You are on page 1of 36

ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2021-2022

„NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე”

კვლევითი ნაშრომი მომზადებულია


თავისუფალი უნივერსიტეტის
საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების
კურსის ფარგლებში

ნაშრომის ავტორი:
ჯონი დიასამიძე

კურსის ხელმძღვანელი
გიორგი მელაშვილი

თბილისი, საქართველო
2022 წლის 5 თებერვალი

I
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

“Influence of NATO, Russia and Turkey on the Black Sea security”

The Research Paper submitted to the


Faculty of the International Relations School
of Free University
in fulfillmentof the requirements
for the Course in Theories of International Relations

BY
Joni Diasamidze

Supervised by
George Melashvili

Tbilisi, Georgia
February 5, 2022

II
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2021-2022

ყველაუფლებადაცულია, 2022 წელი


თავისუფალი უნივერსიტეტი
ჯონი დიასამიძე

III
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

All rights reserved, 2022


Free University
Joni Diasamidze

IV
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2021-2022

ანოტაცია
შავი ზღვის რეგიონი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
რეგიონია საერთაშორისო პოლიტიკის კუთხით. მოცემულ ნაშრომში ეს სივრცე
განხილული იქნება, როგორც ერთეული რეგიონი, რომელიც, რა თქმა უნდა,
რადიკალურად განსხვავებული ძალების, მათი ინტერესების და პოზიციების ერთიანობას
წარმოადგენს. ნაშრომში განხილული იქნება რეგიონის სამი მთავარი აქტორის, რუსეთის,
NATO-ს და თურქეთის გავლენები ამ რეგიონის უსაფრთხოებაზე, მათი პოზიციები,
ინტერესები. მოცემული კვლევა განსაკუთრებით აქტუალური იქნება მიმდინარე
სიტუაციიდან გამომდინარე, როცა რეგიონში დაძაბულობა განსაკუთრებით მწვავეა.
ეს რეგიონი ასევე საინტერესოა საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიებზე
მსჯელობის კუთხით. აქ მიმდინარე მოვლენები მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილი
იქნება სხვადასხვა თეორიის, პარადიგმის, თეორიული ინსტრუმენტის ჭრილში და
განხილული იქნება, თუ რომელი თეორია რეგიონის ვითარების რომელ ასპექტს
შეესაბამება და ხსნის ყველაზე კარგად.

V
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

Abstract
The Black Sea region is one of the most important areas of contemporary world in terms
of international politics. In this paper this region will be analyzed as a single region, which, of
course, consists of different powers, their positions and interests. In the paper author will analyze
the influences of three major actors of the region: Russia, NATO and Turkey on the Black Sea
security. The paper is quite relevant, because the recent tensions in the region are quite tight.
This region is also very interesting in terms of discussing theories of international
relations. In this paper the events of the region will be discussed in terms of different theories,
paradigms and theoretical method of analysis. The paper will indicate which theory explains and
corresponds to which aspect of the regional political circumstances.

VI
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2021-2022

სარჩევი
ანოტაცია ..............................................................................................................................V

Abstract ............................................................................................................................... VI

სარჩევი .............................................................................................................................. VII

შესავალი .............................................................................................................................. 1

მეთოდოლოგია..................................................................................................................... 2

ლიტერატურის მიმოხილვა .................................................................................................. 3

თეორიული ჩარჩო ................................................................................................................ 4

თავი I: რუსეთის პოზიციები და ინტერესები შავი ზღვის რეგიონში .................................... 5

თავი II: NATO-ს პოზიციები და ინტერესები შავი ზღვის რეგიონში..................................... 8

თავი III: თურქეთის პოზიციები და ინტერესები შავი ზღვის რეგიონში..............................11

თავი IV: შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები უკრაინის უკანასკნელი მოვლენების
პარალელურად ....................................................................................................................13

თავი V: შავი ზღვის რეგიონი და საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიები ...................16

თავი VI: შავი ზღვის რეგიონის მთავარ აქტორთა ანალიზი უოლცის მეთოდით ................21

დასკვნა ................................................................................................................................24

გამოყენებული ლიტერატურა..............................................................................................25

დანართები ..........................................................................................................................28

VII
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

შესავალი

შავი ზღვის რეგიონი ისტორიულად წარმოადგენს მრავალი ძალის გადაკვეთის


არეალს. ცივი ომის პერიოდში შავ ზღვაზე მთავარ ძალას საბჭოთა კავშირი
წარმოადგენდა - დღევანდელი შავი ზღვის მონაპირე ექვსი ქვეყნიდან ხუთი სწორედ
სსრკ-ში შედიოდა. NATO-ს ერთადერთი წარმომადგენელი რეგიონში თურქეთი იყო,
რომელიც ნამდვილად ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა და ამას განსაკუთრებით მის
მიერ შავი ზღვის სრუტეების კონტროლი განაპირობებდა
ცივი ომის შემდეგ მრავალი რამ შეიცვალა. რეგიონის ქვეყნების რაოდენობა
ორიდან ექვსამდე გაიზარდა. დღეს შავი ზღვის რეგიონში არაერთი დიდი ძალის
ინტერესები იკვეთება. სწორედ ეს ინტერესთა განსხვავებულობაა რეგიონის მთავარი
სირთულე. დღეს რეგიონში ერთმანეთში იკვეთება რუსეთის და NATO-ს ინტერესები.
ასევე, რეგიონულ მოთამაშედ გვევლინება თურქეთი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახლად ჩამოყალიბებულმა სახელმწიფოებმა
კურსი დასავლეთით აიღეს, რაც რუსეთისთვის გავლენის დაკარგვას ნიშნავდა. რუსეთი
ამ რეგიონს თავისი უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესად აღიქვამს და, შესაბამისად,
აგრესიულად რეაგირებს დასავლეთის გავლენის ზრდაზე, რაც საქართველოსთან და
უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტებით გამოვლინდა.
რაც შეეხება NATO-ს, იგი რეგიონში სამი ქვეყნით, თურქეთით, ბულგარეთით და
რუმინეთითაა წარმოდგენილი. ასევე რეგიონში მისი პარტნიორი ქვეყნებია საქართველო
და უკრაინა. გარდა წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისა, ალიანსი რეგიონში პარტნიორი
ქვეყნების უსაფრთხოებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. დღეს რეგიონში ვითარება
განსაკუთრებით დაძაბულია - უკრაინის პროდასავლური კურსის გამო რუსეთის
აგრესიამ რეგიონის უსაფრთხოება კიდევ ერთხელ დიდი რისკის ქვეშ დააყენა.
ბოლო წლებში გარკვეული კონტურები შეინიშნება, რომ NATO-ს წევრი თურქეთი,
შესაძლოა, დამოუკიდებელ მოთამაშედ მოგვევლინოს რეგიონში. შავი ზღვის რეგიონი ამ
სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია და იგი, შესაბამისად,
ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
ნაშრომის მიზანია, წარსულ და მიმდინარე მოვლენებზე დაყრდნობით,
განიხილოს, თუ რა გავლენა აქვს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ზემოთ აღნიშნულ სამ
დიდ ძალას: თურქეთს, რუსეთს და NATO-ს.

1
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

მეთოდოლოგია

კვლევა შეეხება ისეთ საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც განიხილება როგორც


წარსულში მომხდარი ფაქტები, ისე მიმდინარე მოვლენები. დღეს განსახილველი
რეგიონის ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია. ეს გარემოება ნაშრომზე მუშაობას
ერთი მხრივ, ართულებდა, იმიტომ, რომ ვითარება ყოველდღე იცვლებოდა, თუმცა,
მეორე მხრივ, სამსჯელოდ უფრო საინტერესო იყო, რადგან უშუალოდ მიმდინარე
მოვლენებს აღვწერდი.
ნაშრომზე მუშაობის ფარგლებში ინტერვიუ ჩავწერე ეკონომიკური პოლიტიკის
კვლევის ცენტრის უფროს მკვლევართან, გიგი გიგიაძესთან, რომელიც სხვადასხვა
დიპლომატიურ პოზიციაზე მუშაობის და გამოცდილების გამო, ნამდვილად შეიძლება, ამ
საკითხში ექსპერტად ჩაითვალოს. ჩვენი დიალოგი შედგა ნოემბრის დასაწყისში, როცა,
ჯერ კიდევ გამწვავებული არ იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ამიტომ, ამ საკითხს
ნაკლებად შევეხეთ, ძირითადად, ზოგად სურათზე ვისაუბრეთ.

2
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

ლიტერატურის მიმოხილვა

ნაშრომის წერის პროცესში გამოყენებულია არაერთი კვლევითი ლიტერატურა.


