You are on page 1of 10

ქართული პარტიები შიდაპარტიული დემოკრატიის ძიებაში

ავტორი: ნინო ფავლენიშვილი

დეკემბერი 28, 2021

წყარო: რადიო თავისუფლება, www.radiotavisupleba.ge/a/ქართული-


პარტიები-შიდაპარტიული-დემოკრატიის-ძიებაში/31629900.html

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ქართულ სახელმწიფოს მრავალ


გამოწვევასთან უწევდა გამკლავება. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა იყო
პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იცვლებოდნენ და ვითარდებოდნენ
სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებასთან თუ გარდაქმნასთან ერთად.

თანამედროვე ქართული პოლიტიკური პარტიების ისტორია ოცდაათ


წელიწადზე ოდნავ მეტს ითვლის. მოქალაქეთა თვალწინ ხდებოდა მათი
დაარსება, საარჩევნო პერიპეტიებში მონაწილეობა, გამარჯვება ან
დამარცხება და პოლიტიკური ველიდან გაქრობა.

სწორად სტრუქტურირებული და ეფექტურად ფუნქციონირებადი


პოლიტიკური პარტია არის დემოკრატიული სისტემის საბაზისო
ინსტიტუტი და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საწინდარი.
პარტიების გარეშე ვერ დაკმაყოფილდება დემოკრატიის ფუნდამენტური
მოთხოვნა - კონკურენტული არჩევნების ჩატარება.

შესაბამისად, სახელმწიფოში დემოკრატიის არსებობისთვის და


განვითარებისათვის აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიები
ოპერირებდნენ დემოკრატიული პრინციპებით. ეს გულისხმობს, რომ
პარტიებს შიგნით მიმდინარე პროცესები არის ტრანსპარანტული, პარტიის
წევრები აქტიურად არიან ჩართული პარტიულ ცხოვრებაში, პარტიის
შიგნით ძალაუფლება დეცენტრალიზებულია და ვალდებულებები
თანაბრადაა გადანაწილებული ლიდერშიფს, შუა რგოლსა და რიგით
წევრებს შორის, პარტიული პოლიტიკა ამომრჩევლის პრეფერენციებზეა
ორიენტირებული, ხოლო პარტიის წევრები მუდმივ კონტაქტში არიან
ამომრჩეველთან.

მაღალი ხარისხის შიდა დემოკრატია პარტიის ეფექტიანი მუშაობის


ფუნდამენტია. პარტიის შიგნით დემოკრატიულად შერჩეული
კანდიდატები სამომავლოდ ხდებიან სახელმწიფოში სხვა ინსტიტუტების
დემოკრატიულად ფუნქციონირების წყარო. ჰორიზონტალურად და
ვერტიკალურად დაბალანსებული პოლიტიკური პარტია, განვითარებული
შიდაპარტიული დემოკრატიული ინსტრუმენტებითა და მოქმედი შიდა
დემოკრატიით წარმატებით უმკლავდება მის ძირითად მოვალეობას -
გამოხატავს ამომრჩეველთა კონკრეტული სეგმენტის ინტერესებს და, ასევე,
ეფექტიანად ასრულებს დამაკავშირებელი ხიდის როლს ხელისუფლებასა
და მოქალაქეებს შორის.

პოლიტიკის მეცნიერება იცნობს შიდაპარტიული დემოკრატიის სამ


მოდელს:

პირველი ფოკუსირებულია კანდიდატების შერჩევაზე, რომელიც


პარტიული სიების შესადგენად იყენებს კანდიდატების შერჩევის
კონკრეტულ, ინკლუზიურ და კონკურენტულ მექანიზმს (მაგ.,
პრაიმერიზს). ამ მოდელის პრობლემა ისაა, რომ არ ითვალისწინებს
პარტიის წევრთა ჩართულობას პოლიტიკის განსაზღვრისა და
გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში.

