You are on page 1of 3

ყარაბაღის განახლებული კონფლიქტის გავლენა საქართველოს უსაფრთხოებაზე

მსოფლიო ისტორია მრავალ კონფლიქტსა თუ ომს იცნობს, რომელთაგანაც ყველას


საკუთარი მიზეზი აქვს, იქნება ეს ეთნიკური, რელიგიური, ეთნო-რელიგიური, გავლენის
მოსაპოვებელად წარმოებული ომი და ა.შ. გარდა მსოფლიო ომებისა, რომლებიც
ყოველთვის უდიდესი ზიანის მომტანია ქვეყნებისათვის, საკუთარი სიმწვავით
გამოარჩევენ ეთნიკურ და რელიგიურ ომებსა თუ კონფლიქტებს, ამ ორი ფაქტორის
გაერთიანების შემთხვევაში კი რეალობა ბევრად უფრო მტკივნეული და ფატალურია,
რადაგანაც ზემოთხსენებული ფაქტორები, როგორც ისტორია გვიჩვენებს, გამორჩეული
სისასტიკით გამოირჩევა და არაფრად აგდებს ისეთ ღირებულებებსაც კი როგორიც
ქალების, ბავშვების, ზოგადად მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეა. ეს ყოველივე
ლოგიკურიცაა, რადგან, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში მიზანი არა უბრალოდ
მეტოქეზე უპირატესობის მოპოვება, არამედ მტერი ეთნოსის ან რელიგიური ჯგუფის
„განადგურებაა“, ეს ყოველივე კი გენოციდში ან ეთნიკურ წმენდაში გამოიხატება ხოლმე.
მსგავსი სახის კონფლიქტები სხვათაგან პერმანენტული ხასიათით გამოირჩევა, რადგან
სანამ არსებობენ დაპირისპირებული ეთნოსები ან რელიგიური ჯგუფები და სანამ ერთ-
ერთს მაინც შესწევს ძალა შესამჩნევი ზიანი მიაყენოს მეორეს, სიტუაცია მეტნაკლებად
უკონტროლოა. ასეთი კონფლიქტთაგან ყველაზე მძაფრი ებრაულ-არაბული
კონფლიქტია, რადგან აქ რელიგიურ-ეთნიკური ფაქტორები ერთმანეთს მჭიდროდ
ერწყმის, თუმცა თუკი არსებობს ისეთი მომრიგებელი, როგორიც ამერიკის მსგავსი
ზესახელმწიფოა, სტატუს-ქვოს ცვლილებაც შესაძლებელია და ამას თანამედროვე
რელობაც ცხადჰყოფს. მაგრამ ამ ეტაპზე განსახილველი თემა ღარაბაღის კონფლიქტი და
მისი შესაძლო გავლენაა საქართველოზე, კონფლიქტი, რომელიც შეუხორცებელი
ჭრილობა, მიძინებული ვულკანია და პერიოდული ამოფრქვევა ახასიათებს.
განსხვავებით ზემოთხსენებული არაბ-ისრაელის კონფლიქტისგან, რომლის
წამქეზებლად და გამომწვევად გარეშე, მესამე ძალა არ გვევლინება, ეს კონფლიქტი ერთ-
ერთია სამხრეთ კავკასიაში არსებული ეთნიკურ კონფლიქტთაგან, რომელთა რეალიზებაც
საბჭოთა სისტემის დასუსტებასთან ერთად მოხდა, თუმცა მათი ფესვები უფრო ღრმაა და
ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. როგორც ვახსენე, საბჭოეთის დასუსტებასთან ერთად
წარმოიშვა ისეთი კერები, როგრიცაა, ყარაბაღის, აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის
კონფლიქტები. უფრო სწორად კი საბჭოეთის დაშლით ძალადაკარგულმა რუსეთმა
გადაწყვიტა სამხრეთ კავკასიის უფრო მარტივად გასაკონტროლებლად, „დაყავი და
იბატონე“ პრინციპი გამოეყენებინა და სამივე შემთხვევაში საწადელს მიაღწია, რადგან
რეგიონში კვლავაც მისთვის სასურველი მდგომარეობაა. კონფლიქტი, როგორც ითქვა
მუდმივად განახლებადი ხასიათისაა და მისი ესკალაცია ხშირად დიდი მოთამაშეების,
რუსეთ-თურქეთის ინტერესების გადაკვეთას მოყვება ხოლმე, ამის მკაფიო მაგალითი კი
2016 წლის ესკალაციაა, რომელიც შედარებით მასშტაბური იყო და საეჭვოდ მიება
თურქეთის მიერ, მის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას. თუმცა
მსგავსი მასშტაბი, როგორადაც ეს კონფლიქტი დღესაა წარმოდგენილი, 1994 წლის
შემდგომ არ ყოფილა. ორივე მხარეს დანაკარგები საკმაოდ დიდია და გარდა
სამხედროებისა, ზარალი მშვიდობიან მოსახლეობასაც ადგება. აღსანიშნავია, რომ
კონფლიქტი საქართველოსთვის მეტად საყურადღებოა, რამდენადაც საზღვრიდან სულ
55კმ-ში მიმდინარეობს დაპირისპირება და სიახლოვის შედეგი უკვე აშკარად აისახა