ყველაზე მეტად დავეყრდენი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო
ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე ნაშრომს გიორგი
სურმავას და ზურაბ ბატიაშვილის ავტორობით. ასევე გავეცანი და არაერთხელ
გამოვიყენე RAND Corporation-ის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომი “Russia, NATO, and the
Black Sea Security”. ნაშრომი მიზნად ისახავს რეგიონში არსებული ვითარების
საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიების კონტექსტში განხილვას, შესაბამისად, ამ
თემაზე მსჯელობისთვის მოვიშველიე ენდრიუ ჰეივუდის “Global Politics”.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნაშრომში განხილული საკითხი წარმოადგენს როგორც
წარსულში მომხდარი ფაქტებს, ისე მიმდინარე მოვლენებს, შესაბამისად, ხშირადაა
გამოყენებული მედიასაშუალებები, როგორიცაა The Washington Post, Al Jazeera, Reuters,
Carnegie და ა.შ. ნაშრომში გამოყენებული ლიტერატურის დიდ ნაწილს სწორედ მსგავსი
ლიტერატურა იკავებს, რადგან, მიმდინარე მოვლენების განხილვისთვის საუკეთესო
საშუალება სწორედ მედიაა. რა თქმა უნდა, იყო იმის რისკი, რომ კონკრეტული წყარო,
შესაძლოა, ყოფილიყო არასანდო, შესაბამისად, ვირჩევდი მეტნაკლებად სანდო
მედიასაშუალებებს ან ვცდილობდი, რომ ამომეკრიფა მხოლოდ ფაქტობრივი
ინფორმაცია, რომელიც ავტორის ინტერპრეტაციისგან დაცლილი იქნებოდა.
ასევე, დანართში მოცემულია რუკა, რომელიც ქართული მედიასაშუალების,
ტაბულას ვებ-გვერდიდან ავიღე, რადგან, ვინაიდან ნაშრომი ქართულ ენაზეა, ვთვლი,
რომ უკეთესი იქნებოდა, დანართიც ქართულ ენაზე ყოფილიყო.

3
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

თეორიული ჩარჩო

ვინაიდან ნაშრომი დაიწერა საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიების კურსის


ფარგლებში, მისი ერთ-ერთი მიზანია, საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიების
კონტექსტში განიხილოს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ამ კუთხით
რეგიონი დიდ არჩევანის შესაძლებლობას გვაძლევს. მოვლენებს განვიხილავ ორი დიდი
თეორიის, ლიბერალიზმის და რეალიზმის ჭრილში. ამ საკითხზე საუბრისას შევეხები
ისეთ თემებს, როგორიცაა რესპუბლიკური ლიბერალიზმი, ლიბერალური
ინსტიტუციონალიზმი და ურთიერთდამოკიდებულება. ასევე განხილული მექნება
ისეთი საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოების დილემა და ძალთა ბალანსი.
არსებობს მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ესა თუ ის
საერთაშორისო მოვლენა გავაანალიზოთ. ერთ-ერთი ასეთია კენეტ უოლცის მიერ
შემოთავაზებული ანალიზის სამი დონე (Three levels of analysis), რომელიც საშუალებას
გვაძლევს, სხვადასხვა გადმოსახედიდან შევაფასოთ საკითხი. სწორედ ეს მეთოდი
მექნება გამოყენებული ნაშრომში შავი ზღვის რეგიონის მოვლენების ანალიზისთვის.

4
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

თავი I: რუსეთის პოზიციები და ინტერესები შავი ზღვის


რეგიონში

რუსეთის დამოკიდებულება შავი ზღვის მიმართ დამყარებულია ისტორიულ


კონფრონტაციაზე ევროპის ძირითად ძალებთან და, რაც მთავარია, თურქეთთან. 1783
წელს რუსეთმა ისტორიული საჭიროება დაიკმაყოფილა და ყირიმის ანექსიით
თბილწყლოვანი პორტი მოიპოვა. მანამდელი რუსული პორტები ჩრდილოეთში
მდებარეობდა და მხოლოდ ზაფხულში იყო გამოსადეგი, სხვა დროს კი გაყინული იყო.
შესაბამისად, ყირიმს მისთვის თავიდანვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქედან
მოყოლებული რუსეთი გახდა შავი ზღვის რეგიონში უმნიშვნელოვანესი ძალა, რომლის
მთავარ მეტოქეს ამ არეალზე ჯერ ოსმალეთის იმპერია, ხოლო შემდეგ თურქეთი
წარმოადგენდა. თურქეთთან ერთად სხვა ევროპული ძალები, კონკრეტულად
საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ასევე ძალიან აქტიურნი იყვნენ შავ ზღვაში,
განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში მიმდინარე ყირიმის ომისას. მაგრამ, ცივი ომის დროს
მოსკოვი რეგიონში დომინანტი ძალა გახდა. იგი უშუალოდ აკონტროლებდა ზღვის
ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპიროს, ხოლო მაშინდელი სოციალისტური ბლოკის
წევრი რუმინეთისა და ბულგარეთის საშუალებით - დასავლეთს. ერთადერთი, რომელსაც
შავ ზღვაზე საბჭოთა კავშირის ერთგვარი დამბალანსებლის ძალა ჰქონდა, იყო NATO-ს
წევრი თურქეთი, თუმცა, შავი ზღვაზე მთავარ ძალას მაინც მოსკოვი წარმოადგენდა
(Stronski, 2021).

1990-იან წლებში, „პერესტროიკისა” და ცივი ომის შემდეგ, რუსეთს ახალი


ბაზრების და მოკავშირეების საჭიროება ჰქონდა და ამ კონტექსტში დასავლეთი
განიხილებოდა. ამ ყველაფრის ფონზე მისი თანამედროვე პოზიციები რთულად
განსაჭვრეტი იყო. მაგრამ, 2000-იან წლებში გაზის ფასის ზრდამ და ახალმა, ახალი ხედვის
მქონე პრეზიდენტმა რუსეთი უფრო აქტიურ, თანამშრომლობითა და ვესტერნიზაციით
ნაკლებად დაინტერესებულ სახელმწიფოდ აქცია. (Sokolov, 2021)

ცივი ომის შემდეგ რუსეთის პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა. ასე მოხდა შავი
ზღვის რეგიონშიც, რაც განსაკუთრებით ბულგარეთის და რუმინეთის NATO-ში შესვლით
გამოიხატა. საქართველომ და უკრაინამ აგრეთვე გამოთქვეს სურვილი ალიანში
გაწევრიანებაზე. ამ ყველაფერმა რეგიონული ბალანსის NATO-ს მხარეს გადახრის რისკი

5
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

შექმნა. რუსეთმა კონტროლი შეინარჩუნა საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის დიდ
ნაწილზე და ასევე უკრაინასთან ხელშეკრულებით მიიღო უფლება, რომ ყირიმის
ნახევარკუნძულზე მდებარე სევასტოპოლის პორტი ამ ფლოტის ბაზად გამოეყენებინა.
შავ ზღვაში პოზიციების აღდგენაში რუსეთს მეტოქედ თურქეთი გამოუჩნდა, რომელიც
თავად გეგმავდა ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაზე გავლენის მოპოვებას, ძირითადად
მუსლიმ ან თურქულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ ქვეყნებზე, მათ შორის,
უკრაინაზე, სადაც თურქეთი აქტიურად ითხოვდა ყირიმელი თათრების უფლებების
დაცვას. (Stronski, 2021)

დღეს შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მთავარ გამოწვევა NATO-ს მძლავრი


წარმოდგენილობაა. შავი ზღვის რეგიონში მოსკოვს უნდა, უფრო სწორი იქნება, სჭირდება
NATO-ს გაფართოების დაბალანსება, მისი პარტნიორი არაწევრი ქვეყნების ალიანსში
გაწევრიანების შეზღუდვა და ამ ქვეყნებში პრორუსული, კრემლისადმი მეგობრულად
განწყობილი მთავრობების მოსვლის უზრუნველყოფა. ეს რეგიონი დღეს რუსეთისთვის
უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია, რომელიც მას აკავშირებს უფრო ფართო
არეალთან, მაგალითად, ბალკანეთთან ან ახლო აღმოსავლეთთან.

მოსკოვი თავის ომებს 2008 წელს საქართველოსთან და 2014 წელს უკრაინასთან

იმით ამართლებს, რომ ეს იყო აუცილებელი ზომა ბალანსის NATO-ს მხარეს გადახრის
პრევენციისთვის. რუსეთის აგრესიამ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ აჩვენა,
რომ კრემლი მზადაა ძალის გამოყენებისთვის, თუ NATO-ს არაწევრი პოსტ საბჭოთა
ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების საფრთხე შეიქმნება. მეტიც, როცა მან საქართველოსა
და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია აწარმოა, ეს ქვეყნები ძალიან შორს იყვნენ
NATO-ს წევრობისგან. (Stronski, 2021) აღსანიშნავია, რომ რუსეთი პოტენციურ NATO-ს
წევრ სახელმწიფოებთან მიმართებაში, სამხედრო აგრესიის გარდა, ცდილობს, ჩაერიოს
ქვეყნების ყველა საქმეში, თუნდაც, მაგალითად, საეკლესიო საქმეებში, რაც უკრაინის
ეკლესიის ავტოკეფალიის კრიზისით გამოიხატა. უკრაინის შემთხვევა ნათლად აჩვენებს
რუსეთის დამოკიდებულებას მისი უახლოესი სამეზობლოსადმი. საქართველოს
შემთხვევაშიც, რუსეთი მუდამ ცდილობს, გამოუთხაროს ძირი ქვეყნის
სახელმწიფოებრიობას, რომ აჩვენოს, რომ ქართული დემოკრატიის ექსპერიმენტმა არ
გაამართლა (გიგიაძე, 2021). ის, რომ რუსეთს საკუთარი უსაფრთხოებისთვის
უმნიშვნელოვანესად მიაჩნია ამ სახელმწიფოების ალიანსში არგაწევრიანება, ჩანს მისი

6
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

ქმედებიდან უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად. რუსეთი გარკვეულ


დათმობებსაც სთავაზობს დასავლეთს, იმ პირობის სანაცვლოდ, რომ NATO
აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, რაც, პირდაპირ გულისხმობს საქართველოსა და
უკრაინისთვის NATOს კარის დახურვას. მეტიც, რუსეთის ფედერაციამ 2021 წლის 15

დეკემბერს NATO-ს წარმომადგენლობას ამ ხელშეკრულების დრაფტი წარუდგინა (The

Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation, 2021, december 17) და მას შემდეგ
რამდენჯერმე იყო საუბარი ამ თემაზე, თუმცა, დასავლეთი ამ დიალოგზე არ წასულა.

