You are on page 1of 12

GIP პოლიტიკის მემორანდუმი ნოემბერი 2021 / გამოცემა #52

ბაიდენის ერთი წელი თეთრ სახლში და საქართველო: რა


იცვლება და რა არ იცვლება თბილისისთვის?

ნინო სამხარაძე1

2020 წლის ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მიერ დონალდ


ტრამპის დამარცხება ვაშინგტონის საგარეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ხედვებში
გარკვეულ ცვლილებებს მოასწავებდა. არსებობდა მოლოდინი, რომ აშშ დაიწყებდა ტრამპის
მიერ დაზიანებული ტრადიციული ალიანსების და სტრატეგიული პარტნიორობების
აღდგენას, წარმოადგენდა დიდ მოთამაშეებთან - რუსეთთან და ჩინეთთან - დაპირისპირების
ახალ მიდგომებს და უფრო გააქტიურდებოდა გლობალური დემოკრატიზაციის
ხელშეწყობის მიმართულებით. ეს ცვლილებები მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის,
რომელიც კვლავ რუსული ჰიბრიდული საფრთხის წინაშე დგას, ამ საფრთხისთვის თავის
გართმევის გზაზე ოფიციალურად ისწრაფვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, და
გარკვეულ დაღმასვლას განიცდის შიდადემოკრატიზაციის თვალსაზრისით (Samkharadze
2021a).

პრეზიდენტობის ერთი წლის განმავლობაში, ჯო ბაიდენმა მართლაც დაიწყო კორექტივების


შეტანა აშშ-ის საგარეოპოლიტიკურ სტრატეგიაში. ბოლო დროს მან გაააქტიურა გლობალური
დემოკრატიის გეგმის პრაქტიკული კომპონენტები, რაც საქართველოსთვის ძალიან
საყურადღებო მოვლენაა. გარდა ამისა, ცხადი გახდა, რომ მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ
საკმაოდ მკაცრი რიტორიკისა, ასეთივე მძაფრი არ არის პრაქტიკული პოლიტიკა, რაც
ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციის შეცვლამაც აჩვენა. და
ბოლოს, თავდაცვის მიმართულებით, აშშ-საქართველოს ორმხრივი და რეგიონული
თანამშრომლობა კვლავ აქტიური და აქტუალურია, თუმცა, საქართველოსთვის
საყურადღებოა, რომ ბაიდენის მმართველობის ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე
კონტექსტური გამოწვევა, წარმოიშვა, როგორიცაა ავღანეთის მისიის დასრულება და

1 საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.

1|www.g ip .ge
გართულებული ურთიერთობები თურქეთთან. ამგვარად, ჯო ბაიდენის აშშ-ის
პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, რა იცვლება და
რა არ იცვლება საქართველოსთვის.

აშშ-ის გლობალური ჩართულობა და დემოკრატიის სამიტი: ბეწვის ხიდი


ქართული დემოკრატიისთვის

საქართველოსთვის ახალი ადმინისტრაციის მიმართ მოლოდინი შეეხებოდა ბაიდენის,


როგორც პრაგმატიკოსი დიპლომატის ხედვას გლობალური ჩართულობის გაზრდის და
დემოკრატიის გავრცელების ხელშეწყობის შესახებ (Samkharadze 2021a). ზოგიერთი
მოსაზრებით, თეთრ სახლში ბაიდენის მოსვლით, რიტორიკა ამ მიმართულებით შეიცვალა,
თუმცა პრაქტიკული პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, ქმედითი ნაბიჯები ჯერ
კიდევ არ ჩანს (Labott 2021). ვაშინგტონის გლობალური ჩართულობის კონტექსტში,
საქართველოსთვის ორი მოვლენა გახდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: 2021 წლის
ზაფხულში ავღანეთიდან გამოსვლა, რამაც აშშ-ის გლობალური ჩართულობის რესურსები და
სტრატეგია ეჭვქვეშ დააყენა, და 2021 წლის დეკემბერში დაანონსებული დემოკრატიის
სამიტი, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ვაშინგტონი კვლავ წამყვანი მოთამაშეა
მსოფლიოში დემოკრატიზაციის და სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობის პროცესებში.