მეორე მოდელი ფოკუსირებულია პარტიის წევრთა პირდაპირ


მონაწილეობაზე. ამ მოდელის პირობებში პარტიის წევრს შეუძლია
მონაწილეობა მიიღოს როგორც პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე
კანდიდატთა შერჩევის მიმართულებით. პარტიის წევრებს აზრს
ეკითხებიან წინასწარ დადგენილ საკითხებზე ან შერჩეულ კანდიდატებზე.
ზოგიერთი უცხოური პარტია იყენებს როტაციულ სქემებს კანდიდატების
შერჩევისას, რათა თავიდან აიცილოს რიგით ამომრჩევლებთან
დისტანცირება.

ორივე ზემოხსენებული მოდელი ქმნის პარტიული ელიტებისთვის


ხელსაყრელ გარემოს, მართონ პარტია საკუთარი შეხედულებებისამებრ.
ელიტა წყვეტს, რა გადაწყვეტილება მიიღოს პროგრამის ფორმირებისას ან
რომელი სტრატეგია აირჩიოს არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად.
ამავდროულად, ორივე მოდელი ამომრჩეველთან კომუნიკაციისას იყენებს
პრეფერენციების აგრეგირების მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც ხდება
სასურველი კანდიდატის დადგენა და ამომრჩევლისათვის პრეფერენციების
თავმოყრა. აგრეგირების მიზანია, პოლიტიკური ელიტამ შეძლოს
არჩევნების საბოლოო შედეგის დიდი ალბათობით პროგნოზირება.

შიდაპარტიული დემოკრატიის მესამე მოდელი გვთავაზობს


დელიბერაციის ანუ განსჯის მექანიზმს ამომრჩევლის შეჯერებული
მოთხოვნების დასადგენად. დელიბერაციის პროცესში პარტიის წევრებთან
და ამომრჩეველთან დისკუსიის მიმდინარეობისას ხდება პრეფერენციების
გაფილტვრა და მოქალაქეთათვის იმის შეთავაზება, რაც მაქსიმალურად
ბევრი ამომრჩევლისათვის იქნება მისაღები. ფაქტობრივად, დელიბერაციის
პროცესში ამომრჩევლები პრეფერენციებზე მსჯელობისას ახერხებენ
კოლექტიური ქმედების დილემის გადალახვას და კონკრეტულ
საკითხებზე შეთანხმებას.

დელიბერაციის მოდელის წამყვანი იდეა ისაა, რომ ხედვის ფორმირება


ხდება დისკუსიაში მონაწილეობით. რაც უფრო დიდია დისკუსიის
მონაწილეთა რიცხვი, მით უფრო სრულყოფილია დელიბერაციის შედეგი.

ხაზგასასმელია, რომ პარტიის შიგნით დელიბერაცია მიმდინარეობს


რამდენიმე დონეზე: პარტიულ ელიტასა და შუა რგოლს შორის (ესენი
არიან პარტიის ის წევრები, რომლებიც ჩართულნი არიან პარტიის
ყოველდღიურ ცხოვრებაში და წარმართავენ "პოლიტიკის კეთების"
პროცესებს სხვადასხვა მიმართულებით); შუა რგოლსა და რიგით წევრებს
შორის; დაბოლოს, რიგით წევრებსა და ამომრჩეველს შორის. ამგვარად,
იქმნება დელიბერაციის რამდენიმე საკომუნიკაციო დონე. უკანასკნელი
ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პარტიის წევრი უშუალოდაა კავშირში
ამომრჩეველთან და პირველწყაროდან იღებს ინფორმაციას მისი
პრობლემების შესახებ. გაჟღერებული საკითხები რიგითი წევრების მიერ
მიტანილია შუა რგოლთან. ახლა ის იწყებს დელიბერაციის პროცესს ორივე
ქვედა დონესთან. ბოლოს, დელიბერაციის შედეგი გაზიარებულია
პოლიტიკურ ელიტასთან. ესაა პრეფერენციების ქვემოდან ზემოთ
მოძრაობის პროცესი, რომელშიც ფიგურირებს მოქალაქის პირდაპირი
ჩართულობა პარტიის პროგრამის ფორმირებაში. ანალოგიურად
მიმდინარეობს მოსაზრებების გაზიარება ზემოდან ქვემოთ.