მოსკოვი შავი ზღვის რეგიონს აღიქვამს, როგორც თავისი გეოპოლიტიკური და


ეკონომიკური სტრატეგიისთვის უმნიშვნელოვანეს სივრცეს, რომელიც მნიშვნელოვანია
როგორც თავისთავად, ისე იმ მხრივ, რომ მისი საშუალებით რუსეთისთვის შესაძლებელი
იქნება საკუთარი ძალაუფლების უფრო ფართო არეალზე, განსაკუთრებით ხმელთაშუა
ზღვაზე პროეცირება და ამით ევროპულ ბაზარზე საკუთარი სავაჭრო ინტერესების დაცვა,
ასევე სამხრეთ ევროპის გაზით მომარაგების მხრივ რუსეთზე დამოკიდებულების
გაზრდა. მოსკოვი შავ ზღვაზეა დამოკიდებული ხმელთაშუა ზღვასა და კიდევ უფრო
ფართო არეალზე გასასვლელად, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო კუთხით.
რუსეთის გადმოსახედიდან ხმელთაშუა ზღვა NATO-ს მიერაა დომინირებული და
ყოველნაირად ცდილობს, რომ დაამყაროს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო
კავშირები რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაზე
გავლენის მოპოვების მიზნით ურთიერთობებს აქტიურად აღრმავებს ისეთ ქვეყნებთან,
როგორიცაა ეგვიპტე, კვიპროსი, ლიბია და ასე შემდეგ. ახლო აღმოსავლეთიდან
მომდინარე პოტენციური არასტაბილურობის შემთხვევაში რუსეთისთვის ეს ზღვა იქნება
მნიშვნელოვანი ბუფერული ზონა, რომელიც მას სამხრეთიდან დაიცავს. (Stronski, 2021)

7
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

თავი II: NATO-ს პოზიციები და ინტერესები შავი ზღვის


რეგიონში

NATO შავი ზღვის რეგიონში 1952 წლიდან, თურქეთის ალიანსში გაწევრიანების


დროიდან არის წარმოდგენილი. ცივი ომის დასრულებამდე მისი რეგიონული პოლიტიკა
სსრკ-ს დაბალანსებასთან იყო დაკავშირებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
პოსტსაბჭოთა ქვეყნების დემოკრატიზაციის და დასავლეთში ინტეგრაციის პროცესი შავი
ზღვის რეგიონის ქვეყნებზეც გავრცელდა. ასე მოხდა ბულგარეთსა და რუმინეთში,
რომლებიც 2004 წელს NATO-ში შევიდნენ (Flanagan, და სხვ., 2020, გვ. 2-3). დღეს შავი
ზღვის ექვსი სახელმწიფოდან სამი NATO-ს წევრია. ასევე აღსანიშნავია რეგიონში NATO-ს
პარტნიორი სახელმწიფოები - საქართველო და უკრაინა, რომლებსაც გაცხადებული
სურვილი აქვთ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
შავი ზღვის რეგიონს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის კოლექტიური
უსაფრთხოების სისტემაში და, შესაბამისად, NATO-სთვის ეს რეგიონი ძალიან
მნიშვნელოვანია. ასევე რეგიონი წარმოადგენს რუსეთთან გამკლავების, მისი
დაბალანსების ერთ-ერთ პლაცდარმს.
როგორც წინა თავში განვიხილე, შავი ზღვის რეგიონში NATO-ს გაფართოებას
რუსეთი უდიდეს გამოწვევად აღიქვამს. შესაბამისად, ალიანსის პარტნიორი ქვეყნების
მისწრაფებას, შესულიყვნენ NATO-ში, მისგან საკმაოდ მკაცრი და აგრესიული რეაგირება
მოჰყვა: 2008 წელს რუსეთი საქართველოს ომი, ხოლო 2014 წელს ყირიმის ანექსია, ასევე
იმავე კონტექსტში შეგვიძლია, განვიხილოთ 2021-2022 წლების მიჯნაზე უკრაინის
საზღვართან შექმნილი დაძაბულობა. 2008 წლის კონფლიქტის დროს NATO აქტიურად
იყო ჩართული რეგიონის მოვლენებში. ასევე იყო 2014 წელს უკრაინაში მიმდინარე
მოვლენებისას. ალიანსის ქმედებებზე რეგიონთან დაკავშირებით, ჩემი რესპონდენტის
თანახმად, შეინიშნება ერთგვარი კანონზომიერება, პატერნი, რომ შეიძლება, NATO
კონკრეტულ მომენტებში ნაკლებ ყურადღებას იჩენდეს რეგიონის მიმართ, მაგრამ,
როგორც კი რეგიონის უსაფრთხოებას არსებითი საქმე შეექმნება, იგი აქტიურად ერთვება
მოვლენებში, რაც, უპირველესად, პარტნიორ ქვეყნებთან დიალოგის და კოოპერაციის
გააქტიურებაში გამოიხატება. (გიგიაძე, 2021)
შავი ზღვის რეგიონში NATO-ს მთავარი გამოწვევა გავლენის შემცირებაა.
რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გარდა ყველა ქვეყანა NATO-ს წევრი ან

8
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

პარტნიორია, მაინც რუსეთისკენაა ძალთა ბალანსი გადახრილი, განსაკუთრებით ყირიმის


ანექსიის შემდეგ. ამ მოვლენის შემდეგ ალიანსმა კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიაქცია
რეგიონს. 2016 წლის „NATO-ს მზადყოფნის სამოქმედო გეგმაში” გამოჩნდა, რომ NATO არ
აპირებს, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებების და გავლენის ზრდის უპასუხოდ
დატოვებას (NATO, 2016). 2017 წელს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო
რეზოლუცია „შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე”, რომელშიც
რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. რეზოლუციაში
ხაზგასმულია რუსეთის შეკავების მნიშვნელობა რეგიონის უსაფრთხოებისთვის და ამ
მოვლენებში საქართველოს და უკრაინის ჩართულობის საჭიროება (NATO Parliamentary
Assembly, 2017). ეს რეზოლუცია და, ზოგადად, NATO-ს სტრატეგია აშკარას ხდის, რომ
ალიანსი შავი ზღვის სახელმწიფოებს ერთ რეგიონად მოიაზრებს.
ალიანსის მხარდაჭერა რეგიონში მისი პარტნიორი ქვეყნებისადმი არამხოლოდ
სიტყვით, არამედ საქმითაც დასტურდება უკრაინაში განვითარებული მოვლენების
პარალელურად. იმის ფონზე, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ შავ ზღვაში NATO-ს
წარმოდგენილობა შემცირებული იყო, უკანასკნელი მოვლენების მიმდინარეობისას
ვხედავთ ალიანსის გააქტიურებას. პრეზიდენტი ბაიდენის თანახმად, რუსული
შენაერთების ნებისმიერი გადაადგილება უკრაინის საზღვარზე უკვე შეჭრას ნიშნავს.
მანვე აღნიშნა, რომ „თუ პუტინი გააკეთებს ამ არჩევანს, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის”
(Cheng, 2022).
NATO-ს მრავალმა წევრმა აღუთქვა და აღმოუჩინა დახმარება უკრაინას. აშშ
ინტენსიურად განიხილავს აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო შენაერთების გადასროლას.
სხვადასხვა ევროპულმა სახელმწიფომ, მაგალითად ბრიტანეთმა, დანიამ, ესპანეთმა და
ა.შ. უკრაინასა და NATO-ს წევრ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს სამხედრო
აღჭურვილობა გაუგზავნეს. ამის პარალელურად, როგორც აშშ, ისე გაერთიანებული
სამეფო რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრება (Statista Research Department, 2022).
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა პირდაპირ განაცხადა, რომ
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ განხორციელება აღარ
მოხდებოდა (Nuland, 2022). 2022 წლის 13 იანვარს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა
არასდროს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ
პრინციპებს, რომ NATO შესაბამის მხარდაჭერას აღმოუჩენდა უკრაინას, რათა
გაეძლიერებინა თავდაცვა საფრთხის შემთხვევაში (Schultz, 2022).