ერთი მხრივ, ავღანეთიდან გამოსვლამ, თანაც იმ რადიკალური პროცესების ფონზე, რომელიც


2021 წლის ზაფხულში განვითარდა, დასავლეთში გააჩინა კრიტიკული აზრი, რომ
ვაშინგტონს საერთაშორისო ჩართულობის ცხადი, გონივრულად შემუშავებული სტრატეგია
არ აქვს. ეს ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის გლობალური პოლიტიკის
ტრადიციულ მიზანთან, რომელიც, როგორც წესი, ისტორიულად სტაბილური გლობალური
ლიდერის როლს აკისრებს ქვეყანას (Kissinger 2021; Rand 2021). საბოლოო ჯამში, ამ მოვლენამ,
ზოგიერთი მოსაზრებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბაიდენის ამბიცია, გაეზარდა
ჩართულობა საზღვრებს მიღმა (Mankoff 2021), განსაკუთრებით, ოფიციალური პოზიციის
შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონის მიზანს არ წარმოადგენდა ავღანეთში
დემოკრატიული სახელმწიფოს შენება (The White House 2021b).

შედეგად, დემოკრატიების გაძლიერების მუდმივი დაპირება, როგორც წინასაარჩევნო


რიტორიკა, ბევრად უფრო გამოიხატა და განხორციელდა რეალურ ქმედებებში. ამ
მიმართულებით, ბაიდენმა მართლაც გადადგა ქმედითი ნაბიჯები, მაგალითად, ის
სტაბილურად მოტივირებულია, 2021 წლის ბოლოს გლობალური დემოკრატიის სამიტი
ჩაატაროს ვაშინგტონის მასპინძლობით (The White House 2021c), რომელში მონაწილეობის
საკითხიც საქართველოსთვის - როგორც შიდადემოკრატიული მაჩვენებლების
გაუმჯობესების, ისე ე.წ. „დემოკრატიების ალიანსში“ (Biden 2018) ადგილის
შენარჩუნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია (Samkharadze 2021c).

2|www.g ip .ge
სამიტის სტუმართა სიაში საქართველო მოხვდა (Politico.com 2021), რაც მიუთითებს იმაზე,
რომ დემოკრატიზაციის მიმართულებით, აშშ-ის საქართველოთი დაინტერესება კვლავ
გრძელდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბოლოდროინდელი პოლიტიკური
კრიზისი, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის
პროცესი ვაშინგტონის კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა (Civil.ge 2021a; US Embassy
2021b). მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონიდან სენატორების რიტორიკაში რამდენჯერმე
გაჟღერდა ფრაზა, რომ საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე რეგრესირებს (Radio Liberty
2020). სახელმწიფო დეპარტამენტისგანაც ისმის გამოკვეთილი მოწოდება, რომ საქართველოს
ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ
სააკაშვილის სამართლებრივი პროცესისთვის გამჭვირვალობა და საერთაშორისო
სტანდარტების დაცვა (Civil.ge 2021d), რისი ნიშნებიც, ამ დროისთვის, ნაკლებად ჩანს.

დეკემბრის დემოკრატიის სამიტი თავს მოუყრის როგორც გამოცდილ დემოკრატიებს, ისე იმ


სახელმწიფოებს, რომლებიც ამ მიმართულებით საშიშად დაღმავალ ტენდენციას
აფიქსირებენ (Politico.eu 2021). შესაბამისად, მონაწილეებს შეხვედრაზე თავიანთი
მაჩვენებლების მიხედვით განსხვავებული როლი ექნებათ (Pamuk and Lewis 2021). ფაქტია,
რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ვერ წარდგება, როგორც სტაბილური, სწორხაზოვანი და
განვითარებადი დემოკრატიზაციის წარმატებული მაგალითი. არამედ ის იქნება იმ
სახელმწიფოთა რიგებში, რომლებმაც ჯერ კიდევ არაერთი პრინციპი უნდა დააკმაყოფილონ
მანამ (Pamuk and Lewis 2021), სანამ შემდგარი დემოკრატიების ერთგვარ „ალიანსში“
დაიმკვიდრებენ ადგილს.

არსებობს მოლოდინი, რომ დემოკრატიის გლობალური სამიტი დღის წესრიგში დააყენებს


საერთაშორისო დემოკრატიის ახალ წესებს, შესაძლოა, პირობითობის ახალ პრინციპებსაც კი,
ოფიციალური დოკუმენტის, ან სულაც ახალი გაერთიანების სახით (Aslund 2021). ამ
თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება ვაშინგტონის ბერკეტები (McFaul 2021), რომელიც
მას შეუძლია გამოიყენოს და გავლენა მოახდინოს საქართველოს სტაბილური
დემოკრატიზაციის რელსებზე დაბრუნების პროცესზე პირობითობის პრინციპის
გაძლიერებით, რომლის ახალ სტანდარტებსაც სწორედ ამ სამიტისგან უნდა ველოდოთ.

ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველი წლის განმავლობაში, ვაშინგტონის


გლობალური ჩართულობის დინამიკა, გარკვეულწილად, ქანქარისებური პრინციპით
მუშაობს იზოლაციონიზმსა და საერთაშორისო ლიდერობას შორის. თუმცა, თუკი ბაიდენი,
თავისი პრეზიდენტობის ერთი წლის თავზე, მართლაც ამგვარი მნიშვნელობის
ფუნდამენტურ წესებს შესთავაზებს მსოფლიოს, საქართველოს შიდადემოკრატიული
წინსვლისთვის, რომელიც, ამ ეტაპზე, ჩიხშია შესული, შესაძლოა, ეს გარდამტეხი
მნიშვნელობის იყოს. საერთო ინტერესები შიდადემოკრატიზაციის მიმართულებით კვლავ
არსებობს და თბილისის უმთავრესი დავალება არის ის, რომ ამ საერთო ინტერესებს არ
გამოეთიშოს და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, განსაკუთრებით
გამჭვირვალე სასამართლო სისტემის გამართვაზე იფიქროს, რათა ქვეყანამ ვაშინგტონის
რადარზე დარჩენის შანსი შეინარჩუნოს.

3|www.g ip .ge
ურთიერთობები რუსეთთან: ხისტი რიტორიკა და რბილი სტრატეგია

აშშ-რუსეთის ურთიერთობები საქართველოსთვის უსაფრთხოების გარემოსა და


დასავლეთთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვან ფონს ქმნის. განსაკუთრებით, იმის
გათვალისწინებით, თუ რამხელა გავლენას ახდენს ვაშინგტონსა და კრემლს შორის
ურთიერთობები საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე უკრაინის უსაფრთხოების
გარემოზე. ჯო ბაიდენი აშშ-ის უმთავრეს გლობალურ კონკურენტებად რუსეთს და ჩინეთს
მიიჩნევს (Biden 2020), თუმცა, თუკი ის ჩინეთთან ბევრად აშკარა დაპირისპირებაშია,
რუსეთთან ურთიერთობების მეტად დაბალანსების მომხრეა (Samkharadze 2021a).
რიტორიკულად ბაიდენს წინასაარჩევნოდ გამოკვეთილად მკაცრი ტონი ჰქონდა (Biden 2020).
თუმცა, ერთი წლის განმავლობაში ცხადი გახდა, რომ აშშ-ის მხრიდან თავდაპირველი
ხმამაღალი ტონი პუტინის წინააღმდეგ მსგავსი ინტენსივობით არ გაგრძელდებოდა.

გაპრეზიდენტებიდან მალევე, ბაიდენმა მოახერხა და მიაღწია რუსეთთან New START-ის


შეთანხმების განახლებას, რაც ტრამპის პრეზიდენტობის ქვეშ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ
იდგა. ეს მოვლენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პირველ წარმატებად მიიჩნევა,
რადგან ბაიდენს ამ მოლაპარაკებებში ჩართვა მოუწია სხვადასხვა უთანხმოებების ფონზე.
ნიშანდობლივ გამოწვევად არსებობდა ყირიმის ანექსია, კრემლის აშშ-ის არჩევნებში ჩარევა,
კიბერშეტევები, დარღვევები ადამიანის უფლებების მიმართულებით, მათ შორის, რუსეთის
საზღვრებს მიღმა და ა.შ. (The New York Times 2021). როგორც, საბოლოოდ, ბაიდენის
პრეზიდენტობის ერთმა წელმა აჩვენა, მან გარკვეული მიმართულებებით ბევრად უფრო
დამთმობი, ზოგიერთი მოსაზრებით კი, პრაგმატული პოლიტიკა აირჩია.

ამგვარი მიდგომა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის


პროექტისთვის მწვანე შუქის ანთებაში, რაც შესაძლოა აღიქმებოდეს, როგორც აშშ-ის
სტრატეგიული სისუსტე რუსეთის პირისპირ (Francis 2021). ეს მოვლენა განსაკუთრებულად
დამაზიანებელია უკრაინის გეოპოლიტიკური მნიშვნელობისთვის და
ენერგოუსაფრთხოებისთვის, რადგან ჩრდილოეთის ნაკადი 2 ამ უკანასკნელის სატრანზიტო
მნიშვნელობას შეამცირებს და ქვეყანას უფრო მოწყვლადს გახდის რუსული საფრთხეების
წინაშე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ თავად დიდი ევროპული ქვეყნები, განსაკუთრებით,
გერმანია, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დასრულების მომხრეთა შორის იყვნენ, ექსპერტებს
შორის, ბუნებრივია, არსებობს წუხილის საბაბიც იმის შესახებ, რომ რუსეთს პოლიტიკური
შანტაჟის და საკუთარი ინტერესების წარმატებით განხორციელების კიდევ უფრო მეტი
ბერკეტი გაუჩნდა (Sovsun 2021).

