You are on page 1of 4

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა 2008 წლამდე და 2008 წლის

შემდგომ

სახელი, გვარი

ფაკულტეტი

აკადემიური წერა

ხელმძღვანელი:

კავკასიის უნივერსიტეტი
თბილისი, 2023
საქართველო და რუსეთი მეზობელი ქვეყნებია, თუმცა ოდითგანვე ამ ორ
სახელმწიფოს შორის არაერთი დაპირისპირება მომხდარა. განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია 2008 წელს მომხდარი ომი, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი
ზიანი მიადგა. შეიძლება ითქვას, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული
ურთიერთობა და 2008 წლის აგვისტოს ომი დღეს საკმაოდ მნიშვნელოვან და
აქტუალურ საკითხად ივლება. დღეს, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 22%
ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოს, როგორც სუვერენული
სახელმწიფოს ძირითადი და მთავარი ამოცანა კი, გახლავთ ტერიტორიული
მთლიანობა. (International Crisis Group, 2020).
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ისეთივე აქტუალური და
მნიშვნელოვანია, როგორც ამ ომის გამომწვევი მიზეზები და ის მექანიზმები, რაც
სიტუაციის დარეგულირებას შეუწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ 14 წელზე
მეტი გავიდა ამ ომიდან, საკითხი დღემდე ძალიან აქტუალურია, აგრეთვე, მეტად
აქტუალურია სამომავლო ურთიერთობები რუსეთ-საქართველოს შორის. დროის
გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი კითხვა იბადება, რომელთა დიდ
ნაწილზე პასუხები თითქმის არ არსებობს, აღნიშნული კი სიტუაციას უფრო მეტად
ამძაფრებს. (კასრაძე 2019, 6).
დღესდღეობით, ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის არის
მნიშვნელოვანი და აქტუალური იმდენად, რამდენადაც 2008 წლის აგვისტოს ომმა
საქართველოს ცხელი წერტილები დაუტოვა, რაც გულისხმობს საქართველოს იმ
ტერიტორიებსა და მასზე განლაგებულ სამხედრო შენაერთებს, რაც დაკავებულია
რუსეთის ფედერაციის მიერ. გარკვეულწილად, საქართველო რუსეთზე დღემდე
არის დამოკიდებული და ამ დამოკიდებულებაში მხოლოდ ის კი არ იგულისხმება,
რომ რუსეთს საქართველოს რეგიონები აქვს ოკუპირებული, ანდაც ის, რომ
საქართველო რუსეთის ენერგორესურსებზეა დამოკიდებული, არამედ საქართველოს
რუსეთზე დამოკიდებულება გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მილიონამდე
მოქალაქე, დღემდე ცხოვრობს რუსეთში და „საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის
ფედერაცია ზეწოლის ამ ბერკეტების მანიპულირებას ეწევა, რითაც საქართველოს
ხელისუფლებისგან დათმობაზე წასვლას ითხოვს“ (კასრაძე 2019, 45).
როგორც უკვე აღინიშნა, ჯერ კიდევ ოდითგანვე საქართველოსა და რუსეთს
შორის სტაბილური ურთიერთობა არ ყოფილა და რა თქმა უნდა, 2008 წლის
აგვისტოს ომი არ ყოფილა პირველი ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო
საქართველოს მიმართულებით. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 1921 წლის ომი
რუსეთსა და საქართველოს ომი, რომელსაც სხვაგვარად წითელი არმიის
საქართველოში შემოჭრად, ანდაც საქართველოსა და საბჭოების ომის სახელით
მოიხსენიებენ. აღნიშნული ომი თითქმის 1 თვეს გაგრძელდა და არანაკლები ზიანი
მიაყენა საქართველოს. (International Crisis Group, 2020).
პრობლემა საკმაოდ ნათელია და მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი მუდმივად
პოულობს საბაბს იმისათვის, რომ თავს დაესხას საქართველოს. აქვე, უნდა აღინიშნოს
მიმდინარე მოვლენები რუსეთსა და უკრაინას შორის, სადაც ვითარება ასევე
გაურკვეველია და არავინ იცის, როდის, ან როგორ დასრულდება ეს დაპირისპირება,
რომელსაც უამრავი მსხვერპლი ჰყავს უკვე. ამ შემთხვევაშიც თავდასხმის
ინიციატორი იყო რუსეთი, როგორც საქართველოს შემთხვევაში. ნაშრომი მიზნად
ისახავს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის მიმოხილვას,
როგორც 2008 წლამდე, ასევე მას შემდეგაც. შესწავლილ იქნება ამ ორ ქვეყანას შორის
არსებული ურთიერთობები, კონფლიქტები, ისტორიული რეალობა, დღევანდელი
მდგომარეობა და აწმყოს ანალიზი.
ნაშრომის ფარგლებში შემდეგ კითხვებს გაეცემა პასუხი:
1. როგორია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა 2008 წლის შემდეგ?
2. როგორი იყო საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2008 წლამდე?
3. რა უნდა გაკეთდეს ურთიერთობის დასტაბილურებისათვის?
გამოყენებული ლიტერატურა
International Crisis Group. “Georgia and Russia: Why and How to Save Normalisation.”
International Crisis Group, 2020. http://www.jstor.org/stable/resrep31602 (08.04.2023).
კასრაძე, ეკა. 2019. 2008 წლის აგვისტოს ომი და რუსეთ-საქართველოს
ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივები. თბილისი: კავკასიის
საერთაშორისო უნივერსიტეტი.

You might also like