დელიბერაციის პროცესი ზრდის არამხოლოდ დემოკრატიის ხარისხს,


არამედ ხელს უწყობს მსჯელობის პროცესში მოქალაქეების პოლიტიკური

ცოდნის შექმნას და განვითარებას. შესაბამისად, რთულდება მოქალაქის


გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა და მისით მანიპულირება წინასაარჩევნო
პროცესში, რაც, თავის მხრივ, ზრდის არჩევნებში მონაწილე
პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლისადმი.

ქართული პოლიტიკური პარტიების შიდაპარტიული დემოკრატიის


კვლევისას იკვეთება რამდენიმე პრობლემა, რომელიც დამოკლეს
მახვილივით ჰკიდია პარტიების თავზე და ხელს უშლის დემოკრატიულ
ინსტიტუტად მათ ჩამოყალიბებას:

პირველი ეს არის ცენტრალიზებული, ვერტიკალურად კონტროლირებადი


პარტიული სტრუქტურა. პარტიული ელიტა ყველა საკითხთან
დაკავშირებით ავტონომიურად იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის,
კანდიდატების შერჩევისას. მეორე - ქართულ პოლიტიკურ პარტიებში
პოლიტიკის წარმართვის პროცესი საერთოდ არ დაიკვირვება არჩევნებს
შორის. იდეოლოგიის შერჩევა ხდებოდა ფორმალურად და, ძალიან იშვიათ
შემთხვევაშიც კი, პარტიები გამოკვეთილი იდეოლოგიით, წინასაარჩევნო
პერიოდში იცვლიან იდეოლოგიურ პრინციპებს მხარდამჭერების
რაოდენობის ზრდის მიზნით.

ქართული პარტიები ძირითადად არის ლიდერზე ორიენტირებული,


შესაბამისად, არიან მყიფე და ერთ ადამიანზე დამოკიდებული. ამგვარი
კონსტრუირების გამო, არჩევნებში წარუმატებლობისას, ხშირ შემთხვევაში
ხდებოდა პარტიის გაქრობა ქართული პოლიტიკური ველიდან. პარტიის
გრძელვადიანი არსებობისათვის ამომრჩევლისათვის ქმედითი პროგრამის
შეთავაზებაა საჭირო. პროგრამაზე ორიენტირებული პარტია
სტრუქტურულად მყარი და სტაბილურია. თუმცა ხაზგასასმელია, რომ
მხოლოდ პროგრამა პარტიის წარმატების გარანტორი ვერ იქნება. ლიდერი
და გამოწვევაზე ფოკუსირებული პროგრამა პოლიტიკური პარტიის
წარმატების თანაწონადი კომპონენტებია.

დაკვირვება აჩვენებს, რომ ცვლილებების მიუღებლობის ერთ-ერთი წყარო


თავად ამომრჩეველია: მას ურჩევნია აირჩიონ სახელი და არა პარტია.
მოქალაქენი თვლიან, რომ ძლიერი ლიდერი პარტიის გამარჯვების
უპირობო საწინდარია. მოქალაქეთა პარტიებისადმი ამგვარი
დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი სამოქალაქო განათლების
ნაკლებობაა. სწორედ პოლიტიკური ცოდნის სიმწირე აძლევს საშუალებას
ქართულ პოლიტიკურ ელიტას პარტიის რიგით წევრებთან დისკუსიის
გარეშე მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება. მოქალაქეებს არ აქვთ
გაცნობიერებული, რომ პარტია არის არხი, რომლითაც ისინი უნდა
ესაუბრებოდნენ ხელისუფლებას საკუთარ ინტერესებზე, პრეფერენციებსა
და პრობლემებზე. პოსტ-საბჭოთა ამომრჩეველმა არ იცის, რომ პარტია
მისთვის არის ქმედითი ინსტრუმენტი გავლენა მოახდინოს
ხელისუფლებაზე.