საქართველოზე, რადგან აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატები და ერთგვარი
სარაეკტო მოწყობილობა, კერძო ტერიტორიაზე ჩამოვარდა და კერძო საკუთრებაც
დააზიანა. ეს ყოველივე ნამდვლიად ქართული უსაფრთხოების სისტემის
მოწყვლადობაზე მიუთითებს, თუმცა შესაძლოა კონფლიქტის შედეგები ქვეყნისთვის
მეტად დამაზიანებელიც იყოს სხვა სფეროებში. ერთ-ერთი სფერო ეკონომიკაა, რადგან
საქართველოს ექსპორტის 19% სწორედ ამ ორ მეზობელზე მოდის და თუ ესკალაციის
დონე და გეოგრაფიული მასშტაბები გაიზრდება, ამ ქვეყნებში საქონლის ექსპორტი
საგრძნობლად შემცირდება, უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა საერთოდაც გაჩერდეს,
რაც საქართველოს ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას მეტად
დააზარალებს და ეპიდემიით გამოწვეულ ზიანს ესეც დაემატება. გარდა ამისა, შეიძლება
ითქვას ,რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა საფრთხე დაემუქროს
კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, კერძოდ კი იმ მილსადენებს, რომელიც რეგიონში გადის
და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. აღსანიშნავია, რომ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხურ მხარეს უკვე ჰქონდა მათი დაზიანების
მცდელობა ტაქტიკური რაკეტების საშუალებით, რომლებიც აზერბაიჯანმა გააუნებელყო.
ამ მილსადენის დაზიანება რუსეთისთვისაც მისაღები იქნება, რადგან საქართველო მსგავს
შემთხვევაში მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს დაკარგავს, უფრო რთულ სიტუაციაში
აღმოჩნდება. ამ უკანასკნელის მიზანიც კი სწორედ ეს არის, რომ საქართველო და
ზოგადად კავაკასია იყოს ნაკლებად დამოუკიდებელი, მეტად დამოკიდებული რუსეთზე
და დაშორდეს ევროატლანტიკურ კურსს. გარდა ზემოთთქმული შესაძლო საფრთხეებისა,
ისეთი მეზობლის ხელში როგორიც რუსეთის ფედერაციაა, შესაძლოა სცენარი უარესად
წარიმართოს, თუკი ესკალაცია გაღრმავდება და კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში,
რუსეთი თავისივე ნებით ან სომხური მხარის თხოვნით საქართველოს სამხედრო
კორიდორად გადაქცევას მოინდომებს. მართალია ეს ყოველივე ნებაყოფლობით არ
მოხდება, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლად რუსეთის შეჩერება არ ძალუძს თუ ეს
უკანსკნელი ძალის გამოყენებით ეცდება საწადელს მიაღწიოს. აღსანიშნავია, რომ
გიუმრის სამხედრო ბაზა, გეორგრაფიულად სწორედ, რომ ცხინვალში არსებული 4-ე
სამხედრო ბაზის გასწვრივაა და რუსეთი ერთი ხელის მოსმით შეძლებს „გადაჭრას“
საქართველო, ცხინვალიდან მოყოლებული გადაკეტოს ცენტრალური მაგისტრალი,
გაიაროს ბორჯომის ხეობაზე სამხედრო ტექნიკით(რელიეფი იძლევა ამის საშუალებას) და
შექმნას უწყვეტი სამხედრო კორიდორი გიუმრის ბაზამდე, რათა დაეხმაროს სომხეთს,
როგორც მოკავშირეს და როგორც კუხო-ს წევრს, რადგან ამ ორგანიზაციის 4-ე მუხლის
მიხედვით მას ეს ვალდებულება ექნება. დღესდღეობით საქართველო მაქსიმალურად
უნდა ეცადოს, რომ შეინარჩუნოს სამხედრო მიუმხრობლობა, ნეიტრალური პოზიცია
კონფლიქტში, რადგან რომელიმე მხარის დაჭერის შემთხვევაში გამოწვეული რისკების
დაზღვევა მას არ ძალუძს, მითუმეტეს, რომ არცერთ მათგანთან არ აქვს დადგენელი
ზუსტი საზღვრები და ამას გარდა, საკუთარ ტერიტორიაზ ჰყავს საკმაო რაოდენობის,
როგორც აზერბაიჯანული ასევე სომხური ეთნიკური უმცირესობა. ასევე მიმდინარეობს
აქტიური დავა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ამბობენ,
„პროგნოზების კეთება უმადური საქმეაო“, თუმცაღა ერთი რამ ცხადია, რომ
საქართველომ უნდა იმოქმედოს ჭკვიანურად და გათვალოს თუ რა შედეგი ექნება მის
თითოეულ ნაბიჯს გრძელვადიან პერსპექტივაში.

You might also like