9
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ NATO-ს წევრი შავი ზღვის რეგიონის


სახელმწიფოების დამოკიდებულება რეგიონის უსაფრთხოებასთან. შავი ზღვის
დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რუმინეთი NATO-ს მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც
ორგანიზაციის მეტ ჩართულობას მიესალმება. ამ ქვეყნის მთავრობამ არაერთხელ ამხილა
დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნები ამ რეგიონის მიმართ გულგრილობაში
(სურმავა, 2021, გვ. 1-2). რაც შეეხება NATO-ს წევრ ბულგარეთს, მისთვის შავი ზღვა
ბულგარეთის ვაჭრობისთვის, ენერგომომარაგებისთვის, ტურიზმისთვის და, საერთოდ,
ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. მართალია, როგორც NATO-ს წევრი, იგი ემხრობა
უფრო აქტიურ მონაწილეობას ორგანიზაციის მიერ რეგიონის უსაფრთხოებისთვის
განხორციელებულ ღონისძიებებში, თუმცა, ასევე, ამ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია
რუსეთთან დაპირისპირების თავიდან არიდება, რადგან სოფიას ინტერესებში შედის
რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება (Sokolov, 2021).

10
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

თავი III: თურქეთის პოზიციები და ინტერესები შავი ზღვის


რეგიონში

თურქეთს ინტერესები შავ ზღვაზე ისტორიულად აქვს და, ჯერ კიდევ როგორც
ოსმალეთის იმპერია, არაერთხელ დაპირისპირებია რუსეთს თუ სხვა სახელმწიფოებს
რეგიონზე გავლენისთვის. ცივი ომის პირობებში იგი წარმოადგენდა ერთადერთ შავი
ზღვის რეგიონის სახელმწიფოს, რომელიც NATO-ს წევრი იყო და იგი ერთგვარი
დამაბალანსებლის ფუნქციას ასრულებდა. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობათა დინამიკა შეიცვალა (ბატიაშვილი, 2021,
გვ. 1). მართალია, იგი საერთაშორისო არეალზე რუსეთისა და NATO-ს მასშტაბის
გავლენებს და ძალაუფლებას არ ფლობს და, მეტიც, ამ ორი ძალიდან ერთ-ერთის
უშუალო ნაწილია, მაგრამ შავი ზღვის რეგიონს თუ განვიხილავთ, ამ მასშტაბზე იგი,
ნამდვილად შეგვიძლია, დიდ ძალად დავასახელოთ.
ცალკე საკითხია, თუ რამდენად დამოუკიდებელია თურქეთი NATO-სგან და
რამდენად ატარებს იგი საკუთარ პოლიტიკას რეგიონში. ბოლო წლებში თურქეთი და
რუსეთი ცვალებადი დინამიკით ცდილობენ რეგიონული კონტროლის გამყარებას
(გიგიაძე, 2021). რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები 2016 წლიდან საგრძნობლად დათბა,
2017 წელს თურქეთმა რუსეთისგან S-400-ების სარაკეტო სისტემა შეიძინა,რასაც
დასავლეთისგან მძიმე რეაქცია მოჰყვა (Gumrukcu, 2019). თურქეთის ურთიერთობა
ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან საკმაოდ პრობლემურად დაიწყო.
2021 წელს ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა, რაზეც ერდოღანის პოზიცია იყო, რომ ეს
იყო მიუღებელი განცხადება (Al Jazeera, 2021).
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და რუსეთი გარკვეულ ასპექტებში
თანამშრომლობენ, ეს კოლაბორაცია მაინც არის არა სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური,
რადგან ორ მხარეს შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით სხვადასხვა გრძელვადიანი
მიზნები აქვთ (ბატიაშვილი, 2021, გვ. 5). როგორც ჩემი რესპონდენტი აღნიშნავს,
თურქეთი ხვდება, რომ რუსეთის ამბიციური პოლიტიკის გამო თვითონ ნელ-ნელა
უსუსტდება პოზიციები. 1936 წელს დადებული მონტროს კონვენცია თურქეთს შავ
ზღვაზე განსაკუთრებულ როლს ანიჭებს, რადგან მას კონვენციით განსაზღვრული
პირობების თანახმად ექსკლუზიური უფლებები აქვს შავი ზღვის სრუტეებზე, ამ როლს კი
თურქეთი თავისი ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლად აღიქვამს, ხოლო რუსეთის

11
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

გავლენის ზრდა კონვენციით განსაზღვრული პირობებისთვის საფრთხის შექმნას ნიშნავს.


რუსეთის და თურქეთის არათანაბარი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზია ყირიმის
ნახევარკუნძულზე განლაგებული რუსული აღჭურვილობა, რომელიც მთელ შავი ზღვის
რეგიონს ფარავს და მარტივად მიაღწევს თურქეთს. მოცემული კვლევის რესპონდენტის
აზრით, ვინაიდან რუსეთი თურქეთთან რეგიონში სამხედრო უპირატესობაშია,
„თურქეთის ინტერესებისთვის კარგი იქნება, თუ რეგიონული ფორმატები შეიქმნება და
მათში თურქეთი და რუსეთი თანაბრად იქნება წარმოჩენილი. ამ ყველაფრის
მიუხედავად, მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ თურქეთი არ დათმობს თავის წევრობას
NATOში და ამას არანაირ ახალ ფორმატზე არ გაცვლის.” (გიგიაძე, 2021) უკრაინაში
მიმდინარე უკანასკნელი მოვლენებისას ვხედავთ თურქეთის გაცხადებულ პოზიციას,
რომ მხარს უჭერს უკრაინას. ოფიციალური ანკარის თანახმად, თურქეთი უკრაინის
სამხედრო აღჭურვილობით, მაშ შორის შორი დაფარვის მქონე თურქული წარმოების
დრონებით მომარაგებას გაზრდის. ასევე, 3 თებერვალს კიევში ვიზიტისას პრეზიდენტმა
ერდოღანმა აღნიშნა, რომ, ამ სახის მხარდაჭერასთან ერთად, თურქეთი მზადაა, ითამაშოს
მედიატორის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის (Kramer, 2022).

12
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

თავი IV: შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები


უკრაინის უკანასკნელი მოვლენების პარალელურად

ზემოთ არაერთხელ აღვნიშნე, რომ რუსეთისთვის შავი ზღვის რეგიონში


უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს NATO-ს პარტნიორი არაწევრი ქვეყნების,
საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შეზღუდვა. საერთაშორისო
სისტემაში უკრაინის ადგილთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიცია კიდევ უფრო მკაფიო
გახდა 2021 წლის პირველ ნახევარში. 13 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი
შიოგუმ განაცხადა, რომ რუსეთი შავ ზღვაში გააგზავნიდა კასპიის ფლოტის თხუთმეტ და
ბალტიის ფლოტის სულ მცირე ხუთ ხომალდს. ერთი კვირის შემდეგ, 20 აპრილს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი
წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის
საზღვარზე დისლოცირებული იყო 100 000-ზე მეტი რუსეთის ჯარისკაცი. იგივე
განცხადება გააკეთა NATO-მაც, რომელმაც ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთის
ძალები უკრაინის საზღვართან ამჯერად უფრო მეტი იყო, ვიდრე 2014 წელს ყირიმის
ანექსიამდე. იმავე დღეს The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულმა სატელიტურმა
სურათებმა აღბეჭდა მასობრივად მობილიზებული რუსული სამხედრო საჰაერო და სხვა
სახის აღჭურვილობა. (Sokolov, 2021)

2021 წლის ივნისში შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება. 23
ივნისს ბრიტანული გამანადგურებელი Defender-ის ორ უკრაინულ პორტს შორის
გადაადგილებისას რუსულმა ხომალდმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
რუსი ჩინოვნიკების განცხადებით, ბრიტანულმა გამანადგურებელმა რუსეთის
ტერიტორიული წყლები გადაკვეთა ყირიმის ნახევარკუნძულის მიმდებარედ, ხოლო
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ხომალდი უკრაინის ტერიტორიულ
წყლებში მშვიდობიანი გავლის უფლებას იყენებდა და საერთაშორისო სამართლის
დაცვით მოქმედებდა. ასევე დაძაბულობა შეიქმნა ნიდერლანდების თავდაცვის
სამინისტროს განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც 24 ივნისს რუსი მფრინავები
სახიფათოდ ახლოს დაფრინავდნენ ჰოლანდიურ ფრიგატ Evertsen-თან რამდენიმე საათის
განმავლობაში და თავდასხმის სიმულაციას აკეთებდნენ. ზემოთ აღნიშნული ორი
შემთხვევის შემდეგ შექმნილი დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა პრეზიდენტ
პუტინის განცხადების შემდეგ, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსებს

13
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

ბრიტანული გამანადგურებელი რომც ჩაეძირათ, ამას მეორე მსოფლიო ომი მაინც არ


მოჰყვებოდა (Sokolov, 2021). მსგავსი რეპლიკები და რუსი სამხედროების ქცევა მკაფიო
ნიშანი იყო იმისა, რომ რეგიონში დაძაბულობის რისკი დიდი იყო.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან მასიურ მობილიზაციას როგორც ევროპელი


ლიდერებისგან, ისე ამერიკის პრეზიდენტისგან რიგი გაფრთხილებები მოჰყვა, რომ
რუსეთისთვის თავდასხმის შემთხვევაში შედეგები ძალიან მძიმე იქნებოდა. დეკემბრის
თვეში ამერიკის დაზვერვის შეფასებით რუსეთს 2022 წლის დასაწყისისთვის უკვე
შეეძლო უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა წამოეწყო. 2022 წლის 19 იანვარს ამერიკის
სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთს თავისი უკრაინასთან
განლაგებული 100 000 კაციანი ჯარი ნებისმიერ დროს შეუძლია, გააორმაგოს.
უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთს
უკვე საზღვართან 127 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავდა განლაგებული (Chance & Smith-Park,
2022).