არც საქართველოში მოქმედი საარჩევნო სისტემაა შიდაპარტიული


დემოკრატიის ხელშემწყობი. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები არ
არიან მოტივირებულები, შექმნან დემოკრატიული შიდაპარტიული
სტრუქტურები. რეალურად, პარტია აქტიურდება არჩევნების წინა
პერიოდში, რათა გადალახოს დაწესებული ბარიერი და მიიღოს
საბიუჯეტო დაფინანსება.

უმნიშვნელოვანესია პარტიების ფუნქციონირება დადგენილი ფორმალური


პროცედურების შესაბამისად. მაგალითად, წინასაარჩევნოდ ფორმალური
პრაქტიკაა კანდიდატების შერჩევა და მათგან გამორჩეული ლიდერის
გამოყოფა. არჩევნებს შორის პერიოდში აქტიურად უნდა კეთდებოდეს
პოლისები და ხდებოდეს მათი წარდგენა პარტიის წევრებისთვის. პარტიის
ბიუჯეტი უნდა იყოს კარგად გათვლილი ფინანსური დოკუმენტი,
რომელშიც გამჭვირვალედაა ასახული დანახარჯი ყოველი ჩასატარებელი
ღონისძიებისათვის; ამასთან ის ხელმისაწვდომია პარტიის ნებისმიერი
წევრისათვის. სწორად შედგენილი გაზიარებული ფინანსური დოკუმენტი
ზრდის ბიუჯეტის ლეგიტიმურობის ხარისხს პარტიის წევრების თვალში.
ბოლო რამდენიმე არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა
პარტიის ამომრჩეველთან გრძელვადიანი, ყოველდღიური ურთიერთობაა.
დელიბერაციის მოდელის მიხედვით, აუცილებელია, პარტიის
პოლიტიკურ ელიტას ჰქონდეს დისკუსიები პარტიის შუა რგოლთან და
რიგით წევრებთან, მისაღებია სხვადასხვა ფორმატის შეკრება - ასამბლეა,
დიდი თუ პატარა პარტიული შეხვედრები, ყრილობები ეროვნულ თუ
რეგიონულ დონეზე, საჯარო შეხვედრები თუ შეხვედრები კარდაკარ.
ციფრული ტექნოლოგიებმა დელიბერაციის ახალი ინსტრუმენტები შექმნა.
შესაძლებელია მათი აქტიური გამოიყენება პარტიების მიერ ინფორმაციის
გავრცელებისა და პარტიული საქმიანობის გამჭვირვალეობის ხარისხის
გაზრდისათვის. სოციალური ქსელები პარტიის რიგით წევრებს
უადვილებს კომუნიკაციას შუა რგოლთან და საჭიროების შემთხვევაში
პარტიის ელიტასთან. რიგითი ამომრჩევლისთვისაც ინტერნეტი ქმნის
პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის ხელსაყრელ გარემოს.

პარტია დინამიკური ორგანიზმია. მისი ფუნქციონირება არ უნდა


წყდებოდეს არჩევნებს შორის პერიოდში. სწორედ არჩევნებს შორის დროს
წინა პლანზე გამოდის პარტიის შუა რგოლში მოღვაწე წევრების
საქმიანობის მნიშვნელობა. ისინი რუტინულად ურთიერთობენ როგორც
პარტიის ელიტასთან, ისე რიგით წევრებთან. რიგითი წევრების მეშვეობით,
შუა რგოლს ურთიერთობა აქვს ამომრჩეველთან პრობლემების
იდენტიფიცირებისათვის და ადგენს მოქალაქეთა პრეფერენციებს,
შეიმუშავებს ინიციატივებს. ფაქტობრივად, შუა რგოლი პარტიის
ბიუროკრატიაა, რომელიც ადგენს პარტიის განვითარების ორიენტირებს
მომხრეთა ინტერესების შესაბამისად. სწორედ შუა რგოლი ალაგებს
პრეფერენციებს სირთულის, დროში განგრძობადობისა და
მოგვარებისათვის აუცილებელი პრიორიტეტების მიხედვით.
წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის წინაშე წარდგენილი პროგრამა სწორედ შუა
რგოლის მიერ შემუშავებული პოლისებია.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ოცდაათი წლის შემდეგ,


