You are on page 1of 10

GIP პოლიტიკის მემორანდუმი ოქტომბერი 2021 / გამოცემა #50

პოლიტიკური პოლარიზაცია - მოჯადოებული წრე თუ


ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პატარა
პარტიებისთვის?

თეონა ზურაბაშვილი1

შესავალი

2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ,,რეფერენდუმის“


მნიშვნელობის მინიჭებამ კიდევ ერთხელ ,,გაკრიფა შუა“ და ოპოზიციური განწყობის მქონე
ამომრჩევლის ხმები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ,,ნაციონალური მოძრაობის“
სასარგებლოდ კონცენტრირდა. თუმცა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ოქტომბრის
თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა მხოლოდ 30.68 % მიიღო (cesko.ge 2021ა),
,,ქართულმა ოცნებამ“ კი ხმათა 43%-ზე მეტის მიღება შეძლო (cesko.ge 2021ა). ამ
უკანასკნელმა მაჩვენებელმა კი, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიისა (osce.org 2021) და
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების (საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველო 2021, Interpresnews.ge 2021) მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი
დარღვევების მიუხედავად, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა
გამორიცხა, რაც შესაძლოა, გამაფრთხილებელი სიგნალი ყოფილიყო მმართველი
პარტიისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის მესამე ვადის განმავლობაში დასავლელი
პარტნიორებისა და დემოკრატიის ზოგადი პრინციპებისადმი ღია კონფრონტაციის გზას
დაადგა.
იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის მის გარშემო მაქსიმალური
მობილიზების მიუხედავად, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო ქვეყნისთვის
უმნიშვნელოვანეს არჩევნებში გარდატეხის შეტანა, საინტერესოა მსჯელობა, იყო თუ არა
პოლარიზაციის მოჯადოებული წრე ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც 2 ოქტომბერს პატარა
პარტიებმა ვერ მოახერხეს, თავის მხრივ გამხდარიყვნენ გამოწვევა ,,ქართული
ოცნებისთვის“.

1 საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი.

1|www.gip.ge
რატომ შეიძლება იყოს პრობლემა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ
პატარა პარტიების ამომრჩევლის მითვისება?

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა ადრეული


მიგნება (კაკაჩია და ლებანიძე 2018), რომ პოლიტიკური პოლარიზაცია და ამ თვალსაზრისით
,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ველის
,,მონოპოლიზაცია“ წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც ქართულ პოლიტიკაზე
პატარა პარტიების უმნიშვნელო პოლიტიკური გავლენას განაპირობებს. თუმცა, უნდა
აღინიშნოს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე პოლარიზაციის ეფექტი ძირითადად ისეთ
პოლიტიკურ სუბიექტებზე აისახა, რომლებსაც პოლიტიკური წარსული ,,ქართულ
ოცნებასთან“ არ აკავშირებდათ. კერძოდ, 2 ოქტომბრის არჩევნებში, ,,ქართულ ოცნებასთან“
არააფილირებულმა პატარა პარტიებმა მნიშვნელოვან ელექტორალურ წარმატებას ვერ
მიაღწიეს. სანაცვლოდ კი, 2017 წლის არჩევნებთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით, 17.08 %-
დან (cesko.ge 2017ა) 30.68 % -მდე (cesko.ge 2021ა) გაიზარდა ყველაზე დიდი ოპოზიციური
პარტიის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში
ამომრჩევლის პრეფერენციების ამგვარი გადანაწილება ლოგიკური ჩანს არჩევნების
კონტექტიდან გამომდინარე. ოპოზიციური პარტიების მხრიდან თვითმმართველობის
არჩევნებისთვის ,,რეფერენდუმის“ მნიშვნელობის მინიჭებამ უფრო მეტად თვალსაჩინო
გახადა ოპოზიციურ და მმართველი პარტიის ამომრჩეველს შორის გამმიჯნავი ხაზები,
რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური ლიდერის და ქვეყნის ყოფილი
პრეზიდენტის საქართველოში მოულოდნელმა დაბრუნებამ უფრო გაამძაფრა და
ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმათა აკუმულირება ,,ნაციონალური მოძრაობის“
სასარგებლოდ მოახდინა.
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ამომრჩევლის ხმათა რაოდენობით ,,ნაციონალური
მოძრაობა“ ქართული ოპოზიციური ფლანგის ლიდერია და მას შეუძლია, მმართველ პარტიას
მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნას არჩევნებში, თუნდაც ,,ქართული ოცნების“
საბოლოო გამარჯვების გასაფორმებლად არჩევნების მეორე ტურების (საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველო 2018, რადიო თავისუფლება 2012) დანიშვნის აუცილებლობით,
ამ ეტაპზე, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების შეცვლის ელექტორალური რესურსი
არ აქვს. ამის მანიშნებელია, არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა
პროცენტული რაოდენობა. კერძოდ, 2021 წლის 2 ოქტომბრამდე, საპარლამენტო არჩევნებში
აღნიშნული პარტიის მიღებული შედეგები სტაბილურად 27 % -იან ნიშნულს მოიცავდა
(cesko.ge 2016ა, cesko.ge 2020ა), რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. ხოლო,
2 ოქტომბრისთვის, პოლარიზაციის ყველაზე რადიკალულ პირობებშიც კი, ,,ნაციონალური
მოძრაობის“ სასარგებლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმათა მაქსიმალურმა
რაოდენობამ მხოლოდ 30.68 % შეადგინა (cesko.ge 2021ა). ამ მოცემულობით კი,
,,ნაციონალური მოძრაობა“ ვერ პოზიციონირდა იმ პოლიტიკურ ძალად, რომელიც
მმართველ პარტიას ხმათა 43 % ზე მეტის აღებას გაურთულებდა და ქვეყანაში ვადამდელი
არჩევნების შესაძლებლობას შექმნიდა. საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო
ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი საარჩევნო დარღვევები შეიძლება,
ამ მოსაზრების კონტრარგუმენტად ჩაითვალოს, მაგრამ საქართველოს არჩევნების

