You are on page 1of 14

ელექტრონული არჩევნების გამოწვევები საქართველოში

ანა ვარდმანიძე; თამრიკო ზოიძე


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მე-2 კურსი
anavardmanidze5@gmail.com
tamar.zoidze.02@gmail.com
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ლევან ჯაყელი
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (ბსუ) დეკანი

აბსტრაქტი

ნებისმიერი დემოკრატიული მმართველობის პრეტენზიის მქონე


სახელმწიფოსათვის არჩევნების სათანადო ფორმითა და ხარისხით დანერგვა ერთ-
ერთი მნიშნელოვანი გამოწვევაა, ვინაიდან თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში
არჩევნები ის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც ხდება
საზოგადოების მმართველობით პროცესებში ჩართვა.
ისევე როგორც, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისათვის, საქართველოსთვისაც
მნიშვნელოვანია ყველა იმ საფუძვლის შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფენ
საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებას, ჩვენს ქვეყანაში
დემოკრატიის განვითარებას, საარჩევნო პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ
ჩართულობასა და მისი ეფექტიანობის გაზრდას. თანამედროვე რეალობაში კი
ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარ საშუალებად გვევლინება ელექტრონული
არჩევნები, რომელიც ნამდვილი ინოვაციაა ქართული საზოგადოებისათვის.
წინამდებარე ნაშრომში, ჩვენ ძირითადად განვიხილავთ იმ პოტენციურ
გამოწვევებს, რომელთა წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს არჩევნების ელექტრონული
ფორმა საქართველოში. ელექტრონული არჩევნებისა და მისი პოტენციური
გამოწვევებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების იდენტიფიცირების მიზნით,
ქვემოთ მოცემულ კვლევაში გამოყენებულია კვლევის შემდეგი მეთოდები:
გამოკითხვა, სტანდარტიზებული ინტერვიუ, პირდაპირი ინტერვიუ.
საკვანძო სიტყვები: ელექტრონული არჩევნები, გამოწვევები.

შესავალი
თანამედროვე სამყაროში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ პოზიტიური
გავლენა იქონია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროზე. ამ მხრივ
გამონაკლისი არც არჩევნებია. აღნიშნულმა გავლენამ განაპირობა არჩევნების ახალი
ფორმის- ელექტრონული არჩევნების ჩამოყალიბება, რომელმაც გაამარტივა

1
საარჩევნო პროცესი და გააუმჯობესა ამ უკანასკნელისადმი მოსახლეობის ნდობის
ხარისხი. თავის მხრივ, ელექტრონული არჩევნები ფართო ცნებაა და თავის თავში
მოიაზრებს არჩევნების მიმდინარეობისას ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის, ხმის
მიცემის, დათვლისა და საბოლოო შედეგების შეჯამების მიზნით ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენებას.
მსოფლიო პრაქტიკაში ელექტრონული არჩევნების რამდენიმე ფორმა გვხვდება,
კერძოდ, როდესაც ტრადიციული საარჩევნო ყუთების ჩანაცვლება ხდება
სპეციალური აპარატებით, რომლებიც არ საჭიროებენ ინტერნეტთან წვდომას და
როდესაც ამომრჩეველი თავის ხმას დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით
აფიქსირებს(I-voting).
აღნიშნული ფორმებიდან საქართველოში საფუძველი ეყრება პირველ მათგანს -
არჩევნების სპეციალური ხმის მიცემის აპარატებით წარმართვას, რაც გამოხატულია
სააქრთველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევენის ამ ფორმის ადაპტირების
ხელშეწყობაში.
გვსურს აქვე განვმარტოთ, რომ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით და ვაკნინებთ
არჩევნების ელექტრონულ ფორმას და სავსებით ვიაზრებთ მის ისეთ სიკეთეებს,
როგორებიცაა საარჩევნო ადმინისტრაციის ეფექტურობის ზრდა და საბოლოო
შედეგების დადგენისას დროის მენეჯმენტისა და მეტი სიზუსტის ფაქტორი. თუმცა,
მიუხედავად ელექტრონული არჩევნების ღირებულებებისა, ჩვენი ნაშრომის მთავარ
იდეას მაინც საზოგადოებისათვის მისი სხვა რაკურსით ჩვენება წარმოადგენს.
ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში არჩევნების აღნიშნული ფორმა ჩამოყალიბების ახალ
სტადიაზეა, საზოგადოება მის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული, აქედან
გამომდინარე, იმ დადებითი მხარეების პარალელურად, რომელთა შესახებაც
საზოგადოებამ ასე თუ ისე შეიტყო, გვინდა დღის წესრიგში დავაყენოთ ის
პოტენციური გამოწვევები, რომელთა წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს არჩევნების
ელექტრონული ფორმა.