საქართველო კვლავ დემოკრატიული განვითარების შემაფერხებელი
გამოწვევების წინაშე დგას. პოლიტიკური პარტიების შიდა ინსტიტუტების
დემოკრატიული პრინციპებით ფუნქციონირება, ძალაუფლების
დეცენტრალიზაცია პარტიულ ელიტას, შუა რგოლსა და პარტიის რიგით
წევრებს შორის - პარტიების სტაბილურობისა და მთლიანად სისტემის
დემოკრატიულობის საწინდარია. შემდეგ კი შიდაპარტიული
დემოკრატიით მართული პარტიული სისტემა თავად ხდება მასთან
დაკავშირებული სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულობის
ხელშემწყობი და გარანტორი.

Tamar bagratia da medea badaSvili


Sidapartiuli demokratiis ganviTareba genderul perspeqtivaSi

2011 წელო

politikuri partiebi demokratiul sazogadoebaSi politikuri urTierTobebis umTavres subieqtebs 
warmoadgenen.  სaqarTvelos mravalpartiul sistemas arc Tu ise xangrZlivi istoria 
gaaCnia, rac Tavis mxriv politikuri partiebis speqtris xSir cvlilebebs 
ganapirobebs. saqarTveloSi oficialurad 200-ze meti politikuri partiaa 
registrirebuli, maTgan aqtiur politikur cxovrebaSi mxolod mcire nawili 
monawileobs. sazogadoebis ინformirebulobis done politikur partiaTa 
umravlesobis Sesaxeb Zalian dabalia. 
politikur partiebs mniSvnelovani roli eniWebaT socialuri samarTlianobisa da 
iseTi demokratiuli Rirebulebebis damkvidrebis procesSi, rogorebicaa  - genderuli 
Tanasworoba da qalTa uflebebis dacva. saqarTveloSi arsebuli  politikuri partiebi 
aRiareben qalTa politikuri monawileobis mniSvnelobas  da survils 
gamoTqvamen, xeli Seuwyon qalTa dawinaurebas partiul stuqturebSi. Tumca, 
arsebobs mTeli rigi winaaRmdegobebi da gadauWreli amocanebi, rac qalTa 
politikuri monawileobis dabal dones ganapirobebs.

mecnieri დ. dalerapi qalTa politikaSi monawileobis aucileblobis ramdenime mniSvnelovan 
arguments warmogvidgens1:   
• qalebi mosaxleobis naxevars warmoadgenen da ufleba gaaCniaT mandatebis naxevars 
flobdnen politikuri gadawyvetilebis mimReb yvela doneze (e.w. samarTlianobis argumenti).

 qalebs da mamakacebs gansxvavebuli gamocdileba gaaCniaT, romelic სocialurad aris 
konstruirebuli da amitom qalebi aucileblad unda  iyvnen warmodgenilni politikaSi (e.w. 
gamocdilebis argumenti).
 qalebsa da mamakacebs gansxvavebuli interesebi gaaCniaT da kacebs ar SeuZliaT qalTa 
interesebis warmodgena (e.w. interesTa jgufis argumenti).

1
Dahlerup, Drude. 1978. “Women’s Entry into Politics. The Experience of
The Danish Local and General Elections 1908–20.” Scandinavian Political Studies, Vol.
1, nos. 2–3, p. 139-140.
Sesabamisad, politikaSi Tanabari monawileoba sqesTa Tanasworobas, politikuri mowyobis 
legitimizacias da adamianuri resursebis efeqtur gamoyenebas, gansxvavebuli interesebisa da 
politikuri koncefciebis Sejerebas uwyobs xels.
miuxedavad imisa, rom saqarTveloSi sazogadoebrivi azri qalTa politikaSi  gaaqtiurebasTan 
dakavSirebiT TandaTan pozitiurad icvleba da qalebi politikuri mobilizaciis sxvadasxva formebiT 
sakuTari uflebebis realizacias axdenen, qalTa politikuri monawileobis kuTxiT kvlavac 
mniSvnelovani problemebi SeiniSneba.

