფაკულტატური შედეგებით“. ის ფაკულტატური არბიტრაჟის ერთ-ერთი სახეა.
ასეთი არბიტრაჟი შეიძლება სავალდებულო იყოს გამყიდველისათვის, ხოლო
ფაკულტატური - მომხმარებლისათვის, ან ორივე მხარისათვის ფაკულტატური იყოს.

ყველაზე ხანდაზმული და აღიარებული კრიტერიუმი გულისხმობს არბიტრაჟების


კლასიფიკაციას საქმიანობის პერიოდულობის მიხედვით.

არბიტრაჟი შეიძლება შეიქმნას ერთი კონკრეტული დავის გადასაწყვეტად, ხოლო ამ დავის


დასასრული თავისთავად ნიშნავს არბიტრაჟის ფუნქციონირების დასასრულსაც. ასეთ
არბიტრაჟის ფუნქციონირების დასასრილსაც. ასეთ არბიტრაჟს ad hoc არბიტრაჟსაც
უწოდებენ.

გარდა დროებითი არბიტრაჟებისა, არსებობენ მუდმივმოქმედი, ანუ ინსტიტუციონალური


არბიტრაჟები, რომლებიც იქმნებიან განუსაზღვრელი ვადით.

უმრავლეს შემთხვევებში მუდმივმოქმედი არბიტრაჟები იქმნებიან სავაჭრო პალატებთან,


ბირჟებთან და ასოციაციებთან და მოქმედებენ საქმეთა წარმოებისათვის დადგენილი
საკუთარი წესებით. მუდმივმოქმედი არბიტრაჟების საქმიანობის წესი და ორგანიზაცია
ძირითადად მათივე წესდებებით რეგულირდება, ამავე წესდებით არის ხოლმე
განსაზღვრული ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების
სტატუსი და მათი ფუნქციები. წესდებასთან ერთად მუდმივმოქმედი არბიტრაჟების
არსებობისათვის აუცილებელია საარბიტრაჟო რეგლამენტი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, განასხვავებენ აგრეთვე არბიტრაჟების მესამე სახესაც, რომელიც


შუალედურ პოზიციას იკავებენ მუდმივმოქმედ და დროებით არბიტრებთან მიმართებაში. აქ
იგულისხმება ე.წ. „ადმინისტრაციული არბიტრაჟები“. მათი ფუნქციონირების პრინციპი
აგებულია იამაზე, რომ განსაზღვრული კომერციული ორგანიზაციები, ან მუდმივმოქმედი
საარბიტრაჟო ინსტიტუტები სპეციალურ რეგლამენტებში მითითებული საფუძვლის
არსებობისას ახორციელებენ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ad hoc ბიტრაჟებისათვის.

განსახილველი დავების დარგობრივი კუთვნილების მიხედვით ერთმანეთისაგან შეიძლება


განვასხვავოთ არბიტრაჟები, რომლებიც იხილავენ ყველა სახის დავებს, რომელიც კი
შეიძლება არბიტრაჟმა განიხილოს (ზოგადი, საერთო სპეციალიზაციის არბიტრაჟები) და
სპეციალიზებული არბიტრაჟები, რომლებიც ორიენტირებული არიან ეკონომიკისა თუ
სამართლის რომელიმე დარგიდან წარმოშობილი დავების განხილვაზე.

სპეციალიზებული არბიტრაჟი იმით განსხვავდება ზოგადისაგან, რომ ისინი ორიენტულნი


არიან კონკრეტული სახის დავებზე. როგორც წესი ამ დავების განხილვისათვის არსებობს
სპეციალური რეგლამენტები.

არბიტრაჯის კლასიფიკაცია მათი ფუნქციებისა და სამართლებრივი შინიაარსის აღქმას


აადვილებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება უკვე არსებული
კლასიფიკაციისაგან განსხვავებული არბიტრაჟის ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაში
გადამწყვეტია არა თეორიული კლასიფიკაცია, არამედ არბიტრაჟის არსებობის პრაქტიკული
აუცილებლობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

You might also like