კვლევის მეთოდოლოგია

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წინამდებარე კვლევაში ელექტრონულ არჩევნებთან


დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით გამოყენებულია
კვლევის შემდეგი მეთოდოლოგია: გამოკითხვა, სტანდარტიზებული ინტერვიუ და
პირდაპირი ინტერვიუ.
გამოკითხვის ფარგლებში საკითხის შესწავლის მიზნით გამოვიყენეთ გამოკითხვის
ორი ფორმა, კერძოდ, docs.google.com-ის საშუალებით შევადგინეთ ონლაინ
კითხვარი(იხ.დანართი 1), რომელშიც მონაწილეობა მიიღო 31-მა ადამიანმა. მათგან
45,2%-მა მონაწილეობა მიიღო 2022 წლის 2 აპრილის ელექტრონული ფორმით

2
ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო დანარჩენ 54,8%-ს არ მიუღია(იხ.დანართი 2). იმ
ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელმაც მიიღო მონაწილეობა
ზემოხსენებულ არჩევნებში, არჩევნების მიმდინარეობის პროცესში არ შექმნია
არანაირი სახის პრობლემა.
კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 58%-ისთვის არჩევნების
ელექტრონული ფორმა მეტ-ნაკლებად სანდოა, 30%-ისთვის სანდოა, ხოლო 12%-
ისთვის არ არის სანდო (იხ.დანართი 3).
განსაკუთრებით სპეციფიკური შედეგები მივიღეთ იმ კითხვაზე პასუხების სახით,
რომელიც შეეხებოდა არჩევნების ტრადიციულ და ელექტრონულ ფორმას შორის
არჩევანს. ქართველ ამომრჩეველთა 51,6% უპირატესობას ანიჭებს არჩევნების
ელექტრონულ ფორმას, ხოლო 48,4% - ტრადიციულს(იხ.დანართი 4).
იმისათვის რათა, ჩვენი კვლევის შედეგები გაცილებით ვალიდური ყოფილიყო,
გადავწყვიტეთ, რომ საკითხის შესწავლის პროცესში დავკავშირებოდით
კომპეტენტურ პირებს, რისთვისაც გამოვიყენეთ სტანდარტიზებული ინტერვიუ,
რომლის შედეგებსაც მოგვიანებით შევეხებით.
რაც შეეხება პირდაპირ ინტერვიუს, ამ უკანასკნელის ფარგლებში გამოვიკითხეთ
ის 15 რესპონდენტი1, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შუალედურ არჩევნებში. 2
პირდაპირი ინტერვიუს შედეგები საგრძნობლად განსხვავდება ელექტრონული
ფორმით მიღებული პასუხებისაგან, კერძოდ საარჩევნო უბანზე მისულ
ამომრჩეველთა 87%-ისთვის ახალი მეთოდით ჩატარებული არჩევნები უფრო დიდი
ნდობის ხარისხით სარგებლობს, დანარჩენი 13%-ისთვის კი ის მეტ-ნაკლებად
სანდოა.

ელექტრონული არჩევნების სამართლებრივი საფუძვლები

ნებისმიერ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც მმარვთელობითი


პროცესის სრულყოფისა და დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესების მთავარი
საფუძველია საარჩევნო უფლების რეალიზების შესაძლებლობა, რაც
განპირობებულია სათანადო კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიების
არსებობით. ბუნებრივია, საქართველოში არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო
ბაზები არჩევნების რეგულირებისათვის, თუმცა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ
საქართველოში ელექტრონული არჩვენები ჩამოყალიბებისა და განვითარების ახალ
ეტაპზეა, კონკრეტულად ამ საკითხის გარშემო მოქმედი სპეციფიკური ეროვნული
სამართლებრივი დოკუმენტი ამ ეტაპისათვის არ გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე,
ნაშრომის ავტორებს მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ელექტრონული არჩევნების
1
კვლევის ფარგლებში გამოვიკითხეთ მხოლოდ N79 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული
ამომრჩევლები
2
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის შუალედური არჩევნები