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ცვლილება შეიძლება აღმოჩნდეს, ერთი მხრივ, რუსეთის


რესურსებზე ევროპის დამოკიდებულების ზრდა, მეორე მხრივ, უკრაინის მედეგობის
შემცირება. ჯო ბაიდენმა 2021 წლის აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ

4|www.g ip .ge
ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია, რითაც გამოხატა ვაშინგტონის პოზიცია, რომ უკრაინა
კვლავ რჩება აქტუალურ საკითხად, რომელიც, ამავდროულად, ვაშინგტონ-კრემლს შორის
ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარი საგანია (Pifer 2021). ზოგიერთი მოსაზრებით, აშშ-
ისთვის სწორედ ახლა უკრაინის ინტერესების უფრო აქტიურად დაცვა და სახელმწიფოს
მშენებლობის ხელშეწყობა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან სწორედ ასე შეუძლია
ბაიდენს რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი ძალის და ლიდერობის ჩვენება (Vershbow 2021).

უკრაინის უსაფრთხოების საკითხები აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობებში, დღესდღეობით,


მეტად აქტუალურია, რადგან უკრაინის საზღვრებთან რუსული საფრთხე დროდადრო კვლავ
იზრდება და ვაშინგტონის შეშფოთების საგანი ხდება (Nardelli, Jacobs & Wadhams 2021).
თუმცა, საბოლოო ჯამში, კიევსა და თბილისს მსგავსი გამოწვევები და უსაფრთხოების
მსგავსი ამოცანები აქვთ (GIP 2021). შესაბამისად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ
უკრაინასთან ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობა დაუკავშიროს თბილისის და
კიევის საერთო ეროვნულ ინტერესებს და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთმანეთის
მსგავს ამოცანებს. ეს რუსეთისგან მომდინარე გამოწვევებთან გამკლავებას მეტად
კონსოლიდირებულ პროცესად აქცევს და, შესაძლოა, ამან ვაშინგტონის ფოკუსიც კიდევ
უფრო მკვეთრი გახადოს საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით.

რეგიონული უსაფრთხოება, საქართველო და კონტექსტური გამოწვევები

 რეგიონული უსაფრთხოება
როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის ერთმა წელმა აჩვენა, თავდაცვის და უსაფრთხოების
მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური სფერო საქართველოსთან
ურთიერთობებში. რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ერთი წლის განმავლობაში,
თბილისისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი განვითარდა. ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ჟესტი იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი, რომელიც
შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტურნეს ნაწილი იყო NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის
წინ (Civil.ge 2021b). საქართველოსთვის ეს სტუმრობა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო
ორი მიზეზის გამო: ეს იყო ერთგვარი გზავნილი, რომ აშშ-ისთვის შავი ზღვის რეგიონის
უსაფრთხოება პრიორიტეტულ საკითხებს შორის შედის და ამ სტრატეგიაში საქართველო
კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მეორე მხრივ, ეს რეგიონი მნიშვნელოვანია იმდენად,
რამდენადაც ის არის NATO-ს აღმოსავლეთის უსაფრთხოების რკალი, რაც საქართველოს
მნიშვნელობას ალიანსის უსაფრთხოების სტრატეგიაშიც განაპირობებს (Polyakova 2021). ამ
კონტექსტში, მნიშვნელოვანია ორი ამერიკული ხომალდის, „მაუნტ უიტნის“ და „პორტერის“
შავ ზღვაში შემოსვლა, რაც რუსეთმა აშშ-ის მხრიდან პროვოკაციად შეაფასა (Radio Liberty
2021). თუმცა, საქართველოსთვის ეს იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ შავი ზღვის

5|www.g ip .ge
უსაფრთხოების სტრატეგიაში თბილისს მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია, მათ
შორის, NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთად.

რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის


მაგალითი სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის ომის შემდგომ პროცესებში ერთობლივი
მედიაციური პროცესების გამართვას შეეხება. საქართველოს და აშშ-ის ერთობლივი
ჩართულობით განხორციელდა ომის ტყვეთა და დანაღმული ტერიტორიების რუკების
გაცვლის ოპერაცია, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონში საქართველოს მიმართ
ნდობის ზრდას (Civil.ge 2021c). სწორედ ამ მიმართულებით აღსანიშნავია 2021 წლის
ნოემბერში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ერიკა ოლსონის სამხრეთკავკასიური
ვიზიტების სერია, რომლის ფარგლებშიც, ის თბილისშიც ჩამოვიდა (Civil.ge 2021c).
თბილისისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში აქტიური როლის შესანარჩუნებლად და
მედიაციური პროცესების კიდევ უფრო მეტად გასააქტიურებლად ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი
მოვლენაა, რაც საქართველოს შეუძლია, წარმატებით გამოიყენოს რეგიონში საკუთარი
როლის და ფუნქციის განსახორციელებლად ვაშინგტონთან თანამშრომლობით.