2|www.gip.ge
ისტორიაში, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები მმართველი პარტიის მიერ
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩეველზე სხვადასხვაგვარი
ზემოქმედების პირველი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ 2 ოქტომბერს, ყველაზე დიდმა
ოპოზიციურმა პარტიამ ვერ შეძლო მიეღო ისეთი მხარდაჭერა, რომელიც ერთიან
გარდატეხას შეიტანდა არჩევნების შედეგებში, როგორც ეს მოხდა 2012 წელს.
იმ ფაქტის ასახსნელად, თუ რატომ ვერ ახერხებს ,,ნაციონალური მოძრაობა“
კონკრეტულ ნიშნულს ზემოთ აწიოს მისი ელექტორალური მხარდაჭერა, გულუბრყვილო
იქნებოდა დაშვება, რომ საზოგადოებას მმართველი პარტიის, ,,ქართული ოცნების“ მიერ
საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მიღწეული შედეგები აკმაყოფილებს და ამიტომ,
პოლარიზაციის კონტექსტში, ეს ფაქტორი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიმართ
ამომრჩეველთა ნაკლებ მხარდაჭერას განაპირობებს. უფრო რელევანტური იქნებოდა
ვარაუდი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური შედეგები რეტროსპექტიული
ხმის მიცემის (Lewis‐Beck and Stegmaier 2007) და ხმის პროტესტის ნიშნად მიცემის (Pop-Eleches
2010) მოდელების სინთეზს წარმოადგენს. კერძოდ, არჩევნებში მისულ ამომრჩეველთა
სტაბილურ 27 %-ს, სავარაუდოდ, ის მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებმაც საკუთარ
თავზე იგრძნეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს
გახორცილებული ინსტიტუციური ცვლილებებით გამოწვეული სიკეთეები და რომლებიც
აღნიშნულ პარტიას ხმას რეტროსპექტიულად, წარსული პერფორმანსის გამო აძლევენ.
ხოლო, უფრო მეტი ამომრჩეველის მხრიდან ,,ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ
გადაწყვეტილების მიღებას, ერთი მხრივ, ხელს უშლის აღნიშნული პარტიის მიერ ძლიერი
სახელმწიფოს იდეით გამართლებული ავტორიტარული მართვის სტილი, რომელიც
კოლექტიურ მეხსიერებაში მძაფრადაა ჩარჩენილი და რომელსაც პარტიაზე სააკაშვილის
არაფორმალური გავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაში უფრო აცოცხლებს. მეორე მხრივ
კი, ეს ფაქტორი ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს პროტესტის ნიშნად მისი მთავარი
პოლიტიკურ მოწინააღმდეგის, ,,ქართული ოცნების“, სასარგებლოდ მობილიზებისკენ
უბიძგებს. არსებული ხელმძღვანელობის და წარსული შეცდომების გარდა, ,,ნაციონალური
მოძრაობისთვის“ ასევე გამოწვევას შეიძლება წარმოადგენდეს ამომრჩეველთა შეცვლილი
კონფიგურაცია. ახალი თაობის ამომრჩევლისთვის ცხოვრების მინიმალური პირობები და
ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კორუფციული გარიგების გარეშე უნივერსიტეტში ჩაბარება,
უკვე მოცემულობას წარმოადგენს და მხარდაჭერისთვის ისინი პარტიისგან ელიან ისეთი
ფასეულობების ლობირებას, რომლებიც თვით-გადარჩენის საბაზისო პრეფერენციებზე
მაღლა დგას.
გამომდინარე იქიდან, რომ განხილული ფაქტორების გამო, ,,ნაციონალური მოძრაობა“
ამომრჩეველს ვეღარ ზრდის და მას მმართველი პარტიის არჩევნების გზით დამარცხება ამ
ეტაპზე არ შეუძლია, მცირე პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლის ,,ნაციონალური
მოძრაობის“ გარშემო მობილიზაცია პრობლემას წარმოადგენს. იმ ფონზე, რომ ,,ქართული
ოცნება“ უკვე ღიად აცხადებს უარს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული
ვალდებულებების შესრულებაზე და საქართველოს ისედაც ხარვეზებით აღსავსე,
არაკოსოლიდირებული დემოკრატია უფრო ჩიხში შეჰყავს, ანგარიშგასაწევი პოლიტიკური
ალტერნატივის არ არსებობა, სავარაუდოა, რომ ,,ქართულ ოცნებას“ უფრო მეტ
თავისუფლებას მისცემს, რომ დააზიანოს შიდადემოკრატიული პროცესი და ურთიერთობები
სტრატეგიულ პარტნიორებთან.

