You are on page 1of 3

სიკვდილით დასჯა — სასჯელის უმაღლესი ზომა — ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,

რაც გათვალისწინებულია კანონით ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.


ეს არ უნდა აგვერიოს იმ მომენტში, როცა დამნაშავის ლიკვიდირების გარეშე
მსხვერპლია მოსალოდნელი. ამჟამად საერთაშორისო სამართალი არაორაზროვნად
გმობს სიკვდილით დასჯას. XX საუკუნის დასასრულისთვის პოლიტიკური გარემო უკვე
ისეთი იყო, რომ საერთაშორისო უწყებათა უმრავლესობამ მიიღო სიკვდილით დასჯის
გაუქმებასთან დაკავშირებული ოქმები და კონვენციები. თუმცა ამგვარი ქმედება ჯერ არ
განუხორციელებია ყველა სახელმწიფოს. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ
მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში, საუდის არაბეთსა და
ჩინეთში.

(აქ წარმოდგენილია ქვეყნები, რომლებსაც გაუქმებული აქვთ,

///////////////

სიკვდილით დასჯის შესახებ ლიბერალების უმეტესობას ჩამოყალიბებული


შეხედულება აქვს და თვლიან, რომ იგი სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების გადამეტებაა,
რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი საზოგადოების პრინციპებს. ლიბერალების ერთ-
ერთი არგუმენტია ის, რომ სიკვდილით დასჯის მომხრეები, ანუ რეტენციონისტები
ძირითადად ავტორიტარული სახელმწიფოები არიან, ხოლო ლიბერალურ
დემოკრატიებში აბოლოციონისტურ იდეებს ატარებენ, ანუ სიკვდილით დასჯას
ეწინაარმდეგებიან.

////////////

სიკვდილით დასჯის მთავარი არსი დანაშაულის შეკავებაა, მაგრამ ზოგი ლიბერალის


აზრით სიკვდილით დასჯას ამ შედეგამდე არ მივყავართ, რაც მრავალმა კვლევამ
დაადასტურა. ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომ სასიკვდილო სასჯელი უფრო
შემაკავებელი ფაქტორია კონკრეტული დანასაულის ჩადენისგან, ვიდრე, მაგალითად,
სამუდამო პატიმრობა.

////////////////////

ლიბერალურ იდეოლოგიაში სახელმწიფოს ისედაც არ აქვს დიდი ნდობა მოსახლეობის


მხრიდან და მითუმეტეს იმ შემთხვევებში, როცა საკითხი მოქალაქის სიკვდილსა და
სიცოცხლეს ეხება.

///////////

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაც ლიბერალებს აქვთ სიკვდილით დასჯის


წინააღმდეგ, არის შეცდომის დაშვების შესაძლებლობა. ლიბერალები ვერ ანდობენ
სახელმწიფოს იმის არბიტრაჟს, ვინ იცოცხლოს და ვინ არა, რადგან პრაქტიკულად
შეუძლებელია, შეცდომა არ გაიპაროს და უდანაშაულო ადამიანი არ მოკვდეს. თანაც,
უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით დასჯა, რომლის კომპენსაციაც არ არსებობს.
მაგალითად, 1973 წლის შემდეგ 160-ზე მეტი ადამიანი, რომელსაც ამერიკაში მიესაჯა
სიკვდილი, მოგვიანებით გამართლდა. 1/10

საინტერესოა ასევე ეკონომიკური კუთხეც. არსებობს შეხედულება, რომ სიკვდილით


დასჯა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ადამიანის ციხეში ჩასმა და მისი შენახვა, მაგრამ
ლიბერალებს ამ შემთხვევაშიც ციფრებზე დაყრდნობით ურჩევნიათ მსჯელობა და
დამტკიცებულია, რომ სიკვდილით დასჯა საჩუალოდ ათჯერ უფრო ძვირი ჯდება,
ვიდრე პატიმრობა. სიკვდილით დასჯა უუზარმაზარ ბიუროკრატიულ პროცესებთანაა
კავშირში, უფრო ხანგრძლივი პროცესებია, განხილვაც უფრო სიღრმისეული, ბევრად
მეტი ადამიანია ჩართული საქმეში და ტითქმის ყველა ქეისი წლობით გრძელდება. ეს
ყველაფერი გადასახადის გადამხდელებს უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე დამნაშავის
პატიმრობაში ყოფნა.

////////

საინტერესოა, რომ თანამედროვე ნეოლიბერალები სიკვდილით დასჯას


დისკრიმინაციასაც უძებნიან კონტრარგუმენტად. მათ თანახმად, სიკვდილით დასჯის
სიმძიმე არათანაბრად აწვება სოციალურ-ეკონომიკური, რასობრიცი, ეთნიკური და ა.შ.
უმცირესობის წევრებს, თუ გავითვალისწინებთ ემპირიულ გამოცდილებას
უმცირესობების მიმართ სასამართლო სისტემის დამოკიდებულებაზე. მარა, ნუ, ჩემი
აზრით, უმცირესობების დისკრიმინაცია ნაკლებად გამოდგება სიკვდილით დასჯის
საწინაარმდეგო არგუმენტად, რადგან ეს უფრო ზოგადი პრობლემაა და მხოლოდ
სასჯელის ამ კონკრეტულ სახეს არ შეეხება.

საინტერესოა ანარქო-კაპიტალისტების შეხედულება, თუ რატომ არის დაუშვებელი


სიკვდილით დასჯა. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები ზოგადად კატეგორიულად
ეწინაარმდეგებიან სიკვიდით დასჯას. ისინი თვლიან, რომ მოსამართლეებს,
პოლიციელებს და სასჯელაღსრულების სხვა წარმომადგენლებს იგივე
პასუხისმგებლობა აქვთ, როგორიც ცვეულებრივ მოქალაქეებს პრივილეგიების,
სპეციალური უფლებების და გამონაკლისების გარეშე და სწორედ ამიტომ
დაუშვებელია, მათ ჰქონდეთ სიცოცხლის ხელყოფის უფლება. ცნიბილი ანარქო-
კაპიტალისტი უოლტერ ბლოკი ამბობდს: ,,ბევრი ფილოსოფია ემხრობა სიკვდილით
დასჯას, როცა დანაშუალი სიმძიმის გარკვეულ ხარისხს აღწევს, მაგრამ უამრავი
სახელმწიფო მეთაურია, რომელთა ქმედებები ამ ხარისხს ძალიან ბევრად ცდება და
მაშინ მათი ძალის გამოყენებით დახოცვაც გამართლებულია’’. ანუ, მოკლედ რომ ვთქვა,
ანარქო-კაპიტალისტების აზრით, სიკვდილით დასჯა დაუშვებელია, რადგან ადამიანის
სიცოცხლის ხელყოფის უფლება თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს არ აქვს, არც სახელმწიფოს
წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ.

დღეს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის წინააღდეგ გამოდის მრავალი ორგანიზაცია,


ესეთი ორგანიზაციებია მაგ Amnesty International USA,
the American Civil Liberties Union,

the NAACP Legal Defense and Education Fund,

the National Coalition to Abolish the Death Penalty

ნუ ძირითადად ამერიკულები, იმიტორო, დანარცენი ასეთებისგან განსხვავებით


თავისუფალი სამყაროა და ცოტა უჩვეულოა.

You might also like