 ურთიერთობები თურქეთთან
ბაიდენის გაპრეზიდენტებამდე აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობა დროდადრო
გარკვეული დაძაბულობებით ხასიათდებოდა, თუმცა, მათი გაუმჯობესება ბაიდენის
ადმინისტრაციის პირობებშიც ნაკლებად მოსალოდნელად მიიჩნეოდა (Ciddi 2021).
მიმდინარე პერიოდში, ვაშინგტონსა და ანკარას შორის უთანხმოების ორი ძირითადი საგანი
არსებობს. ერთი მხრივ, NATO-ს წევრი ქვეყნის რუსული შეიარაღებით გაძლიერება (The
White House 2021d) და, მეორე მხრივ, ანტიდემოკრატიული პროცესები თურქეთში.

თურქეთის მიერ რუსეთისგან S-400-ს ტიპის ანტისარაკეტო სისტემების შეძენა აშშ-ისთვის


და, ზოგადად, ალიანსის წევრებისთვის, ერთგვარად, შეურაცხმყოფელი და სტრატეგიულად
სახიფათო ჟესტია (Bloomberg.org 2021). შესაბამისად, საპასუხოდ, ვაშინგტონმა თურქეთი F-
35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან ამოიღო. ბოლო დროს, თურქეთმა აშშ-
ის წარმოების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შეძენით დაინტერესება გამოთქვა (Mehta
2019), რის შესახებაც ვაშინგტონში ჯერ კიდევ ფიქრობენ და ამ საკითხის ანკარას წინააღმდეგ
ერთ-ერთ ბერკეტად გამოყენების იმედი აქვთ (Mason 2021).

ამ ფონზე, ცნობილი გახდა აშშ-ის დემოკრატიის სამიტზე მიწვეულ ქვეყანათა სავარაუდო


სიამ, რომელშიც თურქეთი არ არის მოხსენიებული (Politico.com 2021). სავარაუდოდ, ეს
მნიშვნელოვანი ინციდენტის წყარო გახდება ორ ქვეყანას შორის. დემოკრატიის შესახებ
ხედვების ფუნდამენტურად აცდენა, შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს ორმხრივი
ურთიერთობებისთვის, რისი მაგალითიც იყო 2021 წლის სექტემბრის დიპლომატიური
სკანდალი. ბიზნესმენ ოსმან კავანას სასამართლო პროცესის გაკრიტიკების შედეგად 10
დასავლელი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებით ერდოღანმა აჩვენა, რომ

6|www.g ip .ge
მზადაა, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში საკმარისად შორს წავიდეს, თუკი საქმე
ქვეყნის შიგნით პროცესებში ჩარევას ეხება.

მიუხედავად სამხედრო ვაჭრობის გარშემო შექმნილი უკმაყოფილებისა და დემოკრატიული


განვითარების შესახებ არათანმხვედრი ხედვებისა, ბაიდენი ახერხებს, ერდოღანთან
შეინარჩუნოს სტაბილური ურთიერთობა და, უფრო მეტიც, იმუშაოს აქამდე არსებული
გაუგებრობების მოგვარებაზე. ეს აჩვენა 30 ოქტომბერს რომში გამართულმა ორმხრივმა
შეხვედრამ, რომლის ფარგლებშიც, ორივე ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ შეიარაღებასთან
დაკავშირებული პარტნიორობა და მოლაპარაკებები ახლო მომავალში გარკვეული
პერსპექტივით დასრულდება (Frazer 2021).

საქართველოსთვის ორი ქვეყნის ურთიერთობების უფრო მეტად თანამშრომლობით


რელსებზე გადაყვანა მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთი საქართველოს ერთადერთი
მეზობელი ქვეყანაა, რომელიც NATO-ს წევრია. შესაბამისად, ინტეგრაციული პროცესების წინ
წასაწევად საჭიროა, რომ არსებობდეს სტაბილურობა ალიანსის ლიდერ ვაშინგტონთან, რათა
საქართველომ ორივე მოთამაშისგან მიიღოს შეთანხმებული მხარდაჭერა როგორც ნატოში
ინტეგრაციის გზაზე, ისე თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
სექტემბრის დიპლომატიური სკანდალის შემდეგ აშშ, შესაძლოა, უფრო მეტად
კონცენტრირდეს თურქეთთან თავდაცვის და უსაფრთხოების სტრატეგიის დაახლოებაზე და
ამ მიმართულებით ურთიერთობების გამყარებაზე, რაც, თბილისს განსაკუთრებით სჭირდება
საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევებისთვის თავის გასართმევად როგორც შავი ზღვის, ისე
სამხრეთ კავკასიის რეგიონების მასშტაბით. უფრო მეტიც, საქართველოს შეუძლია, რომ ორ
ქვეყანას შორის თანხმობის ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ საერთო ინტერესად იქცეს.