politikur institutebSi qalTa warmomadgenlobaze gavlenas socialuri,  ekonomikuri da politikuri 
faqtorebi, aseve sxvadasxva sub-faqtorebis  erToblioba axdens, Sesabamisad, msoflio praqtika 
genderuli Tanasworobis miRwevis mravaferovan meTodologias icnobs, romelic damokidebulia 
qveynis specifikaze, saxelmwifos politikuri da socialur-ekonomikuri sistemis Taviseburebebze, 
sazogadoebis ganviTarebis doneze. 
Tanamedrove politikaSi aqtualizebulia politikuri partiis, rogorc qalTa interesTa realizaciis ZiriTadi
arxis mniSvneloba, vinaidan liberaluri demokratiis pirobebSi politikuri urTierTobebis umTavres 
subieqtebad partiebiarian warmodgenili. 
miuxedavad imisa, rom dRes saqarTveloSi partiuli sistema mudmiv cvalebadobas ganicdis da 
politikur ZalTa fragmentacia sakmaod myifea,  politikuri partiebi qalTa politikaSi mosvlis 
mTavar instruments warmoadgenen da qalTa politikaSi mosvlis scenarebis 
ZiriTadi ”moTamaSeebi”  arian. amitom  პolitikur partiebSi genderuli paritetis ganviTarebas 
mniSvnelovani roli eniWeba - a) rogorc qalTa dawinaurebis instruments,  b) rogorc partiis Sida 
demokratiis ganviTarebis indikators, g) rogorc sazogadoebis demokratiis ganviTarebis 
maCvenebels.

საქართველოში რამდენად არსებობს კანონის ნორმები, რომლებიც პოლიტიკური


პარტიების დემოკრატიულ შიდა მართვას უზრუნველყოფს?

წყარო: ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანალიზი (NIS), მოხსენება 2011,


www.transparency.ge/nis/node/48

საქართველოში საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების


დემოკრატიულ მართვას ეხება, საკმაოდ შეზღუდულია. პოლიტიკური პარტიების
კანონის მე–17 მუხლის თანახმად, ყველა პარტია ვალდებულია, სულ მცირე ოთხ
წელიწადში ერთხელ გამართოს პარტიის წევრთა საერთო ყრილობა. ასეთ ყრილობას
ან პარტიის ყველა წევრი უნდა დაესწროს ან პარტიის წევრთა მიერ არჩეული
არანაკლებ 200 წარმომადგენელი, რაც თითოეული პარტიის წესდებაზეა
დამოკიდებული. ყრილობამ უნდა აირჩიოს პარტიის ხელმძღვანელობა, ასევე
პარტიის აღმასრულებელი და საზედამხედველო ორგანოების წევრები.

ამის მიუხედავად, არც პოლიტიკური პარტიების კანონი და არც საარჩევნო კოდექსი


არ შეიცავს პოლიტიკური პარტიების მიერ კანდიდატთა შერჩევის წესებს. საარჩევნო
კოდექსის 96–ე მუხლი აცხადებს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო
ბლოკებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ, კანდიდატთა
პარტიული სიის შედგენის საკუთარი წესები უნდა შეიმუშაონ. ამგვარად, კანონი
კანდიდატების დემოკრატიული მონაწილეობის პროცესით შერჩევას არ
უზრუნველყოფს.

პოლიტიკური პარტიების კანონი[39] აცხადებს, რომ პარტიის წესდება მიღებულ


უნდა იქნეს პარტიის წევრთა საერთო ყრილობის მიერ და მასში დამატებების შეტანა
შესაძლებელია მომდევნო ყრილობებზე. ამის მიუხედავად, კანონმდებლობაში არ
არსებობს ნორმები, რომლებიც საარჩევნო პროგრამების მიღების წესებს ადგენს.