3|www.gip.ge
ბრძოლა ,,ნაციონალური მოძრაობის“ დომეინისთვის

საქართველოს რეალობაში, პოლიტიკურ პოლარიზაცია უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს


იმ მნიშვნელოვან გარემოებად, რომელიც პატარა პარტიების პოლიტიკაზე გავლენას
ამცირებს. თუმცა, პოლიტიკური პოლარიზაცია არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც
პროდასავლური, მცირე პარტიების ამომრჩევლის ისევ ,,ნაციონალური მოძრაობის“
სასარგებლოდ აკუმულირებას განაპირობებს და მათ უფუნქციოდ ტოვებს.
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, სადაც იდეოლოგიური ჩარჩოები ბუნდოვანია
(ბარქაია …, 2016), შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველი პოლიტიკურ პარტიებს ძირითადად
პარტიული პოზიციების მიხედვით ანსხვავებს. პარტიული პოზიციების შინაარსობლივი
შეფასება კი, დაბალი პოლიტიკური კულტურის თუ სხვა ფაქტორების გამო, უფრო მეტად
პარტიების წარმომადგენლების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული გზავნილებით ხდება,
ვიდრე შესაბამისი პოლიტიკური პროგრამების მეშვეობით. ზოგადად, საჯარო სივრცეში
გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ძირითად დაპირებებს
სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის შემცირება და ქვეყნის ევროატლანტიკური
მომავლის უზრუნველყოფა წარმოადგენს (formulanews.ge 2021, interpresnews.ge 2021)
მიუხედავად იმის, რომ პროდასავლური, მცირე პოლიტიკური პარტიების პროგრამული
ხედვა (partiebi.ge. 2020) ბევრ სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, უკანასკნელ წლებში, მათი
მნიშვნელოვანი ნაწილი, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, ძირითადად იდენტურ
საკითხებზე აკეთებენ აქცენტს მედიასთან კომუნიკაციის დროს (lelo2020.ge 2020, Giorgi
Vashadze/გიორგი ვაშაძე 2020, ევროპული საქართველო 2020). ქვეყნის მოსახლეობის წინაშე
მდგარი გამოწვევების ფონზე (NDI 2021), პატარა პოლიტიკური პარტიების ამგვარი
გადაწყვეტილება რაციონალური იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - საარჩევნო ხმის მქონე
მოქალაქეთა მონაწილეობა არჩევნებში არ იზრდება (cesko.ge 2016ბ, cesko.ge 2017ბ, cesko.ge
2020ბ, cesko.ge 2021ბ) და ,,ნაციონალური მოძრაობის“ და მცირე პარტიების სამიზნე
აუდიტორიას ოპოზიციური განწყობის მქონე ამომრჩევლის ერთი და იგივე სეგმენტი
წარმოადგენს. ,,ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი პარტიული პოზიციებით იმ დომეინში
წარმატების მიღწევა, სადაც ,,ნაციონალურ მოძრაობას“ სტაბილურად მაღალი მხარდაჭერა
აქვს, პატარა პარტიებისთვის განსაკუთრებით რთულია პოლარიზაციის პირობებში.