3
ამოსავალ სამართლებრივ დოკუმენტებად სხვა, უკვე მოქმედი კანონმდებლობა
განვიხილოთ.
საქართველოში საარჩევნო პროცესების მარეგულირებელ სამართლებრივ
დოკუმენტებზე საუბრისას უპირველესად ეროვნული სამართლებრივი დოკუმენტი -
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი 3“, რომლის მე-3
მუხლში მოცემული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები, კერძოდ
არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო უფლება,თანასწორი საარჩევნო უფლება,
პირდაპირი საარჩევნო უფლება, კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების
თავისუფალი გამოვლენა, წარმოადგენენ საქართელოში ელექტრნული არჩევნების
დამკვიდრების მთავარ მამოძრავებელ პრინციპებს4, რამდენადაც ისევე, როგორც
ტრადიციული არჩევნებისას, ელექტორნული არცევნების პროცესშიც უპირველეს
ყოვლისა უნდა მოხდეს ამომრჩველის თავისუფალი ნების გამოვლენა და ყველა იმ
საფუძვლის აღმოფხვრა, რომლებიც აღნიშნული ნების ფარულობას საფრთხისქვეშ
დააყენებენ.
რაც შეეხება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მომწესრიგებელი
სამართლებრივი ჩარჩოს საერთაშორისო ნაწილს, აქ განსაკუთრებით ყურადღება
გასამახვილებელია რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტეზე, რომელთა შორის
აღსანიშნავია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო
პაქტი5, რომლის 25-ე მუხლის b ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულ მოქალაქეს უნდა
ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა მისცეს ხმა და არჩეულ იქნას საყოველთაო
პერიოდულ არჩევნებში, რომლებიც წარმოებს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო
უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით და უზრუნველყოფს ამომრჩევლების
სურვილის გამოვლინებას. ეს ნორმა ელექტრონული არჩევნების შემთხვევაშიც
ფუნდამენტურია და აღნიშნული პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, მათ შორის
საქართველოც ვალდებულია საარჩევნო პროცესის, მათ შორის ელექტრონული
არჩევნების წარმართვისას, გაითვალისიწნოს ამ უკანასნელით ნაკისრი
ვალდებულებბები, ვინაიდან ტრადიციული საშუალებებით ხმის მოცემის მსგავსად
ელექტრონული საშუალებებიც დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ
პრინციპებს უნდა პასუხობდეს.
გარდა ამისა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებზე საუბრისას არ უნდა
გამოგვრჩეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია -
6
CM/Rec(2017)5 , რომელიც ადგენს წევრ სახელმწიფოთა ელექტორნული ხმის მიცემის
სტანდარტებს. ყოველივე ზემოხსენებული იმ მნიშვნელოვანი სამართლებრივი
3
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168?publication=74

4
ნაშრომის მიზნიდან გამომდინარე ჩვენ მხოლოდ არჩევნებს ვახსენებთ, თუმცა აღნიშნული
პრინციპები ასევე ვრცელდება რეფერენდუმსა და პლებისციტზე.

5
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1398335?publication=0
6
https://rm.coe.int/0900001680726f6f

4
დოკუმენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მიზნად ისახავენ არჩევნების
სხვა ფორმებთან ერთად, ელექტორნული არჩევნების რეგულირებას, საარჩვენო
პრინციპების აღრსულებას და ამ გზით დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას.