ბრიუსელის სამიტის შემდეგ, 14 ივნისს, NATO-ს ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ


შედგენილი ჰქონდათ ალიანსის დღის წესრიგი 2030 წლამდე. ამჯერად წევრი ქვეყნების
ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ჩინეთის ფაქტორს, როგორც საფრთხეს საერთაშორისო
უსაფრთხოებისთვის, თუმცა რუსეთი მაინც მნიშვნელოვნად ფოკუსის ობიექტად
რჩებოდა. სამიტის განმავლობაში კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ რუსეთთან
დამოკიდებულება ორგვარი იქნებოდა: თავდაცვა და დიალოგი. სამიტის შემდგომ
პერიოდში NATO-მ რვა რუსი დიპლომატი გააძევა და მოსკოვის მისია ბრიუსელში 10
კაცამდე შეამცირა. საპასუხოდ, 18 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,
სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებდა თავის დიპლომატიურ მისიას
NATO-ში და ასევე მოსკოვში მყოფ NATO-ს წარმომადგენლობასაც შეუწყდებოდა
აკრედიტაცია (Sokolov, 2021). დაძაბულობის გამწვავებამ ორი რამ გახადა ცხადი:
მოსალოდნელი იყო პროვოკაციული ქმედებების კიდევ უფრო გახშირება და NATO-ს
თავდაცვის და დიალოგის მიდგომა მხოლოდ თავდაცვამდე შეიძლება, შემცირებულიყო.

რუსეთიდან მომავალი საფრთხის პასუხად უკრაინამ მობილიზაცია დაიწყო. 1


დეკემბერს რუსეთმა უკრაინა 125000 ჯარისკაცის დონბასში გაგზავნასა და იქ
პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა (Kiselyova, 2021). ამ განცხადებიდან ორ დღეში
The Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, დაზვერვის ცნობით,

14
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

უკრაინის საზღვართან რუსეთს 175000 სამხედრო ჰყავდა მობილიზებული (Shane Harris,


2021). უკრაინის საზღვართან რუსეთის ასეთ მასშტაბურ მობილიზებას (იხ. დანართი 1)
დიპლომატიური პასუხის გარდა, დასავლეთისგან ქმედებებიც მოჰყვა. NATO-ს წევრმა
სახელმწიფოებმა: აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა, პოლონეთმა, ბალტიისპირეთის
ქვეყნებმა და სხვა ბევრმა სახელმწიფომ დახმარება აღმოუჩინეს უკრაინას სამხედრო
აღჭურვილობის და ტექნიკის მიწოდების სახით (Al Jazeera, 2022). უკრაინის
გაძლიერებასთან ერთად, NATO კონფლიქტის ფარგლებში მიზნად ისახავს მთელი
აღმოსავლეთ ევროპის სამხედრო მობილიზებას, რაც გამოიხატება აშშ-ს და დასავლეთ
ევროპის სახელმწიფოების მიერ ბულგარეთსა და რუმინეთში სამხედრო ძალების
გაგზავნით (NATO Newsroom, 2022). ამ საკითხზე საუბრისას უნდა კიდევ ერთხელ უნდა
ვახსენო თურქეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავება, რაც რეგიონის
უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია (Kramer, 2022).

არის შანსი, რომ რეგიონში დაძაბულობა ფართომასშტაბიან ომში შეიძლება


გადაიზარდოს. პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გააფრთხილა,
რომ რუსეთისგან შესაძლოა თებერვლის თვეში განხორციელდეს უკრაინის
ტერიტორიაზე თავდასხმა (Isachenkov & Merchant, 2022).

15
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

თავი V: შავი ზღვის რეგიონი და საერთაშორისო


ურთიერთობათა თეორიები

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მოცემული ნაშრომის საშუალებით ვეცდები,


განვიხილო შავი ზღვის რეგიონის მოვლენები იდეოლოგიურ ჭრილში. რეგიონის
აქტორთა სიმრავლე საშუალებას გვაძლევს, რომ არაერთი თეორია მივუსადაგოთ ამ
პროცესებს. მოცემულ თავში წარმოდგენილი იქნება შავი ზღვის რეგიონის განხილვა
„მეინსტრიმ” თეორიების, ლიბერალიზმისა და რეალიზმის ჭრილში.
ლიბერალიზმი, ძირითადად, კოლექტიური დასავლეთის, განსაკუთრებით,
ამერიკის შეერთებული შტატების და, შესაბამისად, NATO-ს საერთაშორისო
ურთიერთობებს ახასიათებს. შავი ზღვის რეგიონშიც ეს თეორია სწორედ ამ ძალასთან
მიმართებით უნდა იყოს განხილული.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სხვა დანარჩენ ცვლილებებთან ერთად, მოხდა
იდეოლოგიური ძვრებიც. მანამდე დომინანტი ლიბერალიზმი, რომლის მიხედვითაც
კრახით დასრულებული ვერსალის საზავო ხელშეკრულება იყო შედგენილი, შეცვალა
რეალიზმმა, მაშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით, უფრო
რაციონალურმა იდეოლოგიამ. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ჩრდილოატლანტიკური
ალიანსი, შესაბამისად, NATO, როგორც ორგანიზაცია რეალისტური პერსპექტივის წიაღში
წარმოიშვა. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით მისი მთავარი იდეოლოგია არის
ლიბერალიზმი. 1999 წელს უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა NATO-ს წევრი
ქვეყნები გახდნენ, ხოლო 2000-იან წლებში მას შეუერთდა არაერთი ყოფილი
სოციალისტური ბანაკის ქვეყანა, მათ შორის იყვნენ ბულგარეთი და რუმინეთი.
ზოგადად, გარდა იმისა, რომ NATO უპირველესად სამხედრო ალიანსია, ასევე მისი
წევრობისთვის საჭიროა, ქვეყანა იყოს დემოკრატიული. სწორედ ამისთვის არსებობს
MAP-ი (membership action plan), წევრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც წევრობის
მსურველ სახელმწიფოს უწესებს რიგ მითითებებს, რომლებიც ძირითადად ქვეყნის
დემოკრატიზაციას გულისხმობს. (Flanagan, და სხვ., 2020, გვ. 100-102) ლიბერალიზმის,
კონკრეტულად, რესპუბლიკური ლიბერალიზმის თანახმად, დემოკრატიულ ქვეყნებს
ერთმანეთთან დაპირისპირება ნაკლებად უჩნდებათ (Heywood, 2011, გვ. 61, 64). სწორედ
ამიტომ, არ არის გასაკვირი, თუ რატომ აქვს დემოკრატიზაციას ამხელა მნიშვნელობა
NATO-სთვის. თუ შევხედავთ საქართველოსა და უკრაინას, შეიძლება ითქვას, რომ გარდა