როდესაც არჩევანი ოპოზიციურ და სახელისუფლებო კანდიდატამდე ვიწროვდება,
,,ნაციონალურ მოძრაობას“ პატარა პარტიებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს,
რადგან მას ამომრჩევლისთვის უკვე დამტკიცებული აქვს, რომ ქვეყნის წინსვლისა და
მოქალაქეთა კეთილდღეობის მიღწევის თვალსაზრისით პოზიტიური ცვლილებების მოტანა
შეუძლია, განსხვავებით მცირე პარტიებისგან, რომელთა უმრავლესობასაც ხელისუფლებაში
ყოფნის გამოცდილება არ აქვს და ამ თვალსაზრისით, ამომრჩევლის თვალში ნაკლებად
სანდო შეიძლება იყვნენ. მეორე მხრივ, კი როდესაც არჩევნების მნიშვნელობიდან
გამომდინარე, პოლარიზაცია უფრო რადიკალურ სახეს იღებს, ამომრჩეველი სტრატეგიული
ხმის მიცემის (Myatt 2007) ლოგიკით მოქმედებს და მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალას,
რომელიც არა მარტო ახლოსაა მის შეხედულებებთან, არამედ რომელსაც არჩევნებში
გამარჯვების მეტი შანსი აქვს.

4|www.gip.ge
რამდენად დაინახა ამომრჩეველმა განსხვავება პატარა პარტიებსა და ,,ნაციონალურ
მოძრაობას“ შორის 2021 წლის არჩევნებზე?

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე, პატარა პარტიების


ამომრჩეველთან კომუნიკაციის ფორმა არ განსხვავდებოდა ,,ნაციონალური მოძრაობის“
დისკურსისგან. პატარა პარტიებიც, ნაციონალური მოძრაობის მსგავსად,
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხაზს უსვამდნენ ,,რეფერენდუმის“ მნიშვნელობასა და
მთავრობის გადაყენების აუცილებლობას (პირველი არხი 2021) და არ უწარმოებიათ
საგნობრივი და შინაარსობლივი დისკუსია, თუ რა დაპირებები და პროგრამები ქონდათ მათ
თვითმმართველობის არჩევნებისთვის. უფრო მეტიც, უმეტესობას არჩევნებამდე ერთი თვით
ადრეც კი არ გამოუქვეყნებია საარჩევნო პროგრამები (ჩიჩუა 2021ა). ეს გარემოება შეიძლება
ჩაითვალოს პატარა პარტიების მნიშვნელოვან შეცდომად. მაშინ, როდესაც პოლარიზაციის
პირობებში, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო, მხოლოდ ,,რეფერენდუმის“ მნიშვნელობაზე
გაეკეთებინა აქცენტი, რადგან მისმა ამომრჩეველმა უკვე იცის, თუ როგორ მოქმედებს ეს
კონკრეტული პარტია ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მცირე პარტიებმა ამომრჩეველს არ
მისცეს მათ გეგმებში, ღირებულებებში და შეხედულებებში ორიენტაციის საშუალება და
შესაბამისად, დაკარგეს შესაძლებლობა, რომ ამომრჩეველს პატარა პარტიებსა და
,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შინაარსობლივი განსხვავება დაენახა.

ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როგორც ოპოზიციური გამწყობის მქონე


ამომრჩევლის მობილიზების ეფექტური საშუალება?

