You are on page 1of 2

არბიტრაჟის განვითარების ისტორია.

არსებობს მოსაზრება, რომ არბიტრაჟი სასამართლოს პირველსახეა. არბიტრაჟის ისტორია


ლიტერატურაში ნაკლებ გამორკვლეულად ითვლება,თუმცა აღიარებულია, რომ მისი წარმოშობა
წინ უსწრებდა სასამართლოს წარმოშობას.დავის გადწყვეტის მეტნაკლებად მსგავსი ფორმები
ადრეული პერიოდიდან იყო ცნობილი. ათენელი პოლიტიკური მოღვაწის, თემისტოკლეს,
ბიოგრაფიაში უაღრესად საინტერესო ცნობაა დაცული: ათენელებისაგან დევნილი თემისტოკლე
კუნძულ კერკირაზე გაიქცა, რადგან მან ამ კუნძულის მცხოვრებლებს თავის დროზე საკმაოდ
დიდი სამსახური გაუწია – გაჰყვა არბიტრად კორინთელთა წინააღმდეგ დავაში და ამ
უკანაკნელთ 20 ტალანტის გადახდა დააკისრა. დავის გადაწყვეტის ალტერნატიული
საშუალებები ანტიკურ ხანაშიც საკმაოდ პოპულარული ყოფილა. ზოგიერთი მოსაზრებით,
პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტის მიზნით ტექნიკურად მსგავსი ფორმის
გამოყენება წინ უსწრებდა თვით სახელმწიფოს წარმოშობას.კერძო არბიტრაჟი თანამედროვე
გაგებით საკმაოდ ახალგაზრდაა. ეს ინსტიტუტი ახლანდელი სახით თავის არსებობას ოცი
საუკუნის განმავლობაში, ეკონომიკის წინსვლას უნდა უმადლოდეს. გავრცელებულია
მოსაზრება, რომ იგი საბოლოო სახით II მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. საყოველთაოდ
ცნობილია, რომ ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟმა ჯერ კიდევ 1892 წლიდან დაიწყო
დავების განხილვა,ხოლო სტოკჰოლმის სავაჭრო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო
ინსტიტუტი თავის ისტორიას 1917 წლიდან ითვლის. კერძო არბიტრაჟის რეგულირება
საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისითაც შედარებით ადრე დაიწყო. 1923 წლის ჟენევის
ოქმი და 1927 წლის ჟენევის კონვენცია სწორედ საერთაშორისო საარბიტრაჟო
გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმის შექმნის პირველ მცდელობას წარმოადგენდნენ
და იმ დროისათვის საკმაოდ პროგრესული როლიც შეასრულეს ამ უაღრესად საინტერესო და
სასარგებლო ინსტიტუტის განვითარების საქმეში. არბიტრაჟისადმი დამოკიდებულება XX
საუკუნის პირველ ნახევარში სკეპტიკურიც კი იყო. პროფესორი ვოლფი თავის ცნობილ
სახელმძღვანელოში წერდა: `საარბიტრაჟო სასამართლოები არ წარმოადგენენ სასამართლოებს ამ
სიტყვის მკაცრი გაგებით, რადგან მათი აღსრულება დამოკიდებულია იმ ქვეყნის სასამართლოს
ბრძანებაზე, რომელშიც ეს გადაწყვეტილებაა გამოტანილი.~ მოსამართლე ივი გერმანულ
არბიტრაჟებთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ `ისინი მკვდრადშობილნი არიან ნებისმიერი
პრაქტიკული მიზნებისათვის მანამ, სანამ სასამართლო არ მიანიჭებს მათ სიცოცხლის
უნარიანობას.~ ასეთი შეფასება ოდნავ გადაჭარბებულად, მაგრამ მაინც ობიექტურად უნდა
ჩაითვალოს იმ დროისათვის, როცა არ არსებობდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და
აღსრულების საერთაშორისო გარანტიები. არბიტრაჟის ცნების ჩამოყალიბების მცდელობები
საკმაოდ ბევრია ერთი ეთი თეორიის შესაბამისად არბიტრაჟი გულისხმობს პროცედურას,
როდესაც ადვოკატები არბიტრაჟს აცნობენ თავიანთ სუბიექტურ აზრს, არბიტრები მხარეთა
სუბიექტური პოზიციების გაანალიზებით მიდიან ობიექტურ დასკვნამდე, რომელიც ყალიბდება
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სახით და აქვს მხარეთათვის სავალდებულო იურიდიული
ძალა.ამერიკის შეერთებულ შტატებში არბიტრაჟის განმარტება შემდეგნაირია, არბიტრაჟი არის