მსოფლიო პრაქტიკა

თანამედროვე სამყაროში უამრავი სახელმწიფო მუშაობს ხმის მიცემის


ტრადიციული მეთოდის არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩანაცვლებაზე.
თუმცაღა, მაინც, მსოფლიო პრაქტიკა მრავალფეროვანია და სახეზე გვაქვს ისეთი
შემთხვევები, როდესაც ქვეყნებმა საპილოტე პროგრამის შემდგომ არ მოისურვეს
აღნიშნულის დანერგვა ან ელექტრონულ ფორმაზე გადასულები არჩვენების
ტრადიციულ მეთოდს დაუბრუნდნენ. საინტერესოა, რა უნდა ყოფილიყო ამის
მიზეზი და ხომ არ უნდა აღვიქვათ გაცილებით განვითარებული სახელმწიფოების
მსგავსი ფატალური შედეგები, საქართველოს წინაშეც მდგარ პოტენციურ
საფრთხედ?
აღნიშნულის უკეთ გასააზრებლად გთავაზობთ რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკულ
მაგალითს.
გერმანია - გერმანიაში ელექტრონული არჩევნების ფორმირებას საფუძველი 1999
წელს ქალაქ კელნში ჩაეყარა, 2005 წლისათვის კი უკვე საყოველთაო გავრცელება
ჰპოვა სხვა ქალაქებშიც. თავდაპირველად, გერმანელ ამომრჩეველთა
დამოკიდებულება ახალი აპარატების მიმართ პოზიტიური იყო, თუმცა 2005 წლის 7
არჩევნების შემდგომ ამომრჩეველთა დამოკიდებულება ელექტრონული არჩევნების
მიმართ საგრძნობლად შეიცვალა - თავდაპირველად, ორმა ამომრჩეველმა საჩივრის
არჩევნების სამეთვალყურეო კომიტეტში წარუმატებლად განხილვისას, საქმე
საკონსტიტუციო სასამართლოში აღძრა, იმ მოტივით, რომ ელექტრონული ხმის
მიცემის აპარატების გამოყენება ნაკლებად სანდო იყო, რისი ეჭვის საფუძველსაც
ბადებდა სისტემაში შეღწევადობა. საბოლოოდ კი გერმანიაში ამომრჩეველთა
სურვილით, რაც გამოხატული იყო სასამართლოში შეტანილი უამრავი სარჩელით,
გერმანია დაუბრუნდა არჩევნების ტრადიციულ ფორმას8.

ნიდერლანდები - საინტერესო გამოცდილება აქვს ნიდერლანდებსაც. არჩევნების


ელექტრონულმა ფორმამ აღნიშნულ სახელმწიფოში სისტემატური ხასიათი 1994
წელს მიიღო, თუმცა უკვე 2000 წლიდან დაიწყო ელექტრონული ხმის მიცემის
აპარატების გამოყენების კრიტიკა. 2006 წელს ჰოლანდიაში დაიწყო მძლავრი
7
2005 წლის 18 სექტემბერს გერმანიაში ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები მე-16 ბუნდესტაგის წევრის
ასარჩევად
8
https://www.regjeringen.no/globalassets/upload/krd/prosjekter/e-valg/evaluering/topic6_assessment.pdf?
fbclid=IwAR1GLD6ly0mj0pW8jqUGwoZmDYdgAw_Iy_laR7nh6jNjrcHFnFDxRcx01VQ

5
მოძრაობა სახელწოდებით „ჩვენ არ ვენდობით ხმის მიცემის აპარატებს“ (We don’t
trust voting computers). აქციის მონაწილეებმა შეძლეს და შეიძინეს საარჩევნო
ელექტრონული აპარატი და მოაწყვეს დემონსტრაცია, თუ როგორ შეიძლებოდა მისი
პროგრამული გატეხვა.9 საბოლოოდ კი, ნიდერლანდებში 2007 წლიდან უარი ითქვა
არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარების გაგრძელებაზე.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული მაგალითებისა, გადაჭრით მაინც არ შეგვიძლია
იმის თქმა, რომ ელექტრონული არჩევნების დანერგვა ამა თუ იმ სახელმწიფოში
კონკრეტული სახელმწიფოების გამოცდილებაზეა დამოკიდებული. საბოლოოდ,
ყველაფერი ქვეყნების ინდივიდუალიზმზე გადის.

ელექტრონული არჩევნებთან დაკავშირებული მოსალოდნელი


გამოწვევები

მართალია, ელექტრონული არჩევნების იმპლემენტაციას მნიშვნელოვანი


ცვლილებების შეტანა შეუძლია საარჩევნო პროცესებში, რაც თავის მხრივ გადაჭრის
ტრადიციულ არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებს, თუმცა მთელ ამ პროცესს
მხოლოდ ვარდისფერი სათვალეებიდან ვერ ვუცქერთ და უნდა გავაანალიზოთ ის
მოსალოდნელი რისკები, რომელთა გამოწვევაც არჩევნების ელექტრონულ ფორმას
შეუძლია.
ნაშრომის მიზნებიდან გამომდინარე, გვსურს, რომ ეს რისკები ორი
მიმართულებით, კერძოდ, ხანგრძლივ და ხანმოკლე პერიოდში განვიხილოთ.