თბილისში მერობის საერთო კანდიდატის შესახებ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“


ზოგიერთი პატარა პარტიის მხრიდან დადებული შეთანხმება (ჩიჩუა 2021ბ) შეიძლება
ჩაითვალოს კიდევ ერთ ფაქტორად, რამაც 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის
არჩევნებზე პატარა პარტიების ელექტორალური შედეგი უმნიშვნელო გახადა. პატარა
პარტიების მხრიდან ,,ვიწროპარტიული ინტერესების გვერდზე გადადების“ სტრატეგიამ
,,ნაციონალურ მოძრაობას“ მნიშვნელოვანი წარმატება ვერ მოუტანა, კერძოდ კი, ქვეყნის
მასშტაბით მისი ტრადიციული ელექტორალური შედეგი მხოლოდ 4%-ით გაუმჯობესდა.
სავარაუდოა, რომ პატარა პარტიების გადაწყვეტილებამ, პარტიულ ალიანსში შესულიყვნენ
,,ნაციონალურ მოძრაობასთან“, მოქალაქეთა თვალში ტოლობის ნიშანი დასვა ,,ნაციონალურ
მოძრაობას“ და ამ პარტიებს შორის. იმ ამომრჩეველმა კი, რომლისთვისაც ნაციონალური
მოძრაობის კანდიდატი პრინციპულად მიუღებელი იყო, მათ მიერ წარსულში
მხარდაჭერილი, მცირე პარტიების სულისკვეთება საერთო ოპოზიციური მიზნის შესახებ არ
გაიზიარეს. მაშინ, როდესაც პატარა პარტიების ხმები დაისაქსა ერთი მხრივ, შეთანხმებულ
კანდიდატისა და მეორე მხრივ, პატარა პარტიების ნაწილის არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილეობის (არაბული 2021) გამო, მათ საერთო კოალიციას შეიძლება უფრო მეტი
კონტრიბუცია შეეტანა ოპოზიციურ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გაზრდაში.

5|www.gip.ge
რა შესაძლებლობები ქონდათ პატარა პარტიებს პოლარიზაციის კონტექსტში

საქართველოს რეალობაში პოლიტიკური პოლარიზაცია აღქმულია, როგორც


მოჯადოებული წრე, რომელიც ხელს უშლის პატარა პარტიების განვითარებას და
პოლიტიკური ველის შესაბამის დივერსიფიკაციას, რომელმაც, თავის მხრივ, შესაძლოა,
ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ კონსოლიდაციას. თუმცა, პოლიტიკური
პოლარიზაციის მოცემულობის მიღმა, პატარა პარტიებისთვის არსებობს შესაძლებლობები,
რომელსაც ისინი ჯერ-ჯერობით ვერ იყენებენ.