16
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

რუსეთის ფაქტორისა, ეს ქვეყნები იმიტომაც არ არიან ჯერ კიდევ NATO-ს წევრები, რომ
არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები ამ სახელმწიფოების დემოკრატიულობასთან
დაკავშირებით.
NATO, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, მთელი თავისი შინაარსით
ლიბერალიზმზე დგას. ამ შემთხვევაში უნდა განვიხილო ლიბერალური
ინსტიტუციონალიზმი. ზოგიერთ ლიბერალიზმს მიაჩნია, რომ სუვერენული
სახელმწიფოების ამბიციების შეზღუდვა და ჩარჩოებში მოქცევა საერთაშორისო
ორგანიზაციების საშუალებითაა შესაძლებელი. „საშინაო ანალოგიის” (Heywood, 2011, გვ.
65) იდეით, ქვეყნის შიდა სისტემის გადატანა შესაძლებელია საერთაშორისო სისტემაში.
ანუ, როგორც სახელმწიფოს შიგნით არის ხელისუფლება მარეგულირებელი,
სუვერენული ზემდგომი, ასეთ როლს შეიძლება თამაშობდეს საერთაშორისო
ორგანიზაციები საერთაშორისო სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ NATO არ არის
სრული სუვერენი თავის წევრ ქვეყნებზე, იგი მაინც სვამს გარკვეულ ჩარჩოებში თავისი
წევრების მოქმედებებს. შავ ზღვის რეგიონის ალიანსის წევრი ქვეყნები, მიუხედავად
თურქეთის მეტნაკლებად წინააღმდეგობრივი რეგიონული პოლიტიკისა, მაინც ექცევიან
ამ ჩარჩოებში.
შავი ზღვის რეგიონში ლიბერალიზმი ხსნის არა მხოლოდ NATO-ს ქმედებებს,
არამედ ამ იდეოლოგიის საშუალებით რუსეთის ბევრი ქცევის ახსნაცაა შესაძლებელი.
ურთიერთდამოკიდებულების ლიბერალიზმის თანახმად, რაც უფრო ხშირია ქვეყნებს
შორის ერთმანეთზე სავაჭრო და ეკონომიკური დამოკიდებულება, მით უფრო ნაკლებია
ამ ქვეყნებს შორის დაპირისპირების და ომის შანსი (Heywood, 2011, გვ. 62, 63).
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შავი ზღვის ქვეყნები საკმაოდ არიან ერთმანეთზე
დამოკიდებულნი, ამ შემთხვევაში განვიხილავ რუსეთის და გერმანიის ურთიერთობების
საკითხს. ზემოთაც აღვნიშნე, რომ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით დაიძაბა
ვითარება უკრაინაში. რუსეთის გამომწვევ ქმედებებზე NATO-ს ბევრი ქვეყნის
დამოკიდებულება საკმაოდ მკაცრია, თუმცა მათ რიცხვში არ შედის გერმანია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები ტრიბუნიდან არაერთხელ
აკრიტიკებენ რუსეთის ქმედებებს, მათ ჯერ რეალური ქმედება არც კი ჰქონიათ და, უფრო
მეტიც, გერმანიამ თავის საჰაერო სივრცეში არ გაატარა უკრაინისკენ მიმავალი
ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავი, ასევე ესტონეთს აუკრძალა გერმანული
წარმოების შეიარაღების ექსპორტი (Glucroft, 2022). გერმანიის ეს ქმედებები, რომელიც
ძალიან წააგავს დაშოშმინების პოლიტიკას, სათავეს მისი რუსეთზე

17
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

დამოკიდებულებიდან იღებს. გერმანიისთვის რუსეთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური


პარტნიორია. ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესია
გერმანიის დამოკიდებულება რუსულ გაზზე. უკრაინის მოვლენების პარალელურად
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა, რომ უკრაინის
მოვლენები „ჩრდილოეთის ნაკად 2-თან“ კავშირში არ არის და ეს პროექტი მაინც უნდა
განხორციელდეს (Siebold, 2022). ეს შემთხვევა ამტკიცებს ურთიერთდამოკიდებულების
ლიბერალიზმის პარადიგმას, რომ ერთმანეთზე დამოკიდებული სახელმწიფოები
განსაკუთრებით მოტივირებულნი არიან, ერთმანეთთან მშვიდობა შეინარჩუნონ. თუმცა,
აღნიშნული „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ საკითხი გამოიყენა აშშ-მ, როცა, სახელმწიფო
მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა პირდაპირ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი
უკრაინაში შეიჭრებოდა, პროექტი აღარ განხორციელდებოდა (Nuland, 2022).
ჩრდილოეთის ნაკადი 2 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც, როგორც
ეკონომიკურად, ისე ევროპაზე გავლენის კუთხით. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც
სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულება გამოყენებულ იქნა, როგორც
დაპირისპირების თავიდან არიდების მექანიზმი, რაც, ისევ და ისევ, ამტკიცებს
ურთიერთდამოკიდებულების ლიბერალიზმის პარადიგმას.
საინტერესოა, თუ როგორ ფასდება შავი ზღვის რეგიონის ვითარება
საერთაშორისო ურთიერთობათა მეორე „მეინსტრიმ“ თეორიით. რეალიზმი
სახელმწიფოების მოქმედებაში დიდ როლს ანიჭებს ეროვნულ ინტერესებს,
სახელმწიფოთა ეგოიზმს. ასევე, რეალიზმისთვის უმნიშვნელოვანესი კონცეფციაა
უსაფრთხოების დილემა. ნეორეალისტების აზრით ქვეყნებს შორის ურთიერთობას
ახასიათებს გაურკვევლობა და ეჭვები. უსაფრთხოების დილემა არის მდგომარეობა, როცა
ერთი ქვეყნის მიერ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად
გადადგმულ ნაბიჯებს მეორე მხარე აგრესიად ან საფრთხედ აღიქვამს და შესაბამისად
კონტრზომებს იღებს (Heywood, 2011, გვ. 60). შავი ზღვის რეგიონის შემთხვევაში,
უსაფრთხოების დილემა ყველაზე კარგად რუსეთის მიერ NATO-სთვის უსაფრთხოების
გარანტიების მოთხოვნისას გამოჩნდა. როგორც რუსეთი აცხადებს, იგი ვერ შეეგუება
თავის საზღვრებთან NATO-ს გაძლიერებას, მიუხედავად იმისა, რომ NATO, ერთი მხრივ
უკვე არსებობს მის მეზობლად და, მეორე მხრივ, არის თავდაცვითი ალიანსი და რუსეთის
სახელმწიფოსთვის გაცხადებულ საფრთხეს მაინც არ წარმოადგენს, აშკარად ვხედავთ,
რომ რუსეთი მაინც პრობლემურად აღიქვამს NATO-ს გაძლიერებას რეგიონში და,
შესაბამისად, მოითხოვს ალიანსისგან გარანტიებს, რომ აღმოსავლეთით, ანუ რუსეთის

18
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

სამეზობლოში, საქართველოსა და უკრაინაში აღარ გაფართოვდება (The Ministry of Foreign


Affairs of the Russian Federation, 2021, december 17), წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რუსეთი
ჩათვლის, რომ მის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება და, როგორც თვითონ
ხსნის, მისი უკრაინაში ქმედებები სწორედ ამ საფრთხის დაბალანსებას ემსახურება. რა
მოტივაციაც არ უნდა ჰქონდეს რუსეთს მოცემულ ვითარებაში, მისი ქმედებების ახსნა
უსაფრთხოების დილემით ნამდვილად შეიძლება. ამავე პარადიგმით შეგვიძლია, ავხსნათ
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზების გამო შექმნილი
დაძაბულობა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, თავის
ტერიტორიაზე ჯარი სურვილისამებრ განალაგოს, სამხედრო მობილიზებას მეორე მხარე
აპრიორი საფრთხედ აღიქვამს და სწორედ ამიტომ მოჰყვა დასავლეთის მტკიცე რეაქცია
რუსეთის ქმედებებს.
უკრაინის უკანასკნელ მოვლენებსა და საერთაშორისო ურთიერთობათა
თეორიებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს თანამედროვე რეალისტი
მოაზროვნის, სტივენ უოლტის მოსაზრება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. იგი
კოლექტიურ დასავლეთს ლიბერალიზმისადმი ბრმად ნდომასა და wishful thinking-ში
ადანაშაულებს. იგი ამტკიცებს, რომ ცივი ომის შემდეგ დასავლური ელიტის მიერ
რეალიზმის თანამედროვეობასთან შეუსაბამოდ გამოცხადება დიდი შეცდომა იყო, რომ
რეალისტური კონცეფციები, როგორიცაა გავლენის სფერო, ისევ მნიშვნელოვან ადგილს
იკავებს საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი თქმით, NATO-ს მიერ პოსტ საბჭოთა
ქვეყნების NATO-ში მიღება აუცილებლად გამოიწვევდა რუსეთისგან საპასუხო რეაქციას
ადრე თუ გვიან. სწორედ ამას ამტკიცებს რუსეთის მიერ გასული წლის ბოლოს NATO-
სთვის მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიები. უოლტის აზრით, საუკეთესო ვითარება
იქნება, თუ უკრაინა შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და, შესაბამისად, რუსეთი თავის
გავლენის სფეროში NATO-ს არსებობაზე პროტესტსაც აღარ გამოთქვამს. მიუხედავად
იმისა, რომ NATO თავდაცვითი ორგანიზაციაა და გაცხადებულ საფრთხეს არ
წარმოადგენს რუსეთისთვის, მოსკოვი ამას ვერ დაიჯერებს. აღსანიშნავია, რომ უოლტის
აზრით NATO-ს ასეთი ექსპანსიურობა პრობლემებს უქმნის მისი წევრობის მსურველი
ქვეყნების უსაფრთხოებასაც. 2008 წლის შემდეგ, მას მერე, რაც საქართველოსა და
უკრაინის NATO-ში შესვლის პერსპექტივა გამოიკვეთა, რუსეთი უფრო დიდ ყურადღებას
უთმობს ამ სახელმწიფოებს და, შესაბამისად, უფრო აგრესიულია. (Walt, 2022)
ინსტიტუციური ლიბერალიზმის შეხედულებას, რომ საერთაშორისო
ორგანიზაციებს შეუძლიათ, ჩარჩოებში მოაქციონ სახელმწიფოთა ქმედებები, რეალიზმი

19
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

უარყოფს. რეალისტების აზრით, ქვეყნების ქმედებებს განსაზღვრავს ეგოიზმი და


საერთაშორისო ანარქია, ხოლო გლობალური სუვერენის როლს უარყოფენ. მათი თქმით,
რა ორგანიზაციის წევრიც არ უნდა იყოს სახელმწიფო, იგი საბოლოოდ მაინც საკუთარ
ეროვნულ უსაფრთხოებას დააყენებს წინა პლანზე (Heywood, 2011, გვ. 54-57). სწორედ ამ
შეხედულებით შეგვიძლია, ავხსნათ თურქეთის ქმედებები რეგიონში. მიუხედავად იმისა,
რომ იგი NATO-ს წევრია, იკვეთება კონტურები, რომ თურქეთი შესაძლოა რეგიონულ
მოთამაშედ მოგვევლინოს. ამას იგი სწორედ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების და
ინტერესების დასაცავად აკეთებს. როგორც ვხედავთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში
რეალიზმი ბევრად უფრო კარგად ხსნის ვითარებას, ვიდრე ლიბერალიზმი.