რა იცვლება და რა არ იცვლება ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი წლის


შემდეგ საქართველოსთვის?

საბოლოო ჯამში, ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი წლის განმავლობაში, ქვეყნის საგარეო


პოლიტიკაში, როგორც რიტორიკულ, ისე პრაქტიკულ დონეზე, საქართველოსთვის
რამდენიმე საყურადღებო მიმართულება გამოიკვეთა. ჯო ბაიდენის გლობალური
დემოკრატიის ხელშეწყობის იდეა თანდათან იწყებს პრაქტიკაში განხორციელებას, რის
საწყის ეტაპად დეკემბრის სამიტი ითვლება და რომლის მონაწილეც საქართველო იქნება.
არსებული მოლოდინების მიხედვით, ბაიდენი აღნიშნულ სამიტს უფრო მასშტაბური
სტრატეგიის განხორციელების ტრამპლინად გამოიყენებს, რათა დაღმავალ დემოკრატიებს,
როგორიცაა საქართველო, თამაშის განახლებული წესები შესთავაზოს, რაც ჩვენი
ქვეყნისთვის, შესაძლოა, დემოკრატიზაციის მიმართულებით განახლებული გარემოს შექმნის
საფუძველი გახდეს.

7|www.g ip .ge
ამავდროულად, აშკარაა, რომ აშშ ცდილობს, ურთიერთობები დააბალანსოს რუსეთთან ისე,
რომ არ გაწიროს უკრაინის და საქართველოს მსგავსი პატარა მოწყვლადი სახელმწიფოები. ამ
მხრივ, საქართველოსთვის ძირეული ცვლილებები არ მომხდარა. ამ გზაზე, ერთი მხრივ,
ვაშინგტონს სჭირდება ბევრად უფრო ნათელი და პრინციპული სტრატეგია თბილისის და
კიევის მიმართ. თუმცა, ორივე შავიზღვისპირა ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა გააგრძელოს
აშშ-სთან საერთო ინტერესების ძიება, როგორც ორმხრივი თუ რეგიონული უსაფრთხოების,
ისე შიდადემოკრატიული პროცესების გაგრძელების თვალსაზრისით. საქართველო-
უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის და ერთობლივი გეგმის გაღრმავება
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

რეგიონული თავდაცვის და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ფუნდამენტურ ცვლილებებს


კვლავ ვერ ვხედავთ, თუმცა საქართველოსთან ერთად აშშ-ის მედიაციის პროცესი სამხრეთ
კავკასიაში და შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის მშენებლობაში თბილისთან
თანამშრომლობა კვლავ აქტუალურია და მნიშვნელოვანი რუსეთისგან მომდინარე
საფრთხეებთან გასამკლავებლად და საქართველოს მედეგობის გასაძლიერებლად.

8|www.g ip .ge
გამოყენებული ლიტერატურა:

Aslund, Anders. A 'summit of democracy' is a great opportunity. ხელმისაწვდომია:


https://thehill.com/opinion/international/555886-a-summit-of-democracy-is-a-great-
opportunity?rnd=1622169632 ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Biden, Joe. 2018. Democracy in an Age of Authoritarianism. ხელმისაწვდომია:


https://www.allianceofdemocracies.org/speech-by-joe-biden/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 10
ნოემბერი;

Biden, Joseph R. Jr. 2020. Why America Should Lead Again. ხელმისაწვდომია:
https://www.foreignaffairs.com/articles/united-states/2020-01-23/why-america-must-leadagain
ბოლოჯერ ნანახია: 2021, 10 ნოემბერი;

Bloomberg.com. 2021. Biden Should Cut the Gordian Knot With Turkey. ხელმისაწვდომია:
https://www.bloomberg.com/opinion/articles/2021-06-13/biden-should-cut-turkey-loose-from-
the-west ბოლოჯერ ნანახია: 2021, 10 ნოემბერი;

Ciddi, Sinan. 2021. Turkey’s Frayed Ties With the West Are Unlikely to Improve Under Biden.
ხელმისაწვდომია: https://www.worldpoliticsreview.com/articles/29325/why-nato-turkey-
relations-are-unlikely-to-improve-under-biden ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Civil.ge. 2021a. Diplomatic Missions Decry Gov’t Leaders’ ‘Failure’ to Condemn Violence.
ხელმისაწვდომია: https://civil.ge/archives/430688 ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Civil.ge. 2021b. Secretary Austin Meets PM Garibashvili. ხელმისაწვდომია:


https://civil.ge/archives/448521 ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Civil.ge. 2021c. U.S. Deputy Assistant Secretary Continues Tbilisi Visit. ხელმისაწვდომია:
https://civil.ge/archives/453679 ბოლოჯერ ნანახია: 2021, 12 ნოემბერი;