გამოწვევები ხანმოკლე პერიოდში

ხანმოკლე პერიოდში ელექტორნულ არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე


საუბრისას უნდა აღვნიშნოთ რამდენიმე მათგანი. პირველად განვიხილავთ
პირადობის მოწმობასთან დაკავშირებულ საკითხს. როგორც ცნობილია,
საქართველოში ID ბარათების გამოყენება აქტიურად 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა
დღემდე სათანადოდ არ მომხდარა სტანდარტული პირადობის მოწმობის ამ
უკანასკნელით ჩანაცვლება, რაც განპირობებული იყო მოსახლეობის პირადი
ინტერესებით(მაგ. რელიგიური). ეს კი გარკვეულწილად ზრდის იმის ალბათობას,
რომ კონკრეტულმა ამომრჩეველმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია მხოლოდ ID
ბარათის არ ქონის გამო ვერ დააფიქსიროს.
გაცილებით საინტერესო შემთხვევა გვაქვს სახეზე ID ბარათების ვერიფიკაციის
აპარატში ჩატვირთვისას. როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოების აჭარა-გურია-ფოთის რეგიონული
9
https://www.regjeringen.no/globalassets/upload/krd/prosjekter/e-valg/evaluering/topic6_assessment.pdf?
fbclid=IwAR1GLD6ly0mj0pW8jqUGwoZmDYdgAw_Iy_laR7nh6jNjrcHFnFDxRcx01VQ

6
ხელმძღვანელისაგან, მადონა ბერიძისაგან შევიტყვეთ, ვერიფიკაციის აპარატში
ამომრჩეველთა მონაცემების ჩატვირთვა არჩევნებამდე ორი დღით ადრე ხდება, რაც
ზრდის იმის რისკებს, რომ უკვე ჩატვირთულ ID ბარათს ვადა ამ ორი დღის
შუალედში გაუვიდეს და ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობა ვადაგასული
პირადობის მოწმობით მიიღოს.
ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას
აქტუალური რჩება მისი ხარჯეფექტიანობის საკითხი. მიუხედავად საზოგადოებაში
დამკვიდრებული იმ მოსაზრებისა, რომ ელექტრონული არჩევნები ამცირებს
არჩევნების დროს გამოყენებულ ფინანსურ რესურსებს, რასაც ნაშრომის ავტორებიც
ვეთანხმებით, საჭიროა, რომ აღნიშნულს სხვა კუთხიდანაც შევხედოთ და მაშინვე
წავაწყდებით ისეთ გამოწვევას, როგორიც ხარჯიანობაა თავად ელექტრონული
არჩევნების დანერგვის პროცესში, მითუმეტეს, რომ მასში არ მოიაზრება მხოლოდ
საარჩევნო ტექნოლოგიების ღირებულება. ხარჯები იქნება გასაწევი მისი
პილოტირების პროგრამაზე, სპეციალური გამოცდილი პერსონალების
დაქირავებაზე, საინფორმაციო კამპანიებზე და ა.შ.
აქვე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენი სუბიექტიური აზრიდან გამომდინარე, სადაც
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია უკვე 4 წელზე მეტია ელექტრონული
არჩევნების დანერგვის მუდმივ მცდელობაშია, ამისათვის არჩევნების
მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ
საერთაშორისო დოკუმენტებით და ჩვენმა ქვეყანამ უკვე უნდა დაიწყოს ზრუნვა, რომ
გაამრავალფეროვნოს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული ნებისმიერი
ეროვნული დონის სამართლებრივი დოკუმენტი ელექტრონულ არჩევნებთან
დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმებით.
როგორც ვხედავთ, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ იმ პოტენციურ
რისკებზე მსჯელობისას, რომლებმაც შესაძლოა მომავალში იჩინოს თავი, არ
გვიხსენებია მსოფლიო პრაქტიკისათვის დამახასიათებელი კიბერუსაფრთხოებასთან
დაკავშირებული პრობლემები. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში დანერგვის
პროცესში არსებული ელექტრონული არჩევნები კიბერუსაფრთხოების
თვალსაზრისით არ განიცდის ისეთივე კრახს, როგორიც გვხდება მსოფლიო
პრაქტიკაში. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს კარგი მმართველობის ინსტიტუტის
დირექტორისა და ელექტრონული არჩევნების პილოტ-პროექტის მენეჯერის,
ირაკლი ხორბალაძის მიერ სტანდარტიზებული ინტერვიუს მეშვეობით
მოწოდებული ინფორმაცია. ამავე ინტერვიუში ის განმარტავს, რომ ჩვენს ქვეყანაში
ელექტრონული არჩევნების პროცესში კიბერუსაფრთხოების დარღვევის რისკები
მინიმუმამდეა შემცირებული.