20
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

თავი VI: შავი ზღვის რეგიონის მთავარ აქტორთა ანალიზი


უოლცის მეთოდით

რაიმე საერთაშორისო მოვლენაზე მსჯელობისას, ვფიქრობ, ძალიან კარგი


ინსტრუმენტია კენეტ უოლცის სამსაფეხურიანი ანალიზის გამოყენება. ამ შემთხვევაში,
ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო და ამომწურავი კუთხით ხდება სიტუაციის დანახვა.
მეთოდის თანახმად, ანალიზი უნდა მოხდეს სამ საფეხურზე: ინდივიდუალური
გადაწყვეტილების მიმღების დონეზე, სახელმწიფოს დონეზე და სისტემის დონეზე
(Heywood, 2011, გვ. 129). თავად კენეტ უოლცმა ეს მეთოდი ომის დროს შექმნილი
ვითარების ანალიზისას გამოსაყენებლად შეადგინა, თუმცა, ჩემი აზრით, საკმაოდ
საინტერესო იქნება, თუ შავი ზღვის რეგიონის სამი მთავარი ძალის, რუსეთის, თურქეთის
და NATO-ს რეგიონული პოზიციონირებას ამ მეთოდით გავაანალიზებთ.
ინდივიდუალურ დონეზე, რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ვლადიმერ პუტინი.
იგი არის შავი ზღვის რეგიონში ყველაზე დიდი გავლენის და ძალაუფლების მქონე
ცალკეული ინდივიდი. როცა რუსეთზე ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ
სახელმწიფოში არსებობენ სხვა მნიშვნელოვანი ფიგურებიც, მაგალითად სერგეი
ლავროვი, პუტინი მაინც ერთპიროვნული მმართველია. ასევე, გამოკვეთილი
ინდივიდუალური ლიდერი ჰყავს რეგიონის კიდევ ერთ ძალას, თურქეთს. ეს არის
პრეზიდენტი ერდოღანი. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ავტორიტარიზმის დონით
რუსეთთან ახლოს ვერ მივა, მაინც ძალიან დიდი ძალაუფლებაა ამ ცალკეული
ინდივიდის ხელში თავმოყრილი და ამ სახელმწიფოს მთავარ გადაწყვეტილების მიმღებს
სწორედ იგი წარმოადგენს. რაც შეეხება NATO-ს, აქ საკითხი ცოტა სხვაგვარადაა.
დემოკრატიული სახელმწიფოები დგას ინსტიტუტებზე და არა ადამიანებზე,
ძალაუფლება გადანაწილებულია, მოქმედებს checks and balances პრინციპი, ხოლო, თავის
მხრივ NATO ძირითადად ასეთი სახელმწიფოების ალიანსს წარმოადგენს და, სწორედ
ამიტომ კიდევ უფრო ნაკლებადაა თავმოყრილი ძალაუფლება ერთი ინდივიდის ხელში,
მაგალითად, მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს გენერალური მდივანი იენს
სტოლტენბერგი. თუმცა, თუ ყველაზე გავლენიანი ადამიანი უნდა გამოვარჩიოთ
ალიანსის შიგნით, მაშინ ეს, ჩემი აზრით, აუცილებლად იქნება ამერიკის შეერთებული
შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. საინტერესოა, რომ ეს ადამიანი, რომელიც,
ავღანეთის მოვლენების მიუხედავად, აცხადებს, რომ “America is back”, საკმაოდ

21
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

ინტენსიურადაა ჩართული შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში,


განსაკუთრებით რუსეთის-უკრაინას შორის დაძაბულობის რისკების წარმოქმნის შემდეგ.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, მისთვის შავი ზღვის რეგიონი სასურველ
გავლენის სფეროს წარმოადგენს. მის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე
საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო (Sinyakov, 2005), შესაბამისად,
აქვს სურვილი, რომ სსრკ-ს დროინდელი ვითარება აღდგეს, შესაბამისად, შავი ზღვის
რეგიონიც მისი ინტერესის ობიექტია. აქედან გამომდინარე, იგი შავი ზღვის რეგიონის
უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რაც გამომდინარეობს როგორც მისი
შეხედულებებიდან, ისე მისი ძალაუფლებიდან.
კენეტ უოლცისეულ ანალიზში მეორე საფეხურზე სახელმწიფოები განიხილება.
შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა განვიხილოთ რუსეთის და თურქეთის
პოზიციები. რაც შეეხება NATO-ს, ვფიქრობ, ეს ძალაც, როგორც ცალკეული აქტორი, ისე
უნდა განიხილებოდეს ამ საფეხურზე, რადგან შავი ზღვის რეგიონში იგი კონკრეტულ
პოლიტიკას ატარებს, მიუხედავად იმისა, აქვთ მის წევრებს განსხვავებული მოსაზრებები
თუ არა. მოცემულ ნაშრომში სწორედ ამ სამი ძალის პოზიციები იყო წარმოდგენილი.
მოკლედ რომ შევაჯამო, რუსეთი ამ რეგიონს თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და
ცდილობს, მაქსიმალურად შეაჩეროს NATO-ს გაფართოება, რაც კიდევ ერთხელ
დადასტურდა ამ სახელმწიფოს მიერ NATO-სთვის მოთხოვნილი უსაფრთხოების
გარანტიებით. საკუთრივ NATO რეგიონს არანაირად არ თვლის რუსეთის გავლენის
სფეროდ და წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით, მშვიდობის და
სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს. რაც შეეხება თურქეთს, ეს სახელმწიფო,
უპირველეს ყოვლისა, NATO-ს წევრია და ეს წევრობა მისთვის უმნიშვნელოვანესია
როგორც ფართო ასპარეზზე, ისე რეგიონული უსაფრთხოებისთვის, თუმცა შავი ზღვის
რეგიონში იგი გარკვეული დამოუკიდებლობით მოქმედებს, რადგან მისთვის
მნიშვნელოვანია რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.
დასკვნით, მესამე საფეხურზე კენეტ უოლცი განიხილავს საერთაშორისო
სისტემას. თუ ამ სამ ძალას განვიხილავთ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავი
ზღვის რეგიონში საერთაშორისო წესრიგი ანარქიულია. ეს კონცეფცია ნეორეალისტებს
ეკუთვნით და იგი აღნიშნავს ისეთ წესრიგს, როცა არ არსებობს უმაღლესი ხელისუფალი,
რაიმე ავტორიტეტი, რომელიც აქტორებს არეგულირებს (Heywood, 2011, გვ. 8,9). რა თქმა
უნდა, რუსეთსა და დასავლეთს არ აქვთ რაიმე ისეთი საერთო ინსტიტუტი, რომელიც
მათზე მაღლა დგას იერარქიულად და, შესაბამისად, ჩარჩოებში აქცევს მათ ქმედებებს.

22
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

შეიძლება, ამ კონტექსტში გაერო გაგვახსენდეს, თუმცა, იგი არ არის


ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაცია და, შესაბამისად, ვერ განვიხილავთ ამ ძალებზე
მაღლა მდგომ ავტორიტეტად. რაც შეეხება თურქეთს, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას,
რომ, ვინაიდან იგი NATO-ს წევრია, მისი ქმედებები რეგიონში არ არის მთლიანად
ერთპიროვნული, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, ვფიქრობ, ამ
სახელმწიფოს დამოუკიდებელი ქმედებებიდან გამომდინარე, მაინც შეგვიძლია იგი შავი
ზღვის რეგიონული ანარქიის ნაწილად მივიჩნიოთ.