2021 წლის 2 ოქტომბრის ,,რეფერენდუმისთვის“ პატარა პარტიებისთვის გარკვეულ


პოზიტიურ გარემოს ქმნიდა ის მოცემულობა, რომ უკიდურესი პოლარიზაციის მიუხედავად,
ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება აღარ
სურს და არც ,,ქართული ოცნება“ მიაჩნიათ თავიანთი შეხედულებების მხარდამჭერად.
კერძოდ, სხვადასხვა წლებში ამომრჩეველთა არჩევნებზე აქტიურობის ისტორია (cesko.ge
2016ბ, cesko.ge 2017ბ, cesko.ge 2020ბ, cesko.ge 2021ბ) აჩვენებს, რომ ელექტორატის მხოლოდ
ნახევარი იღებს გადაწყვეტილებას ძირითადად დომინანტი პარტიების სასარგებლოდ, ხოლო
საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა მეორე ნახევარი არჩევნებში საერთოდ არ
მონაწილეობს. თუმცა, ამ მოცემულობის მიუხედავად, მცირე პარტიებს გაუჭირდათ იმის
იდენტიფიცირება, რომ ქვეყანაში არსებობს ელექტორატის მნიშვნელოვანი სეგმენტი,
რომელსაც პოლარიზებული პოლიტიკური დღის წესრიგისგან განსხვავებული
ფასეულობები და საჭიროებები აქვს. მცირე პოლიტიკური პარტიებს შეეძლოთ, ქცეულიყვნენ
ამ პოტენციური ამომრჩევლების წარმომადგენლად, თუ მათი საჭიროებების შესაბამის
პარტიულ ნიშას დაიკავებდნენ და საჯარო სივრცეში გააქტიურებდნენ დისკუსიას
ფრუსტრირებული მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომლებიც,
შეიძლება, ოფიციალურად ეწეროთ პოლიტიკური პროგრამებში, მაგრამ ამაზე მსჯელობა
პროფესიული წრეების მიღმა არ მიდის. თუმცა, ისევ პოლიტიკური პოლარიზაციის
გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმართველობის
არჩევნებში, სავარაუდოდ, მცირე პარტიები მხოლოდ გრძელვადიანი და თანამიმდევრული
სტრატეგიის მეშვეობით შეძლებდნენ ამომრჩეველთა განხილული სეგმენტის მიმხრობას.
ამავდოულად, პატარა პარტიების მიერ სტაბილურად კონკრეტული პოზიციური ნიშით
პოზიციონირება, უფრო გაუადვილებდა არჩევანს იმ ოპოზიციური განწყობის
ამომრჩეველსაც, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ არის და მორალური
დილემის გამო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არჩევნებში ან არ მიიღო მონაწილეობა, ან
,,ნაციონალურ მოძრაობასა“ და მცირე პარტიების პოზიციებს შორის ნიშანდობლივი
განსხვავების არ არსებობის გამო, ისევ ,,ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გააკეთა
არჩევანი.

6|www.gip.ge
დასკვნა

არსებულ დისკუსიაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, 2021 წლის 2 ოქტომბრის


არჩევნებში, პოლიტიკური პოლარიზაცია არ იყო ის მთავარი ფაქტორი, რამაც ოპოზიციური
განწყობის ამომრჩევლის ხმათა უმეტესობის ,,ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო
მობილიზაცია განაპირობა. არამედ ის ფაქტი, რომ პატარა პარტიები თავიანთივე
გადაწყვეტილებით დარჩნენ ელექტორატის იმ დომეინზე, რომელზეც პოლარიზაცია
მოქმედებს და მათ არ ქონდათ სტრატეგია, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის დღის
წესრიგიდან განსხვავებული პრეფერენციების მქონე ამომრჩევლის ყურადღება მიეპყროთ.
მოკლე ვადიან პერსპექტივაში, მათი ეს გადაწყვეტილება დესტრუქციულად შეიძლება
ჩაითვალოს საერთო ოპოზიციური მიზნის მიღწევის თვალსაზრისით, რადგან მათ ვერც
,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მნიშვნელოვანად გაზრდა შეძლეს და ვერც
დამოუკიდებლად შეიტანეს კონტრიბუცია 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში. ასევე,
პატარა პარტიების მიერ ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მონოპოლიზებულ პოლიტიკურ
ველზე დარჩენა შეიძლება დამაზიანებლად ჩაითვალოს გრძელვადიან პერსპექტივაშიც.
,,ნაციონალური მოძრაობისგან“ მკაფიოდ გამიჯნული პარტიული პოზიციებისა და
სამოქმედო სტრატეგიის გარეშე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მცირე პარტიები ისეთ
მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშეებად პოზიციონირდნენ, რომლებიც ოპოზიციურ
სპექტრში ,,მონოპოლისტი“ პარტიის სერიოზულ ალტერნატივას შექმნიან და
ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის
ტრადიციულ საშიშროებას შეამცირებენ. მდგრადი მრავალპარტიული სისტემის არ არსებობა
კი, დემოკრატიის უკუსვლის და დასავლელ პარტნიორებთან გართულებული
ურთიერთობის ფონზე, ვერ იძლევა დამაიმედებელ სიგნალს ქვეყნის სტაბილურობისა და
შემდგომი განვითარებისთვის.

7|www.gip.ge
გამოყენებული ლიტერატურა

Lewis‐Beck, Michael S., and Mary Stegmaier. 2007. Economic models of voting In The Oxford handbook of political
behavior.

Myatt, David.P., 2007. On the theory of strategic voting. The Review of Economic Studies, 74(1), pp.255-281.

Pop-Eleches, Grigore. 2010. "Throwing out the bums: Protest voting and unorthodox parties after communism." World
Politics 62, no. 2: 221-260

ბარქაია ზვიად, კვაშილავა ბაკურ, გოგოლაძე ნინო, ქობალია ირაკლი, ჩხიკვაძე ივანე. 2016. საქართველოს
პოლიტიკური ლანდშაფტი. მეორე გამოცემა. თბილისი.