გამოწვევები ხანგრძლივ პერიოდში

7
ხანგრძლივ პერიოდში ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშრებულ გამოწვევებზე
საუბრისას, უმთავრესია თავად ამომრჩევლის ცნობიერების დონის ამაღლება.
მოგეხსენებათ, რომ ელექტრონული ფორმატით ჩატარებული არჩევნები
ამომრჩეველთა სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს, ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ,
დროში გაწელილი პროცესია. იმისათვის რათა ელექტრონული არჩევნები
სრულყოფილად ჩატარდეს, საჭიროა ამომრჩეველი სრულფასოვნად იცნობდეს ყველა
იმ ასპექტს, რომელიც თან ახლავს ელექტრონულ არჩევნებს.
2021 წელს კრწანისში განხორციელებულმა საპილოტე პროგრამამ ცხადყო, რომ
მიუხედავად წინასაარჩევნო საინფორმაციო კამპანიისაა, რომელიც მიზნად ისახავდა
ამომრჩევლებისათვის ელექტრონული არჩევნების სპეციფიკასთან დაკავშირებული
ინფორმაციის მიწოდებას, საზოგადოების ადაპტირებისათვის ჩვენს ქვეყანას
საკმაოდ რთული და ხანგრძლივი გზა აქვს გასავლელი.
ცნობიერების ამაღლების პროცესი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს შორის
განსხვავებულად შეიძლება წარიმართოს. მათ შორის ყურადსაღებია მოხუცები,
რომლებიც ადაპტირებულნი არიან ტრადიციული მეთოდით ჩატარებულ არჩევნებში
საკუთარი არჩევანის სხვადასხვა ფორმით დაფიქსირებაზე (შემოხაზვა, გახაზვა და
ა.შ.), ელექტორნული არჩევნებისათვის განკუთვნილი ბიულეტენი კი საჭიროებს
არჩევანის სპეციფიკურ დაფიქსირებას (წრის გაფერადება), აღნიშნულის გამო კი
ამომრჩევლის მიერ გაცხადებული ნება შესაძლოა ეჭვს იწვევდეს. მსგავს ფაქტს
ადგილი ჰქონდა 2022 წლის შუალედურ არჩევნებშიც, კერძოდ საარჩევნო
ბიულეტენზე მოცემული წრის არასწორად გაფერადების გამო აპარატმა 32
ბიულეტენი ბათილად ცნო. აღნიშნულის გადამოწმების მიზნით კი გამოყენებული
იქნა ხმის დათვლის ტრადიციული მეთოდი, რის შემდეგაც ბათილად მხოლოდ 13
ბიულეტენი გამოცხადდა10. ამის მთავარი მიზეზი კი მდგომარეობს იმაში, რომ
ტრადიციულ არჩევნებში სახეზე გვაქვს სამი სახის ბიულეტენი: ნამდვილი, საეჭვო
და ბათილი, ხოლო ელექტრონული არჩევნების დროს აპარატურა აფიქსირებს
მხოლოდ ორი სახის ბიულეტენს: ნამდვილსა და ბათილს, რაც უფრო ზრდის
ხმების დაკარგვის რისკს.
საარჩევნო ბიულეტენებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ
ელექტრონული არჩევნების წინაშე მდგარი ისეთი გამოწვევა, როგორიცაა
ბიულეტენის არასწორად მოთავსება ჩარჩო-კონვერტში, რაც ზრდის ამომრჩევლის
მიერ გამოხატული ნების ფარულობის დარღვევის საფრთხეს. ამომრჩეველი მსგავსი
რისკის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს დაზიანებული ბიულეტენის ხმის დამთვლელ
აპარატში მოთავსებისას. მსგავს შემთხვევაში აპარატი უკან აბრუნებს ბიულეტენს,
რაც ამომრჩევლის მიერ გაცხადებულ ნებას ხილულს ხდის.