23
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

დასკვნა

ნაშრომის მთავარი საკვლევი საკითხი იყო, თუ რა გავლენა აქვთ ხსენებულ სამ


მხარეს, რუსეთს, თურქეთს და NATO-ს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. როგორც ვნახეთ,
რეგიონის უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეებს რუსეთის ფედერაცია ქმნის, რაც
მისი იმ ინტერესებითაა განპირობებული, რომ რეგიონი საკუთარი გავლენის სფეროში
მოაქციოს. რა თქმა უნდა, ეს ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის რეგიონის ქვეყნების
ინტერესებთან, რომლებსაც პროდასავლური კურსი აქვთ აღებული, შესაბამისად,
რუსეთის მთავარ მეტოქეს რეგიონში NATO წარმოადგენს. ამ დაპირისპირებაში შავი
ზღვის რეგიონს დიდი უსაფრთხოების რისკები ექმნება. მიუხედავად იმისა, რომ,
როგორც სტივენ უოლტი ამბობს, ეს რისკები სათავეს რეგიონის ქვეყნების NATO-სკენ
სწრაფვიდან იღებს, იმ შემთხვევაში, თუ მათი ინტეგრაცია საბოლოოდ მოხდება
ალიანსში, ამ ქვეყნების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა გავლენა აქვს NATO-ს შავი ზღვის
უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მკაცრად ცენტრალიზებული
ორგანიზაცია და მნიშვნელოვანია, ვახსენოთ რეგიონის მისი წევრი ქვეყნების
პოზიციებიც. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი და რუმინეთი ემხრობიან რეგიონში
ნატოს ჩართულობის ზრდას და, შესაბამისად, უსაფრთხოების გაზრდას, საინტერესო
პოზიციები აქვს თურქეთს. ზოგადად, როგორც ვნახეთ, რეგიონის უსაფრთხოებაზე
მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მას. იგი აბალანსებს ურთიერთობებს რუსეთთან და NATO-
სთან. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნატოს წევრია, რეგიონში მეტ-ნაკლებად
დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. თუმცა, უკანასკნელი მოვლენების პარალელურად
თურქეთის მხარდამჭერი ქმედებები უკრაინისადმი და მოსალოდნელი კოოპერაცია,
შესაძლოა, რეგიონის უსაფრთხოების სამომავლო დადებით დინამიკაზე მეტყველებდეს.

24
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

გამოყენებული ლიტერატურა

Al Jazeera. (2021). ‘Unacceptable’: Erdogan slams Biden over ‘killer’ Putin comment. Al Jazeera.
მოპოვებული https://www.aljazeera.com/news/2021/3/19/turkeys-erdogan-says-biden-
comments-on-putin-unacceptable-დან
Al Jazeera. (2022, January 27). Ukraine crisis: From Belarus to Japan, where do countries stand? Al
Jazeera. Retrieved from https://www.aljazeera.com/news/2022/1/27/ukraine-russia-crisis-
how-the-world-has-reacted
Batiashvili, Z. (2022, February 3). Retrieved from Facebook.
Chance, M., & Smith-Park, L. (2022, January 28). Tensions are high on Ukraine's border with
Russia. Here's what you need to know. CNN. Retrieved from
https://edition.cnn.com/2022/01/20/europe/ukraine-russia-tensions-explainer-cmd-
intl/index.html
Cheng, A. (2022). Military trainers, missiles and over 200,000 pounds of lethal aid: What NATO
members have sent Ukraine so far. The Washington Post. Retrieved from
https://www.washingtonpost.com/world/2022/01/22/ukraine-russia-military-weapons-
nato-biden/
Flanagan, S. J., Binnendijk, A., Chindea, I. A., Costello, K., Kirkwood, G., Massicot, D., & Reach,
C. (2020). Russia, NATO and the Black Sea Security. Santa Monica: RAND Corporation.
მოპოვებული https://www.rand.org/pubs/research_reports/RRA357-1.html-დან
Glucroft, W. N. (2022 წლის 29 January). Why Germany refuses weapons deliveries to Ukraine.
Deutsche Welle. მოპოვებული https://www.dw.com/en/why-germany-refuses-weapons-
deliveries-to-ukraine/a-60483231-დან
Gumrukcu, T. (2019). Turkey says would retaliate against U.S. sanctions over Russian S-400s.
Reuters. Retrieved from https://www.reuters.com/article/us-turkey-usa-sanctions-
idUSKCN1TF0PQ
Heywood, A. (2011). Global Politics. New York: Palgrave Foundations.
Isachenkov, V., & Merchant, N. (2022). Biden warns Ukraine of Russian invasion in February:
‘distinct possibility’. Global News. Retrieved from
https://globalnews.ca/news/8553356/russia-ukraine-invasion-february-joe-biden/

25
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

Kiselyova, M. (2021, December 1). Russia says Ukraine has deployed half its army to Donbass
conflict zone. Reuters. Retrieved from https://www.reuters.com/world/europe/russia-
says-ukraine-has-deployed-half-its-army-donbass-conflict-zone-2021-12-01/
Kramer, A. E. (2022). Turkey, a Sometimes Wavering NATO Ally, Backs Ukraine. The
Washington Post. Retrieved from
https://www.nytimes.com/2022/02/03/world/europe/ukraine-turkey-russia-drones.html
NATO. (2016). NATO’s Readiness Action Plan. Retrieved from
https://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/pdf_2016_07/20160627_1607-
factsheet-rap-en.pdf
NATO Newsroom. (2022, January 24). NATO Allies send more ships, jets to enhance deterrence
and defence in eastern Europe. Retrieved from North Atlantic Treaty Organization:
https://www.nato.int/cps/en/natohq/news_191040.htm
NATO Parliamentary Assembly. (2017). Resolution 437 on Stability and Security in the Black Sea
Region. Retrieved from https://www.nato-pa.int/document/2017-resolution-437-black-
sea-219-cds-17-e
Nuland, V. (2022, January 27). Department of State. Retrieved from Twitter:
https://twitter.com/StateDept/status/1486818088016355336?ref_src=twsrc%5Etfw
Schultz, T. (2022). Jens Stoltenberg: NATO will never compromise on core principles for
European security. Deutsche Welle. Retrieved from https://www.dw.com/en/jens-
stoltenberg-nato-will-never-compromise-on-core-principles-for-european-security/a-
60417560
Shane Harris, P. S. (2021, December 3). Russia planning massive military offensive against
Ukraine involving 175,000 troops, U.S. intelligence warns. The Washington Post.
Retrieved from https://www.washingtonpost.com/national-security/russia-ukraine-
invasion/2021/12/03/98a3760e-546b-11ec-8769-2f4ecdf7a2ad_story.html
Siebold, S. (2022, January 21). Don't drag Nord Stream 2 into conflict over Ukraine, German
defmin says. Reuters. Retrieved from https://www.reuters.com/business/energy/dont-
drag-nord-stream-2-into-conflict-over-ukraine-german-defmin-says-2022-01-13/
Sinyakov, D. (2005, April 25). Putin: Soviet collapse a 'genuine tragedy'. NBC News. Retrieved
from https://www.nbcnews.com/id/wbna7632057

26
ჯონი დიასამიძე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, 2020

Sokolov, M. (2021, November 30). NATO, Russia, and the Security Dynamics in the Black Sea.
The International Centre for Defence and Security (ICDS). Retrieved from
https://icds.ee/en/nato-russia-and-the-security-dynamics-in-the-black-sea/
Statista Research Department. (2022 წლის 3 February). Russia-Ukraine crisis 2021-2022 -
statistics & facts. მოპოვებული https://www.statista.com/topics/8922/russia-ukraine-
crisis-2021-2022/#dossierKeyfigures-დან
Stronski, P. (2021, May 20). What Is Russia Doing in the Black Sea? Carnegie. Retrieved from
https://carnegieendowment.org/2021/05/20/what-is-russia-doing-in-black-sea-pub-84549
The Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation. (2021, december 17). Press release on
Russian draft documents on legal security guarantees from the United States and NATO.
Moscow.
Walt, M. S. (2022). Liberal Illusions Caused the Ukraine Crisis. Foreign Policy. მოპოვებული
https://foreignpolicy.com/2022/01/19/ukraine-russia-nato-crisis-liberal-illusions/-დან
ბატიაშვილი, ზ. (2021). თურქეთი და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. საქართველოს
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. Retrieved
from https://www.gfsis.org/ge/publications/view/2941
გიგიაძე, გ. (2021). NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენები შავი ზღვის
უსაფრთხოებაზე. (ჯ. დიასამიძე, ინტერვიუერი)
სურმავა, გ. (2021). შავი ზღვა – მოთამაშეთა ინტერესები და შესაძლებლობები. თბილისი:
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის
ფონდი. მოპოვებული https://www.gfsis.org/ge/publications/view/2941-დან
ჩიტალაძე, ა. (2018 წლის ივლისი). შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოება. საქართველოს
პოლიტიკის ინსტიტუტი.
წიქარიშვილი, გ. (2022 წლის 1 February). რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლო სცენარები
და მიმართულებები. Tabula. მოპოვებული Tabula: https://tabula.ge/ge/news/679608-
rusetis-ukrainashi-shechris-shesadzlo-stsenarebi-დან

27
NATO-ს, რუსეთის და თურქეთის გავლენა შავი
ჯონი დიასამიძე
ზღვის უსაფრთხოებაზე

დანართები

© (წიქარიშვილი, 2022)

28

You might also like