Civil.ge. 2021d. U.S. State Department: Treat Saakashvili Fairly, with Dignity. ხელმისაწვდომია:
https://civil.ge/archives/454102 ბოლოჯერ ნანახია: 2021, 09 ნოემბერი;

Francis, Diane. 2021. Why is Biden letting Putin win? ხელმისაწვდომია:


https://www.atlanticcouncil.org/blogs/ukrainealert/why-is-biden-letting-putin-win/ ბოლოჯერ
ნანახია: 2021, 09 ნოემბერი;

Frazer, Suzan. 2021. Turkey’s Erdogan: Biden will do ‘his best’ for F-16 sale. ხელმისაწდომია:
https://www.defensenews.com/global/europe/2021/11/01/turkeys-erdogan-biden-will-do-his-
best-for-f-16-sale/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 10 ნოემბერი;

GIP. 2021. Georgia’s Security Options, as a Small State Navigating the Pressures of an Evolving
International System – Expert Interview with Professor Roy Allison. ხელმისაწვდომია:
http://gip.ge/georgias-security-options-as-a-small-state-navigating-the-pressures-of-an-evolving-

9|www.g ip .ge
international-system-expert-interview-with-professor-roy-allison/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14
ნოემბერი;

Kissinger, Henry. 2021. Henry Kissinger on why America failed in Afghanistan. ხელმისაწვდომია:
https://www.economist.com/by-invitation/2021/08/25/henry-kissinger-on-why-america-failed-
in-afghanistan ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Labott, Elise. 2021. When the White House Changed Hands, It Changed Tone but Not Policies.
ხელმისაწვდომია: https://foreignpolicy.com/2021/09/22/biden-us-policy-trump-legacy-foreign-
policy-aukus/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Mankoff, Jeffrey. 2021. Afghanistan Will Put Russia’s Regional Ambitions to the Test.
ხელმისაწვდომია: https://www.worldpoliticsreview.com/articles/29937/for-russia-afghanistan-
is-an-opportunity-and-atest ბოლოჯერ ნანახია: 2021, 10 ნოემბერი;

Mason, Jeff. 2021. Biden talks F-16s, raises human rights at meeting with Turkey's Erdogan.
ხელმისაწვდომია: https://www.reuters.com/world/middle-east/biden-meets-erdogan-amid-
tension-over-defence-human-rights-2021-10-31/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 10 ნოემბერი;

McFaul, Michael. 2021. U.S. policy options to help democracy are much wider & bigger in Georgia.
ხელმისაწვდომია: https://twitter.com/mcfaul/status/1364279863595606016 ბოლოჯერ
ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Mehta, Aaron. 2019. Turkey officially kicked out of F-35 program, costing US half a billion dollars.
ხელმისაწვდომია: https://www.defensenews.com/air/2019/07/17/turkey-officially-kicked-out-
of-f-35-program/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 10 ნოემბერი;

Nardelli, Alberto, Jacobs, Jenifer & Wadhams, Nick. 2021. U.S. Warns EU That Russia Could Be Planning
to Invade Ukraine. ხელმისაწვდომია: https://time.com/6116867/us-warns-russia-invade-
ukraine/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 15 ნოემბერი;

Pamuk, Humeyra & Lewis, Simon. 2021. Biden's democracy summit: Problematic invite list casts shadow
on impact. ხელმისაწვდომია: https://www.reuters.com/world/bidens-democracy-summit-
problematic-invite-list-casts-shadow-impact-2021-11-07/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14
ნოემბერი;

Pifer, Steven. 2021. Did Biden succeed with Putin? Check back in six months. ხელმისაწვდომია:
https://www.brookings.edu/blog/order-from-chaos/2021/06/17/did-biden-succeed-with-putin-
check-back-in-six-months/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Politico.com. 2021. Countries and/or governments invited to the Summit for Democracy in 2021.
ხელმისაწვდომია: https://www.politico.com/f/?id=0000017c-ec87-df97-a9ff-fcffee940000
ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Polyakova, Alina. 2021. Black Sea Security: Reviving US Policy Toward the Region. ხელმისაწვდომია:
https://cepa.org/black-sea-security-reviving-us-policy-toward-the-region/ ბოლოჯერ ნანახია:
2021, 10 ნოემბერი;