10
სტანდარტიზებული ინტერვიუ ნოდარ მელაძესთან, უსკო-ს თავმჯდომარის მოადგილესთან

8
სურ.1 ბიულეტენის მოსათავსებელი ჩარჩო-კოვერტი11

დასკვნა

თანამედროვე სამყაროს ციფრულმა განვითარებამ ტრადიციული არჩევნების


ელექტონული არჩევნებით ჩანაცვლების პროცესს ჩაუყარა საფუძველი, ამ მხრივ
გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ
აღნიშნული ფორმა ჩვენს ქვეყანაში განვითარების ახალ სტადიაზეა, ჩვენი მიზანი
იყო ნათლად და მკაფიოდ ჩამოგვეყალიბებინა ყველა ის პოტენციური გამოწვევა,
რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს არჩევნების აღნიშნული ფორმა
საქართველოში.
მსოფლიო პრაქტიკის ზემოთ განხილულმა მაგალითებმა ცხადყო, რომ არჩევნების
ელექტრონული ფორმის იმპლემენტაცია მეტწილად სახელმწიფოთა
ინდივიდუალურ მახასიათებლებზე არის დამოკიდებული, რაზეც მოწმობს
საქართველოში არსებული ვითარება. თუ სხვა სახელმწიფოები არჩევნების
ტრადიციულ ფორმას ძირათადად კიბერუსაფრთხოების დარღვევის შიშით
უბრუნდებოდნენ, ჩვენს ქვეყანაში მთავარ გამოწვევას მაინც საზოგადოების
არასათანადო ცოდნა წარმოადგენს. იმისათვის, რათა ელექტრონულმა არჩევნებმა
შეძლოს ეფექტურად ფუნქციონირება, პირველ რიგში, საჭიროა ამ აღნიშნული

11
სურ. 1 მოწოდებულია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების
აჭარა-გურია-ფოთის რეგიონული ხელმძღვანელის, მადონა ბერიძის მიერ

9
გამოწვევის დაძლევა, რაც იქნება წინაპირობა ელექტრონული არჩევნების წინაშე
მდგარი ზემოთ ნახსენები გამოწვევების დაძლევისა. ეს უკანასკნელი კი განმტკიცდეს
ელექტრონული საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს.

დანართი 1

10
11
12
დანართი 2

დანართი 3

დანართი 4

გამოყენებული ლიტერატურა:

13
1. მარიამ ჩიხლაძე (2021). „ელექტრონული არჩევნების მომავალი
საქართველოში“. მოძიებულია 27 მაისი, 2022,
https://eecmd.org/wp-content/uploads/2021/07/E-
voting_Chikhladze_EECMD_GEO.pdf?
fbclid=IwAR3GTnzwgd5JfrOiOv3xtuLZzOBjCjYXT173PNgHrBREQOd4e419k7Mng
ho ;
2. საერთაშორისო პაქტი „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“
(ძალაში შესვლის თარიღი - 03/08/1994). მოძიებულია 30 მაისი, 2022,
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1398335?publication=0
3. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(კონსოლიდირებული პუბლიკაცია - 25/05/2022). მოძიებულია 30 მაისი, 2022,
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168?publication=74
4. Good Governance Institute, Irakli Khorbaladze (January, 2020). „ELECTION
ADMINISTRATION AND ELECTRONIC TECHNOLOGIES FOR MORE
DEMOCRACY“. მოძიებულია 3 ივნისი, 2022,
file:///C:/Users/user/Downloads/ELECTION%20ADMINISTRATION%20AND
%20ELECTRONIC%20TECHNOLOGIES%20FOR%20MORE%20DEMOCRACY.pdf
5. Jordi Barrat i Esteve, Ben Goldsmith and John Turner (June 2012). „International
Experience with E-Voting“. მოძებულია 4 ივნისი, 2022,
https://www.regjeringen.no/globalassets/upload/krd/prosjekter/e-valg/evaluering/
topic6_assessment.pdf?
fbclid=IwAR1GLD6ly0mj0pW8jqUGwoZmDYdgAw_Iy_laR7nh6jNjrcHFnFDxRcx01
VQ
6. Recommendation CM/Rec(2017)5 of the Committee of Ministers to member States on
standards for e-voting (14 June, 2017). მოძიებულია 30 მაისი, 2022,
https://rm.coe.int/0900001680726f6f

14

You might also like