Cesko.ge. 2016ა. საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერი. ხელმისაწვდომია:


https://archiveresults.cec.gov.ge/results/20161008/index.html ბოლოჯერ ნანახია: 11 ოქტომბერი, 2021

Cesko.ge. 2017ა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების


შედეგები. ხელმისაწვდომია: https://archiveresults.cec.gov.ge/results/20171021/index.html ბოლოჯერ ნანახია: 13
ოქტომბერი, 2021

Cesko.ge. 2020ა. 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ხელმისაწვდომია:


https://archiveresults.cec.gov.ge/results/20201031/#/ka-ge/election_43/dashboard ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი,
2021

Cesko.ge. 2021ა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები. ხელმისაწვდომია:


https://results.cec.gov.ge/#/ka-ge/election_45/dashboard . ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი, 2021

cesko.ge 2016ბ. ამომრჩეველთა აქტივობა,აქტივობა საქართველოს მასშტაბით. ხელმისაწვდომია:


https://cesko.ge/res/docs/monacileqalebi.pdf ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი, 2021

cesko.ge 2017ბ. აქტივობის სტატისტიკა, აქტივობა საქართველოს მასშტაბით.


ხელმისაწვდომია:https://cesko.ge/res/docs/Aqtivoba20.002017GEOGENDER.pdf ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი,
2021
cesko.ge 2020ბ. აქტივობის სტატისტიკა, აქტივობა საქართველოს მასშტაბით. ხელმისაწვდომია:
https://cesko.ge/res/docs/2020110718072020.00..pdf ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი, 2021

cesko.ge 2021ბ. აქტივობის სტატისტიკა, აქტივობა საქართველოს მასშტაბით. ხელმისაწვდომია:


https://cesko.ge/res/docs/20.00.pdf ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი, 2021
Formulanews.ge .2021. მელია: გინდა სიღარიბე იზრდებოდეს, შემოხაზე 41, თუ უკეთესი ცხოვრება გსურს
შემოხაზე ოპოზიცია. ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/55263 ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი,
2021

Giorgi Vashadze/გიორგი ვაშაძე. 2020. დავიწყოთ აღმშენებლობა, დავამარცხოთ სიღარიბე. ხელმისაწვდომია:


https://www.facebook.com/G.Vashadze/videos/706678023253654/ ბოლოჯერ ნანახია: 11 ოქტომბერი, 2021

Interpresnews.ge. 2021. ნიკა მელია - 2 ოქტომბრის გამარჯვებით ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას - ეს
ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის. ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/670752-nika-
melia-2-oktombris-gamarjvebit-vicqebt-gamorcheuli-kveqnis-shenebas-es-kveqana-ikneba-qvelasi-da-ara-erti-kacis/ .
ბოლოჯერ ნანახია:13 ოქტომბერი, 2021

Interpresnews.ge. 2021„სამართლიანი „არჩევნები“- საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრის პროცესი


მშვიდ გარემოში, თუმცა დარღვევებით მიმდინარეობდა. ხელმისაწვდომია:

8|www.gip.ge
https://www.interpressnews.ge/ka/article/677092-samartliani-archevnebi-saarchevno-ubnebis-umravlesobashi-
kenchisqris-procesi-mshvid-garemoshi-tumca-dargvevebit-mimdinareobda ბოლოჯერ ნანახია:13 ოქტომბერი, 2021

lelo2020.ge. 2020. „ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძეა. პარტიამ ,,ლელოს“ ,,ახალი
მარშალის გეგმის მიმართულებების“ ხელმძღვანელებიც დაასახელა. ხელმისაწვდომია:
https://lelo2020.ge/news/5f856320411109e85ef206fc. ბოლოჯერ ნანახია: 11 ოქტომბერი, 2021

Natonal Democratic Institute (NDI). 2021. NDI-ის კვლევა: ეკონომიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა კვლავ
მთავარი პრიორიტეტებია; ქვეყნის მმართველობის მიმართ ნდობა კლებულობს. ხელმისაწვდომია:
https://www.ndi.org/sites/default/files/NDI%20Georgia%20-%20Press%20Release%20-%20July%202021%20Poll%20-
%20GEO%20-%20FINAL.pdf ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი, 2021