10 | w w w . g i p . g e
Radio Liberty. 2021. U.S. Senators Express Concerns Of Georgian 'Backsliding' On Democracy.
ხელმისაწვდომია: https://www.rferl.org/a/us-senators-concern-georgia-democracy-
backsliding/30406183.html ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Radio Liberty. 2021. Russian Defense Minister Claims U.S. Presence In The Black Sea Is A Provocation.
ხელმისაწვდომია: https://www.rferl.org/a/russia-united-states-black-sea/31550090.html
ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Rand.org. 2021. President Biden's First Address to Congress: Insights from RAND. ხელმისაწვდომია:
https://www.rand.org/blog/2021/04/bidens-address-to-congress-insights-from-rand.html
ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Samkharadze, Nino. 2021a. USA Foreign Policy in Transition: How a Biden Administration Impacts
Georgia. ხელმისაწვდომია: http://gip.ge/usa-foreign-policy-in-transition-how-a-biden-
administration-impacts-georgia/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Samkharadze, Nino. 2021b. Georgia After the Mission in Afghanistan: How to Reclaim Relevance in
NATO’s Current Agenda. ხელმისაწვდომია: http://gip.ge/georgia-after-the-mission-in-
afghanistan-how-to-reclaim-relevance-in-natos-current-agenda/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14
ნოემბერი;

Samkharadze, Nino. 2021c. Biden’s Vision for Global Democracy After Afghanistan: What Does Georgia
Need to Consider? ხელმისაწვდომია: http://gip.ge/bidens-vision-for-global-democracy-in-a-
post-afghanistan-what-does-georgia-need-to-consider/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

Sovsun, Inna. 2021. Putin will use weaponized pipeline to blackmail Europe. ხელმისაწვდომია:
https://www.atlanticcouncil.org/blogs/ukrainealert/putin-will-use-weaponized-pipeline-to-
blackmail-europe/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

US Embassy. 2021b. U.S. Embassy Statement on Georgian Dream’s Withdrawal from April 19th
Agreement. ხელმისაწვდომია: https://ge.usembassy.gov/u-s-embassy-statement-on-georgian-
dreams-withdrawal-from-april-19th-agreement/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

The New York Times. 2021. Summit Over, Putin and Biden Cite Gains, but Tensions Are Clear.
ხელმისაწვდომია: https://www.nytimes.com/live/2021/06/16/world/biden-putin ბოლოჯერ
ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

The White House. 2021a. Remarks by President Biden on America’s Place in the World.
ხელმისაწვდომია: https://www.whitehouse.gov/briefing-room/speeches-
remarks/2021/02/04/remarks-by-president-biden-on-americas-place-in-the-world/ ბოლოჯერ
ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

The White House. 2021b. Remarks by President Biden on Afghanistan. ხელმისაწვდომია:


https://www.whitehouse.gov/briefing-room/speeches-remarks/2021/08/16/remarks-by-
presidentbiden-on-afghanistan/ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი;

11 | w w w . g i p . g e
The White House. 2021c. President Biden to Convene Leaders’ Summit for Democracy.
ხელმისაწვდომია: https://www.whitehouse.gov/briefing-room/statements-
releases/2021/08/11/president-biden-toconvene-leaders-summit-for-democracy/ ბოლოჯერ
ნანახია: 2021, 11 ნოემბერი;

The White House. 2021d. Readout of President Biden’s Meeting with President Recep Tayyip Erdogan
of Turkey. ხელმისაწვდომია: https://www.whitehouse.gov/briefing-room/statements-
releases/2021/10/31/readout-of-president-bidens-meeting-with-president-recep-tayyip-erdogan-
of-turkey/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 10 ნოემბერი;

Vershbow, Alexander. 2021. Biden can reassert US leadership by backing Ukraine against Russia.
ხელმისაწვდომია: https://www.atlanticcouncil.org/blogs/ukrainealert/biden-can-reassert-us-
leadership-by-backing-ukraine-against-russia/ ბოლოჯერ ნანახია: 2021, 14 ნოემბერი.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) არის არაკომერციული, არაპარტიული, კვლევითი და


ანალიტიკური ორგანიზაცია. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ცდილობს საქართველოში
დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლების გაძლიერებას და ეფექტური მმართველობის
პრინციპების განვითარებას პოლიტიკური კვლევისა და ადვოკატირების გზით.

დოკუმენტის ციტირების წესი:


ნინო სამხარაძე, „ბაიდენის ერთი წელი თეთრ სახლში და საქართველო: რა იცვლება და რა არ იცვლება
თბილისისთვის?“, პოლიტიკის მემორანდუმი #52, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, ნოემბერი, 2021.

© Georgian Institute of Politics, 2021


13 Aleksandr Pushkin St, 0107 Tbilisi, Georgia
Tel: +995 599 99 02 12
Email: info@gip.ge

For more information, please visit


www.gip.ge
12 | w w w . g i p . g e

You might also like