დავების კერძო,არაფორმალური და არასასამართლო წესით გადაწყვეტის პროცედურა. ნიუ-
იორკის სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული დეფინიციით კი,
არბიტრაჟი არის სახელმწიფოს მიერ დაშვებული, მაგრამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის
ფარგლებს გარეთ არსებული ინსტიტუტი. შესაბამისად როცა საუბარია არბიტრაჟის ცნებაზე,
იგულისხმება მისი ძირითადი ნიშნები და ის პრინციპები, რომელთა ჩამოაყალიბებაც
არბიტრაჟმა თვითონვე უზრუნველყო დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების შედეგად. რაც
შეეხება არბიტრაჟის დადებით და უარყით მხარეს, შეიძლება ითქვას რომ სასამართლოსთან
შედარებით ის უფრო მოქნილი და ეფექტურია. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო
განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საპროცესო საკითხი შეათანხმონ, სასამართლოში კი
საქმის წარმოების წესებს კანონი განსაზღვრავს და არა მხარეთა შეთანხმება.როგორც წესი,
მხარეებს არ შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ სასამართლო პროცესის გაჭიანურებაზე,
სასამართლოს გრაფიკი მათ ნებაზე არ არის დამოკიდებული. საარბიტრაჟო განხილვის დროს
არბიტრაჟი ვალდებულია მაქსიმალურად გაითვალისწინოს მხარეთა ნება. ამავე დროს პროცესის
გაჭიანურება არც არბიტრების ინტერესებში შედის. მოსამართლისაგან განსხვავებით არბიტრის
სტატუსი დროებითია და კონკრეტული საქმის დასრულებასთან ერთად არბიტრის
უფლებამოსილებაც წყდება. ამავე დროს საარბიტრაჟო განხილვის დასრულების შემდეგ
ყოველთვის არსებობს სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების, ან მის
ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის რისკი. რაც შეეხება დელოკალიზაცისს თეორიას
არბიტრაჟი, გარკვეულწილად,ავტონომიურია და არ არის დამოკიდებული რომელიმე
სახელმწიფოს მართლწესრიგზე. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა არბიტრაჟის
დელოკალიზაციის თეორიის წარმოშობა. არბიტრაჟის დელოკალიზაციის თეორია გულისხმობს
იმას, რომ არბიტრაჟი თავის სამართლებრივი ბუნების გამო არანაციონალური ინსტიტუტია და
არ საჭიროებს კონკრეტული სახელმწიფოს მართლწესრიგის ფარგლებში
ლოკალიზაციას.არბიტრაჟის დელოკალიზაციის თეორიას არბიტრაჟის ანაციონალურობის
თეორიადაც მოიხსენიებენ.თუმცა არბიტრაჟის დელოკალიზაციის თეორია საყოველთაოდ
აღიარებულად არშეიძლება ჩაითვალოს. მას მომხრეების გარდა მოწინააღმდეგეებიც საკმარისად
ჰყავს. რაც შეეხება კონფიდენციალურობას, კონფიდენციალურობა არბიტრაჟის ერთ-ერთი
ფუძემდებლური პრინციპია.საქმის განხილვის კამერალურობა (კონფიდენციალურობა) მიიღწევა
დახურული საარბიტრაჟო განხილვის შედეგად. გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის
კომისიის მიერ 1976 წელს შემუშავებული და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ
მოწონებული საარბიტრაჟო რეგლამენტის თანხმად,საარბიტრაჟო გადაწყვეტილების
გამოქვეყნება დაიშვება მხოლოდ მხარეთა თანხმობით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც,
რომ არბიტრაჟის კონფიდენციალურობის პრინციპი არ არის აბსოლუტური კატეგორია. თუ
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოქვეყნება შედის საჯარო ინტერესში,გამონაკლისის სახით,
დაშვებულად უნდა ჩაითვალოს ასეთი გადაწყვეტილების შინაარსის გაცნობა ფართო
საზოგადოებისათვის.

You might also like