რამდენად აქვთ პოლიტიკურ პარტიებს დემოკრატიული შიდა მართვის ქმედითი


მექანიზმები?

ქართულ პოლიტიკურ პარტიებს დემოკრატიული შიდა მართვის ქმედითი მექანიზმები არ


გააჩნიათ. ამის ნაცვლად, ისინი, როგორც წესი, „პერსონებზე ორიენტირებული“
[40]ორგანიზაციები არიან, ანუ ცალკეული პოპულარული ლიდერების ირგვლივ
ყალიბდებიან და ვითარდებიან. ეს ძალზე დიდ გავლენას ახდენს პარტიების შიდა მართვის
სტილზე და მათ უნარზე, შეინარჩუნონ მდგრადობა ლიდერებისგან დამოუკიდებლად.
2006 წელს ჩატარებულმა წამყვანი ქართული პარტიების საქმიანობის კვლევამ დაადგინა,
რომ პარტიები დემოკრატიული შიდა მართვის საკითხს განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას
არ ანიჭებენ. ყველა პარტიაში არსებობს ლიდერების არჩევის დემოკრატიული
პროცედურები, მაგრამ, პრაქტიკაში, ეს პროცესი იშვიათად ეფუძნება ინკლუზიურობისა და
მონაწილეობის პრინციპებს, რადგან შიდა პარტიული არჩევნები მხოლოდ უკვე არსებული
ლიდერებისთვის გარკვეული გარე ლეგიტიმურობის მინიჭებას ემსახურება. პარტიის
რიგითი წევრები და აქტივისტები პარტიის ლიდერების შერჩევაში უმნიშვნელო როლს
ასრულებენ, ხოლო მათი როლი პარტიის პროგრამის, დღის
წესრიგისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ასევე შეზღუდულია. პარტიის წევრები არც
საპარლამენტო არჩევნებისთვის კანდიდატების შერჩევაში იღებენ მონაწილეობას.
[41] როგორც ერთ–ერთმა ექსპერტმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“
განუცხადა, ქართული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ბუნებით „ავტორიტარულია“
და მათ მიერ ჩატარებული შიდა არჩევნები მხოლოდ პიარ–ხერხი და ფორმალობაა, რომელიც
მიზნად მათი ლიდერების გარკვეული ლეგიტიმურობით აღჭურვას ისახავს. მან აღნიშნა,
რომ ქართული პოლიტიკური პარტიები ლიდერების მიმართ პიროვნული ერთგულების
პრინციპს
ეფუძნება და, შესაბამისად, ნამდვილი შიდა დემოკრატია საფრთხედ აღიქმება, რადგანაც
პარტიაში არასანდო პირების შეღწევის შესაძლებლობას ქმნის. [42]
შიდა დემოკრატიის არარსებობის ერთ–ერთი თვალსაჩინო შედეგი ის არის, რომ ქართულ
პოლიტიკურ პარტიებში ხელმძღვანელობის ცვლა იშვიათად ხდება, არჩევნებში განცდილი
მნიშვნელოვანი წარუმატებლობის შემდეგაც კი.

რაც შეეხება დადებით მხარეს, პარტიის რიგით წევრებსა და აქტივისტებს მეტი გავლენა აქვთ
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებზე წარსადგენი კანდიდატების შერჩევისას.[43]

[39] საქართველოს კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ,“ მუხლი 17.


[40] Transparency International Georgia, Political Parties in Georgia: Issues of Party Financing, Transparency International Georgia, 2007, 1.
[41] Ghia Nodia and Alvaro Pinto Scholtbach, The Political Landscape of Georgia, (Delft, the Netherlands: Eburon Academic Publishers, 2006), 153-165.
[42] გია ნოდიას, „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ინტერვიუ ავტორთან, თბილისი, 2009 წლის 30 ოქტომბერი.
[43] Nodia and Scholtbach, The Political Landscape of Georgia, 158-160.

You might also like