Osce.org. 2021. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველო - მუნიციპალიტეტის ორგანოთა


არჩევნები, 2021 წლის 2 ოქტომბერი. ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/d/9/499477.pdf
ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი, 2021

Partiebi.ge.2020. შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად. ხელმისაწვდომია:


https://partiebi.ge/2020/geo/home ბოლოჯერ ნანახია: 11 ოქტომბერი, 2021
არაბული ნასტასია. 2021. არჩევნები 2021: გაიგე, ვინ იბრძვის შენი ქალაქის მერობისთვის. ხელმისაწვდომია:
https://www.radiotavisupleba.ge/a/31440307.html ბოლოჯერ ნანახია: 8 ოქტომბერი, 2021

ევროპული საქართველო. 2020. ქვეყანას ჭირდება გარდამტეხი ცვლილებები. ხელმისაწვდომია:


https://www.facebook.com/europeangeorgia.ge/videos/759590331546595/ ბოლოჯერ ნანახია: 11 ოქტომბერი, 2021

კაკაჩია კორნელი, ლებანიძე ბიძინა. 2018. GIP კომენტარი: როდესაც არჩევნები დემოკრატიას აზიანებს:
გაკვეთილები საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ხელმისაწვდომია: http://gip.ge/ge/gip-
%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-
%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-
%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95/ ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი, 2021

პირველი არხი. 2021. დებატები დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის. ხელმისაწვდომია:
ttps://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge/videos/143685127979753/ ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი, 2021

რადიო თავისუფლება. 2021. არჩევნები 2021: სად, როდის და რატომ ჩატარდება მეორე ტური? ხელმისაწვდომია:
https://www.radiotavisupleba.ge/a/31490248.html ბოლოჯერ ნანახია: 11 ოქტომბერი, 2021

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. 2018. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის
წინასაარჩევნო გარემოს შეფასება. ხელმისაწვდომია: https://www.transparency.ge/ge/post/2018-clis-saprezidento-
archevnebis-meore-turis-cinasaarchevno-garemos-shepaseba ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი, 2021

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. 2021. საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2


ოქტომბრის არჩევნების დაკვირვების შედეგების შეჯამება. ხელმისაწვდომია:
https://transparency.ge/ge/post/sakartvelos-municipalitetis-organota-2021-clis-2-oktombris-archevnebis-dakvirvebis-
shedegebis ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი, 2021

ჩიჩუა ნინო. 2021ა. კანდიდატების უმრავლესობას არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც არ გამოუქვეყნებიათ
პროგრამები. ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/562416/?fbclid=IwAR078cb96QkyfKXROOp8MxAtp-
XiPSNa3HblXdbHNRp8LjdXh2pRlJcVOZ0 ბოლოჯერ ნანახია: 12 ოქტომბერი, 2021

9|www.gip.ge
ჩიჩუა ნინო. 2021ბ. მელია-თბილისის მერობის, ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.
ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/555992/ ბოლოჯერ ნანახია: 13 ოქტომბერი, 2021

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) არის არაკომერციული, არაპარტიული, კვლევითი და


ანალიტიკური ორგანიზაცია. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ცდილობს საქართველოში
დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლების გაძლიერებას და ეფექტური მმართველობის
პრინციპების განვითარებას პოლიტიკური კვლევისა და ადვოკატირების გზით.

დოკუმენტის ციტირების წესი:


თეონა ზურაბაშვილი, "პოლიტიკური პოლარიზაცია - მოჯადოებული წრე თუ ხელიდან გაშვებული
შესაძლებლობა პატარა პარტიებისთვის?" პოლიტიკის მემორანდუმი #50, საქართველოს პოლიტიკის
ინსტიტუტი, ოქტომბერი, 2021.

This publication was produced with the support of the Netherlands Fund for Regional Partnerships MATRA for
regional cooperation in the Eastern Partnership (EaP)

© Georgian Institute of Politics, 2021


13 Aleksandr Pushkin St, 0107 Tbilisi, Georgia
Tel: +995 599 99 02 12
Email: info@gip.ge

For more information, please visit 10 | w w w . g i p . g e


www.gip.ge

You might also like